Jump to content
Planeta.Ge

სამი ბანაკი ქართულ რეალობაში


Recommended Posts

პოლიტიკურმა სივრცემ ახალი ტრანსფორმაცია განიცადა ჩემი აზრით:

 

1. სახელისულებო ბანაკი - მათ იდეოლოგია აღარ აქვთ (ან მე ვერ ვხედავ), მტავარი მიზანი ძალაუფლების შენარჩუნებაა

 

2. რუსეთისკენ მიმავალნი - ესენი ახალ ორბიტას ეძებენ ...(კარგად დავიწყებულ ძველს)

 

3. პროდასავლურუ ძალები - რომლებსაც უშუალოდ აშშ ლობირებს.

 

რას იტყვით, სწორად დავანაწილე? და ვის რა შანსები აქვს...

 

1. ხელისუფლება - როგორც ყველა იდეოლოგიურად გაკოტრებუულს, დიდი მომავალი არ უწერია

 

2. რუსეთუმეების მთავარი იმედი მიტინგები და არეულობებია, რომ ქაოსში ხელისუფლებაშI აღმოჩნდნენ, ამაშI ისევ ხელისუფლება თუ დაეხმარება ნებით თუ უნებლიედ.

 

3. პროდასავლელები თბილისის მერის არჩევნების იმედად არიან...თუ გაიმარჯვეს, ხომ კარგი, თუ არა და იქნებიანს აკმარისად რადიკალურები? ეჭვი მეპარება...

 

რას იტყვით?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 34
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

რუსეთუმეების მთავარი იმედი მიტინგები და არეულობებია
newstudio, ეს მხოლოდ ამჟამადაა ასე, თუ ყოველთვის მასე იყო?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
3. პროდასავლურუ ძალები - რომლებსაც უშუალოდ აშშ ლობირებს.

კონკრეტულად ვის გულისხმობ?

მე რატომღაც არ მეგულება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

ეს მხოლოდ ამჟამადაა ასე, თუ ყოველთვის მასე იყო?
ნუ მე ამჟამინდელი მოცემულობა ავიღე, თუ როგორ შეიძლება რუსული ბანაკი მოვიდეს ხელისუფლებაში ჩემი აზრით

ჭანო

კონკრეტულად ვის გულისხმობ?

მე რატომღაც არ მეგულება

ალასანიას ალიანსს აშშ-ის დიდი მხარდაჭერა აქვსო

dire

შავ დღეში ვართ.

ერთი მეორეზე უარესების დოღი...

ასე პესიმისტურად არ შევხედავდი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

:duel:

შენ არა.

საქართველო კი უყურებს :eshmak:

და სწორსაც შვრება...

ოპტიმიზმამდე ერთი რამ არის მხოლოდ.

ღირსეული და პატრიოტი ადამიანების გუნდის გამოჩენა.

მაპატიეთ მაგრამ ვერც რუსეთის ქართველ პატრიოტებს ვერ ვცემ პატივს და ვერც აშშ-ს.

ასე რომ...

ჩემთვის ერთი ფეხია რომელი ნაგავი იქნება ხელისუფლებაში...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

მაპატიეთ მაგრამ ვერც რუსეთის ქართველ პატრიოტებს ვერ ვცემ პატივს და ვერც აშშ-ს.

ასე რომ...

და რატომ გამორიცხავ რომ პატრიოტები აშშ ბანაკშI იყვნენ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ჯერ ეს ერთი ვუსმენ ამ "პატრიოტების" მიერ დაფრქვეულ ჰაზრებს და... გული მიწუხდება.

მეორეც.

ამ აშშ-ს ბანაკში მდგომთა ტოტალური უმრავლესობა ადრე თუ გვიან იდგა მიშას გვერდით.

და ომამდე! არაფერი გაუპროტესტებიათ. ომამდე კი იყო 7 ნოემბერი, ქონების წართმევა, მოკლული ახალგაზრდები...

ისინი კი ვინც ამაე ხმას იღებდნენ ( მაგ. რესპუბლიკელები ) იმდენი პოლიტიკისთვის უარყოფითი თვისებებით დაჯილდოვებულნი არიან რომ...

პლიუს ამას. ვნახეთ უკვე რაც მოაქვს აშშ-ს "უკიდეგანო" სიყვარულს.

პლიუს ამას ვნახეთ თუ რა მოკავშირეებიც ყოფილან.

პლიუს ამას ვხედავთ რა უნამუსო ორმაგი სტანდარტების ქვეყანაა.

 

და უმთავრესი!

 

ამ ხალხის მოსვლა ნიშნავს უფრო გაავებულ ბრძოლას ჩვენ საქართველოსთან.

ამიტომ მირჩევნია უკვე დისკრედიტირებული და პირშერცხვენილი თუნდაც სისხლიანი დეგენერატი მებრძოდეს ვიდრე ახალი თავის სატკივარი გავიჩინო.

სანამ ეგენი თავის ჭეშმარიტ სახეს გამოაჩენენ... სად ველოდო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

ნუ მე ამჟამინდელი მოცემულობა ავიღე, თუ როგორ შეიძლება რუსული ბანაკი მოვიდეს ხელისუფლებაში ჩემი აზრით

ჭანო

ალასანიას ალიანსს აშშ-ის დიდი მხარდაჭერა აქვსო

dire

... და საქართველოში არა?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

2. რუსეთუმეების მთავარი იმედი მიტინგები და არეულობებია, რომ ქაოსში ხელისუფლებაშI აღმოჩნდნენ, ამაშI ისევ ხელისუფლება თუ დაეხმარება ნებით თუ უნებლიედ.

არა მგონია რუსეთუმეებს მხოლოდ ეს სტრატეგია ქონდეთ.რამე სხვაც ექნებათ შემონახული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

არა მგონია რუსეთუმეებს მხოლოდ ეს სტრატეგია ქონდეთ.რამე სხვაც ექნებათ შემონახული.

ტანკები? მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თბილისი ამის პირდაპირ საბაბს მისცემს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ტანკები? მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თბილისი ამის პირდაპირ საბაბს მისცემს!

არა, ტანკებს ნამდვილად არ ვგულისხმობ. ფოჩიანი კამფეტის რაღაც ნაირსახეობა მაგალითად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მგონია რომ პირველი და მეორე ბანაკი ერტიდაიგივეა-ფასადური შესასვლელიტ და ჩორნი ხოდით უბრალოდ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოში პროდასავლური ძალა არ არსებობს. არსებობენ ტიპები რომლებთაც უნდათ ითამაშონ რუსეთსა და დასავლეთს შორის, რუსებსაც რაღაცა მისცენ, დასავლეთსაც და თვითონაც ჩაიდონ ჯიბეში, ისე როგორც ამას აკეთებდა შევარდნაძე. ხან ძალოვნებს აძლევდა რუსებს, ხან ამერიკელებს, მარა სამაგიეროდ როდესაც ძალოვნებს ამერიკელებს აძლევდა, (თევზაძეს ვგულისხმობ) იმ დროს რუსეთს სხვა სამინისტროებს აძლევდა. ტიპი აბალანსებდა ამ სიტყვაციას.

 

მსგავსი პოლიტიკის გაგრძელება უნდოდა ჟვანიას, რომელიც დაბრიდეს. და ეხლა ცდილობს ირაკლი ალასანია.

 

ეხლა მეორე ნაწილი, არიან მკვეთრად პრორუსულები, მარა ტელევიზიაში და პიარში გვეუბნებიან რომ არა ჩვენ პრორუსულები კი არა დასავლეთი გვიყვარს. მათი პროდასავლურობა არ აისახება ვაფშე არაფერში, პიარის გარდა.

 

არსებობს მესამე ძალა, ეს არის ბუ - ანუ ეს გიორგაძეები, ებრალიძეები და ესეთი ტიპები, იმიტომ რომ შენ მის შიშით რეალურ პრორუსებს დაუჭირო მხარი (ანუ პიარშიკ მედასავლელეებს) ანუ სააკაშვილს.

 

თავად ნაციონალური მოძრაობა, თავის იდეოლოგიით, თავის ქმედებით, საერთოდ კავშირი არ აქვს დასავლეთთან. არანაირი ინსტიტუტი რომელიც დასავლეთთან დაგვაახლოებს არ Aუქმნია, პირიქით დაანგრიეს. მათ აქვთ ხატად აღებული პუტინის რუსეთი და მას ბაძავენ. ნახე სურათები, როგორ ლამაზდება და როგორ იღებება რუსული ქალაქები, აი იმეენა სააკაშვილი აკოპირებს რუსელ სისტემას.

 

სააკაშვილისა და პუტინის დაპირისპირება ეს არის სატელევიზიო სპექტაკლი. ეხლა ძნელი იყო ამერიკლებისთვის უარი ეთქვათ ჯარის გაწვრთნაზე, რომ ნახეს ეს ჯარი ცოტა დასავლური ღირებულებებზე იქმნება და რომ ამ ჯარს შეუძლია ნატო-ში ინტეგრაცია, გადაწყვიტეს გაენადგურებინათ, ეს ჯარი და 2008 წლის აგვისტო ამის კარგიი მაგალითია, რუსებმა კი არ მოშალეს ჩვენი ჯარი, არამედ ჩვენთან აქ პრორუსულმა ხელისუფლებამ მოშალა ეს ჯარი და დასავლეთზე ეხლა ოცნებაც კი შეუძლებელია.

 

ერთობლივი აქაურ პრორუსულ მთავრობისა და რუსების ხელით დედა უტირეს არა მარტო ჯარს არამედ საქართველოს.

 

მეორე მომენტი, აქ არსებობს პრორუსული ოპოზიცია, რომელიც დასავლეთს ეუბნება, რომ თუ სააკაშვილს გადაგდებ, ისევ ჩემი ოპოზიცია მოვა სათავეში, შენ დააპირებ სააკაშვილის შეცვლას, მე დაგასწრებ, ამიტომ ყველა შენ ქმედებას მე აქ საქართველოში ვაჯობებ.

დასავლეთს ეხლა ხელი აქვს ჩაქნეული საქართველოზე, უბრალოდ არანაირი ბერკეტი არ აქვს, რომ რამე გააკეთოს საქართველოში. საქართველოში სრულიად გაიმარჯვა რუსეთმა.

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

არა, ტანკებს ნამდვილად არ ვგულისხმობ. ფოჩიანი კამფეტის რაღაც ნაირსახეობა მაგალითად.

აფხაზეთის დაბრუნება?

 

Nukriko

შენ წარმოიდგინე, მთლიანობაშI გეთანხმები!@

 

პ.ს. ალექსანდრე ებრალიძე საქართველოში ჩამოსვლას საქართველოს მოქალაქის სტატუსით ან მის გარეშე გეგმავს. ამის შესახებ “ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესის” ხელმძღვანელმა, რუსეთში მცხოვრებმა ბიზნესმენმა, ალექსანდრე ებრალიძემ სასტუმრო “ამბასადორში” ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა. იგი სანკტ-პეტერბურგიდან ჩაერთო.

ებრალიძის განცხადებით, ცოტა ხნის წინ შეავსო კიდევ ერთი, საკმაოდ რთული ანკეტა და გამოაგზავნა საქართველოში, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას სთხოვს.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...