Jump to content
Planeta.Ge

განძი ასტეროიდიდან


Recommended Posts

განძი ასტეროიდიდან

 

სამთო-სამაღაროე სამუშაოები კაცობრიობის დასაბამიდან მისი სამეურნეო სიძლიერის საფუძველი იყო და ამ საქმით ყოველთვის “მიწიერი” მემაღაროელები იყვნენ დაკავებულნი. მაგრამ კოსმოსის სწრაფმა ათვისებამ უკანასკნელ ხანებში ბევრ ყოვლად მიწიერ პროფესიას უკვე კოსმოსშიც მოუნახა ადგილი და სავარაუდოა რომ მაღაროელებისაც მალე იგივე შეეხება. რასაკვირველია საამისოდ ჯერ უნდა მოიძებნოს სასარგებლო წიაღისეულით მდიდარი ციური სხეული, ასეთი კი უპირველეს ყოვლისა მთვარეა რომლის ზედაპირზე, კერძოდ რეგოლითში დიდი რაოდენობით არის დაზვერილი ჰელიუმ-3 მარაგი რომელიც მომავლის თერმობირთვულ საწვავად არის მიჩნეული. სხვა ციური სხეულები რომლიდანაც ჩვენ მომავალში შეგვიძლია სასარგებლო წიაღისეული მოვიპოვოთ ესაა ასტეროიდები. რაკი მზის სისტემაში ციურ სხეულებს საერთოდ ზოგადი წარმოშობა აქვთ, ასტეროიდებშიც ისევე შეგვიძლია მოვიძიოთ დიდი რაოდენობით მეტალური და არამეტალური სასარგებლო წიაღისეული როგორც დედამიწაზე ან მთვარეზე. ყოველ შემთხვევაში ასტეროიდ ეროსის (433 Eros) გამოკვლევებმა აშშ კოსმოსურ ხომალდის NEAR Shoemaker მიერ დაადასტურა ეს მოსაზრება იმით რომ აჩვენა ამ ასტეროიდში დიდი რაოდენობით სხვადასხვა მეტალის არსებობა (დაწვრილებით იხილეთ აქ). ჯერჯერობით ამ მეტალების მოპოვება შეუძლებელია რადგან ახლანდელი ტექნოლოგიები ამის საშუალებას არ იძლევიან მაგრამ უახლოეს მომავალში ეს შესაძლებელი იქნება და ეს უეჭველად მრავალი სხვადასხვა პრინციპული გზით შეიძლება გაკეთდეს და ერთ-ერთი ასეთი საშუალება ეფუძნება კოსმოსური ლიფტის გამოყენებას.

 

კოსმოსური ლიფტი ეს იქნება მეტად მაღალი და შვეული სტრუქტურა რომლის ცენტრალური ნაწილი უნდა იყოს განსაკუთრებით მტკიცე და მოქნილი მასალისგან დამზადებული წვრილი ბაგირი რომლის ერთი ბოლო მიმაგრებული იქნება დედამიწაზე ეკვატორზე არსებულ საბაზისო სადგურზე, ხოლო მეორე კოსმოსში რამდენიმე ათეული ათასი კილომეტრ სიმაღლეზე არსებულ საპირწონეზე. ცენტრიდანული ძალის გამო მთელი ეს სტრუქტურა იქნება დაჭიმულ მდგომარეობაში. მოსალოდნელია რომ კოსმოსური ლიფტი კოსმოსურ სივრცეში ტვირთების გატანის იაფი და მასობრივი საშუალება იქნება. ზოგიერთი შეფასების თანახმად ტვირთის კოსმოსში გატანა აღნიშნული გზით დაახლოებით ასჯერ იაფი ეღირება ვიდრე დღევანდელი რაკეტა-მატარებლებით. ეს მეტად მნიშვნელოვანი გარემოება ითამაშებს გადამწყვეტ როლს კოსმოსურ სამთო-სამაღაროე სამუშაოებში.

