Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

იმ გაყინულ ბავშვებს ხომ დავეხმარეთ...ეხლა ამის ჯერია?

 

წარმოდგენა არა მაქვს, რაზეა ლაპარაკი, ამიტომ თემას ნუ გავაოფებთ. მომწერეთ PM.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 236
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

იმედია არ გამინაწყენდებით ბატონო ბადრი!

 

ძალიანაც გამიხარდება ბატონო ჩემო! მე ტყუილად არ მიმიცია მისთვის ხმა. ჩემს ასაკში გაკეთებული საქმით ტკბობა უფრო სასიამოვნოა, ვიდრე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.

 

წინადადება შემომაქვს ჩამოყალიბდეს ლელა ვეფხვაძის საქველმოქმედო კონცერტის საორგანიზაციო შტაბი იმ პიროვნებებისაგან, ვინც უკვე გამოთქვეს დახმარების სურვილი:

 

1. zeppelina

2. ბადრი წიქორაძე

3. Achiko1972

4. დირე

5. lasha1997

6. 'murTazi'

7. 'analgin'

8. "ჩოხოსან რაინდთა დასი"

9. ??????????????????

 

გთხოვთ დაასახელოთ თავმჯდომარის კანდიდატურა. ესა პირველი დავალება და ამის შესრულება ყველას შეუძლია.

 

ვინც ორი დღის განმავლობაში, კვირის - 24 საათსა და 00 წუთისთვის დააგროვებს ყველაზე მეტ ხმას ის ჩაითვლება არჩეულ თავმჯდომარედ (დროის გაწელვას აზრი არა აქვს).

 

ხმის მიცემა აქვე, ღიად. საკუთარი თავისთვის ხმის მიცემა აკრძალულია.

 

აქციაში მონაწილეობის მსურველთა მიღება გრძელდება, მსურველი ავტომატურად ჩაირიცხება საორგანიზაციო შტაბში. არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ აქციაში მონაწილეობის მიღების ახალ მსურველებსაც.

 

ჯერ-ჯერობით დასახელებულია ორი კანდიდატურა:

 

1. 'analgin' .................................მიღებული აქვს 3 ხმა. (ბადრი წიქორაძე, აჩიკო, 'zeppelina')

 

2. ბადრი წიქორაძე -----------------მიღებული აქვს 1 ხმა. ('analgin')

Edited by ბადრი_წიქორაძე
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო ანალგინ!

მოემზადეთ, თქვენი დროშის ქვეშ ვდგებით. გთხოვთ გააგრძელოთ და გვაცნობოთ ვის რა შეგვიძლია გავაკეთოთ, როდის და სად შევიკრიბოთ და ასე შემდეგ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ვიცი, არ მესმის ამ ხმის მიცემის აზრი რომ არ მოგატყუოთ :))

კარგი საქმეა და შესაბამისად როგორც გადაწყვეტთ ისე ვიზავ მეც.

ჩემი შესაძლებლობაც გითხარით.

ასე რომ. ყურადღებით ვადევნებ ამ თემას თვალყურს.

როცა დრო მოვა ან გადმოგირიცხავთ ან მოგაწვდით იმ თანხას რაც ვთქვი.

დანარჩენი თქვენ იცით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ვიცი, არ მესმის ამ ხმის მიცემის აზრი რომ არ მოგატყუოთ :D

კარგი საქმეა და შესაბამისად როგორც გადაწყვეტთ ისე ვიზავ მეც.

ჩემი შესაძლებლობაც გითხარით.

ასე რომ. ყურადღებით ვადევნებ ამ თემას თვალყურს.

როცა დრო მოვა ან გადმოგირიცხავთ ან მოგაწვდით იმ თანხას რაც ვთქვი.

დანარჩენი თქვენ იცით.

 

არჩევნები დამთავრებულია. ხმების უმეტესობით გაიმარჯვა ანალგინმა. კეთილი გულით ვულოცავ.

ხელმძღვანელი რა საჭიროაო. ვიღაცამ ხომ უნდა თქვას აქ შევხვდეთ, ამ დროს შევხდეთ. შენ ამის გაკეთება შეგიძლია? კარგია ძალიან, ამ დროში იმედი მაქვს ჩაეტევით, კოორდინაციის გარეშე გაკეთებული საქმე არ მჯერა და თუ არავინ არაფერზე და არავისთან არ შეათანხმებს თავის მოქმედებებს, აბა საქმეს გვირგვინი როგორ დაედგმება?

