Jump to content
Planeta.Ge

"რეგიონების პარტია" ლუგანსკში მომხდარ აფეთქებასთან ქართული სპეცსამსახურების კავშირის გ


Recommended Posts

"რეგიონების პარტია" ლუგანსკში მომხდარ აფეთქებასთან ქართული სპეცსამსახურების კავშირის გადამოწმებას ითხოვს

 

23 / 01, 2010 13:02

 

უკრაინის "რეგიონების პარტიის" დეპუტატები ლუგანსკის საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებაში ქართული სპეცსამსახურების მონაწილეობის ვერსიის გადამოწმებას ითხოვენ.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ თხოვნით დეპუტატებმა უკრაინის უშიშროების საბჭოს საგარეო დაზვერვის სამსახურს მიმართვა გაუგზავნეს.

მიმართვის მიხდევით, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც სანატორიუმებში იმალებიან, დივერსიული და დაზვერვითი საქმიანობისთვის ჩავიდნენ უკრაინაში ; ისინი მიზნად ისახავდნენ სახელმწიფო წყობილების ძალით შეცვლას.

ლუგანსკში აფეთქება 18 იანვარს მოხდა. კლინიკაში ჟანგბადის ბალონი აფეთქდა, რის შედეგადაც 16 ადამიანი დაიღუპა.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

 

ლიცემერი: ესღა გვაკლდა სრული ბედნიერებისთვის. მოკლედ, მიშა ძალიან დიდი საფრთხის მატარებელია ქვეყნისთვის.

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არამგონია ეგეთი რამ გაეკეტებინათ იქ ჩასულებს( ან რაში სჭირდებოდათ ეს), მაგრამ ერთი რამ ცხადია - მიზეზი მისცეს ესეთი ბინძური განცხადებების გაკეთებისთვის

ძალიან ვწუხვარ, მაგრამ დავიმსახურეთ :))

Edited by kisa
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ ახურებს ეგ იანუკოვიჩიც. უკრაინას საქართველო ესაჭიროება :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისინი მიზნად ისახავდნენ სახელმწიფო წყობილების ძალით შეცვლას.

აი ამას ვინც ამბობს ან მაგას ვინც დაიჯერებს ერთი რაღაც უნდა იყოს თან ძალიან მაგრად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ამას ვინც ამბობს ან მაგას ვინც დაიჯერებს ერთი რაღაც უნდა იყოს თან ძალიან მაგრად

fashisti

მთავარი ის არის, რომ ამ განცხადების შემდეგ ყველა ვარიანტში თავის მართლება მოგვიწევს, ეს კი ,ჩემი აზრით, ჩვენთვის ყველა ვარიანტში წამგებიანია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უკრაინის "რეგიონების პარტიის" დეპუტატები ლუგანსკის საავადმყოფოში მომხდარ აფეთქებაში ქართული სპეცსამსახურების მონაწილეობის ვერსიის გადამოწმებას ითხოვენ

ერთი ერთზე ჰგავს კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებებს. მერე შემოვა დიმიტრი და იტყვის არაა იანუკოვიჩი რუსეთის კაციო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

. მერე შემოვა დიმიტრი და იტყვის არაა იანუკოვიჩი რუსეთის კაციო.