 

ზოგადად, სხვა ციური სხეულებიდან სასარგებლო წიაღისეულის მოსატანად დედამიწაზე შეიძლება იყოს მხოლოდ ორი გზა. პირველის თანახმად უნდა მოეწყოს პირდაპირი საფრენი რეისები ამ ციური სხეულიდან დედამიწამდე უპილოტო სატვირთო ხომალდებით. მეორის თანახმად, ჯერ ეს ციური სხეული უნდა იქნეს მოტანილი დედამიწასთან ახლოს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოვიპოვოთ მისგან სასარგებლო წიაღისეული და ჩამოვიტანოთ დედამიწაზე.

 

რათქმაუნდა ორივე გზას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები და ორივე საშუალება იქნება გამოყენებული მომავლის კოსმოსურ სამთო-სამაღაროე სამუშაოებში. მაგალითად მთვარის შემთხვევაში უეჭველად პირველი გზა უნდა იქნეს გამოყენებული რადგან მთვარე ახლოსაა დედამიწასთან (კოსმოსური მასშტაბებით), იოლი იქნება მასზე მემაღაროე კოსმონავტების გადასხმა, სხვადასხვა მოწყობილობების მიტანა და ა.შ. ამასთან, მთვარეს დედამიწასთან ახლოს ნამდვილად ვერ მოვიტანთ რადგან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ეს მძლავრ მოქცევით ტალღებს გამოიწვევდა მსოფლიო ოკეანეში რაც უკიდურესად არასასურველი იქნებოდა.

 

რაც შეეხება ასტეროიდებს, აქ სხვაგვარი ვითარებაა. მათი უმრავლესობა განლაგებულია მარსსა და იუპიტერს შორის ორბიტებზე, ანუ საკმაოდ შორს დედამიწისგან. საშუალო მანძილი დედამიწიდან ასტეროიდების სარტყელამდე შეადგენს დაახლოებით 417 მლნ კილომეტრს, მაშასადამე ათასჯერ მეტს ვიდრე მთვარემდე. ბუნებრივია, რომ ეს გარემოება მეტისმეტად გაართულებს ასე შორს მდებარე ასტეროიდზე მყოფი მემაღაროე კოსმონავტების მომარაგებას ყოველივე აუცილებელით (ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის მნიშვნელოვანი გარემოება რომ ნებისმიერი ასტეროიდიდან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება წლების განმავლობაში გაგრძელდება და ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია), ძნელი იქნებოდა აგრეთვე საფრთხის შემთხვევაში მათი დაბრუნება დედამიწაზე და ა.შ.

 

რა არის იმისათვის საჭირო რომ ასტეროიდი დედამიწასთან ახლოს მოვიტანოთ? სად უნდა მოთავსდეს იგი? მისგან მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული დედამიწაზე როგორ უნდა ჩამოვიტანოთ? ზემოთხსენებული კოსმოსური ლიფტი როგორც ვთქვით კოსმოსში ტვირთის იაფად გატანის საშუალებას მოგვცემს და ბუნებრივია რომ კოსმოსიდან ტვირთის დედამიწაზე ჩამოტანაც ასევე მეტად იაფი იქნება. მაგრამ რაკი კოსმოსური ლიფტი ეს იქნება შვეული და მაღალი სტრუქტურა უძრავად მყოფი დედამიწის ზედაპირის მიმართ, ბუნებრივია რომ ასტეროიდიც უძრავი უნდა იყოს დედამიწის და შესაბამისად კოსმოსური ლიფტის მიმართ თორემ სხვაგვარად მეტად ძნელი იქნება ტვირთის ასტეროიდიდან კოსმოსური ლიფტის კაბელამდე მიტანა და შემდგომ მისი დედამიწაზე ჩამოტანა და პირიქით. რასაკვირველია ასტეროიდი არ შეიძლება ფიზიკურად მიუმაგრდეს კოსმოსური ლიფტის კაბელს ან მის რომელიმე ნაწილს, მაშასადამე იგი (ასტეროიდი) მოთავსებულ უნდა იქნეს გეოსტაციონარულ ორბიტაზე კოსმოსური ლიფტის მახლობლად და ამგვარად იგი კოსმოსური ლიფტის კაბელის და შესაბამისად დედამიწის ზედაპირის მიმართ უძრავი იქნება.

