Jump to content
Planeta.Ge

მიშა მაგარია, თანაც ძაან მაგარი და იცით , რატომ?


Recommended Posts

უყურე ერთი მაგას, ხუმრობს?

Lo Janko

პირტიტველა და უცადი ყმაა ჯერ :)

 

დილა მშვიდობის, ჩემო ბატონო:maladec:

 

ისეთი "მაგარი" რაღაც თქვა, რომ ამ გვერდზეც უნდა დავაკოპირო :D

 

Саакашвили: Россия - маленькая страна, расположенная между двумя великими нациями - грузинской и эстонской

 

Самолет президента Грузии Михаила Саакашвили приземлился в таллинском аэропорту с многочасовой задержкой, так как долгое время разрешение на пролет через свою территорию не давала "одна маленькая страна, расположенная между двумя великими нациями - эстонской и грузинской". Так сегодня, 20 января, президент Саакашвили охарактеризовал Россию на пресс-конференции в Таллине, сообщает таллинский корреспондент ИА REGNUM Новости.

Известия

 

Президент Эстонии Тоомас Хендрик Ильвес пообещал Грузии поддержку на пути ко вступлению в НАТО, но подчеркнул, что для этого Грузии предстоит выполнить определенные условия по демократизации общества, развитию прав человека и свободе прессы. Президенты Эстонии и Грузии провели совместную пресс-конференцию на английском языке.

 

Как сообщало ИА REGNUM Новости ранее, президент Грузии Михаил Саакашвили прибыл в Эстонию с официальным визитом 20 января. В рамках двухдневного визита глава Грузии проведет встречи на высшем уровне, в том числе с президентом Эстонии Тоомасом Хендриком Ильвесом.

http://www.regnum.ru/news/fd-abroad/georgia/1244727.html

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 97
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

FRIDRIX, მაშინ შენთვის პირველ რიგში მიხო უნდა იყოს მიუღებელი.

 

 

ვიცოდი რომ ამას დაწერდი

 

რუსებს მიჰყიდა ყველაფერი და აფხაზეთი დრ ოსეთი ჩააბარა მააგზე კარგ პრეზიდენტს ვერც ინატრებდნენ რუსები და ასე შემდეგ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსებს მიჰყიდა ყველაფერი და აფხაზეთი დრ ოსეთი ჩააბარა მააგზე კარგ პრეზიდენტს ვერც ინატრებდნენ რუსები და ასე შემდეგ

FRIDRIX, ნუ, მთლად მასე არა, მაგრამ დაახლოებით კი.

ყველაზე მეტად კი იმას ვსაყვედურობ, რომ მისი ხასიათიდან და ჭკუაშეზღუდულობიდან გამომდინარე ადვილი სამანიპულირებელი გახდა გოთვერანი რუსების ხელში.

რუსებმა სრულად გამოიყენეს განდიდების მანიით დაავადებული მიხოს პატივმოყვარეობის დაკმაყოფილების წყურვილი.

წყალთან მიიყვანეს და არ დაალევინეს. ვოტ.

 

 

დილა მშვიდობის, ჩემო ბატონო

დილა მშვიდობისა ლ ი ც ი! :D

მაგარი კი მოხია, მაგრამ მაინც მგონია გაეკაიფა რუსებს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგარი კი მოხია, მაგრამ მაინც მგონია გაეკაიფა რუსებს?

ჩემი აზრით , მაგარი გარეკა

 

კარგი სტატიაა

 

გვაცალეთ, ბატონო, გვაცალეთ!

ნათლისღებას თბილისში პირველი თოვლი მოვიდა, მაგრამ საქვეყნო საქმემ მოცდა არ იცის. ამიტომ ხელისუფლება თბილისურ თოვლს არ დაელოდა და ბაკურიანში ჩავიდა. ჯერ თოვლში ისრიალა, მერე კი საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო სხდომაც გამართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, ეკონომიკის მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი, გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე და სახელმწიფო მინისტრი დავით ტყეშელაშვილი ესწრებოდნენ. მათ გარდა, პრეზიდენტის სიტყვას საქართველოს ტურიზმის სააგენტოების ხელმძღვანელებიც ისმენდნენ.

