newstudio Posted January 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2010 ჭანო აშკარად მოახდინა უკრაინამ დემოკრატიზირება, მინიმუმ საქართველოს და სხვა პოსტ საბჭოეთელებთან შედარებით.ცხადია, და მაგრად მშურს...მაინც რას ნიშნავს რომ ევროპასთან გეიგრაფიულად უფრო ახლოს ხარ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted January 26, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 26, 2010 ევროპასთან გეიგრაფიულად უფრო ახლოს ხარ...ბელორუსი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 27, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 ევროპასთან გეიგრაფიულად უფრო ახლოს ხარ...ბელორუსიT_A_T ძალიან მალე ბელორუსიც უკრაინის გზით წავა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted January 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 ლ ი ც ი ძალიან მალე ბელორუსიც უკრაინის გზით წავაან პირიქით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 27, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 ლ ი ც ი ციტატა(licemer @ 27th January 2010 - 07:19 AM) ძალიან მალე ბელორუსიც უკრაინის გზით წავაან პირიქით.ძუკუ შეიძლება , ჩემო მიშა, მაგრამ ძალიან მცირე ხნით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted January 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 ევროპასთან გეიგრაფიულად უფრო ახლოს ხარ...ამას არ აქვს მნიშვნელობა,უფრო სწორედ გადამწყვეტი მნიშველობა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted January 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 აშკარად მოახდინა უკრაინამ დემოკრატიზირება, მინიმუმ საქართველოს და სხვა პოსტ საბჭოეთელებთან შედარებით. ცხადია, და მაგრად მშურს...მაინც რას ნიშნავს რომ ევროპასთან გეიგრაფიულად უფრო ახლოს ხარ...ბელორუსიT_A_T, გამონაკლისი წესს ამტკიცებსო ხომ გაგიგია. :viking: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 27, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 (edited) დონეცკის მერმა გრიგოლ ქათამაძეს მიმართა 27 / 01, 2010 13:44 დონეცკის მერმა, ალექსანდრე ლუკიანჩენკომ უკრაინაში საქართველოს ელჩს, გრიგოლ ქათამაძეს სთხოვა, არჩევნების მეორე ტურისთვის ქართველი დამკვირვებლები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ქალაქში აღარ ჩავიდნენ. ამის შესახებ უკრაინული საინფორმაციო საგენტო “უნიანი” იუწყება. მერმა ელჩს შესაბამისი შინაარსის წერილი გაუგზავნა. წერილში ლუკიანჩენკო ქათამაძეს სთხოვს, უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დამკვირვებლებად წინასწარი ოფიციალური რეგისტრაციის გარეშე ქართველები დონეცკში არ ჩავიდნენ. მერი ელჩს შეახსენებს, რომ პირველი ტურის დროს ოფიციალური სტატუსისა და ვიზიტის მიზნის გარეშე დონეცკში საქართველოს მოქალაქეების მასობრივმა ჩასვლამ ქალაქში მნიშვნელოვანი მღელვარება გამოიწვია. ლუკიანჩენკო აღნიშნავს, რომ ქართველების მნიშვნელოვანი რაოდენობა დონეცკში ხმის მიცემის შემდეგაც რჩებოდა, ისინი ამჟამადაც ქალაქში იმყოფებიან და სასტუმროებში ნომრებს ჯავშნიან. მერი ელჩს სთხოვს, დონეცკში საქართველოს მოქალაქეების მიერ უკრაინული კანონების დაცვა უზრუნველყოს. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 17 იანვარს გაიმართა, მეორე ტური კი 7 თებერვლისთვის არის დანიშნული, უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველი ტურის წინ საქართველოს 2011 მოქალაქეს დამკვირვებელად რეგისტრაციაზე უარი განუცხადა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1სანამ ტრაკში წიხლიკვრით არ გამოაგდებენ, არ მოისვენებენ Edited January 27, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 27, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 08:15 / 27-01-2010 "ლომაია გადადებულია, უგულავას გაფლანგული 102 მილიონის ამბავიც ამოტივტივდება" უკრაინაში ქართველი დამკვირვებლების გადამეტებული აქტიურობა ოპოზიციას აფიქრებინებს, რომ ადგილობრივ არჩევნებზე მართლაც "მეორედ მოსვლა" იქნება. "დაიცავი საქართველოს" წევრ გოგა ხაინდრავას აზრით, ის, რაც უკრაინაში ქართველების მონაწილეობით მოხდა, რუსეთში დაგეგმილი ოპერაცია იყო: - ეს იყო რუსეთის დაზვერვის კარგად ჩაფიქრებული და დაგეგმილი ოპერაცია, რომელიც მერაბიშვილის მეშვეობით ჩატარდა უკრაინაში. დავამტკიცებ, რომ მერაბიშვილი რუსეთის რეზიდენტია საქართველოს მთავრობაში. