უცნაური Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 აზრი შენ თუ ამბობ რომ იესო მოსეს მიცემულ კანონებს ასრულებდა მაშინ იქნებ განმარტო მათეს სახარებიდან თავები, მრისხანებაზე და მკვლელობაზე, შეიყვარეთ თქვენი მტრები << ესენი ამ თავებში აშკარად განსხვავებლს ამბობს იესო ვიდე მოსე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 იესომ დაარსა ქრისტიანული რელიგია.ქრისტე არის რმერთი, და შესაბამისად ღმერთი -რელიგიის "დამაარსებლად" და "დასაარსებლად" არ მოვლენია დედამიწას.რელიგია არის შეხედულებათა სისტემა,რომელიც ეყრდნობა სწავლებას,სწავლების დოგმატებს და წეს-რიტუალებს , სამყაროს სულიერი პირველსაფუძველის შესახებ. რელიგია წარმოადგენენ ადეპტების და სულიერი მასწავლებლების და მათი მოწაფეების ეზოთრულ-ოკულტური გამოცდილების გარე-თეორიულ სამოძღვრებო გამოვლენას, და თავად არ გააჩნია და არ ფლობს სულიერი გამოცდილების პრაქტიკულ უნარს. პირდაპირი წვდომას.ამრიგად, რელიგია გახლავთ სახალხო-მასობრივი ფორმა (მხოლდ და მხოლოდ ფორმა) იმ რეალურ-სულიერი შინაარსისა, რაც, როგორც შინაარსი-უკვე ამოწურავს თავის რეალურ გამოვლენას და ქმედებას, და ასეთნაირად -ნაჭუჭის, ანუ გარე გარსის სახით ხდება მისაწვდომი მასების ცნობიერებისათვის.ეს ზოგადი ფორმულირება-ჩარჩო ეხება აბსოლუტურად ყველა რელიგიას.რელიგიების სახით არსებული რუდიმენტი არის ერთ დროს სიცოცხლის ფორმაში არსებული სულიერი მოვლენის გარე გარსი.ანაბეჭდი.სხვა საქმეა ის, თუ როგორ შეუძლია რელიგიაში მისულ ადამიანს ამ ანაბეჭდის მირმა და გამჭოლ გასვლა თავისი სულიერ-ცნობიერი ძალებით. მაგრამ ამ შემთხვევაში მას (პირადად) რელიგიასთან უკვე აღარ ექნება საქმე, არამედ იმ ცოცხალ სულიერ გამოცდილებასთან, რის ანაბეჭდსაც წარმოადგენს ეს რელიგია.ქრისტე არის ღმერთი-ლოგოსი და მან რელიგია კი არ "დააარსა", არამედ სრულიად კაცობრიობის გენეტიკა განმსჭვალა თვითცნობიერების იმ იმპულსით, რომელიც მანამდე არ გააჩნდა კაცობრიობას.ამ თვითცნობიერების (მე ცნობიერის) მეოხებით, უკლებლივ ყველა ადამიანს მიეცა შესაძლებლობა, რომ ინდივიდუალურად, პირადად და საკუთრივ გახდეს სულიერი რეალობის, სულიერი გამოცდილების აღმქმელი და თანაშემოქმედი - ცნობიერად.სხვა საქმეა ის, თუ ვინ როდის და როგორ შეძლებს ამას, გამომდინარე ინდივიდუალური შესაძლებლობებიდან.ქართული სიტყვა "ეკლესია" ეტიმოლოგიურად მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან: "ეკკლესია" (ἐκκλησίαეკლესია არ ქართული სიტყვაა და არც ბერძნული. ეტიმოლოგიურად ის მომდინარეობს ებრაული სიტყვიდან- "კნესია,"კნესეთ".რაც თავყრილობას ნიშნავს. სინაგოგას ებრაულად ქვია ბეით კნესეთი.ანუ - თავყრილობის სახლი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 ქრისტე არის რმერთი, და შესაბამისად nuaka ეს თემა არ ეხება საკითხს იესო ღმერთია თუ არა. თუ იესოს ღმერთობაზე გსურს ვისაუბროთ, დიდი სიამოვნებით. ოღონდ ამისთვის სათანადო თემაში შეგიძლია დაწერი. აი მაგალითად: http://planeta.ge/index.php?showtopic=1360...45&start=45 თემას ქვია: "რა არის სამება?". თუ სათანადო თემაში შეეცდები იესოს ღმერთობის დასაბუთებას სიამოვნებით გამვეხმაურები. ამ თემაში კი საუბარია "იესო ქრისტეს დამოკიდებულებაზე ღვთის სახლებისადმი". ეკლესია არ ქართული სიტყვაა და არც ბერძნული. ეტიმოლოგიურად ის მომდინარეობს ებრაული სიტყვიდან- "კნესია,"კნესეთ".