Jump to content
Planeta.Ge

ეროვნულობა VS გლობალიზმი


Recommended Posts

ჩვენ საბჭოთა ეპოქის შვილები ვართ.

 

საქართველოში ბოლშევიზმის კულტი სპეციფიური თვისებებით ხასიათდებოდა,რადგანაც "ეროვნულობის"ფაქტორი სრულიად ვერ ამოძირკვეს კომუნისტებმა.

 

პატრიოტიზმი იყო ერთი მხრივ ფარი რათა სრულად არ წაელეკა თავისუფლების არსი წითელ ქარიშხალს . ამავდროულად კრემლს მართალია აწუხებდა საქართველოში ნაციონალური შეგრძნების მაღალი ხარისხი,მაგრამ რადგანაც იგი გამოხატული იყო ნაციონალური კულტურის,მეცნიერების თუ სპორტის განვითარების თვალსაზრისით , ეს ენერგია საერთო დინებაში მიედინებოდა და გადამჭრელ ზომებს ერიდებოდნენ.ტოტალიტარული სახელმწიფოს პირობებში არც უშლიდათ ხელს. :D

 

ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა მხოლოდ 2 წელი წელი გაგრძელდა კლასიკური სახით .

87 წელს დაწყებული ბრძოლა თავისუფლებისათვის რეალურად დასრულდა 89 წელს.

მიზეზი:

 

1)ის რაც ადრე ფარი იყო და იცავდა ქართულ ყოფას , პერესტროიკის დროს გახდა თავისუფლების იდეის მონოპოლისტი ,რამაც დათრგუნა თავისუფლების გაგების სხვა ასპექტები ;

 

2) წვრიპარტიობანამ ეროვნული მოძრაობის იმუნიტეტი შელახა;

 

3) კრემლმა აირჩია დუმილის პოლიტიკა.შედეგად კი მტრის ხატი მისგან შორს წავიდა და ერთმანეთის მიმართ გადაზარდეს ახალმა ლიდერებმა.

 

შედეგად კი მივიღეთ 89-90 წლების "მოძრაობა უძრაობისაკენ" , გაუთავებელი მიტინგები , რომლის მიზანი მოკვდავმა ადამიანმა არ იცოდა.

საბოლოოდ კი აბსურდის თეატრი 22 დეკემბრამდე მივიდა , როცა ნომენკლატურულმა ოლიგარქიამ მოძრაობის ნაწილის ხელით დაამხო ახალი ხელისუფლება და რევანში აიღო.

 

დღეს ჩემთვის ეროვნულობა არის ჩემი სახელმწიფოს პატივისცემა;

 

პიროვნების უფლებათა დაცვა და მომზადება გლობალიზაციის გარდაუვალი პროცესისადმი ,რომელიც სულაც არ მიმაჩნია ნეგატიურ მოვლენად პრინციპში.

 

ცხადია ტრადიციებს გამოცდა მოუწევთ.

ამაშიც არაფერი არაა ტრაგიკული . დიახ ზოგიერთი დამკვიდრებული წესი ჩვენ ტრადიციად მივიღეთ . ჰოდა გაიაროს ტესტირება. მოკვდეს ის რაც მოსაკვდომია . უნივერსალური ღირებულებები კი იმდენად მდგრადია, მას ვერ მოერევა ვერანაირი ცუნამი :D

 

საბოლოოდ კი ტრადიციონალისტების და გლობალისტების ურთიერთქიშპობა ერთ მდინარეში ჩავა.

 

დაჭამეთ ერთმანეთი-ეს სასარგებლოა. თქვენ ტესტავთ მეორე მხარის სუსტ მხარეებს და ეს კარგია.

 

ასე რომ მე ამ პოლემიკის მომხრე ვარ ,რადგანაც იმ მდინარის სიჯანსაღეზე ვფიქრობ , სადაც საბოლოოდ ეს ტენდენციები ერთობლივად მოთავსდება. :D

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცხადია ტრადიციებს გამოცდა მოუწევთ.