 

ვიდრე პრეზიდენტი დამჯდარი საუბრობდა, ერთი შეხედვით, ყველაფერი რიგზე იყო, მერე კი ფეხზე ადგა და... სააკაშვილი პირველი პრეზიდენტია, რომელიც საზოგადოებას მწვანე შარვლითა და "პადიაჟკებით" ეჩვენა, მკერდზე კი ობობა ჰქონდა მიხატული.

 

ადამიანი-ობობა კი, მოგეხსენებათ, შეუძლებლის შეძლებასთან ასოცირდება და სააკაშვილმაც ისეთი რაღაცები ილაპარაკა... გილაურს კი - ბრავო! - ისე ოსტატურად აცილებდა თავს პრეზიდენტის მოქნეულ ჯოხს, რომ კარგი ნავარჯიშევი ჩანს. ჯოხით კი სააკაშვილი რუკაზე წვრილად ხაზავდა იმ ადგილებს, სადაც მომავალში აქამდე არნახული რამ უნდა გაკეთდეს და ჩვენც ამ არნახულ რაღაცებს რიგითობით მივყვეთ.

 

"რუსები სოჭში სრიალებენ, მაგრამ მთა და სრიალი ისეთი რამ არის, რომ საქართველოში ჩამოსრიალდებიან, მიხვდებიან, რომ აქ ყველაზე უკეთესია და დარჩებიან" - განაცხადა პრეზიდენტმა და ვერც შევედავებით - თოვლში კი არა, აგვისტოს ხვატშიც ჩამოსრიალდნენ შიდა ქართლში, მოეწონათ, ახლაც იქ არიან და ვერ ვიტყვით, რომ ეს გვახარებს.

 

"სვანეთში, კერძოდ კი, უშბის კალთებზე არის ისეთი სასრიალო ადგილი, რომელსაც ევროპაში არ აქვს ანალოგი. უფრო მეტიც, ოლიმპიური ტრასა შესაბამისი ზომის უნდა იყოს და ამ ზომას მხოლოდ უშბის მთის კალთები აკმაყოფილებს", - ესეც პრეზიდენტის სიტყვებია და დროა, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში წერილი ვაფრინოთ, რადგან აქამდე ნორვეგიაში, ფინეთსა და შვედეთში გამართული ზამთრის ოლიმპიადები წესის დარღვევით ჩატარებულა და სასრიალო ტრასები შესაბამისი ზომის არ ყოფილა. ამიტომ შემდეგში ევროპაში თუ ზამთრის ოლიმპიადა ჩატარდება, მხოლოდ საქართველოში და ისიც უშბის კალთებზე.

 

"მესტია უნდა გახდეს მასობრივი ტურიზმის ცენტრი. მაგალითად, მე რომ პრეზიდენტი გავხდი, ბათუმში ერთი ნორმალური რესტორანიც კი არ იყო, ახლა კი ხედავთ როგორი რესტორნებია? ზუგდიდში სასრიალო მოედანი გავაკეთეთ, რომელზეც პირადადაც ვისრიალე", - ამ სიტყვების შემდეგ გილაურს გაეღიმა, ტყეშელაშვილი ჩაბჟირდა, ხაჩიძე ბლანჟეში იცინოდა, პოლოლიკაშვილს კი სახე საერთოდ არ შეცვლია. მინისტრების გამხიარულების მიზეზს ახლავე მოგახსენებთ - ამბობენ, ზუგდიდში სრიალისას პრეზიდენტს ფეხი დაუცდა (ისიც ადამიანია) და კოჭი იღრძო, რის შემდეგაც ოპერატორებს კამერები ჩამოართვეს, რათა საზოგადოებას დაცემული პრეზიდენტი არ ენახაო. მე თუ მკითხავთ, ასეც უნდა მოქცეულიყვნენ, აბა, ის იყო კარგი... რაც შეეხება მესტიასა და იქ გასახსნელ რესტორნებს, მართლა საინტერესო იდეაა, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე სოფელი იქ არსებული უმძიმესი პირობების გამო, უბრალოდ, ცარიელია.