 

რაიმე კერძო ობიექტის მოსათავსებლად სრულიად გარკვეულ ორბიტაზე მეტად მაღალი სიზუსტეა საჭირო. საამისოდ ნებისმიერ თანამგზავრს აქვს მისი საკუთარი ძრავები რომლებიც გამოიყენება თანამგზავრის სივრცეში მდგომარეობის შესასწორებლად ან თანამგზავრის სხვა ორბიტაზე გადასაყვანად. რაც შეეხება ასტეროიდს, მის წასანაცვლებლად მისი მოცემული ორბიტიდან და დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე მოსათავსებლად ასევე ძრავები იქნება საჭირო. რათქმაუნდა ასტეროიდის დიდი მასის გამო აუცილებელია იქნება უკიდურესად მძლავრი ძრავები (როგორც მაღალი წევით, ასევე მაღალი კუთრი იმპულსით) მაგრამ ასეთი ძრავების შექმნა ტექნიკის და მომავლის საქმეა, ჩვენ ახლა მხოლოდ თეორიულ გზას ვაჩვენებთ მინერალების მოსაპოვებლად ასტეროიდიდან.

 

სხვათაშორის, კოსმოსური ლიფტის ზოგიერთი კონცეფცია გულისხმობს საპირწონედ სწორედ ასტეროიდების, მაგალითად ეროსის (433 Eros) გამოყენებას. ასეთ შემთხვევაში საპირწონის მასა კოსმოსური ლიფტის კაბელის მასის ტოილ უნდა იყოს. რაკი კოსმოსური ლიფტი ჯერ აგებული არაა ბუნებრივია რომ მისი კაბელის ზუსტი მასაც ცნობილი არაა, მაგრამ სავარაუდოდ იგი არ გადააჭარბებს ათას ტონას, საპირწონის მასაც ბუნებრივია იგივე უნდა იყოს. ათასტონიანი ასტეროიდ კოსმოსში უეჭველად იარსებებს მაგრამ ეს მასა ციური სხეულებისათვის მეტად ცოტაა და ასეთი ასტეროიდი მეტად პატარა იქნება რომ მისი აღმოჩენა შეგვეძლოს. ამასთან, რაკი ასტეროიდი უნდა მიუმაგრდეს კოსმოსური ლიფტის კაბელს, მან (ასტეროიდმა) არ უნდა იტრიალოს საკუთარი ღერძის გარშემო. მაგრამ რაკი ციური სხეულები საერთოდ ტრიალებენ, მათ შორის ასტეროიდებიც (ასევე ეროსიც) ამ ტრიალის შესაჩერებლად უზარმაზარი ენერგია იქნებოდა საჭირო რომლის უაზროდ გაფლანგვა არაა აუცილებელი. ამ მიზეზის გამო და აგრეთვე იმის გამო რომ კოსმოსური ლიფტის მასიდან გამომდინარე მისი საპირწონე უნდა იყოს სრულიად განსაზღვრული მასის მქონე ასტეროიდი ვფიქრობ რომ საპირწონე ამ შემთხვევაში ისევ ხელოვნური ობიექტი უნდა იყოს, ხოლო თავად ასტეროიდი (ეროსი თუ რომელიმე სხვა) უნდა იქნეს მოთავსებული აუცილებლად გეოსტაციონარულ ორბიტაზე. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ გეოსტაციონარული სიმაღლე (35 786 კმ ზღვის დონიდან) უნდა დაემთხვეს ასტეროიდის მასის ცენტრს. როგორც მე ვფიქრობ ეროსი მისი ბრუნვის თავისებურებებიდან გამომდინარე ისე უნდა მოთავსდეს კოსმოსური ლიფტის მახლობლად რომ მისმა ბრუნვის ღერძმა შეადგინოს მართი კუთხე კოსმოსური ლიფტის კაბელთან რადგან ასეთ შემთხვევაში კოსმოსური ლიფტიდან გადასვლა (როგორც კოსმონავტებისა, ასევე ნებისმიერი ტვირთისა) მოხდება ეროსის უძრავ პოლუსებთან რაც წმინდა პრაქტიკული მოსაზრებების გამო უფრო მოსახერხებელი იქნება.