ამაშიც არაფერი არაა ტრაგიკული . დიახ ზოგიერთი დამკვიდრებული წესი ჩვენ ტრადიციად მივიღეთ . ჰოდა გაიაროს ტესტირება. მოკვდეს ის რაც მოსაკვდომია . უნივერსალური ღირებულებები კი იმდენად მდგრადია, მას ვერ მოერევა ვერანაირი ცუნამი

მანდ ვარ,

ნეტავ ერთხელ მაინც გაიმარჯვოს საქართVელოში ზომიერებამ და რაციონალიზმმა :D

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ნეტავ ერთხელ მაინც გაიმარჯვოს საქართVელოში ზომიერებამ და რაციონალიზმმა

ამის წამალი ნაპოვნია :D

მიუშვი რადიკალებმა დაჭამონ ერთმანეთი , თან ღობე გააკეთე კარგი რომ ტვინი ნამეტანი არ გაბურღონ :D

შენ კი შექმენი ძლიერი პოლიტიკური პლაცდარმი , დაუცადე მდინარის დაწყნარებას და პოლიტიკური ელიტის ძირითად ნაწილს ეპატრონები :D

ბოროტი ვარ?

კხმ . ასე იწრთობოდა ევროპული სახელმწიფოების პოლიტ ფოლადი.

პრობლემა ერთია -თუ მოვლენების სადავეები იქნა ხელიდან გაშვებული აი სად დაგვერხა მაშინ. ლიდერის ფაქტორსაც აქვს მნიშვნელობა :D

ეს ნახევრად სერიოზულად ჩემი გიჟური აზრები :D პრინციპში არც მთად ალოგიკური .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

ამის წამალი ნაპოვნია :D

მიუშვი რადიკალებმა დაჭამონ ერთმანეთი , თან ღობე გააკეთე კარგი რომ ტვინი ნამეტანი არ გაბურღონ :D

შენ კი შექმენი ძლიერი პოლიტიკური პლაცდარმი , დაუცადე მდინარის დაწყნარებას და პოლიტიკური ელიტის ძირითად ნაწილს ეპატრონები :D

ბოროტი ვარ?

კხმ . ასე იწრთობოდა ევროპული სახელმწიფოების პოლიტ ფოლადი.

პრობლემა ერთია -თუ მოვლენების სადავეები იქნა ხელიდან გაშვებული აი სად დაგვერხა მაშინ. ლიდერის ფაქტორსაც აქვს მნიშვნელობა :D

ეს ნახევრად სერიოზულად ჩემი გიჟური აზრები :D პრინციპში არც მთად ალოგიკური .

რაციონალიზმს ზნეობრივი პრინციპებიც უნდა გააჩნდეს,

შევარდნაძე არ იყო რადიკალი, მაგრამ მისმა მმართველობამ უბედურების მეტი

არაფერი მოგვიტანა :D

მას ნამდვილად შეეძლო ბევრი რამ სასიკეთო გაეკეთებინა, მაგრამ კომფორმიზმმა და უპრინციპობამ ჭაობში ჩაგვაგდო, რამაც რადიკლაიზმის გაღვივება გამოიწვია,

 

ჩემის აზრით რადიკალიზმი კომფორმიზმის და უპრინციპობის შედეგია,

 

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ზვიადიზმზე და მიშიზმზე და რატომღაც გვავიწყდება შევარდნაძის ეპოქა,

ეს ეპოქაც უნდა გავითვალისწინოთ-ანუ, ხელისუფლებაში იჯდნენ არარადიკალები და მათაც უბედურება მოგვიტანეს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

შექმენი ძლიერი პოლიტიკური პლაცდარმი , დაუცადე მდინარის დაწყნარებას და პოლიტიკური ელიტის ძირითად ნაწილს ეპატრონები 055.gif

ბოროტი ვარ?

:D

ბოროტი არა - კომფუცი ხარ, კომფუცი!

 

არაფერი არ მოიმოქმედო, დაჯექი მდინარის პირას და დაელოდე როდის ჩამოატარებს დინება შენი მტრის გვამს

ძალიანაც ბრზნული აზრია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

ჩინეთი კონფუცის წესრიგის ფილოსოფიისა და ლაო ძის ქაოსის გენიალურ აზრებს შუა განვითარდა :D

ინი და იანი ორი პოლუსი :D

ასე რომ ჩემი პოლიტიკური მსოფლმხედველობა მარტივია-საჭიროა პლურალისტული საზოგადოება ,სადაც მოხდება ურთიერთტესტირება და ამავდროულად არ იარსებებს აკრძალული ხილის ეფექტი.

