Jump to content
Planeta.Ge

სულიერი იდუმალებები ხელოვნებაში


Recommended Posts

MR:RAZIEL

ეს ფანტაზია არ არის. ეს არის ის სულიერი ჭეშმარიტებები, რასაც მიქელანჯელო აღიქვამს იმაგინაციური ცნობიერებით.

ჭეშმარიტება არ გახლავს ფანტაზიის ნაყოფი.

ადამიანის სრულყოფილებაც იმით განისაზღვრება, რამდენადაც ის თანაზიარობს ჭეშმარიტებასთან და არა ფანტაზიებთან.

ინტელექტი ერუდიციას როდი ნიშნავს. მაგრამ ერუდირებულ ადამიანთან საუბარი მაინც სჯობს უინტელექოსთან ამაო დიალოგს.

სათქმელის თქმით და უთქმელობით ერთნაირად ავლენს ადამიანი თავის შინაგან ბუნებას.

ინტელექტის პირველი თვისება არის კეთილშობილება,კეთილმოსურნეობა, დაკვირვებით აღსავსე მზერა და ბოქლომი პირზე იქ- სადაც გონება არ მიუწვდება.

:))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 67
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

nuaka

მიქელანჯელოს თავად არ აღუწერია ეს სურათი მასე - კარგი აქ ვთქვათ "ბოქლომი პირზე"

 

მაგრამ არ შეიძლება ეს ბუნდოვანი გამოსახულებები განსაკუთრებით ჩანასახისა და ქალის გამოსახულებებზე მაქ ლაპარაკი - ჩავთვალოთ რამედ

ეს უბრალო თვალის აღქმაა და მეტი არაფერი...

და თუ არის მეტი ეგ მარტო მიქელანჯელომ იცის რადგან მაგის დახატულია და სხვამ არ მესმის როგორ უნდა თქვას ის თუ რას გულისხმობდა მიქელანჯელო როცა ეს თავად ავტორს არ უთქვამს... ამიტომაც ვეძახი ამას ფანტაზიის ნაყოფს, ნახატის გაშლა გაფართოებას...

მზგავსი დასკვნები მოხაზულობები და ა.შ როგორც უკვე ვთქვი დავინჩის საიდუმლო სერობაზეც იყო დოკუმენტური ფილმი და ანალოგიურად არის მანდაც ყველაფერი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭეშმარიტება კი მიქელანჯელომ წაიღო თან

ჭეშმარიტება მიქელანჯელოს მოტანილი არაა და ვერც წაიღებდა.კი არ წაიღო - გამოავლინა. იმისთვის რომ ვისაც ჯერ კიდევ არა აქვს თვალი დახშული - დაინახოს.

არიან ადამიანები, ვინც ისედაც სწვდება თავად, იმ ჭეშმარიტებებს, რასაც მიქელანჯელო ასაცნაურებს მრავალი ადამიანისათვის.გენიოსი მსხვერპლად იმიტომ იღებს საკუტარ თავს, რომ ის მონაწილეობას ღებულობს კაცობრიობის განვითარებაში. გენიოსები აგრეთვე გვევლინებიან კაცობრიობის მასწავლებლებად, ხოლო მათ მიღმა ადეპტები დგანან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დავინჩის საიდუმლო სერობაზეც იყო დოკუმენტური ფილმი და ანალოგიურად არის მანდაც ყველაფერი...

ეს ასე არაა.

ჯერერთი სულაც არ არის ეს გამოსახულებები ბუნდოვანი.ბუნდოვანია -ვერაღმქმელი თვალისათვის. ისევე როგორც სმენა დახშული ადამიანი ვერ გაიგებს ბახის მუსიკაში ჯვრისა და ჯვარცმის თემებს.

მიქელანჯელოს ეს კომპოზიცია სრულ შესატყვისობაშია სახრებისეულ და სულიერ რეალობასთნ. ხოლო ის, რაც და ვინჩიზე გადაღებულ ფილმშია, არის ფილმის ავტორების შეთითხნილი, რადგან არავითარ სულიერ რეალობას და ჭეშმარიტებას არ შეესაბამება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს თავად ავტორს არ უთქვამს

 

როგორ ამტკიცებ რომ არ უთქვამს?

რადგან წერილობითი ''აღწერა'' არ დაგიტოვა??

 

თვალები და გონება ხომ გაქვს :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭეშმარიტება მიქელანჯელოს მოტანილი არაა და ვერც წაიღებდა.კი არ წაიღო - გამოავლინა. იმისთვის რომ ვისაც ჯერ კიდევ არა აქვს თვალი დახშული - დაინახოს.

არიან ადამიანები, ვინც ისედაც სწვდება თავად, იმ ჭეშმარიტებებს, რასაც მიქელანჯელო ასაცნაურებს მრავალი ადამიანისათვის.გენიოსი მსხვერპლად იმიტომ იღებს საკუტარ თავს, რომ ის მონაწილეობას ღებულობს კაცობრიობის განვითარებაში. გენიოსები აგრეთვე გვევლინებიან კაცობრიობის მასწავლებლებად, ხოლო მათ მიღმა ადეპტები დგანან.