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დათმობაში სწორედ მისი ხელი ურევია. კრემლის სამსახური ახლა უკრაინაში გააგრძელა. ვანო მერაბიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა უკრაინელ საზოგადოებას ზონდერბრიგადების გაგზავნით. გამოქვეყნებული სატელეფონო საუბრებითაც ირკვევა, რომ ამ ოპერაციას პირადად ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა. უკრაინაში 2600 კაცის გადასროლას მინიმუმ 10-15 ჩარტერული რეისი მაინც დასჭირდებოდა. ეს ხალხი ჩაიყვანეს დონეცკსა და დონბასში, რომელსაც პრორუსული ძალები კურირებდნენ და ამდენი ხალხის იქ ჩასვლა გამოეპარებოდათ რუსებს? ჩანაწერში გივი თარგამაძე იმასაც ამბობს, რომ დონეცკში 8 ათასი კაცით ჩავა და ქალაქს დააქცევს. გგონიათ, ამ მასშტაბის ოპერაცია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მხოლოდ მერაბიშვილის ჩატარებულია? ფე-ეს-ბეს ეს ოპერაცია მიზნად ისახავდა იანუკოვიჩის ხელისუფლებაში მოყვანას, დემოკრატიული და პროდასავლური ძალების დისკრედიტაციას. დააკვირდით, ვინ მოიგო ამ ოპერაციით, ვინ არის ყველაზე ჩუმად? - იანუკოვიჩი. ამ ოპერაციით მერაბიშვილმა მეორე ტურში გზა გაუწმინდა იანუკოვიჩს, რადგან ამ ყველაფრის შემდეგ ტიმოშენკოსთან საქმეს არავინ დაიჭერს. - არ უნდა დაგვავიწყდეს სააკაშვილის სატელეფონო საუბარი ტიმოშენკოსთან, სადაც ის უკრაინის პრემიერს მხარდაჭერას უცხადებს. - მას შემდეგ, რაც სააკაშვილი-ტიმოშენკოს საუბარი გამომზეურდა, ვანო მერაბიშვილს, რომელსაც კარიერა სატელეფონო მოსმენებზე აქვს აწყობილი, არ უნდა ეფიქრა, რომ გივი თარგამაძესთან მის საუბარსაც მოისმენდნენ? თარგამაძეს რომ ეუბნებოდა, იულიას თვითმფრინავები გამოაგზავნინე და ახალაიას მოჭიდავეებს გამოვაშვებინებ უკრაინაშიო, არ ფიქრობდა, რომ შეიძლებოდა, ისიც ჩაეწერათ? მეტიც, ეს საუბარი მერაბიშვილმა თვითონ ჩაწერა და გაავრცელა კიდეც, ისევე როგორც სააკაშვილი-ტიმოშენკოს საუბარი. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ტელეფონით ისე ლაპარაკობს, რომ ქურდებიც უნდა მონაწილეობდნენ ფე-ეს-ბეს დაგეგმილ და მერაბიშვილის ჩატარებულ ოპერაციაში. - საქართველოს ხელისუფლებამ ხომ დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა ქურდულ სამყაროს?- რურუების, ბოკერიებისა და მათი მრჩევლების მოფიქრებული იყო, ქურდები განზე გავწიოთ და მათი ადგილი დავიკავოთო, რადგან ასე უფრო ადვილი იქნებოდა ყველაფრის გაკონტროლება. რას აკეთებს თარგამაძე 2 წელი უკრაინაში? აქ მხოლოდ მაშინ ჩამოდის, როცა საყეფია. თარგამაძე უკრაინაში არალეგალურ ბიზნესშია და აქაურ წვრილფეხობას ფულს აკეთებინებს. სააკაშვილს, ადეიშვილს, მერაბიშვილსა და ბეჟუაშვილს დიდი ბიზნესი აქვთ უცხოეთში, მილიარდებზეა ლაპარაკი. ამ საქმეებს მათ ბენდუქიძე უგვარებს. იმიტომ ჰყავთ ის ახლოს, თორემ ოფიციალურად საქართველოში ბენდუქიძე აღარაფერს წარმოადგენს. ბენდუქიძე ტყუის, რომ ამბობს, საქართველოში ბიზნესი არა მაქვსო. სანამ ბენდუქიძე საქართველოში მილიარდებით არ ჩამოვიდა, მისი და მასწავლებელი იყო. 50 წლის ქალს უცებ გონება გაეხსნა და სამშენებლო საქმიანობა წამოიწყო? ბაგებში მთელი მშენებლობა მის დას მიჰყავს. "საქართველოს ეკონომიკური რეფორმის მამას" ისე უყვარს საქართველო, რომ ნახევარი კახეთის ტყე იყიდა. ასეთი საშუალებები ბენდუქიძეს იმიტომ ეძლევა, რომ ქვეყნის პირველი პირების ქონება მისი ხელით არის დაბანდებული ოფშორულ ზონებში. წვრილფეხობამაც (ცისკარიშვილი, წერეთელი, გაბაშვილი) ხომ უნდა ითუხთუხოს? მათ არალეგალურ ბიზნესს გივი თარგამაძე კურირებს უკრაინაში და ამიტომ არიან ამ საქმეში ჩართული ხმელო და ლაშა შუშანაშვილი. მათ არასოდეს უარუყვიათ, რომ ქურდული სამყაროს წარმომადგენლები არიან, მაგრამ რატომ აკვარახჭინებენ მათთან ერთად საქმეებს ხელისუფლების წარმომადგენლები? გუბერნატორ გოროზიას რა უნდოდა უკრაინაში? "ოდნოკლასნიკებში" გოგოები გავიცანი და მათ სანახავად ჩავედი უკრაინაშიო, ამას ამბობს მხარის გუბერნატორი, ცოლშვილიანი კაცი! უკრაინაში ჩავიდნენ დათა ახალაია, ერეკლე კოდუა, ვასილ სანოძე და მათი ზონდერები... და კიდევ ერთი ნიუანსი, 2600 "დამკვირვებელს" შორის არც ერთი ქალი არ ყოფილა. - ამას წინათ "პირველი კავკასიური" არხის თაობაზე შემაშფოთებელი განცხადება რის საფუძველზე გააკეთეთ?- არხმა უნდა გააშუქოს წინააღმდეგობის მოძრაობა ჩრდილო კავკასიაში, რომლის წევრებსაც რუსეთი ბოევიკებს უწოდებს, მსოფლიოს კი ისინი ტერორისტებად ჰყავს შერაცხილი. როგორც კი წინააღმდეგობის მოძრაობა გაშუქდება არხზე, ამუშავდება რუსული პროპაგანდაც, საქართველო ტერორისტებს თანაუგრძნობს, ამ არხით ისლამისტ ექსტრემისტებს უჭერს მხარსო. მაშინ, როდესაც რუსეთის სათავეში პუტინია, რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ის ამ ფაქტს წერტილოვანი დარტყმების საბაბად გამოიყენებს. დაგარტყამენ, მერე კი იტყვიან, თბილისში ტერორისტი ისლამისტების რუპორი ჩავახშვეთო. რატომ შეიქმნა თბილისში არხი, რომელსაც ჩრდილო კავკასიაში ვერავინ უყურებს? სინამდვილეში ეს რუსების მაპროვოცირებელი იარაღია. ამ არხზე ალა დუდაევა მუშაობს. ესეც გამაღიზიანებელია რუსეთისთვის. ამ საკითხებზე რომ ვილაპარაკე, ტელევიზიებმა გამოაცხადეს, ხაინდრავამ რუსეთს თბილისის დაბომბვისკენ მოუწოდაო. კი მაგრამ, თუ ეს მართლაც მოვუწოდე რუსებს, მე და ჩემი ოჯახი ჩელიაბინსკში ვცხოვრობთ თუ თბილისში? "ნაციონალების" ბელადისგან განსხვავებით, არსაიდან გამოვქცეულვარ და არც სხვა "ნაციონალებივით" გადავსულვარ ომის დროს აზერბაიჯანში. ხელისუფლებისაგან განსხვავებით არცერთი ოპოზიციონერი არ გასულა ომის დროს საქართველოდან. