Jump to content
Planeta.Ge

რა არის პატრიოტიზმი თქვენთვის?


Recommended Posts

გიორგი მაისურაძე - პატრიოტიზმი არის შედარებით გვიან გაჩენილი მოვლენა. მაგალითად, ჩვენ ვერაფრით ვიტყვით, რომ შუა საუკუნეებში ან ანტიკურ ხანაში ადამიანები იყვნენ პატრიოტები. პატრიოტიზმი გაჩნდა მოდერნთან, ახალ სამყარო წესრიგთან ერთად. ფაქტიურად მისი დაბადების ადგილი არის საფრანგეთი, ის საფრანგეთის დიდმა რევოლუციამ მოიტანა, როდესაც ძალაუფლების სათავეში მოსულმა რევოლუციურმა ჯგუფმა იაკობინელებმა შემქმნეს ერთგვარი რელიგიის შემცველი იდეოლოგია ან მსოფლმხედველობა. ისინი საკუთარ თავს ეძახდნენ პატრიოტებს და თაყვანისცემის ობიექტად გამოაცხადეს სამშობლო ანუ პატრია. აქედან გავრცელდა ჯერ მთელ დასავლეთ ევროპაში და დასავლეთიდან წამოვიდა შემდგომ აღმოსავლეთის მიმართულებითაც, ასე ჩამოაღწია მე-19 საუკუნეშივე საქართველოში. პირველი ადამიანები, ვისაც მაშინ მიაკერეს ეს “იარლიყი”, თავდაპირველად, სხვათაშორის, უარყოფით კონტექსტში, იყვნენ ილია ჭავჭავაძე და მისი თანამებრძოლები, მათ უწოდეს პატრიოტები. გვეხსომება ალბათ გრიგოლ ორბელიანთან მისი პოლემიკა, სადაც იგი პასუხობს – “ლიბერალობა, პატრიოტობა სალანძღავ სიტყვად არ გაგვიხდია”, ანუ ფაქტიურად ილია ჭავჭავაძე იცავს ამდროს ამ ტერმინს, პატრიოტისმს, რომელიც მას ნეგატიურ კონტექსტში მიანიჭეს.

დავამატებდი, რომ თავდაპირველად სიტყვა პატრიოტიზმი გაჩნდა ბერძნულ ენაში და სრულიად განსხვავებული მნიშვნელობით. ფაქტიურად იგი იგივდებოდა არა ქალაქელობასთან, არამედ სოფლელობასთან, პატრია ნიშნავდა მიწის ნაკვეთს, წარმომავლობის ადგილს, გაჩენის ადგილს და შესაბამისად ხალხი იყოფოდა 2 ჯგუფად - ქალაქის მოქალაქეებად ანუ “პოლიტაი” და “პატრიოტაი”, რომელიც ბერძნულად ნიშნავს პატრიოტებს ანუ სოფლის მოსახლეობას და ფაქტიურად მასში ირონიული აზრი იყო ჩადებული, დამამაცირებელი აზრიც კი. იმ მნიშვნელობით რომლითაც დღეს ჩვენ ვხმარობთ ამ სიტყვას, თავიდან, ხელახლა გაჩნდა საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს.

 

 

რა არის თაქვენთვის პატრიოტიზმი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 52
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ნუ ჩემთვის პირადად ჩვენი პრეზიდენტის მხარდაჭერა და მისი სიყვარულის გაძლიერება
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ ჩემთვის პირადად ჩვენი პრეზიდენტის მხარდაჭერა და მისი სიყვარულის გაძლიერება

პატრიოტიზმი = პარტიისა და პრეზიდენტის ერთგულებას :sorry:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

გიორგი მაისურაძე - პატრიოტიზმი არის შედარებით გვიან გაჩენილი მოვლენა. მაგალითად, ჩვენ ვერაფრით ვიტყვით, რომ შუა საუკუნეებში ან ანტიკურ ხანაში ადამიანები იყვნენ პატრიოტები.