 

ავიღოთ შექმნილი მდგომარეობა:

პირველი დღის შემდეგ ანალგინი აღარ გამოჩენილა, მე რომ ვთქვა ვისაც შეგიძლიათ შევხვდეთო, ხომ გაგიგონიათ: "არამკითხე მოამბეო..". რა პრეზიდენტის არჩევნები კი ჩვენ გვქონდა, რომ არჩევა, არ არჩევა სალაპარაკო იყოს. ხომ ამბობთ არ გვჭირდებაო, აბა გააგრელეთ ეს თემა და შეეცადეთ შეკრიბოთ ხალხი, ხომ უნდა დავილაპარაკოთ კონკრეტულად.

 

ეს თემა პოლიტიკაა, ამ აქციით მინდა ქართველი პატრიოტებს გავახსენო ჩვენი წარსული და ამ ფორუმელებს კი ის, რომ მამათმავლების გარდა, თვითონ საქართველოა დასაცავი. (ყველას არ ეხება)

 

მე მოხარული ვარ თქვენი გულისხმიერებით, ღმერთმა გაგიმარჯოთ. თუ აქ არ გამოვა, ჩვენი დასის ხელმძღვანელს, ბატონ გოგი დოლიძეს ვთხოვ, რომ მან აიღოს საკუთარ თავზე ამ საქმის ორგანიზატორობა. ასეთ შემთხვევაში მე თქვენ აუცილებლად შეგატყობინებთ და დარწმუნებული ვარ, რომ არა მარტო პირადად, არამედ თქვენი მეგობრებიც მონაწილეობას მიიღებენ ამ საქველმოქმედო საქმეში. ორი პრობლემა გვექნება: როგორ გავაგებინოთ ხალხს და ბილეთების გასაღების პრობლემა. ფინანსური ანგარიში გამოქვეყნდება ან აქ, ან ჩვენს საიტზე იმის და მიხედვით თუ ვინ გააკეთებს საქმეს. სპონსორების სია წაკითხული იქნება კონცერტზეც.

 

იმედი მაქვს, რომ ბატონი ანალგინი შესძლებს გამოძებნოს დრო, ამ საქმის კოორდინაციისთვის.

Edited by ბადრი_წიქორაძე
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ორი პრობლემა გვექნება: როგორ გავაგებინოთ ხალხს და ბილეთების გასაღების პრობლემა.

 

ავიღოთ რამე დომეინი, ან თქვენი საიტზე ქვედომეინი.

 

უბრალო 1 გვერდიანი საიტის გაკეთება იქნება საჭირო და გავაკეთებ! მერე საიტის რეკლამას იმედია პლანეტაზე გაგვითავსებენ, ჩვენც გავავრცელებთ და ხალხს ასე მოვიზიდავთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ავიღოთ რამე დომეინი, ან თქვენი საიტზე ქვედომეინი.

 

უბრალო 1 გვერდიანი საიტის გაკეთება იქნება საჭირო და გავაკეთებ! მერე საიტის რეკლამას იმედია პლანეტაზე გაგვითავსებენ, ჩვენც გავავრცელებთ და ხალხს ასე მოვიზიდავთ.

 

ბრწყინვალე ახალგაზრდა ბრძანდებით (ტყუილად კი არა ხართ ქუთაისელი:( დაამზადეთ და სთხოვეთ პლანეტის ადმინებს თუ დააყენებენ, მათი პასუხი გავიგოთ. ჩემს საიტზე დავაყენებ, სხვასაც ვთხოვ. ასე რომ საიტს ველოდებით.

 

ბატონო ანალგინ! "ტახტს" გართმევენ თუ არ გამოჩნდით.

Edited by ბადრი_წიქორაძე
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არც მასეთი გვაქვს რამე და არც ფული. ამიტომ ბანერი დაამზადეთ და ჩოხოსანთა საიტის ფორუმზე გახსნილი შესაბამის თემა მიეცით მისამართად. ყველა ინფორმაციას იქ დავდებ (ჩოხოსანთა საიტია და ვერავინ მეტყვის ჩვენს საიტს იყენებო. თავს ვიზღვევ).

 

ბატონო ანალგინ! აქციაში მონაწილეობის მსურველებო! გამოგვეხმაურეთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამიტომ ბანერი დაამზადეთ

 

ოკ. იქნებ სხვა ფოტოებიც ვიშოვოთ და ბანერზე რა ტექსტი დავაწერო მოვიფიქროთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოკ. იქნებ სხვა ფოტოებიც ვიშოვოთ და ბანერზე რა ტექსტი დავაწერო მოვიფიქროთ.

