nuaka Posted January 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 გაგიმარჯოს ლ ი ც ი ქმარში თუ ასი პროცენტი არ იყო დარწმუნებული ელენე , მაშინ ჯობდა გაჩუმებულიყოაქ არის 2 სხვადასხვა სიბრტყე:1.ელენეს და მისი ქმრის ურთიერთობის მორალი2.ელენეს პიროვნული მორალი განვიხილოთნებისმიერი ადამიანის გადაწყვეტილებითი აქტი - არის მისი მორალური სახე. ანუ ჭეშმარიტი სახე. მაგრამ ამის გასარკვევად თუ დასანახად ჩვენ ამ გადაწყვეტილებითი აქტის იმპულსი, ანუ მოტივაცია უნდა დავიჭიროთ. და თვალებში ჩავხედოთ. მხოლოდ ასე დავინახავთ ადამიანის ნამდვილ სახეს.ქალმა დაინახა, რომ ქმრის სიყვარული მისდამი არ იყო ეგოიზმისაგან იმდენად თავისუფალი, რომ პირველ ღირებულებად დაეყენებინა საყვარელი ქალი. მისი დაცვა, უსაფრთხოება, მისი მორალური ღირსების შეულახაობა.ქალმა დაინახა, რომ ქმარი მისდამი დამოკიდებულებაში ანუ "სიყვარულში" მთლიანად იყო მოტივირებული საკუთარი ეგოიზმით. პირად-მამაკაცური ეგოს ინტერესებით. და ქალი "უყვარდა" იმდენად, რამდენადაც ეს მის "მამაკაცურ ეგოს"აკმაყოფილებდა და ავსებდა.როგორც კი მოხდა პრეცედენტი იმისა, რაც მის ეგოს დაუპირისპირდა, ანუ დისჰარმონიაში შევიდა, მომენტალურად გაირკვა (ქალისთვის), რომ ამ ადამიანის უპირველეს ღირებულებას წარმოადგენდა საკუთარი ეგოს ინტერესები და არა უანგარო თვითგაღების გრძნობა, რასაც ადამიანები სიყვარულს ეძახიან.თუ ქალი, რომელმაც ეს დაინახა, შეეგუებოდა იმ აზრს და იმ ცხოვრებას, რომელიც გამოიხატება ასე:"ამ კაცს მე "ვუყვარვარ" იმდენად, რამდენადაც მის ინტერესებს, მოთხოვნებს და სურვილებს ვაკმაყოფილებ. ის არ მცნობს მე,როგორც თვითღირებულებას"- ეს ქალი იქნებოდა აგრეთვე ეგოიზმის მოწილე იმ პროცენტით რა პროცენტსაც მისთვის ქმარი გაიმეტებდა სარეალიზაციოდდა ქალს მთელი ცხოვრება ტყულისა და შიშში უნდა გაეტარებინა.ამგვარი თანაცხოვრება -(ტყუილი,შიში,ჩხუბი, ფარული სიძულვილი), რასაც ადამიანები ე.წ.ოჯახს ეძახიან, ქალმა უარყო.მყისიერად. თან ისე, რომ ამის გამო იმ ადამიანის სიყვარული არ დაუკარგავს.ამით იმ ადამიანსაც მისცა შანსი. გაათავისუფლა.ამ ორს შორის -მხოლოდ ქალს უყვარდა.და ქალის ქცევის მოტივაცია იყო მხოლოდ სიყვარული.სიყვარული მხოლოდ თავისუფალს შეუძლია. ჩვენმა დიდმა წინაპარმა :yes2: ""ათავისუფლე მონები"ვისთვის როგორ :yes2: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted January 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 ლ ი ც ი ალბათ გახსოვს ცვაიგის გენიალური ნოველა "შიში"იქნებ ამაზეც გაგეხსნა თემა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 27, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 გაგიმარჯოს ლ ი ც ი ციტატა(licemer @ 26th January 2010 - 11:15 PM) ქმარში თუ ასი პროცენტი არ იყო დარწმუნებული ელენე , მაშინ ჯობდა გაჩუმებულიყო აქ არის 2 სხვადასხვა სიბრტყე:1.ელენეს და მისი ქმრის ურთიერთობის მორალი2.ელენეს პიროვნული მორალი განვიხილოთნებისმიერი ადამიანის გადაწყვეტილებითი აქტი - არის მისი მორალური სახე. ანუ ჭეშმარიტი სახე. მაგრამ ამის გასარკვევად თუ დასანახად ჩვენ ამ გადაწყვეტილებითი აქტის იმპულსი, ანუ მოტივაცია უნდა დავიჭიროთ. და თვალებში ჩავხედოთ. მხოლოდ ასე დავინახავთ ადამიანის ნამდვილ სახეს.ქალმა დაინახა, რომ ქმრის სიყვარული მისდამი არ იყო ეგოიზმისაგან იმდენად თავისუფალი, რომ პირველ ღირებულებად დაეყენებინა საყვარელი ქალი. მისი დაცვა, უსაფრთხოება, მისი მორალური ღირსების შეულახაობა.ქალმა დაინახა, რომ ქმარი მისდამი დამოკიდებულებაში ანუ "სიყვარულში" მთლიანად იყო მოტივირებული საკუთარი ეგოიზმით. პირად-მამაკაცური ეგოს ინტერესებით. და ქალი "უყვარდა" იმდენად, რამდენადაც ეს მის "მამაკაცურ ეგოს"აკმაყოფილებდა და ავსებდა.