 

ეს ქმნის რაციონალიზმის გამარჯვების საფუძვლებს

Siknadmo

რაციონალიზმს ზნეობრივი პრინციპებიც უნდა გააჩნდეს

დიახაც გეთანხმები . ამის ტესტირების და ზემოქმედების მძლავრი მექანიზმია მედია და ა.შ . პატარა ქვეყანა ვართ და ყველაფერი ხმაურდება . უნდა ვებრძოლოთ ტენდენციას ...აუ რა მოხდა მიშამ ეს რომ გააკეთა პოლიტიკა ასეთია ძმაუ.....

ამერიკაშიც არ ზიან ანგელოზები ,მაგრამ მიდის გამუდმებული თვალთვალი . თუ პოლიტიკოსი ღიად გაბანძდა , ეს უკვე უპატიებელია .

ასე რომ მეოთხე ხელისუფლების ზალაუფლების გაზრდაზეცაა ბევრი რამ დამოკიდებული ,რომელსაც სააკაშვილი შეგნებულად აუპატიურებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა უნდა ვსთქვა.

წაიკითხეთ ჩემი სიგნაჩა.

ძალიან კონკრეტული იუზერები არიან ამ სიტყვების უკან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი

ვაჟა ფშაველა

 

ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე, - რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. თუ მთელის ერის განვითარებისათვის საჭიროა კერძო ადამიანთა აღზრდა, აგრედვე ცალკე ერების აღზრდაა საჭირო, რათა კაცობრიობა წარმოადგენდეს განვითარებულს ჯგუფსა; თუ კერძო ადამიანისათვის არის სასარგებლო აღზრდა ნაციონალური, ინდივიდუალური, აგრეთვე ყოველის ერისათვისაა სასარგებლო ასეთივე აღზრდა, რათა ყოველმა ერმა მომეტებული ძალა, ენერგია, თავისებურობა გამოიჩინოს და საკუთარი თანხა შეიტანოს კაცობრიობის სალაროში...

 

ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და, რამდენადაც გონივრული იქმნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოგდება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქმნება მთელი კაცობრიობისათვის. ედისონი ამერიკელია, ამერიკაშივე მუშაობს, მაგრამ მისი შრომის ნაყოფს მთელი კაცობრიობა გემულობს. შექსპირი ინგლისელია, ინგლისში მუშაობდა და ცხოვრობდა, მაგრამ მისი ნაწერებით მთელი კაცობრიობა სტკბება დღესაც. ეგრეთვე სერვანტესი, გიოტე და სხვა გენიოსები თავის სამშობლოში, თავის თანამოძმეთათვის იღვწოდნენ, მაგრამ დღეს ისინი მთელს კაცობრიობას მიაჩნია თავის ღვიძლ შვილებად.

 

ყველა გენიოსები ნაციონალურმა ნიადაგმა აღზრდა, აღმოაცენა და განადიდა იქამდის, რომ სხვა ერებმაც კი მიიღეს ისინი საკუთარ შვილებად. მაშასადამე, გენიოსებმა თავის სამშობლოს გარეშეც ჰპოვეს სამშობლო - მთელი ქვეყანა, მთელი კაცობრიობა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, გენიოსთ ნაწარმოებნიც უფრო სარგები და შესაფერებელია ეროვნულ ნიადაგზე. „ჰამლეტით“, „მეფე ლირით“ ვერც ერთი ქვეყნის შვილი ვერ დასტკბება ისე, ნამეტნავად თარგმანით, როგორც თვით ინგლისელი, რომელიც ინგლისურს ენაზე კითხულობს ამ ნაწარმოებთ. შორს სად მივდივართ? ნუთუ სხვა ქვეყნის შვილი ისე დასტკბება „ვეფხისტყაოსნით“ და ისე გაიგებს მას, რაც უნდა კარგი თარგმანი წაიკითხოს, ან თუნცა კარგად იცოდეს ქართული ენა, როგორც თვით ქართველი? - არასდროს. გენიოსს, როგორც პიროვნებას, ინდივიდს, აქვს საკუთარი სამშობლო, საყვარელი, სათაყვანებელი, ხოლო მის ნაწარმოებს არა, ვინაიდან იგი მთელი კაცობრიობის კუთვნილებაა, როგორც მეცნიერება...