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია შავი ჭირივით ვერ იტანს ხელისუფლებას, რუსებმა ერთი კაცი ვერ იპოვეს აგვისტოს ომის დროს, ვინც მათ ინტერესებს გაატარებდა. რუსეთი აქამდე ყოველთვის ახერხებდა "შულავერის კომიტეტის" შექმნას საქართველოში, მაგრამ აგვისტოში ამას ვერ მიაღწია. ამიტომაც დასაყრდენი ისევ საქართველოს ხელისუფლებაში მოძებნეს სააკაშვილის, მერაბიშვილის, ბენდუქიძისა და თემურ ალასანიას სახით. - რუსეთთან კეთილგანწყობა სწორედ ოპოზიციას ჰბრალდება, განსაკუთრებით ზურაბ ნოღაიდელის მოსკოვში ჩასვლის შემდეგ.- ხე ნაყოფით იცნობა. სააკაშვილმა ბევრი რამ შეიძლება თქვას, რადგან ავად არის. ათას სისულელეს როშავს და ძალიან მეცოდება. ბოროტმოქმედები ის ადამიანები არიან, ვინც მის ზურგს უკან დგანან. მათ კარგად იციან სააკაშვილის ფსიქიკური აშლილობის ამბავი და ამას სათავისოდ იყენებენ. კაცს სახეზეც ეტყობა, რომ ჭკუაზე არ არის. ჩემი ინფორმაციით, საქართველოდან ჩაყვანილი 2600 კაცი საუკეთესო სასტუმროებში ჰყავდათ. ამდენი კაცის ერთი კვირა უკრაინაში რჩენა მერაბიშვილმა აიღო საკუთარ თავზე და არ იკითხავთ, საიდან აქვს ფული? - ნარკოტიკებიდან. საქართველოში ნარკოტიკის გავრცელებასა და ტრანზიტს ერთი წყარო აქვს. მას მერაბიშვილი აკონტროლებს. შეხედეთ სააკაშვილს სახეზე. ეჭვს იწვევს, რომ ეს კაცი ნარკოტიკის მომხმარებელია? ამას წინათ (მიუნხენის ვიზიტის შემდეგ) თვითმფრინავის ტრაპიდან პირდაპირ თოდუას კლინიკაში რომ გააქანეს და "ნარკანები" უკეთეს, განა დაიმალებოდა? თოდუამაც მთლად ვერ უარყო, რომ პრეზიდენტი მის კლინიკაში მოხვდა და განაცხადა, მეორე სართულის დასათვალიერებლად მოვიდაო. რა იყო ასე საჩქაროდ სანახავი, რომ თვითმფრინავიდან გააქანეს მის კლინიკაში? არც ის იმალება, სააკაშვილი ბობოყვათში ორგიებს რომ აწყობს. საინტერესოა, ამ ქვეყანაში თავმოყვარეობა, ღირსება ან თვითგადარჩენის ინსტინქტი შერჩა ვინმეს? ვერ ხედავთ, საით მიგვაქანებს ამ გიჟების და დამნაშავეების გაერთიანება? - პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განათლების რეფორმა გააკრიტიკა და მის ავტორებს უვიცები უწოდა. ეს მორიგი საკადრო ცვლილებების მიმანიშნებელი ხომ არ არის? - განტევების ვაცი ყოველთვის მოიძებნება. ახლა ლომაიაა გამზადებული. იმ უბედურ დღეზე გაჩენილს ხომ არ ჰგონია, რომ 40 მილიონის ამბავი ვინმეს დაავიწყდა? საბუთები არ იწვის და ლომაიასაც მოუწევს პასუხისგება იმის გამო, რომ თავის მოადგილესთან ერთად 40 მილიონი გაფლანგა. ასევე ამოტივტივდება უგულავას გაფლანგული 102 მილიონის ამბავი. ამ გაფლანგვების დოკუმენტები რომ დადო, ამას გადაჰყვა კონტროლის პალატის თავმჯდომარე ზურაბ სოსელია. რა სჭირდა სასიკვდილო, ახალგაზრდა კაცი იყო?! მას შემდეგ, რაც ამ მასალებზე დიდი ამბავი ატყდა, სოსელია მოხსნეს და რამდენიმე დღეში მოულოდნელად გარდაიცვალა კიდეც. ისიც საკითხავია, რით და როგორ! - გიგი უგულავა აპირებს, თბილისის არჩეული მერი გახდეს და საინტერესო პროექტებიც წამოიწყო...- რომელ პროექტებზე ლაპარაკობთ?! გაიხსენეთ არჩევნებამდე 200-200 ლარი რომ დაურიგეს უმუშევრებს, რიგებში ლამის ერთმანეთი დაახოცვინეს ხალხს. სად არის ეს პროექტი დღეს? უგულავა მერობის კი არა, ციხის კანდიდატია. ისევე უნდა დაიტანჯონ ჯურღმულებში, როგორც ახლა ოპოზიციონერ ბიჭებს ტანჯავენ. ლევან გოგიჩაიშვილს ისევ 7 წელი დაუტოვა სააპელაციო სასამართლომ. ესენი მოსამართლეები კი არა, მანტიაში გახვეული მგლები არიან. მოსამართლემ გოგიჩაიშვილის ადვოკატ მალხაზ ჯანგირაშვილს ასგვერდიანი დასკვნის წასაკითხად და სიტყვის მოსამზადებლად 1 საათი მისცა. როდესაც ადვოკატმა უთხრა, ამ დროში წაკითხვასაც ვერ მოვასწრებო, მოსამართლემ უპასუხა, ეგ ჩემი პრობლემა არ არისო. ამომასხა, თეთრზე შავს რომ იძახდნენ და ვუთხარი, სწორედ თქვენი და მთელი საქართველოს პრობლემაა, ასეთ უკანონობას რომ სჩადიხართ და ამ პრობლემის არსს მაშინ ჩასწვდებით, როდესაც გოგიჩაიშვილის ადგილზე მოგიწევთ დაჯდომა-მეთქი. ეს სასამართლოს შეურაცხყოფად ჩამითვალეს, დარბაზიდან გამაძევეს და 500 ლარით დამაჯარიმეს. კი ამიკრძალა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ ცოტნეს ხსენება, მაგრამ როგორ არ ვთქვა, რომ უდანაშაულო კაცს ციხეში კლავენ. ვის დაჭრასაც აბრალებენ, ის კაცი ამბობს, ცოტნე იმ დღეს თვალით არ მინახავსო. სააკაშვილი ზვიადის შვილს ერჩის, ვერ იტანს მამის გამო. - თუ ასეა, კონსტანტინე გამსახურდიასაც უნდა ერჩოდეს.- კონსტანტინე კონფორმისტია და იმიტომ, ცოტნე კი პრინციპული და ამოიჩემეს. ამათთან თანამშრომლობას არ დათანხმდა და არც პარლამენტი ინდომა. რასაც ფიქრობს, იმას ამბობს, კონსტანტინესავით ზღაპრებს კი არ იგონებს, მამაჩემის საქმის გამოსაძიებლად შევედი პარლამენტში და ახლა გიორგაძესთან უნდა ჩავიდე მოსკოვშიო. ამას ვინ ჭამს? - მინდა ოპოზიციაზეც გკითხოთ, რატომ ვერ ერთიანდებით?