პლანეტაზე შემოვა? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენ არაფერს გვაბრალებენ ეს რეგიონალების ყველაზე უტვინო ბრალდებაა ხან ბომჟები ვართ ხან საავადმყოფოებს "გვაფეთქებინებენ'იულიას დასახმარებლად..ამაზე მეტი სისულელე არავის უთქვამს.. კრემლის მონა იანუკოვიჩს სხვა არაფერი დარჩენია.. ისე ეს დიდიტრაგედია არ უნდა იყოს..თუ რუსების უღელქვეშ აღმოჩნდება უკრაინა ,მაშინ საქართველოს მნიშვნელობა გაიზრდება დასავლეთში დაურთიერთობების კონცენტრირება მოხდება ჩვენსკენ უფრო მძლავრად.. მართალია უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა დიდი რამეა, მაგრამ გაიხსენეთ საბჭოტთა კავშირმა და ჩინეთმა (ახლა სხვა მასშტაბებია-პუტინლენდ-ჰამას-ჩავეს-ნიკარაგუა-ნაურუმ)მოახდინეს ერთ დროს ამერიკის განმდევნა ვიეტნამიდან, მერე... ხომ იცით რაც მოხდა გაძლიერდა სამხრეთ კორეა და ახლაც, რუსების მიერ იანუკოვიჩის გამარჯვების შემთხვევაში საქართველო-აზერბაიჯანის მიმართულებით ნახეთ - ამგვარი რამ მრავლად ხდებოდა- ასე იქნება ახლაც... ევროპა და ამერიკა არ დაუშვებს თავისი რეალური ძლიერების ნებაყოფლობით რუსებისადმი გადაცემაზე. რუსების დემაგოგიის მიმართ ამჟამად როგორც ეკონომიკურად, ისე უსაფრთხოების სისტემების მხრივ გაცილებით ძლიერი ნატოს ქვეყნების,უსიტყვო კაპიტულირება მხოლოდ კრემლის ფანტაზიორების - ეს ამერიკას არეაფერს მისცემს გარდა ეკონომიკური კრიზისისა და ევროპას ხომ სულ დაამონებს.. ნუ აყვებით რუსულ დემაგოგიას დანუ დაუშვებთ რუსის თუნდაც რაიმე სახიტ საქართველოსთან ოფიციალურ ურთუიერთობებს , გარდა შვეიცარიის საელჩოს რუსული ქვეგანყოფილებისა და დამკვირვებელთა მკაცრი მონიტორინგის ქვეშ ჟენევის ფორმატისა!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ ამერიკა და ევროპა გადასცემს საქართველოს რუსებს საბოლოოდ გასანადგურებლად, მერე რუსეთი შექმნის ყველაზე საშინელ ბოროტების ღერძს, გაცილებით საშიშს ვიდრე ბერლინ რომის ბერლინ ტოკიოსი იყო ფაშიზმის დროს. კავკასიის ხელახალი დაპყრობის შემთხვევაში, რუსეთის შოვინისტურველიკოდერჟავული ტოტალიტარიზმი და ირანის რადიკალიზმის დიქტატი სწრაფად მოუღებს ბოლოს ცენტრალური აზიის მოჩვენებიტ დამოუკიდებლობას და მერე პოზიციების გამაგრებისა და ნავთობზე ფასების აწევის მიზნით სარკინიგზო ერთიანის სისტემის მქონე ირანრუსეთის ტოტალიტარული მონსტრი შეიტანს იარაღს ერაყში ამერიკელების სისხლიანი განდევნის მოსაწყობად, მერე მოხდება ომები ისრაელპალესტინის მიმართულებით. რუსეთი და ირანი ხმას ჩააკმენდინებენ ნავთობ-გაზზე დამოკიდებულ ევროპას და მსოფლიოს ხელში შერჩება ტოტალიტარული სისტემის გამეფება დუგინისეული ევრაზიული დიქტატორული სისხლიანი სივრცის შექმნიტ.. მერე უკვე უფრო დიდი არეულობები წავა ... მოკლედ ახლა ამერიკას და ევროპას შეუძლია ყოველგვარი დიდი მსხვერპლის გარეშე კავკასიის უსაფრთხოების პროევროატლანტიკური მიმართუ####ბით გაძლიერებით მოახდინოს რუსების ჯერ კიდევ სუსტი სახელმწიფოს შეკავება, ალაგმოს ირანიც და თან მოახდინოს აზიური დამოუკიდებლობის გარანტირება მისი ენერგი-საკომუნიკაციო მიმართულებების კავკასია-ევროპისაკენ დივერსიფიცირებით... ეს გაცილებიტ ადვილია და მოსახერხებელი ნატო-ს ქვეყნებისათვის ახლა, ვიდრე ჯერ საქართველო-აზერბაიჯან-შუააზიის რუსეთისადმი გადაცემის საშუალებიტ დე-ფაქტო კაპიტულირების შემდეგ... უბრალოდ გამიგეთ, მე მხოლოდ ერთ რამეს ვამბობ - ევროატლანტიკური სივრცე არაა თვითმკვლელი და არც დასუსტებული... ეს გაითვალისწინეთ კრემლის დამპალი ვარსკვლავებისა და მათი მანიაკი ტესტიკულომანების შემყურე ოპონენტებმა.. არაფერი არ მოხდება ისეთი- რომ რუსეთმა ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიიღოს ევროატლანტიკური ქვეყნების კაპიტულაცია...არა და კავკასიის რუსებისადმი გადაცემა , მითუმეტეს უკრაინის შემთხვევაში მხოლოდ ამას ნიშნავს.. ეს კი წარმოუდგენელია!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Gagi 67

ნუ აყვებით რუსულ დემაგოგიას დანუ დაუშვებთ რუსის თუნდაც რაიმე სახიტ საქართველოსთან ოფიციალურ ურთუიერთობებს , გარდა შვეიცარიის საელჩოს რუსული ქვეგანყოფილებისა და დამკვირვებელთა მკაცრი მონიტორინგის ქვეშ ჟენევის ფორმატისა!

ეს ბატონო გაგი გიგი უგულავას მოკითხეთ.

იხ. მისი ინტერვიუ ნიუსვიკში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი ერთზე ჰგავს კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებებს. მერე შემოვა დიმიტრი და იტყვის არაა იანუკოვიჩი რუსეთის კაციო.

Saturn, ის რომ იანკას განცხადებები კრემლისას გავს სულ არ ნიშნავს, რომ ის კრემლის კაცია.

მასე მიხოს არა მარტო განცხადებები, ქმედებებიც კრემლისას გავს, მაგრამ იტყვით რომ კრემლის კაცია?

 

თუმცა ნებით თუ უნებლიეთ კრემლის საქმეს აკეთებს. IMHO :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...