Jump to content
Planeta.Ge

ჯანმრთელობის დაზღვევა


Recommended Posts

ნელ-ნელა დაინერგა საქართველოში ჯანმრთელობის დაზღვევა. ხალხი უფრო ინფორმირებულია და აღარ გაურბის...

თქვენ თუ ხართ დაზღვეული? რომელ კომპანიას მიანიჭეთ უპირატესობა?

და თუ არა რატომ? :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 67
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მე არ ვარ დაზღვეული

 

:)

 

 

შენ ალბათ მაგ კომპანიებიდან ერთერთში მუშაობ ... ხოდა გაგვაცანი პირობები :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ

შენ ალბათ მაგ კომპანიებიდან ერთერთში მუშაობ ...

ეგ მეზობელი ფორუმის უზერების პოლიტიკაა. :D

ხოდა გაგვაცანი პირობები

ვეცდები ჩამოვწერო მერე.

 

nuaka

პს. ეგ ნიკი ლიცენზირებულია.

მე ფრენჩაიზი მაქ. :pupuza: ;p

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქ განთავსებულია ის სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც ქართულ ბაზარზე არიან. : http://yell.ge/orgns.php?id=8&lan=1 Edited by wanderer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ სამსახურიდან არ ხარ დაზღვეული, თითქმის უაზრობაა დაზღვევა... ვინაიდან, გამონაკლისები ისეთი გამდიდრებული აქვთ, რომ, ფაქტიურად, ვერაფერში იყენებ დაზღვევას.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაზღვევა არა ზღმარტლი...

 

ჩემი ბიძაშვილია დაზღვეული. მენისკში წყალი ჩაუდგა და რომ მივიდა შენ ფეხი დაზიანებული დაზღვევამდე გაქვსო და ატკაზ...

 

პლუს ოჯახის ექიმი თუ ჯანდაბაა თუ იმენნა არ კვდები ზედაც არ შეგხედავს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ გააჩნია რომელი სადაზღვევო, ან რამდენლარიანი პაკეტით სარგებლობს. ისე ძაან ბევრი რამეა გასათვალისწინებელი და თუ სწორად გათვლი მაგარი მომგებიანია დაზღვევა.

მეც სამსახურიდან ვიყავი დაზღვევული და ძაან კმაყოფილიც ვარ. გოლდ ბარათი მქონდა მშვენიერი წინადადებით. :D

ისე ქრონიკულ დაავადებებს არ აფინანსებენ რამდენადაც ვიცი, არც კოსმეტიკურ ოპერაციებს...

გასათვალისწინებელია პროვაიდერი კლინიკები ვინ ყავს,და სხვა ექიმის კონსულტაციას თU გიფინანსებენ..

და კიდე სტომატოლოგიაში აქვთ ხოლმე ჩავარდნა ძირითადად...)) ანუ თანხა ცოტაა, მითუმეტეს პროვაიდერები ყავთ ძაან ძვირი ტარიფებით...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამედიცინო დაზღვევის პროგრამით გათვალისწინებული პირობები:

 

ასისტანსი - ითვალისწინებს სადღეღამისო სატელეფონო კონსულტაციას, სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას. ასისტანსის სამსახურის მეშვეობით მიიღებთ ინფორმაციას თქვენი სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული მომსახურებების მოცულობისა და სარგებლობის წესების შესახებ.

 

პირადი ექიმის მომსახურება - ზოგადი პრაქტიკის ექიმის პირველადი კონსულტაციები, პროფილაქტიკური გამოკვლევები, სამედიცინო მომსახურების ორგანიზება.

სასწრაფო სამედიცინო დახმარება - ითვალისწინებს სახელმწიფო გარანტიების დამატებით სასწარაფო სამედიცინო დახმარების ხარჯების ანაზღაურებას. დაზღვეულის რეანიმობილით ტრანსპორტირებას რეგიონებიდან ცენტრში.

 

პრევენციული გამოკვლევები - ითვალისწინებს პროფილაქიკურ სამედიცინო შემოწმებას პირადი ექიმის მიერ შედგენილი ინდივიდულაური გეგმის მიხედვით.