 

რაც შეეხება რადიაციულ პრობლემას იგი საშიში არ იქნება მემაღაროე კოსმონავტებისათვის. მართალია გეოსტაციონარული ორბიტა დედამიწის რადიაციული სარტ###ბის შიგნით მდებარეობს და აგრეთვე დროდადრო მზეზე აფეთქებების დროს ასეთ სიმაღლეზე რადიაციის დონე მკვეთრად მაუტლობს ხოლმე მაგრამ კოსმონავტებისათვის საიმედო ბინად თავისუფლად გამოდგებოდა თვითონ ასტეროიდის სქელი შრეები სადაც ვერანაირი კოსმოსური გამოსხივება (ვერც გალაქტიკური და ვერც მზიური) ვერ შეაღწევს. ასეთი თავშესაფარი მით უფრო გამართლებულია რადგან ასტეროიდისგან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება სწორედ ასტეროიდის შიგნით უნდა მოხდეს.

 

ასტეროიდის მისი ორბიტიდან “წამოღების” დროს და დედამიწის ირგვლივ გეოსტაციონარულ ორბიტაზე მისი მოთავსებისას მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ ე.წ. მზის იალქნები რომლებიც ჯერ დამუშავების სტადიაში არიან, მათი მეშვეობით შესაძლებელი იქნება ასტეროიდის მოძრაობაში და საკუთარი ღერძის ირგვლივ ბრუნვაში საჭირო კორექტივების შეტანა და ამ მოძრაობების კონტროლი. ეს მოხდება იმის მეშვეობით რომ მზის იალქნები ირეკლავენ მზის გამოსხივებას და ამ სინათლის წნევის ზემოქმედებით მზის იალქანიც და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ობიექტი გადაადგილდება შესაბამისი მიმართულებით საწვავის ხარჯვის გარეშე.

 

მას შემდეგ რაც ასტეროიდი მოთავსდება გეოსტაციონარულ ორბიტაზე შემდეგი პრობლემა წარმოიშვება: როგორ უნდა იქნეს გადაზიდული სასარგებლო წიაღისეული ასტეროიდიდან კოსმოსურ ლიფტზე და შემდგომ დედამიწაზე? ზოგადად ტვირთის გადასატანად იყენებენ ორ მეთოდს: ან სპეციალურ მოძრავ სატვირთო საშუალებებს-ხომალდებს, თვითმფრინავებს, მატარებლებს და ა.შ. ან უძრავ საშუალებებს-მილსადენებს და კონვეიერებს რომელთა შიგნით მოძრავი ტვირთი გადაადგილდება. მეორე მეთოდი აშკარად უფრო მოსახერხებელია მაგრამ ერთი არსებითი გარემოება (შე)გვიშლის ხელს-მისი არსის მიხედვით მილსადენი\კონვეიერი უძრავი უნდა იყოს მისი ბოლოებით, ხოლო ჩვენთვის საკმაოდ ძნელი იქნება რომ ასტეროიდი იყოს აბსოლუტურად უძრავი კოსმოსური ლიფტის კაბელის მიმართ და ტვირთების გადაზიდვის დროს არ წარმოიქმნეს ზედმეტი პრობლემები. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ამ ორ მეთოდთაგან ორივეს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები და მათგან ერთ-ერთის არჩევა უნდა მოხდეს იმის გათვალისწინებით თუ რომელი უფრო მოსახერხებელია მათ შორის.

 

ჩვენ შევეცდებით განვიხილოთ ეს პრობლემა სწორედ ეროსის მაგალითზე რადგან ჯერჯერობით სწორედ იგია ასტეროიდთა შორის ყველაზე კარგად გამოკვლეული. ეროსის მასა შეადგენს დაახლოებით 7.2×10*15 კგ, მეორე კოსმოსური სიჩქარის მნიშვნელობა მის ზედაპირზე შეადგენს დაახლოებით 10 მ/წმ. ეს გარემოება მეტად გააადვილებს ტვირთების წამოღებას ეროსიდან რადგან მისი სუსტი გრავიტაცია ამ საქმეში დაბრკოლება ვერ იქნება.