 

"ადრე იტაცებდნენ ხვიჩას და მის მეგობრებს. ალბათ, ყველას გაქვთ ფილმი ნანახი და ახლა იქ საოცრებას ვაკეთებთ. შევარდნაძის დროს ყიდდნენ ჯართს, ადრე - ხალხს, რადგან მაშინ ჯართი არ ჰქონდათ", - აქ პრეზიდენტმა ქართული ფილმი "მამლუქი" იგულისხმა და ის კი აღარ გახსენებია, თანამედროვე "ხვიჩა" შიდა ქართლში არაერთი რომ არის და ცოტა ხნის წინ ოსებმა ოთხი "ხვიჩა" რომ მოიტაცეს.

 

"ეს ყველაფერი იქნება 2012 წლამდე და ამიტომ, გვაცალეთ, ბატონებო, გვაცალეთ!" - ეს ყველაზე საინტერესო ფრაზაა. პრეზიდენტმა პირველად თქვა, 2013 წლამდე კი არა, 2012-მდე მადროვეთო და ეს ოპოზიციის შანსი უნდა იყოს.

 

P.S დასასრულ - "ანაკლია მალე იქნება იბიცა, მალიორკა, კანი და ნიცა!" როგორც პოპულარული სერიალის გმირები იტყოდნენ: - ნახეთ, მიშამ რა "მიცა"!

 

P.P.S ამ გამოსვლის შემდეგ სვანეთიდან რამდენიმე ნათესავმა დამირეკა, პრეზიდენტმა მართალი ილაპარაკა თუ ისევ გვეკაიფებოდაო. თქვენ რა გითხრათ, მაგრამ მე "ისევ" მომეწონა.

 

 

”ყველა სიახლე” 22-01-2010

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიშა მაგარია, თანაც ძაან მაგარი

მიშას ძალიან უმართლებდა ერთი პერიოდი

აი ძალიან

 

წავიდა ის დრო

მაგარი არა ღუზა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზუგდიდში სასრიალო მოედანი გავაკეთეთ,

ეხლა არ მცალია, მოგვიანებით უფრო მეტ კომენტარს გავაკეთებ და იმ გამოსვლის ვიდეოსაც დავდებ

 

ზუგდიდში რომელი სასრიალო მოედანი გააკეთეს - სპორტის სასახლესთან რომ თეთრი გასაბერი "კარავი" იდგა ის წაიღეს?

რაღაც აღარ ჩანს ამ ბოლო დროს - ნაცარქექიაა ეს კაცი :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა არ მცალია, მოგვიანებით უფრო მეტ კომენტარს გავაკეთებ და იმ გამოსვლის ვიდეოსაც დავდებ

 

ზუგდიდში რომელი სასრიალო მოედანი გააკეთეს - სპორტის სასახლესთან რომ თეთრი გასაბერი "კარავი" იდგა ის წაიღეს?

რაღაც აღარ ჩანს ამ ბოლო დროს - ნაცარქექიაა ეს კაცი :D

 

 

შევარდნაძის დროს არც კარვები და არც არაფერი არ იყო

 

მარტო სიბნელე და კორუფცია

 

ისე კორუფცია ბევრს აწყობდა იმ დროში

 

განათლებაშიც აწყობდათ კორუფცია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

შევარდნაძის დროს
მარტო სიბნელე და კორუფცია

და კიდე ძალიან ბევრი ცუდი რამ იყო ამ კაცის დროს - რატომ არ ასამართლებენ?

 

განათლებაშიც აწყობდათ კორუფცია

:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...