cvimis gogo Posted January 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2010 (edited) რაც შეეხება ფორსმაჟორს, ზოგიერთმა ბანკმა ომის დროს აპატია ჯარიმები განვადებებსა და ბარათებზე როგორც ვიცი. ანუ გადაუხდელობის გამო იმ თვეებში არ დააკისრეს ზედმეტი... Edited January 20, 2010 by cvimis gogo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
paolo Posted January 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2010 paolo შეიძლება არ არსებობდა, მაგრამ როცა კლიენტი ბარათს იღებს და რამოდენიმე წვრილი ასოებით დაწერილ ფურცლებს ხელს აწერს (წაკითხვის გარეშე რაღათქმაუნდა), იქ გარკვევითაა მითითებული რომ ბანკს აქვს უფლება კლიენტთან შეთანხმების გარეშე კლიენტს შეუმციროს, ან საერთოდ შეუწყვიტოს საკრედიტო ლიმიტი; შეცვალოს საპროცენტო განაკვეთის პირობები, მომსახურების, თუ განაღდების %, და ა.შ. მხოლოდ კლიენტს უნდა აცნობონ ეს ამ წესის ამოქმედებიდან მინ.5 დღით ადრე.ასე რომ... პრეტენზია ძირითადად, ისევ პრეტენზიად რჩება.ვალი მართლა არასოდეს ამიღია და არ წამიკითხავს რა არის იქ მითითებული.მაგრამ ალბათ მართლაც ასეთი რაღაცეები წერია, ანუ მხოლოდ ბანკის სასარგებლო, კლიენტს კი არაფრის უფლება არა აქვს. ეს არის სწორედ კომუნისტური მიდგომა და არა ის, რასაც დირე გულისხმობდა. რამდენადაც ვიცი, ამერიკაში ამ მხრივ სულ სხვაგვარი მიდგომა არსებობს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
cvimis gogo Posted January 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2010 აუფ ყველაფერი ცუდი ადრე მარტო შევარდნაძეს ბრალდებოდა, მერე მიშას და ეხლა თურმე კომუნიზმს! :TAT: ბიზნესია ეგ, ბიზნესი და არა საქველმოქმედო ორგ.ი არც აქ და არც ამერიკაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
chombe Posted January 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2010 (edited) როდესაც ბანკი ვინმეს კრედიტს აძლევს ის თავისთავად რისკავს, რომ ხახამშრალი დარჩება , მითუმეტეს იმ შემთხვევაში თუ ეს კრედიტი არაფრითაა უზრუნველყოფილი... ცივილიზირებულ ქვეყნებში ეს საკითხი მეტ-ნაკლებად მოგვარებულია საკანონმდებლო დონეზე, ყველაზე აღსანიშნავი ამ მხრივ გახლავთ ამერიკაში 1978 წელს მიღებული "აქტი ბანკროტობის შესახებ", რომელიც ევროპის ბევრი ქვეყნისთვისაც სამაგალითოა და მათ ამ აქტის ბევრი დებულება გადაიღეს ეროვნულ კანონმდებლობებში, მათ შორის რუსეთმაც.... არსი ამ კანონისა ისაა, რომ ბანკროტად გაამოცხადებული ადამიანი ბევრ რამეში იზღუდება, თუმცა არ შეიძლება იძულებით გაყიდვას დაექვემდებაროს მისი ერთადერთი საცხოვრებელი სადგომი, შრომის იარაღები, რომელიც მას პროფესიულ საქმიანობაში სჭირდება და პირველადი აუცილებლობის საგნები (ტანსაცმელი, საკვები და ა.შ.)... არ ვიცი ზუსტად, ამ ახალ ქართულ კანონში როგორაა, მაგრამ თუ ერთადერთი საცხოვრებელი სადგომის გაყიდვა ლეგიტიმიზირებულია, ეს არის გაუგონარი დისკრიმინაციული აქტი და ქართულმა საზოგადოებამ, არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება ამ მართლაც დრაკონტული კანონოს ამოქმედებისა :TAT: (დრაკონტი ჩვ.წ. აღ-მდე VII საუკუნის ათენელი არქონტი, რომელის დროსაც კანონები განსაკუთრებულად გასასტიკდა, ასე რომ სწორია -"დრაკონტული" და არა დრაკონული) ! პ.ს.აქვე აღვნიშნავ რომ მედგრად გავუძელი 2006-2007 წლებში ბანკების შემოტევებს, პურის საყიდლადაც რომ შეხვიდოდი მარკეტში და უცებ რომ აგეტუზებოდა გვერდზე სიმპატიური გოგონა და დათაფლული ენით ათასგვარ კრედიტს გთავაზობდა და არავის ვალი არ გამაჩნია საბედნიეროდ, ამიტომ შედარებით მშვიდად მძინავს :dzili: ჩემი ამბავი იქეთ იყვეს, მაგრამ საქმის არსი ისაა, რომ გარისკეს ბანკებმა და წააგეს, ხოდა ეხლა ნაცანალებში საქმის ჩაწყობით ცდილობენ ამოღების რაიმე მექანიზმებით შეიარაღდნენ პოსტფაკტუმ, რაც დაუშვებლად მიმაჩნია ! Edited January 20, 2010 by chombe Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
cvimis gogo Posted January 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2010 chombe ქვე აღვნიშნავ რომ მედგრად გავუძელი 2006-2007 წლებში ბანკების შემოტევებს, პურის საყიდლადაც რომ შეხვიდოდი მარკეტში და უცებ რომ აგეტუზებოდა გვერდზე სიმპატიური გოგონა და დათაფლული ენით ათასგვარ კრედიტს გთავაზობდამე სამსახურიდან შემომაჩეჩეს და ვარ ესე. შევავსებ, დავაპირებ დაჭრას, გამოვიტან - ეჰჰ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted January 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 20, 2010 chombe არ ვიცი ზუსტად, ამ ახალ ქართულ კანონში როგორაა, მაგრამ თუ ერთადერთი საცხოვრებელი სადგომის გაყიდვა ლეგიტიმიზირებულია, ეს არის გაუგონარი დისკრიმინაციული აქტი და ქართულმა საზოგადოებამ, არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება ამ მართლაც დრაკონტული კანონოს ამოქმედებისა რატომ არ მეპარება ეჭვი რომ სწორედ ასე იქნება? ჩვენი ერზე, დემოგრაფიაზე და ჰუმანიზმზე მოფიქრალი ხელისუფლების ხელში... და ამ ადამიანებს უნდათ გადაარჩინონ ქვეყანა და იგი რამეს დაამსგავსონ...