- ძირითადი ოპოზიციური პარტიები ერთი კანდიდატის ირგვლივ გაერთიანდებიან, მაგრამ რა არჩევნები უნდა ჩატარდეს თბილისში? უკრაინაში რას სჩადის მერაბიშვილი და აქ რას იზამს, ძნელი წარმოსადგენია? მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების არ მჯერა, პატივს ვცემ ჩემი კოლეგების პოზიციას, რომლებიც არჩევნებზე გადიან. პოლიტიკოსი, რომელიც განწირულ ნაბიჯზე მიდის, პატივისცემის ღირსია. გგონიათ, "ალიანსი საქართველოსათვის" ვერ ხვდება, რომ არაპოპულარულ ნაბიჯს დგამს, მაგრამ მაინც მიდის არჩევნებზე, რადგან პოლიტიკოსები არიან. სააკაშვილს ორი არჩევნები მოვუგეთ, საპრეზიდენტო არჩევნებზე გაჩეჩილაძემ თბილისში გადატკეპნა სააკაშვილი და იგივე იქნება ახლაც. ოპოზიცია თბილისში ახლაც გაიმარჯვებს, მაგრამ ამას სააკაშვილი არ გააფორმებს. ადგილობრივ არჩევნებზე ყველანაირად დავეხმარები "ალიანსს", მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, არჩევნები უპერსპექტივოა. ამ არჩევნებზე პატარ-პატარა შეტაკებები იქნება, ამას კი გენერალური ბრძოლა მოჰყვება და სააკაშვილის რეჟიმს უსათუოდ დავამარცხებთ.http://www.ambebi.ge/politika/15873-qlomai...ivtivdebaq.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 27, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 (edited) 08:15 / 27-01-2010 "ლომაია გადადებულია, უგულავას გაფლანგული 102 მილიონის ამბავიც ამოტივტივდება" უკრაინაში ქართველი დამკვირვებლების გადამეტებული აქტიურობა ოპოზიციას აფიქრებინებს, რომ ადგილობრივ არჩევნებზე მართლაც "მეორედ მოსვლა" იქნება. "დაიცავი საქართველოს" წევრ გოგა ხაინდრავას აზრით, ის, რაც უკრაინაში ქართველების მონაწილეობით მოხდა, რუსეთში დაგეგმილი ოპერაცია იყო: - ეს იყო რუსეთის დაზვერვის კარგად ჩაფიქრებული და დაგეგმილი ოპერაცია, რომელიც მერაბიშვილის მეშვეობით ჩატარდა უკრაინაში. დავამტკიცებ, რომ მერაბიშვილი რუსეთის რეზიდენტია საქართველოს მთავრობაში. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დათმობაში სწორედ მისი ხელი ურევია. კრემლის სამსახური ახლა უკრაინაში გააგრძელა. ვანო მერაბიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა უკრაინელ საზოგადოებას ზონდერბრიგადების გაგზავნით. გამოქვეყნებული სატელეფონო საუბრებითაც ირკვევა, რომ ამ ოპერაციას პირადად ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა. უკრაინაში 2600 კაცის გადასროლას მინიმუმ 10-15 ჩარტერული რეისი მაინც დასჭირდებოდა. ეს ხალხი ჩაიყვანეს დონეცკსა და დონბასში, რომელსაც პრორუსული ძალები კურირებდნენ და ამდენი ხალხის იქ ჩასვლა გამოეპარებოდათ რუსებს? ჩანაწერში გივი თარგამაძე იმასაც ამბობს, რომ დონეცკში 8 ათასი კაცით ჩავა და ქალაქს დააქცევს. გგონიათ, ამ მასშტაბის ოპერაცია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მხოლოდ მერაბიშვილის ჩატარებულია? ფე-ეს-ბეს ეს ოპერაცია მიზნად ისახავდა იანუკოვიჩის ხელისუფლებაში მოყვანას, დემოკრატიული და პროდასავლური ძალების დისკრედიტაციას. დააკვირდით, ვინ მოიგო ამ ოპერაციით, ვინ არის ყველაზე ჩუმად? - იანუკოვიჩი. ამ ოპერაციით მერაბიშვილმა მეორე ტურში გზა გაუწმინდა იანუკოვიჩს, რადგან ამ ყველაფრის შემდეგ ტიმოშენკოსთან საქმეს არავინ დაიჭერს. - არ უნდა დაგვავიწყდეს სააკაშვილის სატელეფონო საუბარი ტიმოშენკოსთან, სადაც ის უკრაინის პრემიერს მხარდაჭერას უცხადებს. - მას შემდეგ, რაც სააკაშვილი-ტიმოშენკოს საუბარი გამომზეურდა, ვანო მერაბიშვილს, რომელსაც კარიერა სატელეფონო მოსმენებზე აქვს აწყობილი, არ უნდა ეფიქრა, რომ გივი თარგამაძესთან მის საუბარსაც მოისმენდნენ? თარგამაძეს რომ ეუბნებოდა, იულიას თვითმფრინავები გამოაგზავნინე და ახალაიას მოჭიდავეებს გამოვაშვებინებ უკრაინაშიო, არ ფიქრობდა, რომ შეიძლებოდა, ისიც ჩაეწერათ? მეტიც, ეს საუბარი მერაბიშვილმა თვითონ ჩაწერა და გაავრცელა კიდეც, ისევე როგორც სააკაშვილი-ტიმოშენკოს საუბარი. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ტელეფონით ისე ლაპარაკობს, რომ ქურდებიც უნდა მონაწილეობდნენ ფე-ეს-ბეს დაგეგმილ და მერაბიშვილის ჩატარებულ ოპერაციაში. - საქართველოს ხელისუფლებამ ხომ დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა ქურდულ სამყაროს?- რურუების, ბოკერიებისა და მათი მრჩევლების მოფიქრებული იყო, ქურდები განზე გავწიოთ და მათი ადგილი დავიკავოთო, რადგან ასე უფრო ადვილი იქნებოდა ყველაფრის გაკონტროლება. რას აკეთებს თარგამაძე 2 წელი უკრაინაში? აქ მხოლოდ მაშინ ჩამოდის, როცა საყეფია. თარგამაძე უკრაინაში არალეგალურ ბიზნესშია და აქაურ წვრილფეხობას ფულს აკეთებინებს. სააკაშვილს, ადეიშვილს, მერაბიშვილსა და ბეჟუაშვილს დიდი ბიზნესი აქვთ უცხოეთში, მილიარდებზეა ლაპარაკი. ამ საქმეებს მათ ბენდუქიძე უგვარებს. იმიტომ ჰყავთ ის ახლოს, თორემ ოფიციალურად საქართველოში ბენდუქიძე აღარაფერს წარმოადგენს. ბენდუქიძე ტყუის, რომ ამბობს, საქართველოში ბიზნესი არა მაქვსო. სანამ ბენდუქიძე საქართველოში მილიარდებით არ ჩამოვიდა, მისი და მასწავლებელი იყო. 50 წლის ქალს უცებ გონება გაეხსნა და სამშენებლო საქმიანობა წამოიწყო? ბაგებში მთელი მშენებლობა მის დას მიჰყავს. "საქართველოს ეკონომიკური რეფორმის მამას" ისე უყვარს საქართველო, რომ ნახევარი კახეთის ტყე იყიდა. ასეთი საშუალებები ბენდუქიძეს იმიტომ ეძლევა, რომ ქვეყნის პირველი პირების ქონება მისი ხელით