ძუკუ Posted February 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2010 ამ დროისთვისEchoMSK : Подсчитано 93,78% протоколов (данные на 11:30 мск) 08.02.2010 | 11:12 ЦИК Украины опубликовал данные подсчета голосов - после обработки 93,78% протоколов: Юлия Тимошенко набирает 46,02% голосов Виктор Янукович - 48,35% Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2010 ძუკუ უკრაინის შსს ცესკო-ს დაცვას აძლიერებს08 / 02, 2010 12:45 უკრაინის შს სამინისტროს შინაგანი ჯარი ცესკო-ს შენობის დაცვას აძლიერებს. ამის მიზეზი დღეისთვის მოსალოდნელი ფართომასშტაბიანი აქციებია. ამასთან, უკრაინის ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ”რეგიონების პარტიის” მხადამჭერების მიტინგი უკვე მიმდინარეობს. ამის შესახებ უკრაინაული ”უნაინი” იტყობინება. ”პარტია რეგიონების” დეპუტატმა, ნესტორ შუფრიჩმა მიტინგის მონაწილეებს არჩევნებში ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ დღედან უკრაინაში ახალი ცხოვრება იწყება. ამ დროისთვის უკრაინის ცესკო-ს შენობასთან 3 000-ზე მეტი ადამიანია შეკრებილი. საღამოსთვის კი, იანუკოვიჩის 10 ათასამდე მომხრე აპირებს შეკრებას. ბოლო მონაცემებით, რომლებიც ბიულეტინების 92,14 პროცენტს ეყრდნობა, ვიქტორ იანუკოვიჩმა ამომრჩეველთა ხმების 48,48 პროცენტი მიიღო, ხოლო იულია ტიმოშენკომ – 45,88 პროცენტი.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted February 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2010 ბოლო მონაცემებით, რომლებიც ბიულეტინების 92,14 პროცენტს ეყრდნობა, ვიქტორ იანუკოვიჩმა ამომრჩეველთა ხმების 48,48 პროცენტი მიიღო, ხოლო იულია ტიმოშენკომ – 45,88 პროცენტი.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1წარმოგიდგენია ლ ი ც ი, ჩვენი დესანტი რომ არ ჩასულიყო უკრაინაში და დათვური სამსახური რომ არ გაეწია, იულკას მოგების შანსი ქონდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2010 (edited) წარმოგიდგენია ლ ი ც ი, ჩვენი დესანტი რომ არ ჩასულიყო უკრაინაში და დათვური სამსახური რომ არ გაეწია, იულკას მოგების შანსი ქონდა.Lo Janko იულია ასე ადვილად არ დანებდება უკრაინაში აღმოსავლეთის ელექტორატმა იმარჯვა 24 საათი 08.02.10 უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები შედგა. არჩევნებში ამომრჩევლის 69 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. ცნობილია ეგზიტპოლების შედეგებიც - სხვადასხვა მონაცემებით, ვიქტორ იანუკოვიჩი იულია ტიმოშენკოს 3-5 პროცენტით უსწრებს. დაწინაურებულმა კანდიდატმა მხარდამჭერებს უკვე მიულოცა გამარჯვება - რუსულ ენაზე. არჩევნების პროცესთან დაკავშირებით უკვე გააკეთა პირველი კომენტარი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. ეგზიტპოლების შედეგები უკრაინაში საღამოს 8 საათის, ანუ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამოცხადდა. გამოკითხვამ აჩვენა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის მცირე სხვაობაა იანუკოვიჩის სასარგებლოდ. ეგზიტპოლების მონაცემებით, იანუკოვიჩს ამომრჩეველთა - 48,7-მა, ტიმოშენკოს კი - 45,5 პროცენტმა დაუჭირა მხარი. იანუკოვიჩის შტაბში გუშინ საღამოს რვა საათიდან ზეიმობენ - ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადებისთანავე პარტია “რეგიონების" ხელმძღვანელის მოადგილემ ანნა გერმანმა სპეციალური პრეს-კონფერენცია მოაწყო, რომელზეც იულია ტიმოშენკოს მოუწოდა, აღიაროს არჩევნებში დამარცხება და თავი შეიკავოს სასამართლოსა და ცესკო-ს ბლოკირებისაგან. პრესკონფერენციიდან ცოტა ხანში შტაბში იანუკოვიჩის გამოცხადდა. ვიქტორ იანუკოვიჩის ბრიფინგი გუშინ კიევის დროით საღამოს 10 საათზე შედგა. ბრიფინგმა მთლიანად რუსულ ენაზე ჩაიარა - იანუკოვიჩს უკრაინულად კომენტარი არ გაუკეთებია, რამაც, ბი-ბი-სის ინფორმაციით, დამსწრე ჟურნალისტებში ერთგვარი გაოცება გამოიწვია. ვიქტორ იანუკოვიჩმა