უცნაური Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 აზრი წმინდა წერილიდან, ანუ ბიბლიიდან. აბა საიდან დავასკვნი? 001.gif იქ არ ვყოფილვარ. 011.gifბიბლიას ? თუ ახალ აღთქმას ? ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 იმედია თემა მიგვიყვანს კითხვამდეც და პასუხამდეს ;) :maladec: მადლობა თუ არ დაგეზარება და დრო გექნება, იქნებ კიდევ დადო ამონარიდები. ჭანო რა მონაკვეთები გინდა დავდო? იესომ - როგორც მახსოვს - ერთხელ გამოყარა ისინი "ღვთის სახლიდან" [ ალბათ მეტად აღარ დასჭირვებია მსგავსად მოქცეულიყო ] და "ახალ აღთქმაში" (რამდენადაც მახსოვს) მხოლოდ სამ სახარებებშია (მათეში, მარკოზში და იოანეში) ჩაწერილი იესოს ასეთი მოხერხებული და ღვთისადმი ერთგულების გამომხატველი ქმედების შესახებ: მათე 21:12: "შევიდა იესო ტაძარში და გარეთ გაყარა ყველა, ვინც ტაძარში ყიდდა და ყიდულობდა, ფულის გადამცვლელებს მაგიდები გადაუყირავა და მტრედების გამყიდველებს — სკამები". მარკოზი 11:15: "იერუსალიმში რომ მივიდნენ, შევიდა იესო ტაძარში და გარეთ გაყარა ყველა, ვინც ტაძარში ყიდდა და ყიდულობდა, ფულის გადამცვლელებს მაგიდები გადაუყირავა და მტრედების გამყიდველებს — სკამები". იოანე 2:15,16: "თოკებისგან შოლტი გააკეთა და ტაძრიდან გამორეკა ყველა, ცხვარსა და საქონელთან ერთად, ფულის გადამცვლელებს კი ფული დაუბნია და მაგიდები აუყირავა. მტრედების გამყიდველებს უთხრა: მოაშორეთ ესენი აქედან! გეყოთ მამაჩემის სახლის სავაჭრო სახლად ქცევა!". უცნაური ბიბლია შედგება სულ 66 წიგნისგან. "ძველი აღქმა" 39 (წიგნები) და "ახალი აღთქმა" (27 წიგნი). ორივეს ერთად უწოდებენ "ბიბლიას" და ზოგჯერ "წმინდა წერილებს". სიტყვა "ბიბლია" (βιβλία) ბერძნული სიტყვაა და "პატარა წიგნებს" ნიშნავს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 რა მონაკვეთები გინდა დავდო?აი ეკლესიაშიც რომ შევიდა 12 წლის იყო თუ არ ვცდები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცნაური Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 აზრი ანუ შენი აზრით იესოს დამოკიდებულება ღვთის სახლის მიმართ, მარტივად რომ ვთქვათ, დადებითი იყო ? ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 აი ეკლესიაშიც რომ შევიდა 12 წლის იყო თუ არ ვცდები ააა.. გასაგებია. ;) მაშინ იესო პატარა ბავშვი იყო. უსმენდა ებრაელ რაბინებს (მასწავლებლებს, ანუ მოძღვრებს) და მათგან სწავლობდა ღვთის შესახებ უამრავ რამეს რაც მის დაბრძენებაში და სულიერ ზრდაში დიდ როლს ასრულებდა. ბარემ მოვიყვან ამ მონაკვეთსაც სახარებიდან: "41 მისი მშობლები ყოველ წელს დადიოდნენ იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე. 42 როცა ის თორმეტი წლისა გახდა, ჩვეულებისამებრ, დღესასწაულზე ავიდნენ 43 და იქ ბოლომდე დარჩნენ. დაბრუნებისას ყმაწვილი იესო იერუსალიმში დარჩა. მშობლებმა ეს ვერ შეამჩნიეს, 44 ეგონათ, სხვა მგზავრებთან ერთად მიდიოდა, და ერთი დღის სავალი რომ გაიარეს, მხოლოდ მაშინ დაუწყეს ძებნა ნათესავებსა და ნაცნობებს შორის. 45 ვერ იპოვეს და იერუსალიმში დაბრუნდნენ საძებნელად. 