kisa Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 maliari კოლექტიური ბოდვაა ეს და არა პოლიტიკა :yes2: კი ეგრეა, მაგრამ ხომ ხედავ ეს ხალხი ყველაფერს "ყლაპავს" და ამათაც ამიტომ აქვთ თავს გასულიმე მაინტერესებს - რა გვაქ " ვ სუხომ ოსტატკე"? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 გიგი უგულავას “ნიუსვიკში” დაბეჭდილ ინტერვიუსთან დაკავშირებით მერიამ განმარტება გაავრცელა16 / 01, 2010 14:47 თბილისის მერიამ “ნიუსვიკის” რუსულ გამოცემაში დაბეჭდილ გიგი უგულავას ინტერვიუსთან დაკავშირებით განმარტება გაავრცელა. განმარტება ინგლისურ ენაზე გავრცელდა. “ინტერპრესნიუსი” მის თარგმანს გთავაზობთ: “ინტერვიუ თბილისის მერთან, გიგი უგულავასთან, რომელიც “ნიუსვიკის” რუსულ გამოცემაში 15 იანვარს დაიბეჭდა, შეიცავს უამრავ უზუსტობას. ყველაზე მნიშვნელოვანი მათგანი არის მერის განცხადება ნატო-სკენ სწრაფვაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ტერიტორიების რუსი საოკუპაციო ძალებისგან გათავისუფლების სანაცვლოდ. გიგი უგულავას არასოდეს უგულისხმია, რომ საქართველოს მისწრაფება ნატო-ს მიმართ სათუოა და შეიძლება ამით ვაჭრობა. ნატო-ში გაწევრიანება არის ქართველი ხალხის ძლიერი სურვილი, რომელიც დადასტურდა 2007 წლის 5 იანვრის პლებისციტის შედეგებით. მერს არ აქვს არც უფლება და არც განზრახვა, იგნორირება გაუკეთოს ქართველი ხალხის ნებას. უფრო მეტიც, მერი თავად დიდი მომხრეა ნატო-ს წევრობის და მიაჩნია, რომ ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია”,-ნათქვამია მერიის განმარტებაში. შეგახსენებთ, რომ რუსულ „ნიუსვიკში“ დაბეჭდილი ინტერვიუს მიხედვით, უგულავა აცხადებს, რომ „თუ რუსეთი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან თავის ჯარებს გაიყვანს, სანაცვლოდ საქართველო ნატო-ში შესვლაზე უარს იტყვის. ამავდროულად, უგულავა დარწმუნებულია, რომ ამ ნაბიჯს რუსეთი არ გადადგამს. ის ურთიერთობები, რომელიც ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს, არ არის ის ფორმატი, რომლის დროსაც შესაძლებელია ფუნდამენტურ საკითხებზე საუბარი. პუტინსა და სააკაშვილს შორის პერსონალური უსიყვარულობა მეორე პლანზე უნდა გადავიდეს. დროა საუბრის დაწყება, მაგრამ იგი რუსეთმა უნდა დაიწყოს“. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 “ინტერვიუ თბილისის მერთან, გიგი უგულავასთან, რომელიც “ნიუსვიკის” რუსულ გამოცემაში 15 იანვარს დაიბეჭდა, შეიცავს უამრავ უზუსტობას. ყველაზე მნიშვნელოვანი მათგანი არის მერის განცხადება ნატო-სკენ სწრაფვაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ტერიტორიების რუსი საოკუპაციო ძალებისგან გათავისუფლების სანაცვლოდ. გიგი უგულავას არასოდეს უგულისხმია, რომ საქართველოს მისწრაფება ნატო-ს მიმართ სათუოა და შეიძლება ამით ვაჭრობა. ნატო-ში გაწევრიანება არის ქართველი ხალხის ძლიერი სურვილი, რომელიც დადასტურდა 2007 წლის 5 იანვრის პლებისციტის შედეგებით. მერს არ აქვს არც უფლება და არც განზრახვა, იგნორირება გაუკეთოს ქართველი ხალხის ნებას. უფრო მეტიც, მერი თავად დიდი მომხრეა ნატო-ს წევრობის და მიაჩნია, რომ ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია”,-ნათქვამია მერიის განმარტებაში.)