არის დაბანდებული ოფშორულ ზონებში. წვრილფეხობამაც (ცისკარიშვილი, წერეთელი, გაბაშვილი) ხომ უნდა ითუხთუხოს? მათ არალეგალურ ბიზნესს გივი თარგამაძე კურირებს უკრაინაში და ამიტომ არიან ამ საქმეში ჩართული ხმელო და ლაშა შუშანაშვილი. მათ არასოდეს უარუყვიათ, რომ ქურდული სამყაროს წარმომადგენლები არიან, მაგრამ რატომ აკვარახჭინებენ მათთან ერთად საქმეებს ხელისუფლების წარმომადგენლები? გუბერნატორ გოროზიას რა უნდოდა უკრაინაში? "ოდნოკლასნიკებში" გოგოები გავიცანი და მათ სანახავად ჩავედი უკრაინაშიო, ამას ამბობს მხარის გუბერნატორი, ცოლშვილიანი კაცი! უკრაინაში ჩავიდნენ დათა ახალაია, ერეკლე კოდუა, ვასილ სანოძე და მათი ზონდერები... და კიდევ ერთი ნიუანსი, 2600 "დამკვირვებელს" შორის არც ერთი ქალი არ ყოფილა. - ამას წინათ "პირველი კავკასიური" არხის თაობაზე შემაშფოთებელი განცხადება რის საფუძველზე გააკეთეთ?- არხმა უნდა გააშუქოს წინააღმდეგობის მოძრაობა ჩრდილო კავკასიაში, რომლის წევრებსაც რუსეთი ბოევიკებს უწოდებს, მსოფლიოს კი ისინი ტერორისტებად ჰყავს შერაცხილი. როგორც კი წინააღმდეგობის მოძრაობა გაშუქდება არხზე, ამუშავდება რუსული პროპაგანდაც, საქართველო ტერორისტებს თანაუგრძნობს, ამ არხით ისლამისტ ექსტრემისტებს უჭერს მხარსო. მაშინ, როდესაც რუსეთის სათავეში პუტინია, რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ის ამ ფაქტს წერტილოვანი დარტყმების საბაბად გამოიყენებს. დაგარტყამენ, მერე კი იტყვიან, თბილისში ტერორისტი ისლამისტების რუპორი ჩავახშვეთო. რატომ შეიქმნა თბილისში არხი, რომელსაც ჩრდილო კავკასიაში ვერავინ უყურებს? სინამდვილეში ეს რუსების მაპროვოცირებელი იარაღია. ამ არხზე ალა დუდაევა მუშაობს. ესეც გამაღიზიანებელია რუსეთისთვის. ამ საკითხებზე რომ ვილაპარაკე, ტელევიზიებმა გამოაცხადეს, ხაინდრავამ რუსეთს თბილისის დაბომბვისკენ მოუწოდაო. კი მაგრამ, თუ ეს მართლაც მოვუწოდე რუსებს, მე და ჩემი ოჯახი ჩელიაბინსკში ვცხოვრობთ თუ თბილისში? "ნაციონალების" ბელადისგან განსხვავებით, არსაიდან გამოვქცეულვარ და არც სხვა "ნაციონალებივით" გადავსულვარ ომის დროს აზერბაიჯანში. ხელისუფლებისაგან განსხვავებით არცერთი ოპოზიციონერი არ გასულა ომის დროს საქართველოდან. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია შავი ჭირივით ვერ იტანს ხელისუფლებას, რუსებმა ერთი კაცი ვერ იპოვეს აგვისტოს ომის დროს, ვინც მათ ინტერესებს გაატარებდა. რუსეთი აქამდე ყოველთვის ახერხებდა "შულავერის კომიტეტის" შექმნას საქართველოში, მაგრამ აგვისტოში ამას ვერ მიაღწია. ამიტომაც დასაყრდენი ისევ საქართველოს ხელისუფლებაში მოძებნეს სააკაშვილის, მერაბიშვილის, ბენდუქიძისა და თემურ ალასანიას სახით. - რუსეთთან კეთილგანწყობა სწორედ ოპოზიციას ჰბრალდება, განსაკუთრებით ზურაბ ნოღაიდელის მოსკოვში ჩასვლის შემდეგ.- ხე ნაყოფით იცნობა. სააკაშვილმა ბევრი რამ შეიძლება თქვას, რადგან ავად არის. ათას სისულელეს როშავს და ძალიან მეცოდება. ბოროტმოქმედები ის ადამიანები არიან, ვინც მის ზურგს უკან დგანან. მათ კარგად იციან სააკაშვილის ფსიქიკური აშლილობის ამბავი და ამას სათავისოდ იყენებენ. კაცს სახეზეც ეტყობა, რომ ჭკუაზე არ არის. ჩემი ინფორმაციით, საქართველოდან ჩაყვანილი 2600 კაცი საუკეთესო სასტუმროებში ჰყავდათ. ამდენი კაცის ერთი კვირა უკრაინაში რჩენა მერაბიშვილმა აიღო საკუთარ თავზე და არ იკითხავთ, საიდან აქვს ფული? - ნარკოტიკებიდან. საქართველოში ნარკოტიკის გავრცელებასა და ტრანზიტს ერთი წყარო აქვს. მას მერაბიშვილი აკონტროლებს. შეხედეთ სააკაშვილს სახეზე. ეჭვს იწვევს, რომ ეს კაცი ნარკოტიკის მომხმარებელია? ამას წინათ (მიუნხენის ვიზიტის შემდეგ) თვითმფრინავის ტრაპიდან პირდაპირ თოდუას კლინიკაში რომ გააქანეს და "ნარკანები" უკეთეს, განა დაიმალებოდა? თოდუამაც მთლად ვერ უარყო, რომ პრეზიდენტი მის კლინიკაში მოხვდა და განაცხადა, მეორე სართულის დასათვალიერებლად მოვიდაო. რა იყო ასე საჩქაროდ სანახავი, რომ თვითმფრინავიდან გააქანეს მის კლინიკაში? არც ის იმალება, სააკაშვილი ბობოყვათში ორგიებს რომ აწყობს. საინტერესოა, ამ ქვეყანაში თავმოყვარეობა, ღირსება ან თვითგადარჩენის ინსტინქტი შერჩა ვინმეს? ვერ ხედავთ, საით მიგვაქანებს ამ გიჟების და დამნაშავეების გაერთიანება? - პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განათლების რეფორმა გააკრიტიკა და მის ავტორებს უვიცები უწოდა. ეს მორიგი საკადრო ცვლილებების მიმანიშნებელი ხომ არ არის? - განტევების ვაცი ყოველთვის მოიძებნება. ახლა ლომაიაა გამზადებული. იმ უბედურ დღეზე გაჩენილს ხომ არ ჰგონია, რომ 40 მილიონის ამბავი ვინმეს დაავიწყდა? საბუთები არ იწვის და ლომაიასაც მოუწევს პასუხისგება იმის გამო, რომ თავის მოადგილესთან ერთად 40 მილიონი გაფლანგა. ასევე ამოტივტივდება უგულავას გაფლანგული 102 მილიონის ამბავი. ამ გაფლანგვების დოკუმენტები რომ დადო, ამას გადაჰყვა კონტროლის პალატის თავმჯდომარე ზურაბ სოსელია. რა სჭირდა სასიკვდილო, ახალგაზრდა კაცი იყო?! მას შემდეგ, რაც ამ მასალებზე დიდი ამბავი ატყდა, სოსელია მოხსნეს და რამდენიმე დღეში მოულოდნელად გარდაიცვალა კიდეც. ისიც საკითხავია, რით და როგორ! - გიგი უგულავა აპირებს, თბილისის არჩეული მერი გახდეს და საინტერესო პროექტებიც წამოიწყო...