 

დღესდღეისობით ძნელი იქნებოდა იმის თქმა თუ კოსმოსური ლიფტიდან კერძოდ რა მანძილზე უნდა იყოს მოთავსებული ასტეროიდი. ზოგადად რათქმაუნდა რაც ახლოს მით უკეთესია, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ კოსმოსური ლიფტის ზოგიერთი კონცეფცია ითვალისწინებს იმას რომ კოსმოსური ლიფტი შეიძლება ცოტათი გადაადგილდეს მისი მოძრავი საბაზისო სადგურით რომელიც ოკეანეში იქნება განლაგებული. ასეთ შემთხვევაში ცხადია კოსმოსური ლიფტის კაბელი იქნება მოძრავი ასტეროიდის მიმართ და ეს გარემოება არსებითად გამორიცხავს ასტეროიდის მეტად ახლოს განლაგებას კოსმოსურ ლიფტთან (ეს მეტად სახიფათო იქნებოდა კოსმოსური ლიფტისათვის) და ასევე გამორიცხავს მილსადენის ან კონვეიერის გამოყენებას სასარგებლო წიაღისეულის გადასაზიდად ასტეროიდიდან კოსმოსურ ლიფტზე რადგან ამ შემთხვევაში მილსადენის/კონვეიერის გამოყენების მთავარი პირობა ირღვევა-მათი ბოლოების უმოძრაობა ასტეროიდის და კოსმოსური ლიფტის მიმართ.

 

კაცმა რომ თქვას მილსადენის/კონვეიერის ერთადერთი უპირატესობა უპილოტო სატრანსპორტო ხომალდების წინაშე არის ასტეროიდიდან კოსმოსურ ლიფტამდე სასარგებლო წიაღისეულის უწყვეტად, სწრაფად და შედარებით იაფად წამოღების შესაძლებლობა. მაგრამ როგორც ზემოთხსენებული პრობლემები, ასევე კოსმოსში საკმაოდ გრძელი მილსადენის აგების სიძნელე აბათილებს მილსადენის უპირატესობებს, ასე რომ სავარაუდოა რომ ამ შემთხვევაში უპილოტო სატრანსპორტო ხომალდები იქნებოდა საუკეთესო ვარიანტი როდესაც ისინი დაფარავენ მეტად მოკლე მანძილს ასტეროიდიდან კოსმოსური ლიფტის კაბინამდე სადაც ისინი დაიცლებიან ტვირთისგან რომელთაც ქვემოთ დედამიწაზე უკვე კოსმოსური ლიფტის კაბინა ჩაიტანს.

 

რაც შეეხება ასტეროიდიდან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ეკონომიკურ ხელსაყრელობას, ამის წინასწარ დაბეჯითებით თქმა საკმაოდ ძნელია რადგან ეს შორეული მომავლის საქმეა. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ მივუთითოთ ყველაზე ხელსაყრელ საშუალებაზე ამის გასაკეთებლად და ამასთან ვცადოთ ზოგიერთი მოსაზრება გამოვთქვათ რამდენად შეიძლება მთელი ეს წამოწყება გამართლებული იქნეს ეკონომიკურად.

 