 

ვფიქრობ შემდეგნაირად: სურათის თავზე დავაწეროთ - "გავიხსენოთ საქართველო - საქველმოქმედო კონცერტი". ძირში მივცეთ ჩოხოსანთა საიტზე გახსნილი თემის მისამართი (თქვენ გეცოდინებათ როგორ უნდა raindebi.ge/forum...) სურათის მარცხნივ საქართველოს ძველი დროშა. მარჯვნივ რუკა. ყველაფერი ეს იმდენად პატარა უნდა იყვეს, რამდენადაც წაკითხვა იქნება შესაძლებელი. დაახლოებით იმხელა რამოდენაცაა ჩვენი ბანერი, ფორუმის განყოფილებაში - "საზოგადოება". შეიძლება სხვა და სხვა ვარიაციებით.

მე ეს ფოტო ძალიან მომწონს.

 

სხვები როგორ ფიქრობთ?

Edited by ბადრი_წიქორაძე
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგი. გასაგებია.

 

კარგი იქნება თუ სხვებიც დაწერენ თავიანთ მოსაზრებებს, მერე მე ჩემსასაც დავამატებ და იმედია რაღაც გამოვა :(

 

შაბათ-კვირას გავაკეთებ თU მანამდე ძალიან არ გვეჩქარება. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგი. გასაგებია.

 

კარგი იქნება თუ სხვებიც დაწერენ თავიანთ მოსაზრებებს, მერე მე ჩემსასაც დავამატებ და იმედია რაღაც გამოვა :(

 

შაბათ-კვირას გავაკეთებ თU მანამდე ძალიან არ გვეჩქარება. :D

 

არ გეკადრებათ ბატონო! დღეს მხოლოდ ორშაბათია და ასეთი ტემპებით მე შეიძლება ვერც მოვესწრო. რუკა ჩემი ბანერიდან აიღეთ, დროშას გუგლში მოძებნით, ერთი საათის საქმეა მაქსიმუმ ფოტოშოპით. დღეს ბანერი, ხვალ მე შევეცდები ქალბატონი ვნახო, რომ უპატარძლო ქორწილი არ გამოგვივიდეს, თქვენ კი პლანეტის ხელმძღვანელობას სთხოვეთ ბანერის განთავსება.

 

ვის შეუძლია უფასოდ ან სიმბოლურ ფასად დაგვეხმაროს დარბაზის დაქირავებაში?

Edited by ბადრი_წიქორაძე
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ გეკადრებათ ბატონო! დღეს მხოლოდ ორშაბათია და ასეთი ტემპებით მე შეიძლება ვერც მოვესწრო. რუკა ჩემი ბანერიდან აიღეთ, დროშას გუგლში მოძებნით, ერთი საათის საქმეა მაქსიმუმ ფოტოშოპით. დღეს ბანერი, ხვალ მე შევეცდები ქალბატონი ვნახო, რომ უპატარძლო ქორწილი არ გამოგვივიდეს, თქვენ კი პლანეტის ხელმძღვანელობას სთხოვეთ ბანერის განთავსება.

 

ვის შეუძლია უფასოდ ან სიმბოლურ ფასად დაგვეხმაროს დარბაზის დაქირავებაში?

 

ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ და ბევრს მოგასწროთ!

 

მე კითხვა დავსვი! მანამდეც გკითხეთ ბატონო ბადრი დროსთან დაკავშირებით და არც მანამდე მიპასუხეთ, ასე რომ, არ ვიცი რამდენად ვჩქარობთ ან არ ვჩქარობთ და ამით იყო გამოწვეული ჩემი კითხვა. თან როგორც ახლა ვუყურებ ჯერ ჯერობით პოსტების და საუბრის მეტი არფერი კეთდება. დაახლოებით რა პერიოდისთვის ფიქრობთ კონცერტის ორგანიზებას? ამ თვეში? მე მგონი ჯობს რეკლამას ცოტა მეტი დრო და ყურადღება დავუთმოთ ჯერ. თორემ ხალხი თუ არ მოვიდა წყალში ჩაყრილი გამოვა ჩვენი ყველა მცდელობა!

 

ჯერ ისიც კი არ ვიცით თანახმა არის თუ არა ქალბატონი.

 

ნახეთ თქვენ ქალბატონი ლელა, თუ თანახმა იქნება აქ დაწერეთ და მეორე დღესვე მზად იქნება ბანერი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბადრი_წიქორაძე

 

 

ძალიან დიდი ბოდიში,მაგრამ თქვენ წამოიწყეთ ეს ყველაფერი და თქვენვე უნდა მიხედოთ.რითაც შევძლებთ,ჩვენ გვერდზე დაგიდგებით. :givi:

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...