- რომელ პროექტებზე ლაპარაკობთ?! გაიხსენეთ არჩევნებამდე 200-200 ლარი რომ დაურიგეს უმუშევრებს, რიგებში ლამის ერთმანეთი დაახოცვინეს ხალხს. სად არის ეს პროექტი დღეს? უგულავა მერობის კი არა, ციხის კანდიდატია. ისევე უნდა დაიტანჯონ ჯურღმულებში, როგორც ახლა ოპოზიციონერ ბიჭებს ტანჯავენ. ლევან გოგიჩაიშვილს ისევ 7 წელი დაუტოვა სააპელაციო სასამართლომ. ესენი მოსამართლეები კი არა, მანტიაში გახვეული მგლები არიან. მოსამართლემ გოგიჩაიშვილის ადვოკატ მალხაზ ჯანგირაშვილს ასგვერდიანი დასკვნის წასაკითხად და სიტყვის მოსამზადებლად 1 საათი მისცა. როდესაც ადვოკატმა უთხრა, ამ დროში წაკითხვასაც ვერ მოვასწრებო, მოსამართლემ უპასუხა, ეგ ჩემი პრობლემა არ არისო. ამომასხა, თეთრზე შავს რომ იძახდნენ და ვუთხარი, სწორედ თქვენი და მთელი საქართველოს პრობლემაა, ასეთ უკანონობას რომ სჩადიხართ და ამ პრობლემის არსს მაშინ ჩასწვდებით, როდესაც გოგიჩაიშვილის ადგილზე მოგიწევთ დაჯდომა-მეთქი. ეს სასამართლოს შეურაცხყოფად ჩამითვალეს, დარბაზიდან გამაძევეს და 500 ლარით დამაჯარიმეს. კი ამიკრძალა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ ცოტნეს ხსენება, მაგრამ როგორ არ ვთქვა, რომ უდანაშაულო კაცს ციხეში კლავენ. ვის დაჭრასაც აბრალებენ, ის კაცი ამბობს, ცოტნე იმ დღეს თვალით არ მინახავსო. სააკაშვილი ზვიადის შვილს ერჩის, ვერ იტანს მამის გამო. - თუ ასეა, კონსტანტინე გამსახურდიასაც უნდა ერჩოდეს.- კონსტანტინე კონფორმისტია და იმიტომ, ცოტნე კი პრინციპული და ამოიჩემეს. ამათთან თანამშრომლობას არ დათანხმდა და არც პარლამენტი ინდომა. რასაც ფიქრობს, იმას ამბობს, კონსტანტინესავით ზღაპრებს კი არ იგონებს, მამაჩემის საქმის გამოსაძიებლად შევედი პარლამენტში და ახლა გიორგაძესთან უნდა ჩავიდე მოსკოვშიო. ამას ვინ ჭამს? - მინდა ოპოზიციაზეც გკითხოთ, რატომ ვერ ერთიანდებით?- ძირითადი ოპოზიციური პარტიები ერთი კანდიდატის ირგვლივ გაერთიანდებიან, მაგრამ რა არჩევნები უნდა ჩატარდეს თბილისში? უკრაინაში რას სჩადის მერაბიშვილი და აქ რას იზამს, ძნელი წარმოსადგენია? მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების არ მჯერა, პატივს ვცემ ჩემი კოლეგების პოზიციას, რომლებიც არჩევნებზე გადიან. პოლიტიკოსი, რომელიც განწირულ ნაბიჯზე მიდის, პატივისცემის ღირსია. გგონიათ, "ალიანსი საქართველოსათვის" ვერ ხვდება, რომ არაპოპულარულ ნაბიჯს დგამს, მაგრამ მაინც მიდის არჩევნებზე, რადგან პოლიტიკოსები არიან. სააკაშვილს ორი არჩევნები მოვუგეთ, საპრეზიდენტო არჩევნებზე გაჩეჩილაძემ თბილისში გადატკეპნა სააკაშვილი და იგივე იქნება ახლაც. ოპოზიცია თბილისში ახლაც გაიმარჯვებს, მაგრამ ამას სააკაშვილი არ გააფორმებს. ადგილობრივ არჩევნებზე ყველანაირად დავეხმარები "ალიანსს", მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, არჩევნები უპერსპექტივოა. ამ არჩევნებზე პატარ-პატარა შეტაკებები იქნება, ამას კი გენერალური ბრძოლა მოჰყვება და სააკაშვილის რეჟიმს უსათუოდ დავამარცხებთ.http://www.ambebi.ge/politika/15873-qlomai...ivtivdebaq.html მასტი "იმენნა" ილუზიებით იკვებება Edited January 27, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 27, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 უკრაინაში ამ ეტაპზე მარტო ორი ქართველია „ვასილიჩი“ და ლევან თარხნიშვილი18:33 27.01.2010 უკრაინის არჩევნების მეორე ტურამდე 10 დღე დარჩა. ქართველების წინააღმდეგ ატეხილი სკანდალის შემდეგ უკრაინაში მხოლოდ ორი ქართველი მაღალჩინოსანი ლევან თარხნიშვილი და გივი თრგამაძე იმყოფება. ცესკოს ექს–თავმჯდომარის თქმით, 30 იანვრამდე მათ მეორე ტურში ქართველ დამკვირვებელთა რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პრობლემა უნდა მოაგვარონ. თუმცა თარხნიშვილი არ ამხელს იმ დამკვირვებელთა ვინაობას, რომლებიც ქართული მხარის სიაში მოხვდებიან. ეს საკითხი, რა თქმა უნდა, დეპუტატ თარგამაძის „დაბროს“ გარეშე არ გადაწყდება.ამასობაში კი, იულია ტიმოშენკო ქართულ სკანდალთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს აკეთებს. სააგენტო „ინტერპრესის“ ცნობით, იულია ტიმოშენკო საპრეზიდენტო არჩევნებზე “ბრძლისუნარიანი ქართველების” გაგზავნაზე მიხეილ სააკაშვილთან შეთანხმების შესახებ ინფორმაციას პროვოკაციას უწოდებს. – “მართლაც ფიქრობთ, რომ პრეზიდენტს შეუძლია, პრემიერ-მინისტრს დაურეკოს, რომ ტელეფონით საეჭვო რაღაცეები შესთავაზოს? ეს იაფი პროვოკაციაა”,– განაცხადა ტიმოშენკომ. მან აღნიშნა, რომ სააკაშვილს მხედველობაში ქმედითუნარიანი დამკვირვებლები ჰყავდა და არა - “ნინძა-ბოევიკები”. – “როცა ვამბობ, მაგალითად, ჩვენ ბრძოლისუნარიანი გუნდი გვყავს, მხედველობაში მაქვს, რომ ამ გუნდს ეფექტურად მუშაობა შეუძლია და სულაც არ მივანიშნებ, რომ ამ გუნდს რაღაც დარბევების მოწყობა სურს”, - განაცხადა ტიმოშენკომ. მისივე თქმით, სააკაშვილის ნათქვამის ირგვლივ რეგიონების პარტიამ “შიშველ ადგილზე” სკანდალის აგორება მოინდომა. რაც შეეხება უკრაინის წინასაარჩევნო სიტუაციებს, როგორც თარხნიშვილმა პრესა.