საერთოდ, მოსალოდნელია რომ კოსმოსური ლიფტით კოსმოსში ტვირთის გატანა სულ ცოტა დაახლოებით ასჯერ მაინც უნდა შემცირდეს. ამას გარდა აღსანიშნავია ის ცხადი გარემოებაც რომ ტვირთის ქვემოთ ჩამოტანა უფრო იოლიცაა და იაფიც ვიდრე მათი ზემოთ, კოსმოსისკენ ატანა რადგან ამ შემთხვევაში გრავიტაციის გადალახვა საჭირო არაა. ამ გარემოების გამო სასარგებლო წიაღისეულის გეოსტაციონარული ორბიტიდან დედამიწაზე ჩამოტანა კიდევ უფრო იაფი დაჯდება. აქ ჩვენ შეგვიძლია მოვიშველიეთ უფრო ზუსტი მონაცემები. კერძოდ, დღესდღეისობით 1 კილოგრამი ტვირთის კოსმოსში გატანა რაკეტების საშუალებით 25 000 აშშ დოლარი ჯდება, ხოლო წინასწარი შეფასებით კოსმოსური ლიფტით იგივე 1 კილოგრამის გატანა კოსმოსში 5-25 დოლარი ეღირება. სწორედ ეს ციფრები გვაძლევს ჩვენ იმის იმედს რომ საშუალო და მცირე სიდიდის ასტეროიდის დედამიწის ირგვლივ გეოსტაცინარულ ორბიტაზე მოთავსება და მისგან კოსმოსური ლიფტის საშუალებით სასარგებლო წიაღისეული მოპოვება ეკონომიკურად გამართლებულ წამოწყებად მივიჩნიოთ. ზოგადად კი ასე შეიძლება ვთქვათ: დიდი და მასიური ციური სხეულებიდან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება ხელსაყრელია ადგილზევე, ხოლო რაც პატარა და ნაკლებად მასიური ესა თუ ის ციური სხეული, მით უფრო გამართლებულია მისი წამოღება მისი ამჟამინდელი ორბიტიდან, მისი მოთავსება კოსმოსური ლიფტის სიახლოვეს და მისგან სასარგებლო წიაღისეული მოპოვება ზემოთაღწერილი გზით. ამის ზოგადი მიზეზი არის ის რომ მასიური ციური სხეულის მისი ორბიტიდან დაძვრა და წამოღება საერთოდ ძალიან დიდი ენერგიას მოითხოვს და ასეთი რამ ჩვეულებრივი ქიმიური, იონური და სხვა თანამედროვე რაკეტებით პრაქტიკულად შეუძლებელია და იგი მხოლოდ ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ძრავებით თუ მოხერხდება და მაშინაც კი დიდ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული, ანუ ჩვენი კორელაცია მასიური ციური სხეული-მინერალების ადგილზე მოპოვება და ნაკლებად მასიური ციური სხეული-მისი წამოღება დედამიწის კოსმოსური ლიფტისკენ ძალაში რჩება.

 

http://s001.radikal.ru/i194/1001/9c/7b0f1fddcde8.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
კერძოდ რეგოლითში დიდი რაოდენობით არის დაზვერილი ჰელიუმ-3 მარაგი რომელიც მომავლის თერმობირთვულ საწვავად არის მიჩნეული

ამის შესახებ მაქვს უკვე კარგა ხანია ნახევარი სტატია დაწერილი და გამოცდების გამო ვეღარ მოვახერხე დასრულება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
მეორე მეთოდი აშკარად უფრო მოსახერხებელია მაგრამ ერთი არსებითი გარემოება (შე)გვიშლის ხელს-მისი არსის მიხედვით მილსადენი\კონვეიერი უძრავი უნდა იყოს მისი ბოლოებით, ხოლო ჩვენთვის საკმაოდ ძნელი იქნება რომ ასტეროიდი იყოს აბსოლუტურად უძრავი კოსმოსური ლიფტის კაბელის მიმართ და ტვირთების გადაზიდვის დროს არ წარმოიქმნეს ზედმეტი პრობლემები.

ეს არ არის ეგრე, შეიძლება მოძრავი ბმების გაკეთება, მთავარია ტუ რამხელა და რა სისწრაფით იქნება მოძრაობა თუ რხევები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
გრავიტაციის გადალახვა საჭირო არაა

ხო მაგრამ დქამუხრუჭება ხომ არის საჭირო? რამდენად ადვილი ამის ტექნიკურად რეალიზირება? თან იაფად?

იგივე კითხვა მიჩნდება ლიფტის მიმართ.(ამ თვის ბოლოს მოვრჩები გამოცდებს და თებერვლის შუა რიცხვებიდან დავწერ ჩემს მოსაზრებებს ლიფტის და ამ თემის მიმართ.)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს არ არის ეგრე, შეიძლება მოძრავი ბმების გაკეთება, მთავარია ტუ რამხელა და რა სისწრაფით იქნება მოძრაობა თუ რხევები.

მგონი ტექნიკურად უფრო რთული იქნება :sorry:

 

ჭანო

ხო მაგრამ დქამუხრუჭება ხომ არის საჭირო? რამდენად ადვილი ამის ტექნიკურად რეალიზირება? თან იაფად?

კი, მაგრამ სხვა რა გზაა? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...