46 სამი დღის შემდეგ ტაძარში იპოვეს; მასწავლებლებს შორის იჯდა, უსმენდა მათ და კითხვებს უსვამდა. 47 მისი გაგება და პასუხები ყველა მის მსმენელს აოცებდა. 48 როცა დაინახეს იგი, განცვიფრდნენ. დედამისმა უთხრა: შვილო, ეს რა გვიყავი? მე და მამაშენი გულშემოყრილები დაგეძებთ. 49 მან კი მიუგო: რატომ მეძებდით? ნუთუ არ იცოდით, რომ მამაჩემის სახლში უნდა ვყოფილიყავი? 50 მაგრამ ისინი ვერ მიუხვდნენ ნათქვამს.51 ის გაჰყვა მათ ნაზარეთში და კვლავაც ემორჩილებოდა. დედამისმა გულში ჩაიმარხა მისი სიტყვები. 52 ემატებოდა იესოს სიბრძნე, იზრდებოდა და უფრო მეტ კეთილგანწყობილებას იხვეჭდა ღვთისა და ადამიანთა თვალში". ლუკას სახარება, თავი 2. უცნაური ჯერ ის მითხარი, რას ეძახი დადებით დამოკიდებულებას და უარყოფით დამოკიდებულებას და გეტყვი მე რა არისაც ვარ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mea Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 (edited) ჭანო იესო, როგორც ებრაელი, პატივს სცემდა, ემორჩილებოდა და ასრულებდა იუდაური რელიგიის ადათწესებს, რელიგიურ მცნებებს და კანონებს. იესო არის ყველაზე დიდი რევოლუციონერი, რომელმაც თავდაყირა დააყენა, ძველი აღთქმა, თავის მრწამსიან, 10 მცნებიანად. ... ქრისტემდე იყო, სისხლისმიერი კავშირის უპირატესობა, მოვიდა იესო და თქვა "დედას დავაშორებ ქალიშვილს, რძალს დედამთილს, ".. იესომ უარყო სისხლისმიეი კავშირები და თქვა, რომ უმთავრესი სულიერი კავშირია. ქრისტემ უთხრა მოძღვრებს " ვაი თქვენ რჯულის მოძღვარნო (იგულისხმება იუდეველების მოძღრები) რადგანაც ხელთ გიპყრიათ, ჭეშმარიტების გასაღები და არ აძლევთ მას, ხალხს"... - ღმერთთნ კავშირის დამყარების საშუალება , მხოლოდ დაწინაურებულ ფენას კი არა, აბსოლუტურად ყველას უნდა მიეცესო. არადა, ვიცით რომ იესომდე , ძველ მისტერიებში, ყველას არ და ვერ ჰქონდა, სულიერ სამყაროსთან კავშირის დამყარების საშუალება.. ქრისტე მოვიდა და თქვა , რომ ღმერთი არის ყველაში. ძველი აღთქმა "გიყვარდეს მოყვასი და გძულდეს მტერი შენი"-ს რელიგიაა, ახალი კი, პირველ რიგში "გიყვარდეს მტერის" და ყველაზე მთავარი, ქრისტემდე იყო შიში, და ქრისტემ მოიტანა სიყვარული ამგვარად შექმნა შიშმა სიყვარული ("შიში შიექმს სიყვარულსა" ) ასტე რომ, ქრისტე ძველი აღთქმის კანონებს და წესებს კი არ მისდევდა, პირიქით ანრევდა მათ ... "ნგრევისთვის მოვიდა და არა მშვიდობისთვის" და დაანგრია კიდეც Edited January 16, 2010 by mea Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mea Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 (edited) ჭანო მათე 21:12: "შევიდა იესო ტაძარში და გარეთ გაყარა ყველა, ვინც ტაძარში ყიდდა და ყიდულობდა, ფულის გადამცვლელებს მაგიდები გადაუყირავა და მტრედების გამყიდველებს — სკამები". მარკოზი 11:15: "იერუსალიმში რომ მივიდნენ, შევიდა იესო ტაძარში და გარეთ გაყარა ყველა, ვინც ტაძარში ყიდდა და ყიდულობდა, ფულის გადამცვლელებს მაგიდები გადაუყირავა და მტრედების გამყიდველებს — სკამები". იოანე 2:15,16: "თოკებისგან შოლტი გააკეთა და ტაძრიდან გამორეკა ყველა, ცხვარსა და საქონელთან ერთად, ფულის გადამცვლელებს კი ფული დაუბნია და მაგიდები აუყირავა. მტრედების გამყიდველებს უთხრა: მოაშორეთ ესენი აქედან! გეყოთ მამაჩემის სახლის სავაჭრო სახლად ქცევა!"