Jump to content
Planeta.Ge

ენა, მამული, სარწმუნოება!


ენა, მამული, სარწმუნოება! ... და რატომ?  

40 members have voted

  1. 1. თანახმა ხართ თუ არა საქართველოს გერბზე წარწერა ,,ძალა ერთობაშია'' შეიცვალოს წარწერით: ,,ენა, მამული, სარწმუნოება''?

    • კი
      17
    • არა
      17
    • მაქვს სხვა წინადადებაც...
      5


Recommended Posts

Siknadmo

კარგი ხალხი ვართ მაგრამ რაღაც უბედურება გვჭირს

ცუდ გარემოცვაში ვართ :pupuza:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 111
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

"გარეწარის ბოლო თავშესაფარი პატრიოტიზმია". Samuel Johnson

 

ამის დამწერს არ ეგონა, რომ ამერიკელთა უმრავლესობა ყოველ დილას, თავის სახლის წინ ამერიკის დროშას აღმართავდა და "ამერიკა, ამერიკა-ს" იმღერებდა, თუ ისინიც გარეწრები არიან? იქნებ მარტო ქართველისთვისაა ასე? სომეხისთვის, ფრანგისთვის?...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქ ლაპარაკია საერთოდ რწმენაზე და არა კონკრეტულად მართლმადიდებლობაზე!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
იტოგში, ცუდი არ იქნებოდა მაგრამ..... სარწმუნოება?

"იტოგში"-იტ იწყებ და ენა და მამულზე აპელირება გინდა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

fashisti

ენა არაფერს არ წარმოადგენს, წინათ სხვანაირად ლაპარაკობდნენ ახლა სხვანაირად ლაპარაკობენ და მომოვალში სულ სხვანაირად ილაპარაკებენ... ანუ ერთი 200 წლის მერე ხალხი სხვანაირი ქართულით რომ ილაპარაკებს ესეიგი ისინი უკვე ქართველები აღარ იქნებიან თუ რა? ან ჩვენ რომ არ ვლაპრაკობთ მეხუთე საუკუნის ენით ამით რამე იცვლება?

 

200 წლის მერე რომ ქართველი მარტო ინგლისურად ან რუსულად ილაპარაკებს ის აღარ იქნება უკვე ქართველი!!! ამის ტენდენცია უკვე არსებობს ქართულ საზოგადოებაში...

დღეს ჩუმად და ნელა, გაიძვერულად არ მიდის ჩვენი გადაგვარება და გაამერიკანიზმება? ზოგიერთი ტელეარხი უკვე ,,ნაგლად'' ინგლისურ ენაზე ისე უშვებს ფილმებს არც კი თარგმნის ქართულად...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იდეაში ჭანოს სიგნაჩის მომხდე ვარ-ენა -მამული-განათლება

 

რეალში კი გერბზე ამ ეტაპზე უნდა ეწეროს-ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოვ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

200 წლის მერე რომ ქართველი მარტო ინგლისურად ან რუსულად ილაპარაკებს ის აღარ იქნება უკვე ქართველი!!! ამის ტენდენცია უკვე არსებობს ქართულ საზოგადოებაში...

დღეს ჩუმად და ნელა, გაიძვერულად არ მიდის ჩვენი გადაგვარება და გაამერიკანიზმება? ზოგიერთი ტელეარხი უკვე ,,ნაგლად'' ინგლისურ ენაზე ისე უშვებს ფილმებს არც კი თარგმნის ქართულად...

კაი ერთი რას ლაპარაკობ...

 

და საბჭოთა კავშირის დროს როგორ იყო ნეტა ყველა ქართულად ლაპარაკობდა? ბევრ ქართველებს ვიცნობ დღეს ერთმანეთს რუსულად რომ ელაპარაკებიან და დარწმუნებული ვარ ამ ფორუმზე ვინც პოსტავს 40 წელს გადაცილებული ხალხი ხშირად ლაპარაკობს რუსულად... ეგენი ქართველები აღარ არიან? თუ იმენა ინგლისური რომ იცი მაშინ ხარ სატანისტი და ამერიკელი ხოლო რუსული თუ იცი ეს ვილეკაია რასიას ენა რომ არის მაგიტომ არ ითვლება გადაგვარებად?