დანერვოზებული, გდაფიჩინებული, დარეხვილი, მშიერი, უსამართლობის მორჩილად შემყურე ერი და ქვეყანა...აქედან რამეს გამოიყვანენ ესენი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 21, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2010 cvimis gogo რაც შეეხება ფორსმაჟორს, ზოგიერთმა ბანკმა ომის დროს აპატია ჯარიმები განვადებებსა და ბარათებზე როგორც ვიცი. ანუ გადაუხდელობის გამო იმ თვეებში არ დააკისრეს ზედმეტი...ამას მოყვა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი... სოციალური აფეთექბის სუნი მცემს! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zeppelina Posted January 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2010 მე უარი მითხრა საქართველოს ბანკმა კრედიტზე ( Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
wanderer Posted January 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2010 ''ორეინჯზე" ? კაია მერე, თორე გაგატყავებდნენ 13%-ით. : D Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vitaminC Posted January 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2010 lasha1997 აქაც ძალიან რთული სიტუაციაა მაგ მხრივ,მაგრამ რაღაც შერბილებები დაუშვეს ხალხმა ცოტა ცოტა რომ გადაიხადოს ვალები უფრო კონკრეტულად შეგიძლია დაწერო რა შერბილებები დაუშვეს მანდ? ორენჯებს და ნაირ-ნაირ ბარათებს მართლა ტენიდნენ ხალხს. სულ რომ არ გქონდა გეგმაში, შეგაცდენდნენ, აგეღო. თან ნაირ-ნაირი ბანკები. მეც მედგრად ვიდექი გარკვეული პერიოდი, მაგრამ ბოლოს მაინც გამტეხეს და მერე თავ-ბედი ვიწყევლე, ისე ამოვიდა ყელში ეგ პროცენტები. სამსახურში დღეში 3-ჯერ შემოდიოდნენ და გტენიდნენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
wanderer Posted January 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2010 vitaminC სულ რომ არ გქონდა გეგმაში, შეგაცდენდნენ,ეგ ეისეთი შეცდენაა, აი, ევამ რო შეაცდინა ადამი. მეც მედგრად ვიდექი გარკვეული პერიოდი, მაგრამ ბოლოს მაინც გამტეხეს :D :Dმერე თავ-ბედი ვიწყევლე, ისე ამოვიდა ყელში ეგ პროცენტები.ეჰჰ, ეგრეა, ეგრე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
wanderer Posted January 21, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2010 (edited) ეხლაა ამ კაონზე, ბიზნეს კურირეში. Edited January 21, 2010 by kj. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 28, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2010 “ლეიბორისტული პარტია” ბანკის მოვალეთა მიმართ სადამსჯელო სანქციების შეჩერებას და ამ სანქციების დამკანონებელი ნორმატიული აქტების გაუქმებას მოითხოვს. ამის შესახებ განცხადება “ლეიბორისტული პარტიის” საერთაშორისო მდივანმა, ნესტან კირთაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლების ინიციატივით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ე.წ. მოვალეთა რეესტრი შექმნა, დაკანონდა ბანკის ვალის მქონე პირების აუქციონის წესით უსწრაფეს ვადაში გაყიდვა და მომდევნო 10 წლის განმავლობაში შეძენილი ქონების დაყადაღება. კირთაძის თქმით, ყოველივე ამან გამოიწვია ის, რომ ნახევარმილიონამდე ადამიანს უსახლკარობა და ულუკმაპურობა დაემუქრა. როგორც ნესტან კირთაძემ აღნიშნა, „ლეიბორისტული პარტია“ მიიჩნევს, რომ ყველა მევალეს აღებული სესხების გადახდა რესტრუქტურიზაციის წესით უნდა გადაუვადდეს, რის შედეგადაც დაცული იქნება როგორც ბანკის, ასევე მევალეების ინტერესები. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2010 ნესტან კირთაძემ აღნიშნა, „ლეიბორისტული პარტია“ მიიჩნევს, რომ ყველა მევალეს აღებული სესხების გადახდა რესტრუქტურიზაციის წესით უნდა გადაუვადდეს, რის შედეგადაც დაცული იქნება როგორც ბანკის, ასევე მევალეების ინტერესებიბანკის ინტერესები როგორ იქნება დაცული რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted January 28, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2010 ბანკის ინტერესები როგორ იქნება დაცული რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში?როგორ და ფულს ამოიღებენ, მთლად ისე არ დარჩებიან. ბანკს არასდროს არ აწყობს გირაოს რეალიზაცია, დროში იწელება, ხარჯები, ნერვები.... ნუ ახალი კანონით არ ვიცი... პლუს კანონით როგორმე ვადაგადაცილებული სესხების დარეზერვებაც უნდა შეიცვალოს რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში. როცა სესხი ვადაგადაცილებულია და უიმედო, 100% რეზერვდება ეროვნულში... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.