SSDK Posted January 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2010 გამებუტე? .. ომში ამერიკა თითქმის არანაირად არ ეხმარება საქართველოს.. ამერიკის სერიოზული ლიდერებიდან და მმართველებიდან თითქმის აღარავინ აღარ ხვდება საქართველოს მთავრობას.... მკვეთრად პროდასავლურმა პოლონეთმაც კი "ხელი აიღო" საქართველოზე, აღარაფერს ვამბობთ საფრანგეთზე, ესპანეთზე და მისთანებზე.... "პროდასავლური უკრაინის" ერთ-ერთი ლიდერი დიპლომატიურად, თუმცა მაინც "ეკაიფება" საქართველოს პრეზიდენტს.... ამერიკა სერიოზულ მინიშნებებს აკეთებს, რომ რუსეთთან ე.წ. "პერეზაგრუზკის" გამო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მიდგომას არ შეცვლის, თუმცა არც მაინცდამაინც იდარდებს რუსეთის პოზიციაზე ამ საკითხში.... რუსეთისადმი მკვეთრად აგრესიულად განწყობილი თითქმის ყველა ქვეყანა იწყებს მასთან დიალოგს: პოლონეთი, უკრაინა, ლატვია.. მეც გაგებუტე! .. მოდის რამოდენიმე წინადადება მთავრობიდან რომ საჭიროა რუსეთთან დიალოგი, მიუხედავად ომამდელი მოწოდებებისა, რომელიც ჩანასახშივე გამორიცხავდა ამ აზრის არსებობას.... მთლიანად იცვლება ტონი პუტინისადმი და მედვედევისადმი მთავრობის გამოსვლებში: ადრე, როდესაც თითქმის ყველა გამოსვლაში იყო მათ მიმართ პიროვნული აგრესია, ეხლა პიროვნული აგრესია სრულიად გაქრა, მის მაგივრად ჩნდება "ლაითად" სიტყვების გადაკვრა.... გამოკვეთილი აგრესია პროდასავლური ალიანსის (ალასანია, ახლები, რესპები) მიმართ მაშინ, როდესაც არ ვლინდება თითქმის არანაირი აგრესია პრორუსული ძალების მიმართ (ფორუმი, ნოღაიდელი).... შედარებით პროდასავლური ტიმოშენკოს და მისი "სასტავის ბავშვივით დაგოიმება" საქართველოს მთავრობის მიერ (ნამეტანი რთულია იმის დაჯერება, რომ ტელეფონის მოსმენებში დახელოვნებული საქართველოს შს მინისტრი, უცხო ქვეყანაში "დესანტის" გადასმის ოპერაციის დეტალებს აგვარებდეს ჯეოსელის ჩვეულებრივი ნომრიანი ტელეფონით).... მინიშნებები ნატოს არაეფექტურობაზე და მასში შესვლა არ შესვლის პოლემიკის თავიდან დაყენება საქართველოს მთავრობის მიერ.. თუ ჭკუით იქნები შეიძლება შეგირიგდე, ოღონდ არა სახალხოდ! .. საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ მომენტში ხდება "ეძინაია რასიას" დესანტის გამოგზავნა და ფართო დემონსტრირება მხოლოდ(?!) ქართულ მედია სივრცეში მათი არშემოშვებისა.... სერიოზული მინიშნებები ქართული პროდუქტის დაბრუნების შესაძლებლობისა რუსულ ბაზარზე, ხარისხის სერთიფიკატის გავლის შემთხვევაში(ყაზახეთ-ბელორუსიის შემოვლითი გზები არ იგულისხმება).... საქართველოს მთავრობისთვის ყველაზე დაძაბულ მომენტში ხდება "ბოროტი ბუის", ებრალიძის დაბადება, ხდება მისი პერიოდული გამოხტომები, მაინცდამაინც რთული შიდაპოლიტიკური გადაწყვეტილებების და დაძაბულობების დროს.. შეგიძლიათ შეავსოთ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.