Jump to content
Planeta.Ge

გივი თარგამაძე კანონიერ ქურდებთან საუბრობს?!


Recommended Posts

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, გივი თარგამაძის ვინმე კონსტანტინესთან სატელეფონო საუბარში ნახსენები “გია” და “ლაშა” შესაძლოა, ე.წ. კანონიერი ქურდები, გია ხმელიძე და ლაშა შუშანაშვილი იყვნენ. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.

წყაროს ინფორმაციით, გია ხმელიძე, მეტსახელად “ხმელო” და ლაშა შუშანაშვილი წარმოშობით რუსთაველები არიან და უკრაინაში ცხოვრობენ.

“კონსტანტინე” გივი თარგამაძესთან სატელეფონო საუბარში, რომლის ჩანაწერიც უკრაინული მედიით გავრცელდა, კითხულობს, არის თუ არა გია დონეცკში ქართველი დამკვირვებლების გარშემო შექმნილ პრობლემაში გარეული. თუმცა, პასუხად თარგამაძე მოსაუბრეს სთხოვს, ლაშას გადასცეს, რომ თუ ქართველ დამკვირვებლებს არ დაარეგისტრირებენ, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ “ისინი მტრები გახდებიან”. “კონსტანტინე” საუბარში, ასევე, აღნიშნავს, რომ ლაშაზე ძებნაა გამოცხადებული. თარგამაძე კი პასუხობს, რომ “ძებნა თავადაც გამოაცხადა”.

“ინტერპრესნიუსი” შეეცადა, კომენტარისთვის გივი თარგამაძეს დაკავშირებოდა, თუმცა მან სააგენტოს ზარს არ უპასუხა.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

პ.ს. ესენი ებრძვიან კანონიერ ქურდებს?!?!?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1946 წელს უსასტიკესი კრიმინალური სიტუაცია შEიქმნა ოდესაში,

 

კანონიერი ქურდები (ცნობისთვის კანონიერი ქურდის ინსტიტუტი სწორად ოდესიდან მოდის)

და ბანდიტები ქალაქს სასტიკად ატერორებდნენ,

ყოველგვარი მეთოდი უძლური იყო მათ წინააღმდეგ ბრძოლაში,

კრიმინალი საფრთხეს უქმნიდა ხელისუფლებასაც კი,

 

ჟუკოვის ბრძანებით ოდესაში ჩატარდა უცნაური სახის სპეცოპერაცია,

 

კონტრდაზვერვის თანამშრომლები ქუჩაში დადიოდნენ და საეჭვო პირებს ხოცავდნენ,

მათ მიერ ლიკვიდირებული იქნა 1000 მდე კანონიერი ქურდი და ბანდიტი,

ამის შემდეგ ოდესაში კრიმინალური ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდა

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გივი თარგამაძე კანონიერ ქურდებთან საუბრობს?!

 

 

მაგარი ვარ რა. :(: აბა ნახეთ იმ თემაში რა დავწერე და ებრძვიან არა ....... :))

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

“გია” და “ლაშა” შესაძლოა, ე.წ. კანონიერი ქურდები, გია ხმელიძე და ლაშა შუშანაშვილი იყვნენ

დამტკიცდა

 

ეს სმაილი :eeh:

დიდი ოდენობით :)):

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამათმა დაიჭირეს ის ქურდები ვინც ხელს უშლიდათ ფულის გაკეთებაში და რუსეთში მყოფები არ აინტერესებთ.

 

 

ჯერ არ იციან რა ჭირი გადაიკიდეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გივი თარგამაძე ?!

ეს მასტი კრიმინალია

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქურდების ხორცი უკვე იშვიათი გახდა შესაბამისად დელიკატესია

FRIDRIX, სმაილიკი მაინც დააყოლე შე კაცო თორე ვინმე უცხოს კანიბალი ეგონები :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და რო კითხო, ჩვენი ხელისუფლება ქურდებს ებრძვის

კი ებრძვის როგორ არა კი კი :))

 

აი ეს ხელისუფლება,ყველა ბრძოლაშI დამარცხდა და დამარცხდება :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

სმაილიკი მაინც დააყოლე შე კაცო თორე ვინმე უცხოს კანიბალი ეგონები

:D

:))

:))

 

 

მეტი ვერაფერს ვერ ვიტყვი :D

ლელა კაკულია არ ვარ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვანიჩკა, ბიძა როგორა გყავს, ბიძა??? :TAT:

 

"ქურდი" არაფერ შუაშია, ჩვეულებრივი მაფიოზური "პერეხვატი" მოხდა აქ. :TAT:

 

გგონიათ შემთხვევით არის ეს მართლა ნაძირალა თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...