 

მეცნიერება და გენიოსები გვიხსნიან გზას კოსმოპოლიტიზმისაკენ, მაგრამ მხოლოდ პატრიოტიზმის, ნაციონალიზმის მეოხებით. განავითარეთ ყოველი ერი იქამდის, რომ კარგად ესმოდეს თავისი ეკონომიური, პოლიტიკური მდგომარეობა, თავის სოციალური ყოფის ავკარგი, მოსპეთ დღევანდელი ეკონომიური უკუღმართობა და, უეჭველია, მაშინ მოისპობა ერთისაგან მეორის ჩასანთქმელად მისწრაფება, ერთმანეთის რბევა, ომები, რომელიც დღეს გამეფებულია დედამიწის ზურგზე.

 

პატრიტიზმი, როგორც სიცოცხლე და სიცოცხლესთან გრძნობა, თითქო დაბადებასთან ერთად ჰყვება ადამიანს და შეიცავს ისეთ ნაწილებს, რომელთაც ვერც ერთი ჭკვათმყოფელი ადამიანი ვერ უარყოფს, როგორც მაგ. არის დედაენა, ისტორიული წარსული, სახელოვანი მოღვაწენი და ეროვნული ტერიტორია, მწერლობა და სხვა. იმავ წამიდანვე, როცა ბავშვი ქვეყანას იხილავს, მას, გარდა ჰაერისა, სადგომ-საწოლისა, ესაჭიროება აღმზრდელი, რძე - საზრდოდ, ნანა - მოსასვენებლად.

 

ყველა ეს ხდება ოჯახში, დედის ხელმძღვანელობით და სწორედ აქ არის დასაბამი პატრიოტიზმისა. ყმაწვილი იმ თავიდანვე მჭიდრო კავშირს იმათთან ჰგრძნობდა, ვინც იმას ესაუბრება, ვინც გარშემო ახვევია, - ვისგანაც პირველ შთაბეჭდილებას ღებულობს. ამიტომ უყვარს ის ენა, რომელიც იმას სიყრმის დროს ესმოდა, და ის ადამიანები მიაჩნია თავისიანებად, რომელნიც ამ ენაზე ლაპარაკობენ თუ მღერიან. თავის სოფლელთა სრულიად უმნიშვნელო სხვებისაგან განმასხვავებელი საუბრის კილოც კი შვენიერებად მიაჩნია. თავისი სოფლელი, თუნდაც უკანასკნელი ადამიანი, უცხო ადგილას, უცხო მხარეს რომ შეჰხვდეს, დიდ სიამოვნებას აგრძნობინებს. ვიდრე გაფართოვდება ბავშვის მხედველობა და გაიზრდება მისი პატრიოტიზმი, მას მხოლოდ განსაკუთრებით ის სოფელი, ან დაბა უყვარს, სადაც დაბადებულა და ბავშვობა გაუტარებია.

 

ვერ წარმომიდგენია ადამიანი სრულის ჭკუისა, საღის გრძნობის პატრონი, რომ ერთი რომელიმე ერი სხვებზე მეტად არ უყვარდეს, ან ერთი რომელიმე კუთხე. რატომ? - იმიტომ: ერთი და იგივე ადამიანი ათასს ადგილას ხომ არ იბადება, არამედ ერთს ადგილას უნდა დაიბადოს, ერთს ოჯახში, ერთი დედა უნდა ჰყავდეს! თუ ვინმე იტყვის ამას, ყველა ერები ერთნაირად მიყვარსო, - სტყუის, თვალთმაქცობს: ან ჭკუანაკლებია, ან რომელიმე პარტიის პროგრამით არის ხელფეხშებოჭილი. სამოწყალეო სახლში აღზრდილი ბუშიც კი, რომელსაც, შეიძლება, ათასი ლალა გამოუჩნდეს და გარშემო ათასი ენა ესმოდეს, ბოლოს ერთს რომელსამე ენას იწამებს და ერთს ქვეყანას მიიჩნევს თავის სამშობლოდ...

 

პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი. კოსმოპილიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი საღსარია იმ უბედურობის ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს.

 

ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერის კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს. ღმერთმა დაგვიფაროს ისე გავიგოთ კოსმოპოლიტიზმი, ვითომ ყველამ თავის ეროვნებაზე ხელი აიღოსო. მაშინ მთელმა კაცობრიობამ უნდა უარჰყოს თავისი თავი. ყველა ერი თავისუფლებას ეძებს, რათა თავად იყოს თავისთავის პატრონი, თითონ მოუაროს თავს, თავის საკუთარის ძალ-ღონით განვითარდეს. ცალ-ცალკე ეროვნებათა განვითარება აუცილებელი პირობაა მთელის კაცობრიობის განვითარებისა.

