Jump to content
Planeta.Ge

პატარა ბავშვი იღუპება


Recommended Posts

6 წლის ნინო გოცაძის მშობლები ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებას სთხოვენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბავშვის დედამ, მაკა მეგრელიშვილმა განუცხადა, შვილი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში ჰყავთ მოთავსებული, მისი მკურნალობა 6000 ლარი ჯდება, ეს თანხა კი არ გააჩნიათ.

"ფონიჭალაში ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ. 60 ლარს ვიხდით, არ გვაქვს თანხა, რომელიც საჭიროა ბავშვის მკურნლობისთვის. თუ მკურნალობა არ გაგრძელდა, შესაძლოა, ბავშვს სეფსისი განუვითარდეს. დამწვრობა მუცლიდან მუხლებამდე აქვს მიღებული და კანი გადაცლილი აქვს »,-განაცხადა მაკა მეგრელიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ბავშვს ადუღებული წყალი სახლში ხუთი დღის წინ გადაესხა, რამაც მძიმე დამწვრობა გამოიწვია.

როგორც მაკა მეგრელიშვილი აღნიშნავს, დამწვრობის ცენტრში მკურნალობაზე უარს არ ეუბნებიან, თუმცა აცხადებენ, რომ ამის საფასურად ყველაფერს გაუყიდიან. დედის თქმით, არაფერი აქვთ გასაყიდ,ი ვინაიდან ძალიან გაჭირვებულად ცხოვრობენ. ბავშვის მკურნალობის თანხის გადარიცხვას მშობლები ჯანდაცვის სამინისტროს სთხოვენ.

 

http://planeta.ge/index.php?act=post&d...w_post&f=66

 

პ.ს. პლანეტელებო შეგვიძლია რამეთი დავეხმაროთ?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან სამწუხაროა. როგორ შეიძლება დახმარება?

 

საქართველოში მდიდრები რაიმე ქველმოქმედებას ეწევიან? თუ ყველაფერი კარერასის მოსაწვევად დახარჯეს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მალინა

ერთი გულწრფელი კითხვა: ამეებს საიდან ჩითავ?

ას ნიშნავს საიდან? საინფორმაციო სააგენტოებიდანLo Janko

საქართველოში მდიდრები რაიმე ქველმოქმედებას ეწევიან?

სამწუხაროდ ნაკლებად, ვინც ქველმოქმედი იყო, ან ნაცებმა გაატყავეს, ან გაიქცა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციას 6 წლის ნინი გოცაძის დახმარების შესახებ თბილისის მერია და ისან-სამგორის რაიონის გამგეობა გამოეხმაურნენ.

დამწვრობის ცენტრში დღეს რაიონის გამგებელი თემურ გრიგალაშვილი მივდა. იგი ექიმებსა და პატარა პაციენტის მშობლებს შეხვდა.

როგორც გრიგალაშვილმა აღნიშნა, დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას დავალებით, ნინის მკურნალობისთვის საჭირო თანხას - 6 ათას ლარს ისან-სამგორის რაიონის გამგეობა გაიღებს. თანხა ორშაბათისთვის გადაირიცხება.

მისივე თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მანვე აღნიშნა, რომ ნინის გამოჯანმრთელების შემდეგ სახლშიც მოინახულებს.

ნინი გოცაძის მშობლებმა მერიასა და გამგეობას დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს.

გოცაძეების ოჯახი ფონიჭალაში ქირით ცხოვრობს და მათ მკურნალობის თანხის გადახდის საშუალება არ ქონდათ.

პატარა ნინის ადუღებული წყალი სახლში ხუთი დღის წინ გადაესხა, რამაც მძიმე დამწვრობა გამოიწვია. მას, ექიმების ინფორმაციით, სხეულის 17-პროცენტიანი დამწვრობა აქვს.

გოცაძეების ოჯახი დღეს "ინტერპრესნიუსს" დაუკავშირდა და ბავშვის შესახებ ინფორმაციის გავრცელება სთხოვა.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

თემა იხურება!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...