."."შენ ხარ ტაძარი" :yes2: Edited January 16, 2010 by mea Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცნაური Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 აზრი მე უბრალოდ იმის კითხვა მინდა , თუ რა არის ბოლო აკორდი შენი პოსტებისა?ანუ საბოლოო პასუხი კითხვაზე: როგორ იყო იესოს დამოკიდებულება ღვთის სახლის მიმართ?შენ მოიყვანე ადგილები სახარებიდან მარა შენ რას იტყვი ? ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
MR:RAZIEL Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 და დღეს კვლავ მიდის ფულის ცვლა ტაძარში მაგრამ მაგიდების ამყირავებელი არსად ჩანს.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 ასტე რომ, ქრისტე ძველი აღთქმის კანონებს და წესებს კი არ მისდევდა, პირიქით ანრევდა მათ ...mea გასაგებია შენი თვალსაზრისი ჩემთვის. მაგრამ გამუქეული რაც არის ზემოთ, მაგაში ვერ დაგეთანხმები. როგორ უკვე დავწერე წინა პოსტებში, იესო თავად ამბობს, რომ ის "სესასრულებლად" მოვიდა. ის ასრულებდა მოსესთვის გადაცემულ კანონებს, რომლებიც იუდაური რელიგიის კანონებსა და მცნებებს წარმოადგენდა. "არ იფიქროთ, რომ კანონის ან წინასწარმეტყველთა წიგნების გასაუქმებლად მოვედი, გასაუქმებლად კი არა, შესასრულებლად მოვედი". - ამბობდა იესო. უცნაური ვერ მივხვდი შენ შეკითხვას. მე ჭანოს შეკითხვას (თხოვნას) გამოვეხმაურე. ეს იყო ჩემი ბოლოც და პირველი აკორდიც. ;) MR:RAZIEL დღეს მაგიდებს ვერავის ამოუტრიალებ. კონსტიტუციის, ადამიანების უფლებების (და საერთოდ, სახელმწიფოში არსებული კანონმდებლობის) დარღვევა იქნებოდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mea Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 (edited) mea "არ იფიქროთ, რომ კანონის ან წინასწარმეტყველთა წიგნების გასაუქმებლად მოვედი, გასაუქმებლად კი არა, შესასრულებლად მოვედი". - ამბობდა იესო.ერთი მცირედი შენიშნვნა.. შესასრულებლად არა, აღსასრულებლად მოვედიო (უფრო კარგად ჟღერს და თანაც უფრო ზუსტია ) რის აღსასრულებლად? კანონების? თუ იმ წინასწარმეტყველების რაც ძვ. აღთქმაში წერია? (ძვ. აღთქმაში ნაწინასწარმეტყველები იყო, ქრისტეტს მოვლინება) მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ წინასწარმეტყველების აღსრულებაზეა ზემოთ საუბარი... და რა თქმ უნდა ეს ასეა, ღმერთის მატერიაში მოვლინებით, აღსრულდა ძვ. აღთქის წინასწარმეტყველება და ჯვარზე გაკრული ქრისტეტს ბოლო სიტყვა იყო :"აღსრულდა" : ) Edited January 16, 2010 by mea Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mea Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 ის ასრულებდა მოსესთვის გადაცემულ კანონებს, რომლებიც იუდაური რელიგიის კანონებსა და მცნებებს წარმოადგენდა.