ეს რა არის? დაზადნა, თუ ლაფატკაზე დასვეს ამის გულისთვის?თუ ნატომ წაიკითხა და დაურხია ნაციკებს?რატომ არის ეს განცხადება ინგლისურად გამოქვეყნებული? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 )ეს რა არის? დაზადნა, თუ ლაფატკაზე დასვეს ამის გულისთვის?თუ ნატომ წაიკითხა და დაურხია ნაციკებს?რატომ არის ეს განცხადება ინგლისურად გამოქვეყნებული?დასავლეთს აშანტაჟებენ, ეტყობა ფული შემოელიათ : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 (edited) Siknadmo თუ ნატომ წაიკითხა და დაურხია ნაციკებს?ნატო ამაზე რატომ გაბრაზდებოდა.რა გვეხვეწება შემოდითო და ჩვენ უარზე ვართ?რაც შეეხება უზუსტობას, მე დარწმუნებული ვარ "ნიუსვიკს" ინტერვიუს აუდიო ჩანაწერი ნამდვილად ექნება. Edited January 16, 2010 by ძუკუ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 ნიუსვიკი არის გაზპრომის გაზეთი! არა სატურნი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 maliari ნიუსვიკი არის გაზპრომის გაზეთი!თანაც რუსული ნიუსვიკი. ამას მტკიცებაც აღარ სჭირდება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 თანაც რუსული ნიუსვიკი. ამას მტკიცებაც აღარ სჭირდებამარა ჩასარეცხია შპიგელტან ერთათ-ჭეშმარიტი პატრიოტი მარტო გაზეთ 24 საათს კითხულობს და ჟურნალ პრაიმ-თაიმს. თუ ტელევიზორი იშოვა რეალ-ტივის უცქერს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 maliari ჭეშმარიტი პატრიოტი მარტო გაზეთ 24 საათს კითხულობს და ჟურნალ პრაიმ-თაიმს. თუ ტელევიზორი იშოვა რეალ-ტივის უცქერს :maladec: : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 ძუკუ ნატო ამაზე რატომ გაბრაზდებოდა.რა გვეხვეწება შემოდითო და ჩვენ უარზე ვართ?ნუ იტყვი, ძუკუ მაგათაც აქვთ ძალიან ბევრი ფული დახარჯული Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 ჩემდა წილად მე ვპირდები რუსეთს, რომ მისი ნავთობის საბადოებზე პრეტენზიებს არ წამოვაყენებთ, ეკონომიკურ ბლოკადას არ მოვუწყობთ და ირანსაც არ დავარტყავთ იმ შემთხვევაში თუ კაკ მინიმუმ ცხინვალის რეგიონს გაეშვება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
chegesto Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 თბილისის მერიამ “ნიუსვიკის” რუსულ გამოცემაში დაბეჭდილ გიგი უგულავას ინტერვიუსთან დაკავშირებით განმარტება გაავრცელა. განმარტება ინგლისურ ენაზე გავრცელდა. “ინტერპრესნიუსი” მის თარგმანს გთავაზობთ: “ინტერვიუ თბილისის მერთან, გიგი უგულავასთან, რომელიც “ნიუსვიკის” რუსულ გამოცემაში 15 იანვარს დაიბეჭდა, შეიცავს უამრავ უზუსტობას. ყველაზე მნიშვნელოვანი მათგანი არის მერის განცხადება ნატო-სკენ სწრაფვაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ტერიტორიების რუსი საოკუპაციო ძალებისგან გათავისუფლების სანაცვლოდ. გიგი უგულავას არასოდეს უგულისხმია, რომ საქართველოს მისწრაფება ნატო-ს მიმართ სათუოა და შეიძლება ამით ვაჭრობა. ნატო-ში გაწევრიანება არის ქართველი ხალხის ძლიერი სურვილი, რომელიც დადასტურდა 2007 წლის 5 იანვრის პლებისციტის შედეგებით. მერს არ აქვს არც