როგორც კი მოხდა პრეცედენტი იმისა, რაც მის ეგოს დაუპირისპირდა, ანუ დისჰარმონიაში შევიდა, მომენტალურად გაირკვა (ქალისთვის), რომ ამ ადამიანის უპირველეს ღირებულებას წარმოადგენდა საკუთარი ეგოს ინტერესები და არა უანგარო თვითგაღების გრძნობა, რასაც ადამიანები სიყვარულს ეძახიან.თუ ქალი, რომელმაც ეს დაინახა, შეეგუებოდა იმ აზრს და იმ ცხოვრებას, რომელიც გამოიხატება ასე:"ამ კაცს მე "ვუყვარვარ" იმდენად, რამდენადაც მის ინტერესებს, მოთხოვნებს და სურვილებს ვაკმაყოფილებ. ის არ მცნობს მე,როგორც თვითღირებულებას"- ეს ქალი იქნებოდა აგრეთვე ეგოიზმის მოწილე იმ პროცენტით რა პროცენტსაც მისთვის ქმარი გაიმეტებდა სარეალიზაციოდდა ქალს მთელი ცხოვრება ტყულისა და შიშში უნდა გაეტარებინა.ამგვარი თანაცხოვრება -(ტყუილი,შიში,ჩხუბი, ფარული სიძულვილი), რასაც ადამიანები ე.წ.ოჯახს ეძახიან, ქალმა უარყო.მყისიერად. თან ისე, რომ ამის გამო იმ ადამიანის სიყვარული არ დაუკარგავს.ამით იმ ადამიანსაც მისცა შანსი. გაათავისუფლა.ამ ორს შორის -მხოლოდ ქალს უყვარდა.და ქალის ქცევის მოტივაცია იყო მხოლოდ სიყვარული.სიყვარული მხოლოდ თავისუფალს შეუძლია.nuaka ბრავო, ჩემო ქალბატონო, ბ რ ა ვ ო ! :2kiss: :love3: ლ ი ც ი ალბათ გახსოვს ცვაიგის გენიალური ნოველა "შიში":viking:იქნებ ამაზეც გაგეხსნა თემაnuaka მშვენიერიერი იდეაა. ჩემი აზრით, უპრიანი იქნება თუ თავად შენ შეასხავ ხორცს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted January 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 რა როგორ უნდა მოიქცე,,,,,, როგორ შეიძლება უცხო კაცის ოტახში შევიდეს პატიოსანი ქალი????? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 27, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 machkatela რა როგორ უნდა მოიქცე,,,,,, როგორ შეიძლება უცხო კაცის ოტახში შევიდეს პატიოსანი ქალი????? იქნებ უფრო კონკრეტულად ბრძანოთ, ქალბატონო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted January 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 ჩემი აზრით, უპრიანი იქნება თუ თავად შენ შეასხავ ხორცს :no2: შესანიშნავი მთხრობელი ხარ. და აუდიტორიის აყოლიება გეხერხება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted March 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 შესანიშნავი მთხრობელი ხარ. და აუდიტორიის აყოლიება გეხერხება001.gifnuaka ნეტა მართლა მასე იყოს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
proletari Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 გახსოვთ კუპრინის მოთხრობა "ზღვის ავადმყოფობა" და ამ მოთხრობის მთავარი გმირის ელენე ტრავინას ვოიაჟი გემით? ერთი სიტყვით, ვისაც არ აქვს წაკითხული მოკლედ "მოვუყომარებ" შინაარს. მოთხრობის მთავარი გმირი ელენე ტრავინა ოდესიდან იალტაში მიდიოდა გემით. ქალი ზღვის ავადმყოფობამ უკიდურესად შეაწუხა, მაგრამ გემი მგზავრებით იყო გადაჭედილი და საწოლის პოვნა ვერაფრით ვერ მოახერხა. იძულებული გახდა გემბანზე გაეტარებინა რამდენიმე საათი. როცა ეს შენიშნა კაპიტანის თანაშემწემ, "სულგრძელად" შესთავაზა თავის კაიუტა... ღამით მორიგე ვარ და კაიუტა არ მჭირდებაო-უთხრა. მოკლედ, გადაყლაპა ანკესი ჩვენმა ელენემ. როგორც კი ზღვის ავადმყოფობით დაღლილი ქალი კაიუტაში შევიდა, შეუვარდა და გააუპატიურა. ძლიერ განიცდიდა და აწუხებდა ელენე მომხდარი ამბავი. სახლში დაბრუნებულმა არ იცოდა როგორ მოქცეულიყო, ეთქვა თუ არა ქმრისთვის მომხდარის შესახებ. ბოლოს მაინც თქმა ამჯობინა და სერგეის უამბო , რაც