 

ჰოსპიტალიზაცია - ითვალისწინებს ჰოსპიტალური მომსახურების ორგანიზებას, დაზღვეულის ურგენტული ან/და გეგმური ჰოსპიტალური მომსახურების იმ ხარჯების ანაზღაურებას, რაც დაზღვეულმა უნდა გადაიხადოს სახელმწიფო ჯანდაცვითი პროგრამით გათვალისწინებული გარანტიების დამატებით.

 

მშობიარობა/ორსულობა - ითვალისწინებს ორსულობის დროს ექიმის კონსულტაციის, ლაბორატორიული გამოკვლევების და სხვა აუცილებელი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას. გარდა ამისა, ფიზიოლოგიური და არაფიზიოლოგიური მშობიარობის (მათ შორის საკეისრო კვეთა) ხარჯების ანაზღაურებას სახელმწიფო.

 

ამბულატორიული მომსახურება - კვალიფიცირებული სამედიცინო პერსონალის მომსახურება ვიწრო სამედიცინო სპეციალობების მიხედვით, ექიმის მიერ დანიშნული კლინიკური და პარაკლინიკური გამოკვლევები. გარდა ამისა, ამბულატორიული მომსახურება ითვალისწინებს პატრონაჟს, რაც გულისხმობს დაზღვეულისათვის ბინაზე სამედიცინო მომსახურების ორგანიზება და შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება სტაციონარის შემდგომ პერიოდში.

 

მედიკამენტები - ითვალისწინებს ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების ღირებულების ანაზღაურებას.

 

სტომატოლოგია - ითვალისწინებს თერაპიული სტომატოლოგიური მომსახურების - (სტომატოლოგის კონსულტაცია, კბილის თერაპიული მკურნალობა, დაბჟენა, გაწმენდა, დიაგნოსტიკური რენტგენოგრაფია) და

გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურების (გაუტკივარება, ექსტარქცია, დიაგნოსტიკური რენტგენოგრაფია) ხარჯების ანაზღაურებას.

 

 

უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა ითვალისწინებს :

- დაზღვეულის გარდაცვალებისას დაზღვეულის მიერ წინასწარ განსაზღვრულ პირს ან კანონერ მემკვიდრეს გადაეცემა სადაზღვევო პოლისით განსაზღვრული თანხა.

- სადაზღვევო პაკეტით განსაზღვრული ერთჯერადი ფულადი კომპენსაცია სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში დაზღვეულის ქმედუნარიანობის მკვეთრად გამოხატული შეზღუდვისას (I ჯგუფის ინვალიდობა). მზღვეველი სადაზღვევო ანაზღაურებას მოსარგებლეს ან მის ოფიციალურ მეურვეს.

 

მე თვითონ კომპანია "ვესტში" ვარ დაზღვეული, კორპორაციული საოჯახო პაკეტი მაქვს აღებული თვეში 48 ლარად და წლიური ლიმიტი მაქვს 8000 ლარი ოჯახის თითოეულ წევრზე.

Edited by dormikumi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასისტანსი - ითვალისწინებს სადღეღამისო სატელეფონო კონსულტაციას, სამედიცინო მომსახურების ორგანიზებას. ასისტანსის სამსახურის მეშვეობით მიიღებთ ინფორმაციას თქვენი სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული მომსახურებების მოცულობისა და სარგებლობის წესების შესახებ.

ამას ყველა ითვალისწინებს და ქოლცენტრით რო აბოლებენხოლმე ხალხს. :D

მე თვითონ კომპანია "ვესტში" ვარ დაზღვეული,

ისე მაგ სადაზღვევოზე არ ვივი არაფერი, კმაყოფილი ხარ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

wanderer

10 ლარიდან იწყება თუ არ ჩავთვლით პრეზიდენტის პროგრამას.)

არა ეგ არ მიკითხია, რეალურად დამეხმარებიან?> თუ ისე გამაწვალებენ, რომ ისევ ნაღდის გადახდა ჯობია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...