 

 

წინათ ბავშვები რუსულს თუ სწავლობდნენ დღეს გაცილებით უფრო მცირე ტემპით ინგლისურს სწავლობენ და ინგლისურის ცოდნა უფრო სავალდებულოც არის და საჭიროც ვიდრე რუსულის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

სარწმუნოება საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა აქვთ,

ენა და მამული ქართველებს საერთო აქვთ... ეჭვი გეპარება??? სარწმუნოებას რაც შეეხება მირიანმა ქრისტიანობა განმოაცხადა სახელმწიფო რელიგიად, თუმცა არც სხვა ეთნოსების რელიგიები შეზღუდულა საქართველოში ოდესმე და ნუ ცდილობ არაფრისგან პრობლემა წარმოქმნა!

 

ბადრი_წიქორაძე

"საქართველო უპირველეს ყოვლისა"

რა არის საქართველო??? არის ეს ენა, მამული, სარწმუნოება საქართველო თუ არა???

 

 

ჭანო

ეს გზა ევროპაში ვერ მიგვიყვანს

შენთვის თვითმიზანი ევროპის გაერთიანებაში შესვლაა თუ საქართველოს აყვავება? ევროპაში შესვლა ქართული ფასეულობების სანაცვლოდ?

 

ჭანო

ქვეყნის განვითარებას აკნინებს, მაგალითები ბევრი გვაქვს ტუნდაც ირანი

 

ინგლისური კითხვა თუ იცი წაიკითხე დოლარიანზე რა აწერია!!!

 

სწორედ ევროპაში კორუფციის დაძლევასთან და დემოკრატიასთან ერთად მოითხოვენ, სახელმწიფოსა და რელიგის გამიჯვნას.

 

სხვათა შორის ვატიკანიც ევროპული სახელმწიფოა და ევროპაში არსებობს საეკლესიო გადასახადიც კი...

 

ბადრი_წიქორაძე

ამის დამწერს არ ეგონა, რომ ამერიკელთა უმრავლესობა ყოველ დილას, თავის სახლის წინ ამერიკის დროშას აღმართავდა და "ამერიკა, ამერიკა-ს" იმღერებდა, თუ ისინიც გარეწრები არიან? იქნებ მარტო ქართველისთვისაა ასე? სომეხისთვის, ფრანგისთვის?...

 

აბსოლიტურად გეთანხმები... ტენდენციაა ასეთი საქართველოში... უნდათ დაგვაჯერონ რომ ცუდი, უვარგისი და ავადმყოფი ერი ვართ და მხოლოდ ამერიკული ფასეულობები გადაგვარჩენს... (თურმე 200 წლოვანი ისტორიის მქონე სახელმწიფო - ამერიკის ფასეულობები გადაარჩენს 2000 წლოვანი ისტორიისა და ფასეულობების ქვეყანას, საქართველოს!!!)

 

bebiko

ძალა ერთობაშია-ეს დევიზი ჩვენი გადარჩენის ფორმულაა

 

ვისთან ერთობაში? ნატოელებთან, ევროპელებთან, დესეთელებთან თუ უცხოპლანეტელებთან? ... თუ აქ ლაპარაკია შიგნით ქართულ საზოგადოებაზე? რამ შეიძლება გააერთიანოს ქართული საზოგადოება, რა იდეამ? ვინმესთან რომ გაერთიანდე საერთო ფასეულობები უნდა გქონდეთ, ეს ეხება საშინაო პოლიტიკასაც და საგარეო პოლიტიკასაც! რა უკეთეს იდეის ირგვლივ შეიძლება გაერთიანდეს ქართული საზოგადოება თუ არა ენა=ქართული, მამული=საქართველოს (ისტორიული) ტერიტორია, სარწმუნოება=მართლმადიდებლური ქრისტიანობა... ??? რომელიც ქართული კულტურის, ტრადიციებისა და სულის ურყევი ნაწილი გახდა! თუმცა არც სხვა რელიგიები და მეტყველება აკრძალულა საქართველოში ოდესმე!

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რეალში კი გერბზე ამ ეტაპზე უნდა ეწეროს-ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოვ!