ამის დამწერი ბერძნულ რომაული ისტორიის აზრზე არაა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემთვის პატრიოტიზმი არის ქართული სუფრა,

მიყვარს გოჭი, მაგრამ რატომაა ეს კერძი მხოლოდ საახალწლოდ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ ჩემთვის პირადად ჩვენი პრეზიდენტის მხარდაჭერა და მისი სიყვარულის გაძლიერება

შუხო ეს ვინმე მონის დღიურიდან მოიყვანე ნაწყვეტი თუ საკუთარი სულიერი მდგომარეობა გამოხატე?

 

რატო არ დაგეცემა დიდი წვეტიანი საგანი

 

პრეზიდენტ მიშამდე ესეიგი პატრიოტი ვერ ყოფილხარ და ეხლა აგეხილა თვალ-წარბ-წამწამი :P

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი მაისურაძე - პატრიოტიზმი არის შედარებით გვიან გაჩენილი მოვლენა. მაგალითად, ჩვენ ვერაფრით ვიტყვით, რომ შუა საუკუნეებში ან ანტიკურ ხანაში ადამიანები იყვნენ პატრიოტები. პატრიოტიზმი გაჩნდა მოდერნთან, ახალ სამყარო წესრიგთან ერთად. ფაქტიურად მისი დაბადების ადგილი არის საფრანგეთი, ის საფრანგეთის დიდმა რევოლუციამ მოიტანა, როდესაც ძალაუფლების სათავეში მოსულმა რევოლუციურმა ჯგუფმა იაკობინელებმა შემქმნეს ერთგვარი რელიგიის შემცველი იდეოლოგია ან მსოფლმხედველობა. ისინი საკუთარ თავს ეძახდნენ პატრიოტებს და თაყვანისცემის ობიექტად გამოაცხადეს სამშობლო ანუ პატრია.

Nukriko, მაგ თემაზე ძალიან საინტერესო ნარკვევი აქვს დაწერილი ლევან ბერძენიშვილს http://www.lib.ge/body_text.php?4613.

ვისაც არ წაუკითხავს ვურჩევ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ამის დამწერი ბერძნულ რომაული ისტორიის აზრზე არაა...
სიტყვა პატრიოტიზმი გაჩნდა ბერძნულ ენაში და სრულიად განსხვავებული მნიშვნელობით. ფაქტიურად იგი იგივდებოდა არა ქალაქელობასთან, არამედ სოფლელობასთან, პატრია ნიშნავდა მიწის ნაკვეთს, წარმომავლობის ადგილს, გაჩენის ადგილს და შესაბამისად ხალხი იყოფოდა 2 ჯგუფად - ქალაქის მოქალაქეებად ანუ “პოლიტაი” და “პატრიოტაი”, რომელიც ბერძნულად ნიშნავს პატრიოტებს ანუ სოფლის მოსახლეობას და ფაქტიურად მასში ირონიული აზრი იყო ჩადებული, დამამაცირებელი აზრიც კი.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პატრიოტიზმი გრძნობაა ჩემი აზრით!

 

ტერმინს და გრძნობას რატომ ვაიგივებთ?

 

შეიძლება ადრე ტერმინი არ არსებობდა მაგრამ ფაქტია რომ გრძნობა არსებობდა ტერმინის გარეშე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პატრიოტიზმი გრძნობაა ჩემი აზრით!

 

ტერმინს და გრძნობას რატომ ვაიგივებთ?

 

შეიძლება ადრე ტერმინი არ არსებობდა მაგრამ ფაქტია რომ გრძნობა არსებობდა ტერმინის გარეშე.

გრძნობა ვის მიმართ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა არის პატრიოტიზმი თქვენთვის?

ფორუმების შემხედვარე-მაუსების ნძრევა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემთვის პატრიოტიზმი არის ქართული სუფრა,

მიყვარს გოჭი, მაგრამ რატომაა ეს კერძი მხოლოდ საახალწლოდ?

 

იმიტომ, რომ ფული არა გვაქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...