მომხრეებს გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ “გადადგმულია პირველი ნაბიჯი გაერთიანებისკენ". მან ისიც განაცხადა, რომ ხმები, რომელიც მიიღეს ტიმოშენკომ და მეორე ტურში ვერგასულმა სხვა კანდიდატებმა, მხედველობაში იქნება მიღებული. ტელეკომპანია “ინტერთან" პირდაპირი ჩართვისას კი ვიქტორ იანუკოვიჩი პირდაპირ შეტევაზე გადავიდა: "იულია ტიმოშენკო უნდა მოემზადოს პრემიერის პოსტიდან გადადგომისთვის. ის ძლიერი მოწინააღმდეგე იყო, თუმცა მან უნდა აღიაროს დამარცხება, როგორც ეს მე ვაღიარე პრემერის არჩევის დროს." ამ სიტუაციაში ყველაზე საინტერესო, ცხადია ის იყო, თუ რა ვითარებაა იულია ტიმოშენკოს შტაბში. ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადებისთანავე, შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა, რომ “ინტრიგა შენარჩუნდება". მისი თქმით, შტაბში ცესკო-ს პარალელურად დათვლას აწარმოებენ. საარჩევნო უბნების დახურვიდან დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ჟურნალისტებს იულია ტიმოშენკოც შეხვდა. მან ხაზი გაუსვა, რომ აპირებს დაიცვას თითოეული ამომრჩევლის ხმა. მისი შეფასებით, ეგზიტპოლების შედეგები აჩვენებს, რომ სიტუაცია მყიფეა. ამიტომ მოუწოდა საკუთარ მომხრეებს, დაიცვან ხმები ადგილებზე: “იბრძოლეთ თითოეული პროტოკოლისა და აქტისთვის, რადგან თითოეულმა ხმამ შეიძლება გადაწყვიტოს არჩევნების ბედი!" პირველი კომენტარი გუშინვე გაკეთდა ცესკო-შიც, სადაც პირველყოვლისა აღნიშნეს, რომ არჩევნებმა განსაკუთრებული დარღვევების გარეშე ჩაიარა; რომ უფრო აქტიური იყო აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლოება; ყველაზე მაღალი აქტივობა ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში დაფიქსირდა. ზოგადად კი, ცესკო-ს მონაცემებით, 77 ოლქში ამომრჩეველთა 69 პროცენტმა მიიღო პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა. პირველი კომენტარების გაკეთება იჩქარეს დამკვირვებლებმაც: ევროსაბჭოს დამკვირვებელთა დელეგაციის ხელმძღვანელმა მათიას იორშმა განაცხადა, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა გამჭვირვალედ ჩაიარა. სადამკვირვებლო მისიის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ გასულ კვირას პრეზიდენტის არჩევნების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება “ევროპულ ნორმებს არ შეესაბამება", ამას არ მოუხდენია მნიშვნელოვანი ზეგავლენა ხმის მიცემის პროცესზე. ცხადია, რუსეთის ფედერაციის დამკვირვებლებმა კიდევ უფრო სწრაფად და დაბეჯითებით შეაქეს არჩევნები. “არჩევნების პერიოდში არ დაფიქსირებული ისეთი სერიოზული დარღვევები, რომელიც შედეგზე რაიმე სახის ზეგავლენას მოახდენდა" - განაცხადა რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრმა ალექსანდრ ბროდმა. გავრცელდა მოქმედი პრეზიდენტის ვიქტორ იუშენკოს აპარატის ხელმძღვანელის მარინა სტავნიჩუკის განცხადებაც, რომლის თანახმადაც, ვიქტორ იუშენკო მზადაა, კანონის შესაბამისი პროცედურების თანახმად, გადასცეს უფლებამოსილება არჩეულ პრეზიდენტს. თუმცა ისიც ითქვა, რომ მცირე სხვაობის გამო მოსალოდნელია სასამართლო გარჩევები და დავები. კიევში ვარაუდობენ, რომ იულია ტიმოშენკო ასე ადვილად არ დანებდება და იგი აუცილებლად მოითხოვს შედეგების გადათვლას. მიღწეულის დაცვისთვის ემზადება იანუკოვიჩის მხარეც. წინასწარ ცნობილი იყო, რომ ვიქტორ იანუკოვიჩის “რეგიონების პარტია" დღეს კიევში 50-ათასკაციანი მიტინგის გამართვას გეგმავდა. ამის შესახებ საზოგადოებრივი წესრიგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვლადიმერ რაევსკიმ გუშინ, კიევში გამართულ ბრიფინგზე, ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადებამდე აუწყა საზოგადოებას. მისი თქმით, 3 თებერვალს, დეპარტამენტს ცსკ-ს წინ აქციის გამართვის უფლებაზე განცხადებით მიმართა იანუკოვიჩის საარჩევენო შტაბის უფროსმა ნიკოლაი აზაროვმა. რაევსკის ინფორმაციით, 8 