რაც თავყრილობას ნიშნავს. სინაგოგას ებრაულად ქვია ბეით კნესეთი.ანუ - თავყრილობის სახლი.შესაძლოა ბერძნულში სხვა ენიდან შეაღწია სიტყვა "ეკკლესია"-მ. მაგრამ ქართული სიტყვა "ეკლესია" სახარებაში გადმოვიდა ბერძნული ენიდან, როცა ბერძნულ ენაზე დაწერილი ახალი აღთქმის მანუსკრიპტების ქართულ ენაზე თარგმნა მოხდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 აზრი შენ თუ ამბობ რომ იესო მოსეს მიცემულ კანონებს ასრულებდაუცნაური მე ვამბობ? მე არა, იესო ამბობს, მე უბრალოდ ვეთანხმები იმას, რასაც თვითონ ამბობს თავის თავზე: "არ იფიქროთ, რომ კანონის ან წინასწარმეტყველთა წიგნების გასაუქმებლად მოვედი, გასაუქმებლად კი არა, შესასრულებლად მოვედი". შენ კი იმის საპირისპიროს ამბობ , რასაც იესო ამბობდა თავის თავზე. იესო ამბობს შესასრულებლად მოვედიო, შენ ამბობ არაო. ვის დავუჯეროთ: შენ თუ იესოს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mea Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 mea დაასაბუთებ იმ 3 საკითხს რომ გავაგრძელოთ? თუ აქ შეჩერდები?დაგისახელე სახარება, გამოცემის თარიღი და ზუსტი ადგილი სდააც ეგ წერია და ახლა მედიტაციურ მდგომარეობას ვერ მოგგვრი, ჭეშმარიტება , რომ დაადგინო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცნაური Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 აზრი იქნებ კითხვაზე მიპასუხო და ახსნა ის ფაქტი , თუ რატომ გვეუბნება იესო მოსეს მოცემულ კანონებს სულ სხვანარიად ? მაგ ფრაზის დაკოპირება ათასჯერ საჭირო არ არის და სხვათაშორის წინა გვერდზე ახსნა წერია მაგ ფრაზის, შენ სულ სხვაგვარ ინტერპრეტაციას უკეთებ, რაც გაუგბრობას იწვევს იესოს რომ მოსეს კანონები შეესრულებინა და გააგერძელებინა ძველი აღთქმის კანონების შესრულება, ფაქტიურად არაფერი ახალი არ მოხდებოდა ადამიანში და ქრისტეს ამ ქვეყნად მოსვლსაც აზრი დაეკარგებოდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 დაგისახელე სახარება, გამოცემის თარიღი და ზუსტი ადგილი სდააც ეგ წერია და ახლა მედიტაციურ მდგომარეობას ვერ მოგგვრი, ჭეშმარიტება , რომ დაადგინო სახარება საპატრიარქოს არ დაუწერია. საპატრიარქომ თარგმნა და გამოსცა ქართული სახარება. შენ უნდა დაასაბუთო შემდეგი: 1. აუცილებელია დაასაბუთო შენი მოსაზრების სისწორე, ანუ რომ რასაც ამბობ, ის ბიბლიასთან ჰარმონიაშია.2. დაასაბუთე, რის საფუძველზე აცხადებ რომ სიტყვა "აღსასრულებლად" უფრო ზუსტია ვიდრე შესასრულებლად.3. ახსენი, რა განსხვავებაა "შესრულებასა" და "აღსრულებაში". ნაცვლად იმისა დაგესაბუთებინა, მოგყავს ერთერთი თარგმანი. უფრო მეტიც, ზემოთ სამი საკითხი უნდა დაგესაბუთებინა. შენ კი ვერცერთი ვერ დაასაბუთე. უცნაური კითხვაზე გიპასუხე მაშინ, როცა შევთანხმდებით იესოს სიტყვებზე. კაცი ამბობს არ იფიქროთ რომ გასაუქმებლად მოვედიო, შესასრულებლად მოვედიო, შენ კი მეუბნები საპირისპიროს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mea Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 