რეალში სამწუხაროდ მასეა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

fashisti

და საბჭოთა კავშირის დროს როგორ იყო ნეტა ყველა ქართულად ლაპარაკობდა? ბევრ ქართველებს ვიცნობ დღეს ერთმანეთს რუსულად რომ ელაპარაკებიან და დარწმუნებული ვარ ამ ფორუმზე ვინც პოსტავს 40 წელს გადაცილებული ხალხი ხშირად ლაპარაკობს რუსულად... ეგენი ქართველები აღარ არიან? თუ იმენა ინგლისური რომ იცი მაშინ ხარ სატანისტი და ამერიკელი ხოლო რუსული თუ იცი ეს ვილეკაია რასიას ენა რომ არის მაგიტომ არ ითვლება გადაგვარებად?

აბსოლიტურად გეთანხმები... მაშინ რუსულის სწავლების ტენდენცია იყო საზოგადოებაში და არ მოგვწონდა ეს ჩვენ... ეხლა კი ინგლისურის სწავლების ტენდენცია არის საზოგადოებაში და მაგ ლოგიკით არც ეს არ უნდა მოგვწონდეს დღეს ჩვენ... მაშინ რუსულს გვახვევდნენ თავზე ეხლა კი ინგლისურს!!! ზუსტადაც მაგიტომ დაიწყო მაშინ ეროვნული მოძრაობა რომ ეს რუსიფიცირება არ მოსწონდა ქართულ საზოგადოებას რასაც ვერ ვიტყვი დღევანდელ ჩვენს ქართულ საზოგადოებაზე ინგლისურის მიმართ... პირიქით დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში ისეთ მოდაშია ინგლისური როგორც ჩვენს ,,სვეტსკი'' საზოგადოებაში 1800 წლებიდან იყო მოდაში რუსული...

არცერთია მოსაწონი და არც მეორე!

 

 

fashisti

წინათ ბავშვები რუსულს თუ სწავლობდნენ დღეს გაცილებით უფრო მცირე ტემპით ინგლისურს სწავლობენ და ინგლისურის ცოდნა უფრო სავალდებულოც არის და საჭიროც ვიდრე რუსულის

 

და ეს ,,სავალდებულო''... ღმერთმა დაგვიდგინა ასე? ბიბლიაში სწერია თუ კონსტიტუციაში ასე? მაშინ რუსულიც ძალით თავსმოხვეული ენა იყო ჩვენთვის და ეხლა ინგლისურიც ,,ძალით'' თავსმოხვეული ენაა ჩვენთვის...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
200 წლის მერე რომ ქართველი მარტო ინგლისურად ან რუსულად ილაპარაკებს ის აღარ იქნება უკვე ქართველი!!! ამის ტენდენცია უკვე არსებობს ქართულ საზოგადოებაში...

http://planeta.ge/index.php?showtopic=13402

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
სხვათა შორის ვატიკანიც ევროპული სახელმწიფოა და ევროპაში არსებობს საეკლესიო გადასახადიც კი...

ვატიკანი ცოტა სხვა შემთხვევა, გადასახადი არა სავალდებულო, ანუ არის ნებაყოფლობიტი და მარტო ერთი რელიგია არა წარდგენილი, არამედ საკმაოდ დიდი სპექტრი.

შენთვის თვითმიზანი ევროპის გაერთიანებაში შესვლაა თუ საქართველოს აყვავება? ევროპაში შესვლა ქართული ფასეულობების სანაცვლოდ?

ჩემი თვით მიზანია ვეროპულ ცივილიზაციაში შესვლა, რომელიც ითვალისწინებს ტოლერანტობას, მრავალფეროვნებას და ა.შ.

 

ინგლისური კითხვა თუ იცი წაიკითხე დოლარიანზე რა აწერია!!!

და რა აწერია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭანო

ჩემი თვით მიზანია ვეროპულ ცივილიზაციაში შესვლა, რომელიც ითვალისწინებს ტოლერანტობას, მრავალფეროვნებას და ა.შ.

გასაგებია, ჩემი სურვილი (მიზანის რა მოგახსენო) საქართველოს და ქართველი ერის კეთილდღეობაა,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...