უფლება და არც განზრახვა, იგნორირება გაუკეთოს ქართველი ხალხის ნებას. უფრო მეტიც, მერი თავად დიდი მომხრეა ნატო-ს წევრობის და მიაჩნია, რომ ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია”,-ნათქვამია მერიის განმარტებაში. შეგახსენებთ, რომ რუსულ „ნიუსვიკში“ დაბეჭდილი ინტერვიუს მიხედვით, უგულავა აცხადებს, რომ „თუ რუსეთი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან თავის ჯარებს გაიყვანს, სანაცვლოდ საქართველო ნატო-ში შესვლაზე უარს იტყვის. ამავდროულად, უგულავა დარწმუნებულია, რომ ამ ნაბიჯს რუსეთი არ გადადგამს. ის ურთიერთობები, რომელიც ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს, არ არის ის ფორმატი, რომლის დროსაც შესაძლებელია ფუნდამენტურ საკითხებზე საუბარი. პუტინსა და სააკაშვილს შორის პერსონალური უსიყვარულობა მეორე პლანზე უნდა გადავიდეს. დროა საუბრის დაწყება, მაგრამ იგი რუსეთმა უნდა დაიწყოს“. პ.ს შეშინებულს უფრო გაქვს ეს კაძახი შიდამოხმარებისთვისაა ეს ინფო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 ანუ, ნატო გვირჩევნია აფხაზეთს და სამხ. ოსეთს ხო? : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 (edited) ანდრო ბარნოვი - პუტინის მისამართით უგულავას რევერანსები იმის ნიშანია, რომ თბილისი მოსკოვთან კონფრონტაციის დაძლევისთვის მზად არის, თუ ამგვარ ნაბიჯებს კრემლიც გადადგამს რუსული "ნიუსვიკისათვის" მიცემულ ინტერვიუში გიგი უგულავას მიერ გამოთქმულ სერიოზულ პოლიტიკურ მოსაზრებებზე „ინტერპრესნიუსი“ სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის დირექტორს, პოლიტოლოგ ანდრო ბარნოვს ესაუბრა. - ბატონო ანდრო, რას შეიძლება ნიშნავდეს რუსულ პრესაში თბილისის მერისა და 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებში ხელისუფლების ფავორიტის, გიგი უგულავას სერიოზული პოლიტიკური მესიჯებით გამოჩენა? შეიძლება, შეიქმანს შთაბეჭდილება, რომ უგულავა რუსეთს საკუთარ თავს მომლაპარაკებლად სთავაზობს? - გიგი უგულავა იმ მმართველი გუნდის წარმომადგენელია, რომელთანაც რუსეთის ხელისუფლება დიალოგზე უარს ამბობს, მაგრამ ინტერვიუ საინტერესოა იმითაც, რომ რუსეთში ბევრი წაიკითხავს, რადგანაც `ნიუსვიკზეა~ საუბარი. ამ ჟურნალს რუსეთის ფარგლებს გარეთაც ფარტო აუდიტორია გაეცნობა. ჩემი აზრით, ეს ინტერვიუ არის მცდელობა, გარკვეული მესიჯები იყოს გაშვებული რუსეთის ხელმძღვანელობის მიმართულებით. არ დამრჩენია ისეთი შთაბეჭდილება, რომ იგი მოსკოვს რამე რანგში სთავაზობდეს საკუთარ თავს მომლაპარაკებლად. მისი განცხადება შეიცავს მტკიცებას, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მთავრობასთან დიალოგისათვის მზად არის, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ უგულავა მოსკოვს მასთან საუბარს სთავაზობს. გარდა ამისა, არანაირად არ ვუშვებ, რომ უგულავამ პრეზიდენტისგან დამოუკიდებლად მოქმედება დაიწყო. როგორც ჩანს, უგულავას პირით ხელისუფლებამ მოსკოვს გარკვეული მესიჯები გაუგზავნა, რაც სულაც არ ნიშნავს, რომ თუ მოსკოვს დიალოგი უნდა, უგულავას უნდა ელაპარაკონ. ამას უგულავა არც ამბობს და არც გულისხმობს. უგულავას ინტერვიუდან