1. ჩემი აზრის სახარებასთან ჰარმონიულობა დავასაბუთე, ჩემი არზის შემცველი ტესტის მითიტებით, სახარებიდან2. ვაცხადებ იმის საფუძველზე, რომ სახარებაში წერია "აღსასრულებლად" და არა "შესასრულებლად"3. არაფერი, უბრალოდ სახარებაში, ჩემ მიერ ჩასწორებული წერია და ჯობია შენც ზუსტი ციტირებები დაწერო.. ასევე ვთვქი, რომ მაგ ორ სიტყვას შორის, შინაარსობრვად, არ არის სხვაობა.. უბრალოდ, სახარებაში, წერია "Aღსასრულებლად" და ქრისტემაც თქვა "აღსრულდა"... თუმცა იქე დავამატე, რომ ჩემს პოსტში მთავარი იყო, არა ამ ორ ტერმინს შორის განსხვავების მითითება და ძიება, არამედ სულ სხვა რამ და თუ რა იყო ეს სხვ რამ, ამას თუ ვერ მიხვდი,ჩემი პრობლემა ნამდვილად არაა : ) სახარება საპატრიარქოს არ დაუწერია. საპატრიარქომ თარგმნა და გამოსცა ქართული სახარება.ხოხ, უყურე შენ, რაში ყოფილა თურმე საქმე . Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 რადგან ჭანოს სხვა შეკითხვები აღარ აქვს იმაზე,მე შეკითხვა არ მაქვს, უბალოდ არ მახსოვს არის თუა არა სხვა ფაქტები.კარგი იქნება თუ ეცდებით თემის ირგვლივ დარჩეთ, რომ მივიცლი ისევ გადავიყვან საწყის კალაპოტში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 1. ჩემი აზრის სახარებასთან ჰარმონიულობა დავასაბუთე, ჩემი არზის შემცველი ტესტის მითიტებით, სახარებიდანmea ხომ დაგიწერე უკვე, რომ სახარება საპატრიარქოს არ დაუწერიათქო. შენ ეყრდნობი ერთი კონკრეტული რელიგიური მიმდინარეობის მიერ გამოცემულ თარგმანს. სინამდვილეში კი, სწორი რომელი თარგმანია "შესასრულებლად " თუ "აღსასრულებლად" ეს უნდა დაგესაბუთებინა ბერძნული მანუსკრიპტის საფუძველზე. რაც ვერ გააკეთე. 2. ვაცხადებ იმის საფუძველზე, რომ სახარებაში წერია "აღსასრულებლად" და არა "შესასრულებლად"აქაც იგივეს იმეორებ. ეყრდნობი ეკლესიურ სახარებას ნაცვლად იმისა დაინტერესდე რა წერია ბერძნულ მანუსკრიპტებში, საიდანაც საპატრიარქომ თარგმნა. 3. არაფერი, უბრალოდ სახარებაში, ჩემ მიერ ჩასწორებული წერია და ჯობია შენც ზუსტი ციტირებები დაწერო.. ზუსტი ციტირება გავაკეთე იმის, რაც ბერძნულ მანუსკრიპტებში წერია! ეგ საპატრიაქროს აქვს ჩასასწორებელი. ასევე ვთვქი, რომ მაგ ორ სიტყვას შორის, შინაარსობრვად, არ არის სხვაობა..თუ არა, რაღას მაწვალებდი ამდენ ხანს. დავამატე, რომ ჩემს პოსტში მთავარი იყო, არა ამ ორ ტერმინს შორის განსხვავების მითითება და ძიება, არამედ სულ სხვა რამ და თუ რა იყო ეს სხვ რამ, ამას თუ ვერ მიხვდი,ჩემი პრობლემა ნამდვილად არაა : ) ხოხ, უყურე შენ, რაში ყოფილა თურმე საქმე .ახლა გადავიდეთ მაგ საკითხზეც. შენ ამბობდი: რის აღსასრულებლად? კანონების? თუ იმ წინასწარმეტყველების რაც ძვ. აღთქმაში წერია?ორივესი. კანონებისაც და იმ წინასწარმეტყველების წიგნებში ჩაწერილის შესასრულებლადაც! ამას თავად იესო ადასტურბს თავისი სიტყვებით (რამდენჯერ დაგიციტიროთ?):"არ იფიქროთ, რომ კანონის ან წინასწარმეტყველთა წიგნების გასაუქმებლად მოვედი, გასაუქმებლად კი არა, შესასრულებლად მოვედი". შენი შეცდომა იმაშია რომ მხოლოდ იესოზე დაწერილი წინასწარმეტყველებების შესასრულებლად მოვიდაო ასე გესმის. სინამდვილეში კი იესო კაკონზე და წინასწარმეტყველების წიგნებზე - ორივეზე საუბრობს. ის ორივეს შესასრულებლად მოვიდა და არა გასაუქმებლად. თუ არ გსურს ნუ დაუჯერებ იესოს სიტყვებს. ამაზე არ ღირს კამათი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mea Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 თუ არა, რაღას მაწვალებდი ამდენ ხანს. მაგას გიხსნიდი წინა პოსტში მარა ვინ მომისმინა : )) ახლა გადავიდეთ მაგ საკითხზეც. შენ ამბობდი: არა, იყოს... გვერდითა თემაში, სამებაზე ისეთი საოცრებები წერე, რაღაც არანაირი სურვილი აღარ მაქვს, საუბრის გაგრძელების : ) ცუდად არ გამიგო და დრო მენანება ... მართალი ხარ ყორიფელში... აპა შენ დოუკააარ.. დრაპატა ტიტაა დრუპატა ტიტატა : )) წავეი, წავუძინო პაწა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 მაგას გიხსნიდი წინა პოსტში მარა ვინ მომისმინა : )) არა, იყოს... გვერდითა თემაში, სამებაზე ისეთი საოცრებები წერე, რაღაც არანაირი სურვილი აღარ მაქვს, საუბრის გაგრძელების : ) ცუდად არ გამიგო და დრო მენანება ... მართალი ხარ ყორიფელში... აპა შენ დოუკააარ.. დრაპატა ტიტაა დრუპატა ტიტატა : )) წავეი, წავუძინო პაწაmea ასეა, როცა საქმე საქმეზე მიდგება არ გსურთ ხოლმე თქვენი რელიგიური მოსაზრებების მართებულობის და ბიბლიურობის დასაბუთება. გინდათ რომ ხალხმა თქვენი სიტყვები აიტაცოს და დაიჯეროს ანუ ბრმად მორმწუნე გახდეს. კარგად. :hello: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nefertiti Posted January 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2010 დასაბუთებაეს არაფერ შუაშია, რადგან თუ შენ არ გინდა დანახვა და შემეცნება, რაც არ უნდა საბუთები მოგიტანონ, მაინც ვერ დაინახავ და ვერ დაიჯერებ.თუ ჭეშმარიტების შეცნობა გინდა, მოვლენას სუბიექტურად არ უნდა შეხედო... გინდათ რომ ხალხმა თქვენი სიტყვები აიტაცოს და დაიჯეროს ანუ ბრმად მორმწუნე გახდეს არანაირად!შემეცნებითი სიბრმავე ყველაზე და ყველაფერზე საშინელებაა ამ სამყაროში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted January 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2010 Nefertiti სიმართლე გითხრა გამეღიმა შენი პოსტი რომ წავიკითხე. თან ამბობ დანახვა თუ არ გინდა რამდენი ფაქტიც გინდა მოგიტანონ მაინც ვერ დაინახავ და ვერ დაიჯერებო. თქვენ დადეთ ფაქტები და მერე ვილაპარაკოთ. რა კაია, ვინმეს ეტყვი რაღაცას და თან დაუყოლებ, ფაქტებსად დაგიდებდი მარა მაინც ვერ დაინახავო. ხალხო, რაც გნებავთ ის იწამეთ და როგორც გნებავთ, ვინ გიშლით. მაგრამ, როცა სხამაც გინდათ დაგიჯეროთ, დაიმახსოვრეთ, რომ ამისთვის საკმარისი საფუძველი უნდა ჰქონდეთ. მასე ჰაერზე ყველა არ დაგიჯერებთ. ახლა თემას დაუბრუნდით და იესოს დამოკიდებულებას "ღვთის სახლებისადმი" წერეთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nefertiti Posted January 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 17, 2010 როცა სხამაც გინდათ დაგიჯეროთ არავისთვის არაფრის დაჯერებას არ ვაპირებყველა ადამიანს თვალებიც გაქვს, აზროვნებაც და შემეცნების უნარიც (ნუ, ვის როგორ )ისევ ვიმეორებ - სხვა ვერაფერს დაგანახებს თუ შენ არ გინდა დანახვა ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.