 

 

აჰა, კიდევ ერთხელ ყურადღებით წავიკითხოთ და შემდეგ გამოვიტანოთ დასკვნა თუ ვინ იყო ვაჟა სინამდვილეში, კოსმოპოლიტი, ნაციონალისტი, პატრიოტი თუ სხვა რამ. სხვა ნაწარმოებებიც გავიხსენოთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ ქაოსის პირობებში საერთოდ საუბარი რაღაცის მართებულობაზე ცოტა რთულია.

 

ნაციონალიზმი , ანუ იდენტობა ნაციონალური არსებობს!! სტერეოტიპების ერთობლიობა, რომელიც ადამიანის ტვინში ილექება და რაღაც ერთგვარ კოდურ ნუმერაციას ატარებს. რათქმაუნდა გარემო, რომელიც ამ ვითარებაში ფორმირდება დამოკიდებულია შეზღუდვებისა და ნებების ერთობლიობის შედეგად, გააჩნია გარყვნილების რა ხარისხია ზოგადად აღნიშნული იდენტურობის სივრცეში :) შესაბამისად ეს რწმუნებები მითია... საერთო ოჯახის მცდელობა , რომელიც თავის მხრივ გარკვეულ ჰარმონიულობის ეფექტს ატარებს.

ადამიანები აჯერებენ ერთმანეთს იმაში, რომ ისინი ცხოვრების თავისი სტილით გამოცდილებით თუ ქცევებით, უპირატესობას ფლობენ სხვა ერებთან მიმართებაში... ეს არის პრიმიტიული ადამიანური აზროვნების ნიმუში ... შედეგად ერთგვარი კარჩაკეტილობა წარმოიშვება რაც საბოლოო ჯამში იწვევს უცხოს მიმართ ზიზღს ... გამომდინარე აქედანაა ყველა ქსენო თუ სხვა ფობიები + რასიზმი ...

ამიტომ საჭიროა გლობალური აზროვნება, საკითხების ერთ და ორ ჭრილში განხილვა კიარა მათი საფუძვლიანი შესწავლა და და ყველა შეხედულების გათვალისწინება... ერების სიბრძნე, მათი გამოცდილების ცოპირება და ანალიზი .... შემდგომში უკვე კაცობრიობის "ვა ბლაგა" გამოყენებისათვის

 

თუმცა ეს ყველაფერი თავისით არ მოდის... ეს დროთა განმავლობაში მუშაობის და შემეცნების შედეგია !!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
დაჭამეთ ერთმანეთი-ეს სასარგებლოა. თქვენ ტესტავთ მეორე მხარის სუსტ მხარეებს და ეს კარგია.

არ გეთანხმები, რაც დღეს ხდება ჩვენთან, ანუ ერთმანეთის ჭამას, არანაირი პროგრეესი არ მოაქვს პირიქით რეგრესი.

პროგრესი მხოლოდ დისკუსიაში და აზრთა გაცვლა-გამოცვლაში და არა ვინმეს "მოქცევით ჭეშმარიტებისკენ"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 months later...

lasha_alo

2) წვრიპარტიობანამ ეროვნული მოძრაობის იმუნიტეტი შელახა;

დღესაც იგივე სიტუაციაა

ასე რომ მე ამ პოლემიკის მომხრე ვარ ,რადგანაც იმ მდინარის სიჯანსაღეზე ვფიქრობ , სადაც საბოლოოდ ეს ტენდენციები ერთობლივად მოთავსდება.

საქმეც მაგაშია რომ რეალური პოლემიკა არ ხდება...ყრუტა დიალოგია

 

ლიბერასტები თავისას მიერეკებიან---ეროვნულები თავისას

 

ყრუთა დიალოგია!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეროვნება და ეროვნულობა წარსულის გადმონაშთია, ნაციონალობა მომავლის იდეა.. ეროვნება და ნაცია ერთი და იგივე არ არის, მამენტ..

 

ეთნოფაშიზმი უსუსურობა, კოსმოპოლიტიზმი სიძლიერე..

 

სიძულვილი იარაღი, სიყვარული ღვთიური იარაღი..

 

ადამიანობა საწყისი ადამიანობა დასასრული..

 

და რათქმაუნდა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დიდება პივას!

 

 

დიახ :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...