შეემთხვა. სერგეიმ წყნარად მოისმინა. ელენეს მოეფერა, დააწყნარა . მოკლედ, ყველანაირად ეცადა, რომ ქალს მომხდარი გულთან ახლოს არ მიეტანა. მაგრამ სერგეის სიმშვიდე "ტრუხა" და სიაფანდი აღმოჩნდა. მასტმა მთელი ღამე თეთრად გაათენა , მთელი ღამე ბორგავდა და იტანჯებოდა. მთელი ღამე დაღალა და დატანჯა ელენე კითხვებით: ბავშვი, ბავშვი, რომ გაჩნდეს, ელენე? იქნებ ის ადამიანი ავადმყოფია? სიფილისი? და კლიენტმა "გასაღები დაკარგა". იგი ეხვეწებოდა ელენეს ეთქვა, რომ ყველაფერი მოგონილია, მსგავსი არაფერი მომხდარა, რომ ამ ისტორიით მისი გამოცდა ეწადა. მოკლედ, ელენე მიხვდა, რომ სერგეის არ ეყოფოდა სულის სიმტკიცე და კაცობა მიეტევებინა ცოლისთვის თავს დატეხილი უბედურება.დილით ელენე სახლიდან გაიპარა. სერგეის დაუტოვა წერილი, რომლითაც ატყობინებდა: ჩვენი ერთად ცხოვრება შეუძლებელია, თუმცა, შენ ერთადერთი მამაკაცი ხარ, რომელიც მიყვარდა, ნუ დამიწყებ ძებნას. შენ იცი, რომ მე გადაწყვეტილებას არ შევცვლი. ხოლო წუხელ რაც გიამბე, ის სიცრუეა, მე გამოვიგონეო. უზერებო, ყველა დროში, ყოველ ხანაში, ადამიანებისთვის ყველაზე მწვავე ტრაგედია იყო, არის და იქნება სარეცელი, სარეცელის ტრაგედია. მაშ-ს ასე, მანდილოსნებო: მსგავს სიტუაციაში რომ აღმოჩენილიყავით რას იზავდით,რა ხრიკებს მიმართავდით? : მამაკაცებო: სერგეის ადგილას როგორ მოიქცეოდით? ამ მოთხრობას თავიდან გადავიკითხავდი და დავფიქრდებოდი. ახლა რატომ უნდა გაირჩეს ეს საკიტხი პლანე გეს ფორუმზე თქო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted March 30, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 ამ მოთხრობას თავიდან გადავიკითხავდი და დავფიქრდებოდი. ახლა რატომ უნდა გაირჩეს ეს საკიტხი პლანე გეს ფორუმზე თქოproletari "პრიჩინაზე" ხარ ძმაუ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
proletari Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 proletari "პრიჩინაზე" ხარ ძმაუ? არა, კითხვაზე გავეცი პასუხი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irene Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 ამგვარი თანაცხოვრება -(ტყუილი,შიში,ჩხუბი, ფარული სიძულვილი), რასაც ადამიანები ე.წ.ოჯახს ეძახიან, ქალმა უარყო.მყისიერად. თან ისე, რომ ამის გამო იმ ადამიანის სიყვარული არ დაუკარგავს.ამით იმ ადამიანსაც მისცა შანსი. გაათავისუფლა.ამ ორს შორის -მხოლოდ ქალს უყვარდა.და ქალის ქცევის მოტივაცია იყო მხოლოდ სიყვარული.სიყვარული მხოლოდ თავისუფალს შეუძლია. გენიალურია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted March 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 30, 2010 სერგეის ადგილას როგორ მოიქცეოდით?რათქმაუნდა ძალიან რთულია მამაკაცისთვის ამ ამბის მოსმენა.მაგრამ წარმოიდგინეთ ქალისთვის რაოდენ რთული იქნება, ორმაგად და ოთხმაგად უფრო რთული, ვიდრე კაცისთვის.ამ დროს ქმარი თავის მეუღლეს მხარში უდნა ამოუდგეს და როგორმე სტრესი გადაატანინოს, მის ფსიქიკაზე უნდა იზრუნოს.არამგონია ამ ფაქტით სიყვარული განელდეს, თუ ეს არ მოხდება დროთა განმავლობაში ყველაფერი ცუდი დავიწყებას მიეცემა.მთავარია სიყვარული იყოს. რაც შეეხება იმ მეზღვაურს, არ დავიწყებ სადისტობების წერას, მოკლედ გამართლებული იქნება ყველაფერი რასაც დაზარალებულები მის წინააღმდეგ მოიმოქმედებენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ბოდიალა Posted October 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted October 26, 2010 როდესაც ურთიერთობაში ჩნდება ბზარი და ეჭვი, იმ ურთიერთობას აზრი აღარ აქვს. მეც აუცილებლად დავტოვებდი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.