მხოლოდ ის ჩანს, რომ თუ კრემლი თბილისთან დიალოგს მოისურვებს, მას ამის გაკეთება შეუძლია. - რას იტყოდით უგულავას განცხადებაზე, რომ თუ რუსეთი თავის ჯარებს გაიყვანს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან, სანაცვლოდ საქართველო უარს იტყვის ნატო-ში გაწევრიანებაზე? წარმოუდგენელია, რომ ამგვარი განცხადება უგულავას პრეზიდენტთან შეუთანხმებლად გაეხმოვანებინა? - რა თქმა უნდა, ამ ტიპის განცხადებები სპონტანურად არ კეთდება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ამ საკითხზე სააკაშვილის განცხადებებიც. მას აქვს ნათქვამი, რომ პუტინს საქართველოს მხრიდან ნატო-ზე უარის თქმას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სანაცვლოდ სთავაზობდა. აქ თვისობრივად ახალი, რაც აქამდე არ თქმულა, არაფერი არ არის. უგულავამ ისაუბრა რუსეთის ბაზარზე საქართველოს პროდუქციის დაბრუნებაზე რუსეთ-ბელორუს-ყაზახეთის საბაჟო კავშირის საშუალებით, რაზეც, სხვათა შორის, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განცხადებები უკვე გააკეთა. პრინციპულად ახალი უგულავას არაფერი უთქვამს, მაგრამ ფაქტია, რომ მის ინტერვიუში ერთად არის თავმოყრილი საქართველოს ხელისუფლების რუსეთთან ურთიერთობისა და იგივე ნატო-სთან მიმართებაში თბილისის ოფიციალური პოზიციები. ახალი შეიძლება იყოს ის, რომ უგულავა რუსეთის ხელისუფლებას გარკვეულ რევერანსებსაც უკეთებს. პუტინის მისამართით უგულავას გაკეთებული რევერანსები იმის ნიშანია, რომ ქართული მხარე მოსკოვთან კონფრონტაციის დაძლევისათვის მზად არის, თუ ამგვარ ნაბიჯებს კრემლიც გადადგამს. - ინტერვიუში უდავოდ საინტერესო და ყველაზე მნიშვნელოვანი პასაჟია _ ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაშვებით ვერ გვიყიდით! თბილისსა და მოსკოვს შორის მთავარი სასაუბრო თემა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიებია. . . - ერთადერთი რაც ამ ინტერვიუში ძალიან მნიშვნელოვანია, ნატო-ს საკითხია, მაგრამ ეს არა გემოვნებას, არამედ რეალობას უკავშირდება. ჩვენთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როგორმე დაიძრას კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები. ფაქტია, რომ ამ საკითხებს ნატო ვერ მოგვიგვარებს, დღეისთვის ნატო-სთან საქართველოს სწრაფ რეჟიმში ინტეგრაცია მოსალოდნელი არ არის. ასე რომ, უგულავას განცხადებაში გასაკვირი არაფერი არ არის. - უგულავას ზოგადპოლიტიკურ საკითხებზე განცხადებების კეთება მანამდეც ხშირად ახასიათებდა, მაგრამ ახლა, როცა ადგილობრივი არჩევნები ახლოვდება, მის მიერ ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე სერიოზული განცხადებების გაკეთება რას შეიძლება ნიშნავდეს? - ადრე იგი მართლაც აკეთებდა სერიოზულ თემებზე განცხადებებს, ამგვარი კომენტარები კი, მისგან კარგა ხანია, არ გვსმენია. ახლა რუსულ პრესაში მოკლე, მაგრამ მაინც ტევადი ინტერვიუ გამოჩდა და ძნელი სათქმელია, ეს რას შეიძლება ნიშნავდეს. შესაძლოა, ეს მარტო იმასთან იყოს დაკავშირებული, რომ უგულავას ჟურნალისტი დაუკავშირდა, რაც ნაკლებადსავარაუდოა, მაგრამ არც ეს არ არის გამორიცხული. რუს ჟურნალისტს, იმ თემების