გე–ს განუცხადა, იულია ტიმოშენკოს არც ისე ცუდად აქვს საქმე, როგორც ამას რუსული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ. პირიქით, დასავლეთ უკრაინის პროპრეზიდენტული და საერთოდ, არჩევნებისადმი ნიჰილისტურად განწყობილი ამ მხარის ამომრჩეველთა ხმების დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, იუშჩენკოს ექს–მეგობართან წავა. ბატონო ლევან, რა ხდება უკრაინაში? როგორია წინასაარჩევნო სიტუაცია და რამდენად მაღალია ანტიქართული განწყობა?– სიტუაცია შიგნიდან ბევრად უფრო მშვიდია, ვიდრე გარედან ჩანს. როგორც ეს საერთოდ ხდება ხოლმე. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის განცხადება მთლიანად უკრაინელი ხალხისა და პოლიტიკური ელიტის აზრს არ გამოხატავს. ქართველების მიმართ დამოკიდებულება არ შეცვლილა. ამას ჩვენ მათგან ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობთ, მიუხედავად იმისა, რომელ პოლიტიკურ ძალებს მიეკუთვნებიან. ზოგადად, დაძაბული სიტუაციაა. შეიარაღებული დაძაბულობა არ არის, მაგრამ მწვავე პოლიტიკური გადაძახილია აქეთ–იქით. ძალიან მშვიდად წარმოაჩინეთ ბოლოდროინდელი სკანდალის შემდეგ ქართული თემა უკრაინაში. თითქოს არაფერი მომხდარა. ამ პოლიტიკურ გადაძახილ–გადმოძახილში საქართველო არ ფიგურირებს?– როგორ არა. ერთ–ერთი ძირითდი თემაა. საინფორმაციო გადაცემებშიც პირველი ადგილი უჭირავს... სისულელეა ლუგანსკის ხელოვნურად შეთითხნილი ბრალდებები, თითქოს რაღაც აფეთქების თანამონაწილეები ვართ და დესტაბილიზაცია გვინდოდა. დონეცკში არაფერი მომხდარა, გარდა იმისა, რომ ქართველი ჟურნალისტი ცემეს. თქვენი მხრიდან რა რეაგირება მოჰყვა ჟურნალისტის ცემის ფაქტს?– მივმართეთ საჩივრით ადგილობრივ მილიციას, ასე ქვია, ჯერ კიდევ სსრკ–ში არიან. პასუხი არ არის. მეტიც, დონეცკის მილიცია ამ ინციდენტის დროს თავად იყო ჩართული სიტუაციის დაძაბვის პროცესში. დონეცკის მერმა, ალექსანდრე ლუკიანჩენკომ საქართველოს ელჩს გრიგოლ ქათამაძეს ოფიციალურად სთხოვა, რომ მეორე ტურისთვის ქართველი დამკვირვებლები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ქალაქში აღარ ჩავიდნენ, უკრაინული პრესისთვის მიცემულ კომენტარებში მერი იმასაც აცხადებს, რომ ქართველები დღესაც არიან დონეცკში და სასტუმროს ნომრებს ჯავშნიან.– ქართველი დამკვირვებლები იქ აღარ იმყოფებიან. კვირას არჩევნები იყო. ორშაბათ დილას ისინი უკრაინიდან საქართველოში ორი რეისით გამოფრინდნენ.ერთი თვითმფრინავი დილის 12 საათზე გამოფრინდა, მეორე – 5–ზე. იქ დარჩენილები იყვნენ მხოლოდ ქართველი დეპუტატები – 4 ადამიანი. ისინი ეუთოს სადამკვირვებლო მისიაში მონაწილეობდნენ და საქართველოს სახელით არც ჩამოსულან. ისინი საქართველოში სამშაბათს დაბრუნდნენ. რომელ ქართველებზე საუბრობს, არ ვიცი. ამჯამად თქვენთან ერთად ვინ არის უკრაინაში?– გივი თრგამაძე და ადამიანი, რომელიც გვეხმარება, მანქანით დავყავართ. მეორე ტურში დამკვირვებელთა დარეგისტრირების პროცესში ხომ არ გეშლებათ ხელი? დადგენილი გაქვთ თუ არა დამკვირვებელთა ვინაობა და რაოდენობა?– არა. პროცესი მშვიდად მიდის. ჯერ რაოდენობა და ვინაობა დადგენილი არ გვაქვს. 30 იანვრამდე ვადა გვაქვს. რაღაც პროცედურები შეიცვალა, პირადობების ასლები და რაღაცეებია დასამატებელი... ქართული ოპოზიცია კონკრეტული პირების სახელებს და გვარებს ავრცელებს, რომლებიც უკრაინაში დამკვირვებლებად იყვნენ და საქართველოში მიტინგების დარბევასა და მომიტინგეების ცემაში მონაწილეობდნენ. ესენი არიან: ბადრი ბასიშვილი, გიორგი კალანდარიშვილი, ზაზა ვეშაპიძე, ზურაბ მელიქიშვილი, ლაშა ცნობილაძე და სხვები. ეს პიროვნებები კვლავ მოხვდებიან დამკვირვებელთა სიებში მეორე ტურში?– უკაცრავად, ვინ არის დამრბევი? ამ ადამიანებმა ვინ დაარბიეს? კითხვა არაკორექტულია. ვის არბევდნენ, არ ვიცი. შეტაკება მოხდა და სასამართლომ დამნაშავეების სახელებიც დაადგინა და, რამდენადაც ვიცი, ისინი დღესაც აქტიურები არიან. ისევ 2000 კაცს ხომ არ აგზავნით?– არა, რა თქმა უნდა. პირველ ტურში მხოლოდ 350-მა დამკვირვებელმა მიიღო ჟურნალისტის აკრედიტაცია. 2000 კაცი იმისთვის გვჭირდებოდა, რომ უკრაინა ტერიტორიულად დიდი ქვეყანაა და მათი გადანაწილება გვინდოდა სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილებში, მაგრამ არ გამოგვივიდა. უკრაინის საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრები საჯაროდ გამოვიდნენ და თქვეს, რომ ქართველები ლეგიტიმურად იმყოფებოდნენ დონეცკში. უბრალოდ, სპეკულირება ხდება ამ თემით. დონეცკის მერის საქმე არ არის, რომელი ქართველი სად ჩავა. საელჩო თავად გააკეთებს კომენტარს ამ თემაზე. მე კი ერთს ვიტყვი, უკრაინასთან ჩვენ უვიზო რეჟიმი გვაქვს და დონეცკში თავისუფლად ჩავალ, როცა მინდა, მოსკოვში ვერ ჩავალ… ისე, ბატონო ლევან, სად იპოვეთ 2 000 პროფესიონალი დამკვირვებელი საქართველოში?– ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში 12 არჩევნები ჩატარდა. თითო არჩევნების ორგანიზებაში 2 თვის განმავლობაში ჩაბმულია 45 000 ადამიანი თავის საოლქო და საუბნო კომისიების ჩათვლით. 