თებერვალს კიევში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობისთვის რეგიონებიდან მოქალაქეები ავტობუსებით ჩამოვლენ. მისივე მტკიცებით, ამავე მიზნებისთვის კიევისა და კიევის ოლქის სანატორიუმებსა და დასვენების ბაზებში კვირას 3 ათასამდე მოქალაქე უკვე იმყოფებოდა. რაევსკის თქმით, უკვე გუშინ კიევში პრეზიდენტის სამდივნოსთან, მინისტრთა კაბინეტთან, ცესკო-სთან, უმაღლესი რადას შენობებთან, “რეგიონების პარტიის" 160 კარავი იყო გაშლილი, რომელთაგან 12 სამხედრო ტიპისაა. დღისით ამ კარვებში 400-მდე, ხოლო ღამით 20-150 მოქალაქე იმყოფებოდა. საზოგადოებრივი წესრიგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განმარტებით, აქციის მონაწილეების რიცხვის ზრდის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინიტრო საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მოქალაქეთა თავშეყრის ადგილებში მილიციელთა რაოდენობას გაზრდის. კიევში აქციების დაწყების შესახებ განცხადება იულია ტომოშენკომ 6 თებერვალს გააკეთა. შესაბამისად, კიევში მის მხარდამჭერთა მიტინგსაც ელოდებიან. სწორედ ამ მზადების გამოხატულება გახლდათ ის ფაქტი, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკვე გაშლილი კარვების ფონზე გაიმართა. პრეზიდენტობის ორივე კანდიდატის მომხრეებს კარვები დილიდან თითქმის ყველა ადმინისტრაციულ შენობასთან ჰქონდათ "დაცემული". ექსცესებისა და პიკეტირებების თავიდან ასაცილებლად ადმინიტრაციულ შენობებს 1500 მილიციელი იცავდა. თუმცა საარჩევნო დღემ შედარებით უპრობლემოდ ჩაიარა. საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი დროით ზუსტად 08:00 საათზე გაიხსნა. 113 საარჩევნო უბანზე 225 საარჩევნო კომისია მუშაობდა. უკრაინაში სულ 36 576 763 ამომრჩეველია. საპრეზიდენტო არჩევნებზე 3780 ოფიციალური საერთაშორისო დამკვირვებელი გახლდათ რეგისტრირებული. რეგიონების პარტიის" ლიდერისა და პრეზიდენტობის კანდიდატის ვიქტორ იანუკოვიჩი საარჩევნო ყუთთან მე-20-ე საარჩევნო უბანზე დილის 10 საათისთვის მივიდა. "უკრაინელმა ხალხმა დაიმსახურა უკეთესი ცხოვრება. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ, რომ მათ ხმა მისცეს უკეთესობისკენ ცვლილებებს, სტაბილურ და ძლიერ უკრაინას", - განაცხადა იანუკოვიჩმა. ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ არის უკრაინაში მოსალოდნელი არჩევნების მესამე ტურის გამართვა, მან განმარტა, რომ პრეზიდენტის გამოსავლენად ორი ტურიც საკმარისი იყო. გარდა ამისა, მისი თქმით, არჩევნების მეორე ტური არის პირველი ნაბიჯი კრიზისის დასაძლევად "და ეს ნაბიჯი იქნება დამაჯერებელი". აქვე "რეგიონების პარტიის" ლიდერმა ვიქტორ იანუკოვიჩმა საქართველოზეც გააკეთა კომენტარი. მისი განცხადებით, მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში უკრაინა-საქართველოს ურთიერთობა დაბალანსებული იქნება. პრეზიდენტობის კანდიდატის მისვლას უბანზე პატარა ინციდენტი უძღოდა წინ. კიევში, იმავე მე-20 უბანზე, რადიკალური ფემინისტური ორგანიზაციის 5 აქტივისტი 09:00 საათზე შეიჭრა და წელამდე გაშიშვლდა. მათი მოთხოვნები შემდეგი შინაარსის იყო - "პოლიტიკოსებმა ქვეყანა არ უნდა გააუპატიურონ". გოგონები საარჩევნო უბნიდან მილიციის თანამშრომლებმა გაიყვანეს. 1984-1991 წლებში დაბადებული გოგონები ობოლონის მილიციის რაიონულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მათზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, პროტოლოკი შედგა. დარღვევა ჯარიმას და 15 დღე-ღამის განმავლობაში ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს. საინტერესოა, რომ პროტესტის მონაწილეებს კონკრეტული პოლიტიკური სიმპათიები რომელიმე კანდიდატის მიმართ არ დაუფიქსირებიათ. მიუხედავად ამისა, მათ აქციაზე კომენტარი გააკეთა იულია ტიმოშენკომ, რომელმაც განაცხადა, რომ მიესალმება საკუთარი მოსაზრებების დემონატრირების თავისუფლებას ნებისმიერი ფორმით. აქვე მან, აღნიშნა, რომ ევროპული და დემოკრატიული უკრაინის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი. საარჩევნო ინციდენტებს შორის იყო იულია ტიმოშენკოს საარჩევნო შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერის საიტი ჰაკერებმა დაბლოკეს, ერთ-ერთ უბანზე კი, ივანო-ფრანკოვსკის ოლქში, საარჩევნო კომისიის მდივანი იულია ტიმოშენკოს ბლოკიდან, რომელიც წინა ღამით საარჩევნო უბაზე იმყოფებოდა, გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ, უკრაინული საინფორმაციო საშუალებები იულია ტიმოშენკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაყრდნობით იტყობინებინებოდნენ. ტიმოშენკოს შტაბის ხელმძღვანელის ალექსანდრ ტურჩინოვის განცხადებით, გარდაცვლილი მამაკაცი N26 საუბნო საარჩევნო კომისიაში აღმოაჩინეს. “ბიულეტენები იმ სეიფში აღარ იყო, სადაც ღამით ინახებოდა", - აღნიშნა ტურჩინოვმა. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები არ გავრცელებულა. არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარი გუშინ, თავისი მოქალაეობრივი ვალის შესრულების დროს, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმაც გააკეთა. "უკრაინელებს შერცხვებათ თავიანთი არჩევანის გამო, მაგრამ ეს დემოკრატიაა", - განუცხადა იუშჩენკომ გუშინ ჟურნალისტებს. მისივე განმარტებით, “უკრაინამ უნდა ისწავლოს სამართლიანი და კანონიერი არჩევნების გამართვა, ამიტომაც დღევანდელი დღის მთავარი ამოცანაა, უკრაინელებმა თავიანთ თავს დაუმტკიცონ, რომ შეუძლიათ ხელისუფლების დემოკრატიულად გადაბარება". და ბოლოს: საინტერესოა, რომ ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც უკრაინის არჩევნებს გამოეხმაურა, საქართველოს პრეზიდენი მიხეილ სააკაშვილი გახლდათ. შუსტერის სატელევიზიო თოქ-შოუში პირდაპირი ჩართვისას, საქარველოს პრეზიდენტმა განაცხადა: “მე კმაყოფილი ვარ პროცესის მიმდინარეობით. მიმაჩნია, რომ დემოკრატიამ გაიმარჯვა, უკრაინელმა ხალხმა გაიმარჯვა, რადგან ისე, როგორც აქ მიდიოდა არჩევნები, ევროპის ქვეყნებსაც გაუჭირდებოდათ არჩევნების ჩატარება. მიუხედავად ეკონომიკისა, მიუხედავად სიღარიბისა და უამრავი გამოწვევისა, უკრაინელი ხალხი იქცევა ისე, როგორც მოიქცეოდა სუპერცივილზებული ევროპული ერი. მე თქვენი გულწრფელად მშურს ამ თვალსაზრისით." მან ისიც აღნიშნა, რომ საქართველომ თავი შეიკავა მეორე ტურზე დამკვირვებელთა გაშვებისგან, პირველ ტურში წარმოშობილი გაუგებრობების გამო. სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/news/...02-08/3331.html მიშაა ლიცემერი თუ მე Edited February 8, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2010 უკრაინელი ექსპერტებისა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი არჩევნების მესამე ტურის დანიშნვაზე საუბრობს12:49 08.02.2010 უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებს კიევში აზრთა სხვადასხვაობა და პოლიტიკური მღელვარება მოჰყვა. უკრაინელი ექსპერტებისა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი უკვე არჩევნების მესამე ტურის დანიშნვაზე საუბრობს.ამ წუთებში უკრაინის ცსკ-ის შენობასთან იანუკოვიჩისა და ტიმოშენკოს მხარდამჭერების ერთობლივი აქცია მიმდინარეობს. ქვეყნის პრემიერის ელექტორატი არჩევნების წინასწარ შედეგებს აპროტესტებს. ტიმოშენკოს საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, უკრაინის 25 საარჩევნო ოლქიდან 15-ში უპირატესობა ქვეყნის პრემიერმა მოიპოვა, რაც არჩევნების წინასწარ შედეგებთან სრულ შეუსაბამობაში მოდის. თავის მხრივ, იანუკოვიჩის ამომერჩევლები აცხადებენ, რომ ცსკ-ის შენობას არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ დატოვებენ. საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე უკრაინის ცსკ-ს 10 დღე რჩება. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პირველადი შედეგების მიხედვით, ვიქტორ იანუკოვიჩსა და იულია ტიმოშენკოს მიერ მოპოვებულ ხმებს შორის სხვაობა 3%-ზე ნაკლებია. http://presa.ge/index.php?text=news&i=12283 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted February 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2010 http://rus.newsru.ua/ukraine/08feb2010/severinsen.htmlВ Европе употребили слово "трагедия", но готовы сотрудничать с Януковичемвремя публикации: 10:18последнее обновление: 11:02 версия для печати сохранить в виде файла отправить по почте просмотр фотоиллюстраций В Европе заявляют о готовности сотрудничать с Януковичем Экс-докладчик Совета Европы по Украине Ханна Северинсен о вероятной победе Виктора Януковича на выборах президента сказала "трагедия". Но тут она заявила, что Европа будет работать с Януковичем, сообщает Би-Би-Си. Ханна Северинсен по телефону из Копенгагена высказала допущение. что Янукович не победил бы если бы не было политического конфликта президента с премьером, но Янукович не поведет Украину к России. "Я думаю, что Европейский союз должен попытаться сотрудничать и должен попытаться приблизить Украину к Западу, ибо я убеждена, что большинство украинцев хотят именно в ЕС", - сказала Северинсен. "На этих выборах было много "оранжевых" кандидатов, которые дрались между собой, особенно господин Ющенко всё время воевал с госпожой Тимошенко, но я убеждена, что большинство украинцев всё равно хотят быть с Западом", - добавила она. ეს ბოლო აბზაცი არის ძალიან საგულისხმო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted February 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2010 კალანადაძის თქმით, მიუხედავად იანუკოვიჩის კანდიდატურის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებისა, საქართველოს მთავრობა ნებისმიერ მთავრობასთან ავოე :DD :DD სულ გარეკეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 8, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2010 SHARI კალანადაძის თქმით, მიუხედავად იანუკოვიჩის კანდიდატურის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებისა, საქართველოს მთავრობა ნებისმიერ მთავრობასთანმოკლედ ყოვედღიურად მაოცებენ რა...და პლიუს ქვეყანასაც დედას უდ###ენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted February 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2010 newstudio სკაიპში შემოდი საქმე მაქ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted February 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2010 Подсчет 95,04% протоколов: Янукович выигрывает у Тимошенко 2,09%Сегодня, 11:00 • УкраинаUkranews Подсчет 95,04% протоколов: Янукович выигрывает у Тимошенко 2,09%Янукович выигрывает. Фото: focus.in.ua 48,23% избирателей проголосовали за кандидата в Президенты, лидера Партии регионов Виктора Януковича, 46,14% - за кандидата в Президенты, премьер-министра Юлию Тимошенко по результатам подсчета 95,04% протоколов участковых избирательных комиссий. Об этом свидетельствуют данные Центральной избирательной комиссии. При этом за Януковича проголосовало 11 628 690 избирателей, а за Тимошенко - 11 124 275 избирателей. Кроме этого, 4,42% избирателей, или 1 066 873 избирателей не поддержали ни одного из кандидатов. Явка на выборах составила 69,07% избирателей. Напомним, 7 февраля в 20:00 в Украине закончилось повторное голосование избирателей на выборах Президента и начался подсчет голосов. Украинцы выбирали Президента из 2 кандидатов: Януковича и Тимошенко, которые набрали наибольшее количество голосов во время первого тура выборов Президента 17 января.http://ukranews.com/ru/news/ukraine/2010/02/08/11767 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2010 ტიმოშენკოსა და იანუკოვიჩს შორის პროცენტული სხვაობა კიდევ შემცირდა08 / 02, 2010 14:01 ტიმოშენკოსა და იანუკოვიჩს შორის პროცენტული სხვაობა კიდევ უფრო შემცირდა. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი მონაცემებით, ამ დროისთვის დამუშავებულია საარჩევნო ოქმების 95,04 პროცენტი - ვიქტორი იანუკოვიჩს ხმების 48,23; ხოლო იულია ტიმოშენკოს 46,14 პროცენტი აქვთ. სხვაობა იანუკოვიჩსა და ტიმოშენკოს ხმებს შორის 2,09 პროცენტამდე შემცირდა, ორივე კანდიდატის წინააღმდეგ 4,43 პროცენტმა მისცა ხმა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ყველაზე ნაკლები ბიულეტენები ყირიმისა და ლუგანსკის ოლქებშია დათვლილი, სადაც, წინასაწარი ინფორმაციით, იანუკოვიჩი ლიდერობს.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted February 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2010 По последним данным из ЦИКа, на выборах побеждает Виктор Янукович. Он опережает Юлию Тимошенко на 2,17 сотых процента голосов. Между тем, затягивается обработка бюллетеней в Крыму, где подсчитано около 52 процентов, и в Луганской области. Партия регионов утверждает, что депутаты Блока Юлии Тимошенко блокируют работу окружных комиссий. Тем временем сторонники Виктора Януковича проводят митинг в Киеве у здания Центризбиркома Украины. Как передает корреспондент «Эхо Москвы» из Киева, здание ЦИКа буквально окружено людьми, и по предварительной оценке там собралось около 10 тысяч людей.Между тем, сама Юлия Тимошенко намерена сегодня днём сделать заявление для прессы. Ранее она заявила, что называть победителя ещё рано и пообещала отстаивать каждый голос. Полная версия: http://echo.msk.ru/news/655012-echo.html ამ ინფორმაციის მიხედვით ბოლომდე არ დათვლილა ლუგანსკის და ყირიმის ოლქები. ისინი ცალსახად იანუკოვიჩის არიან.ამიტომ 2, 17 ალბათ აღარ შემცირდება და პირიქით გაიზრდება. თუმცა ძალიან მცირე განსსხვავებაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 8, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2010 ძუკუ ამ ინფორმაციის მიხედვით ბოლომდე არ დათვლილა ლუგანსკის და ყირიმის ოლქები. ისინი ცალსახად იანუკოვიჩის არიან.ამიტომ 2, 17 ალბათ აღარ შემცირდება და პირიქით გაიზრდება.უკრაინის სიწყნარისთვის ჯობია რომ გაიზარდოს... ისე ამ მცირე სხვაობის დროს მიშას 2000 ზონდერის გაგზავნა ტიმოშენკოს რეიტინგზე თუ იმოქმედებდა ნეტა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted February 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2010 ძუკუ ამ ინფორმაციის მიხედვით ბოლომდე არ დათვლილა ლუგანსკის და ყირიმის ოლქები. ისინი ცალსახად იანუკოვიჩის არიან.ამიტომ 2, 17 ალბათ აღარ შემცირდება და პირიქით გაიზრდება.თუმცა ძალიან მცირე განსსხვავებაა. აბა, მაშინ სხვაობა 3%-ს აცდება. შეგახსენებთ ჩემს ძველ ინფოს, რომ თუ სხვაობა 3%-ზე ნაკლებია, ტიმოშენკოს სასტავს გადაწყვეტილი აქვს არევა, თუ მეტი - მაშინ ჯერ გაჩერდებიან და ვადამდელ არჩევნებზე დაიწყებენ ჩალიჩს ცოტა ხანში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted February 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2010 10:20 На протяжении нескольких часов разрыв между Виктором Януковичем и Юлией Тимошенко сокращался, но теперь он начал медленно расти. Как сообщили в ЦИК Украины, по итогам обработки 96,27% бюллетеней за Януковича проголосовали 48,34% избирателей, а за Тимошенко - 46,05%. Таким образом, разрыв между кандидатами составил 2,29%. Против всех проголосовали 4,41%. Явка составила 69,07%. ეს ბი ბი სი -დანაა. დრო გრინვიჩისაა. თუ არ ვცდები ჩვენთან +4 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.