გარეშე, რომელზეც უგულავა საუბრობს, ვერ ესაუბრები. შეიძლება, ეს იყოს ხელისუფლების მცდელობა, მოსკოვს გარკვეული მესიჯები მიაწოდოს. უბრალოდ, ამ შემთხვევაში უგულავას სახით შესაფერისი კადრი შეირჩა. - როგორი რეაქცია შეიძლება ჰქონდეთ რუსეთში უგულავას განცხადებებზე? - ვფიქრობ, ამაზე ღია რეაქცია არ იქნება. ყოველ შემთხვევაში - ჯერჯერობით. შესაძლოა, მეორე და მესამე რანგის პოლიტიკოსებმა, მაგალითად სათათბიროს წევრებმა ამაზე გაამახვილონ ყურადღება, მაგრამ ოფიციალური და მნიშვნელოვანი ფიგურებისგან უგულავას განცხადებებზე ღია რეაქციას არ ველი. კულისებში რა პროცესები დაიძვრება, ამაზე ინფორმაციის გარეშე საუბარი, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ერთი, რაშიც დარწმუნებული ვარ, მოსკოვის მხრიდან უგულავას განცხადებების არც უარმყოფელი და არც დადებითი განცხადებები არ მოჰყვება. ალბათ, ვინც საჭიროა, ისინი უგულავას მოსაზრებებს მოსკოვში ჩაინიშნავენ და ამას რა მოჰყვება, დრო გვიჩვენებს. კობა ბენდელიანი“ინტერპრესნიუსი” P.S. თბილისის მერიამ “ნიუსვიკის” რუსულ გამოცემაში დაბეჭდილ გიგი უგულავას ინტერვიუსთან დაკავშირებით განმარტება გაავრცელა. განმარტება ინგლისურ ენაზე გავრცელდა. “ინტერპრესნიუსი” მის თარგმანს გთავაზობთ: “ინტერვიუ თბილისის მერთან, გიგი უგულავასთან, რომელიც “ნიუსვიკის” რუსულ გამოცემაში 15 იანვარს დაიბეჭდა, შეიცავს უამრავ უზუსტობას. ყველაზე მნიშვნელოვანი მათგანი არის მერის განცხადება ნატო-სკენ სწრაფვაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ტერიტორიების რუსი საოკუპაციო ძალებისგან გათავისუფლების სანაცვლოდ. გიგი უგულავას არასოდეს უგულისხმია, რომ საქართველოს მისწრაფება ნატო-ს მიმართ სათუოა და შეიძლება ამით ვაჭრობა. ნატო-ში გაწევრიანება არის ქართველი ხალხის ძლიერი სურვილი, რომელიც დადასტურდა 2007 წლის 5 იანვრის პლებისციტის შედეგებით. მერს არ აქვს არც უფლება და არც განზრახვა, იგნორირება გაუკეთოს ქართველი ხალხის ნებას. უფრო მეტიც, მერი თავად დიდი მომხრეა ნატო-ს წევრობის და მიაჩნია, რომ ეს საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტია”,-ნათქვამია მერიის განმარტებაში. შეგახსენებთ, რომ რუსულ „ნიუსვიკში“ დაბეჭდილი ინტერვიუს მიხედვით, უგულავა აცხადებს, რომ „თუ რუსეთი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან თავის ჯარებს გაიყვანს, სანაცვლოდ საქართველო ნატო-ში შესვლაზე უარს იტყვის. ამავდროულად, უგულავა დარწმუნებულია, რომ ამ ნაბიჯს რუსეთი არ გადადგამს. ის ურთიერთობები, რომელიც ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის არსებობს, არ არის ის ფორმატი, რომლის დროსაც შესაძლებელია ფუნდამენტურ საკითხებზე საუბარი. პუტინსა და სააკაშვილს შორის პერსონალური უსიყვარულობა მეორე პლანზე უნდა გადავიდეს. დროა საუბრის დაწყება, მაგრამ იგი რუსეთმა უნდა დაიწყოს“.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/122715.html Edited January 16, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 არის ხო ეს თემა?გლუხიმ აბედნიუ პო დვა რაზა ნე სლუჟატ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.