კარგი, მაშIნ ერთი ლოგიკური კითხვა: თუ ქრისტე მისდევდა ძVელი აღთქმის კანონებს და მას ახალი არაფერი შეუქმნია, მაშIნ საერთოდ რა საჭირო იყო მისი მოვლინება, რატომ შეიქმნა ახალი რელიგია, ქრისტიანობა? შენი ლოგიკით, გამოდის რომ ძVელ აღთქმასა და ახალ აღთქმას შორის არანაირი განსხვავება არ ყოფილა.. მაშIნ რაღატომ შეიქმნა ახალი აღთქმა, საერთოდ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 ერთი მცირედი შენიშნვნა.. შესასრულებლად არა, აღსასრულებლად მოვედიო (უფრო კარგად ჟღერს და თანაც უფრო ზუსტია )mea როგორც ვხედავ, თემა სხვა მიმართულებით ვითარდება. რადგან ჭანოს სხვა შეკითხვები აღარ აქვს იმაზე, რასაც "ღვთის სახლისადმი" იესოს დამოკიდებულებას ეხება, მაშინ შენს "შესწორებებზე" გავამახვილებ ჩემს ყურადღებას. რადგან ამბობ რომ იესო არ ასრულებდა მოსესთვის მიცემულ კანონებსა და იმას, რაც წინასწარმეტყველებების წიგნებშია ჩაწერილი, მაშინ 1. აუცილებელია დაასაბუთო შენი მოსაზრების სისწორე, ანუ რომ რასაც ამბობ, ის ბიბლიასთან ჰარმონიაშია.2. დაასაბუთე, რის საფუძველზე აცხადებ რომ სიტყვა "აღსასრულებლად" უფრო ზუსტია ვიდრე შესასრულებლად.3. ახსენი, რა განსხვავებაა "შესრულებასა" და "აღსრულებაში". როცა ამ საკითხებს საფუძვლიანად დაასაბუთებ, გავაგრძელოთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mea Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 დაასაბუთე, რის საფუძველზე აცხადებ რომ სიტყვა "აღსასრულებლად" უფრო ზუსტია ვიდრე შესასრულებლად. მათე5, 17. 1992 წლის გამოცემა.. საპატრიარქიოს მიერ გამოცემული თუ ნაკურთხი თუ როგრცაა : ) თუმცა მაგ ტერმინს მანდ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, აბსოლუტურად არანაირი.. უბრალოდ , სახარებაში ეგ სიტყვა წერია და იმიტომ ჩაგისწორე, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს : ) ცუდია, რომ ჩემს პოსტში , ეგ მიიჩნე მთავარ სათქმლად : ) mea როცა ამ საკითხებს საფუძვლიანად დაასაბუთებ, გავაგრძელოთ. შენ და კითხვაზე ხომ არ მიპასუხებდი ? : ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 mea დაასაბუთებ იმ 3 საკითხს რომ გავაგრძელოთ? თუ აქ შეჩერდები? რაც შეეხება შენს შეკითხვას, მაქამდეც მივალთ, ოღონდ აქეთ იქეთ ნუ ვივლით, ჯერ ერთს მივხედოთ, შემდეგ სხვა საკითხზე გადავიდეთ. თუმცა, ნაწილობრივ მოკლედ გეტყვი შენს შეკითხვასთან დაკავშირებითაც. შენი შეკითხვა იყო: კარგი, მაშIნ ერთი ლოგიკური კითხვა: თუ ქრისტე მისდევდა ძVელი აღთქმის კანონებს და მას ახალი არაფერი შეუქმნია, მაშIნ საერთოდ რა საჭირო იყო მისი მოვლინება, რატომ შეიქმნა ახალი რელიგია, ქრისტიანობა? შენი შეკითხვა შენსავე მოსაზრებებზეა აგებული. მე დავწერე, რომ იესო ასრულებდა მოსესთვის მიცემულ კანონებს, რომელი კანონებიც იუდაური რელიგიის კანონებს წარმოადგენდა. არსად არ დამიწერია რომ იესოს ახალი არაფერი შეუქმნია. ასე რომ, ნუ ამოიკითხავ ისეთ რამეს ჩემს პოსტებში, რაც არ არის. თუ რაიმეს ვერ გაიგებ მკითხე რომ არასათანადო შეკითხვები თავიდან ავიცილოთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.