3 500–მდე უბანია და 13 კომისიაა ერთ უბანზე. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰყავთ პროფესიონალი კადრები. დიდი მასაა იმ ადამიანების, რომლებმაც იციან, რა არის არჩევნები. ვისაც არ სჯერა, გადაამოწმოს. თქვენ ისე საუბრობთ, მგონი, ჩვენც არ ვიცით, რომ ეუთოზე მეტი დამკვირვებელი გვყავს, თანაც პროფესიონალი...– დიახ, შეიძლება ეუთოზე მეტი გვყავდეს. თანაც, მინდა, შეგახსენოთ, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე უკრაინამაც დიდი რაოდენობით გამოგზავნა დამკვირვებლები. რამდენი?– 100 ადამიანი. მერე 100 და 2000 ერთია?– სამაგიეროდ, ტერიტორიულად ჩვენზე დიდი ქვეყანაა. ეს აჟიოტაჟი იმიტომ ატყდა, რომ გარკვეულ ძალებს არ უნდოდათ საქართველოდან დამკვირვებლების ჩასვლა. ნატოს დამკვირვებლებსაც შეუქმნეს პრობლემები. დამკვირვებელი ხელს არ უნდა გიშლიდეს არჩევნების ჩატარებაში. პრეზიდენტმა იუშენკომ ყველაზე პირველმა მიმართა მეგობარ ქვეყნებს და სთხოვა, ბევრი დამკვირვებელი გამოეგზავნათ არჩევნების დროს. ჩვენც ჩავედით. ექსპერტი მამუკა არეშიძე მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთს უკრაინაში ნეორასისტული და ნეოფაშისტური ორგანიზაციების წარმომადგენლები ჰყავდა ჩაყვანილი არჩევნებზე, მაგრამ მათ საკუთარი თავის შენიღბვა ქართველებისგან განსხვავებით მოახერხესო. თქვენ თუ გქონიათ რაიმე კონკრეტული ინციდენტი ამ ტიპის დამკვირვებლებთან?– ასეთმა ინფორმაციამ ჩვენამდეც მოაღწია.ცოცხალი ადამიანები არ გვინახავს და არც კონფლიქტი გვქონია. იყო ინფორმაცია, რომ საკმაოდ სოლიდური შემადგენლობით ჩამოვიდნენ რუსული არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალგაზრდა კომკავშირის საერთაშორისო ქსელის“ დამკვირვებლებიო. რა შანსები აქვთ კანდიდატებს მეორე ტურში? შეძლებს ტიმოშენკო გამარჯვებას? ექსპერტთა უმრავლესობა იანუკოვიჩს უწინასწარმეტყველებს გაპრეზიდენტებას. როგორც ამბობენ, ქართულმა სკანდალმა ტიმოშენკოს ბევრი ხმა დააკარგვინა...– ვერ დაგეთანხმებით. ამ ხელოვნურად შეთითხნილმა სკანდალმა მას არავითარი ხმები არ დააკარგვინა. პირიქით, მის მიერ ჩატარებულმა წარმატებულმა წინასაარჩევნო კამპანიამ მომხრეთა რიცხვი გაუზარდა. ვერ ვიტყვი, რომ მძიმე სიტუაციაშია. საექსპერტო მონაცემებით, პირველ ტურში მიღებულ ხმათა რაოდენობაზე ბევრად მეტს მიიღებს მეორე ტურში. სხვა კანდიდატების ხმების დიდი ნაწილიც მისკენ წავა. ხმების გაყოფა აქ ყოველთვის იყო. აღმოსავლეთი იანუკოვიჩის იყო, ცენტრალური უკრაინა – ტიმოშენკოსი, ხოლო დასავლეთში ყველაზე მეტი ხმა იუშენკომ აიღო. წარმომავლობა აქ დიდი ფაქტორია. არჩევნების მეორე ტურისადმი ყველაზე ნიჰილისტურად დასავლეთ უკრაინაა განწყობილი. ესმის ამ რეგიონის მოსახლეობას რამდენი რამეა დამოკიდებული მათ აქტივობაზე? უახლესი ინფორმაციები თუ გაქვთ, რომელიმე დამარცხებულმა კანდიდატმა ხომ არ გააკეთა გამარჯვებულების სასარგებლოდ რაიმე განცხადება, ანდა ტიგიპკო ხომ არ დათანხმდა პრემიერის პოსტს?– მშვენივრად აცნობიერებენ ამას დასავლეთ უკრაინაში. ეს ადამიანები არჩევნებზე მოვლენ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრს გული გაუტყდა. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატების მხრიდან ჯერ არ გაკეთებულა განცხადება. თუმცა, ტიგიპკომ თქვა, რომ პრემიერობით დაინტერესებულია. მართალია, მან ორივე კანდიდატისგან მიიღო ამგავარი შეთავაზება, მაგრამ იულია ტიმოშენკოს შეთავაზება უფრო კონკრეტული იყო. http://www.interpressnews.ge/ge/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted January 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 მოდით ერტად ვიცინოთСайты Vkontakte.ru и Odnoklassniki.ru закрывают 1 февраля по приказу Тимошенко Городской Дозoр 6 часов назад Популярные социальные сети станут жертвами политического цинизма Тимошенко и ее нереализованных амбиций. Украинские пользователи будут отключены от наиболее популярных социальных сетей Вконтакте и Одноклассники. Причиной для этого стало поручение премьер-министра страны Юлии Тимошенко главе СБУ отрезать украинскую интернет-аудиторию, цитируем: от вредоносных сайтов Vkontakte.ru, Odnoklassniki.ru (Одноклассники) и Connect.ua, негативно влияющих на пользователей и способных дестабилизировать социально-политическую ситуацию в стране. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 27, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 27, 2010 ლ ი ც ი ძალიან მალე ბელორუსიც უკრაინის გზით წავაიმედია!ჭანო ამას არ აქვს მნიშვნელობა,უფრო სწორედ გადამწყვეტი მნიშველობააქვს, დააკვირდი, ვინ როგორ არის განვითარებული და მისი მეზობლები შეადარე და კარგ კანონზომიერებას აღმოაჩენ თუმცა გამონაკლისებიც არის, ისრაელი და სამხრეთ აფრიკა მაგალითად, მაგრამ ისინი უფრო ევროპული კუნძულებია სხვა გარემოში..იმჰო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.