ჭეშმარიტებაში ნაგულისხმები მაქ ის თუ რა იგულისხმა მან ამ ნახატში

და ეგ სწორედ მიქელანჯელოს შექმნილი ნახატია ასე რომ მაგ ნახატის შინაარსობრიობაში ჭეშმარიტება სწორედ ნახატის შემქმნელს მოაქ და არა ნებისმიერ სხვას...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯერჯერობით ისევ ადამის კომპოზიციას დავაკვირდეთ

დავაკვირდეთ 2 ჩვილი ბავშვის ემბრიონს ადამის წიაღში, პირქვე და გვერდულა მწოლარეებს.რაც შემდგომ გაგვახენდება ადამის 2 ძესთან -აბელთან და კაენთან მიმართებაში, როგორც კაცობრიობის 2 შტო. 2 ხაზი.ფრესკაზე ჩვენ ვხედავთ, რომ ამ 2 ემბრიონიდან ერთი მათგანის კონტურები მეტადაა გრაფიკულად გამოკვეთილი,ხოლო მეორე -ჩამორჩება დასრულებულობის თვალსაზრისით.ამას აქვს თავისი ღრმა მნიშვნელობა.

აქ მტავარი ისაა, რომ ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტად ნათლად აღვიქვათ ლუკას სახარების იესოს გენეალოგიის ის მონაკვეთი, სადაც ლუკა ამბობს, რომ ის არის ადამის ძე.და შემდგომ უფრო "მაღლაც" მიდის ლუკა. -"ღმერთის ძე"-ასე ასრულებს იესო ქრისტეს გენეალოგიას. მაშინ, როცა მათე იესოს გენეალოგიას იწყებს აბრაამიდან. და ეს სრულიადაც არ არის შემთხვევითი. ახლა ვნახოთ ეს 2 ემბრიონი საკაცობრიო სხეულში -ადამში, ხოლო შემდეგ ვნახოთ შემოხაზვის გარეშე და ისე აღვიქვათ.

http://i067.radikal.ru/1001/00/967ee6d0d998.jpg

http://s48.radikal.ru/i122/1001/11/7444491d1d59.jpg

 

მარგალიტებია ნამდვილად , მარგალიტები რომელიც ყველას არ უნდა დაუყარო : )

 

და თუ არის მეტი ეგ მარტო მიქელანჯელომ იცის რადგან მაგის დახატულია და სხვამ არ მესმის როგორ უნდა თქვას ის თუ რას გულისხმობდა მიქელანჯელო როცა ეს თავად ავტორს არ უთქვამს...

 

მიქელანჯელომ აღიქვა ჭეშმარიტება. ერთადერთი და საყოველთაო... რომელიც, ერთია მიქელანჯელოსთვის და მემწვანილე გენასთვის (პროსტა გენა ბრმაა და ვერ ხედავს)

 

საბედნიეროდ, მიქელანჯელოს მგსავსად, სხვა თვალხილულნიც არსებობენ, რომლებიც ზუსტად იმას და ისე აღიქვამენ, როგროც მიქელანჯელო : )

 

ჭეშმარიტებაში ნაგულისხმები მაქ ის თუ რა იგულისხმა მან ამ ნახატში

ჭეშმარიტება და ის რაც მიქელანჯელომ მანდ დახატა და იგულისმა, ერთურთს ემთხვევის : )

Edited by mea
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიქელანჯელოს თავად არ აღუწერია ეს სურათი მასე

:))

მხატვარი არ "აღწერს" სურათს. ის გამოხატავს. და გამოხატა კიდევაც.

აღწერა- მაღაზიაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შესანიშნავი თემაა, დიდი სიამოვნებით ვკითხულობ.

 

რესპექტ ნუაკას დაბრუნებას :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოკ. მაშინ დროებით შევწყვიტოთ მიქელანჯელოს ამ ფრესკაზე საუბარი და მე დავდებ რაფაელის ნახატს.

ვნახოთ რა ჭეშმარიტებებს გადმოსცემს რაფაელი.

:))

 

Jonathan Livingston

შენ ვინა ხარ?:) გამარჯობა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://s48.radikal.ru/i122/1001/11/7444491d1d59.jpg

 

მარგალიტებია ნამდვილად , მარგალიტები რომელიც ყველას არ უნდა დაუყარო : )

მიქელანჯელომ აღიქვა ჭეშმარიტება. ერთადერთი და საყოველთაო... რომელიც, ერთია მიქელანჯელოსთვის და მემწვანილე გენასთვის (პროსტა გენა ბრმაა და ვერ ხედავს)

 

საბედნიეროდ, მიქელანჯელოს მგსავსად, სხვა თვალხილულნიც არსებობენ, რომლებიც ზუსტად იმას და ისე აღიქვამენ, როგროც მიქელანჯელო : )

ჭეშმარიტება და ის რაც მიქელანჯელომ მანდ დახატა და იგულისმა, ერთურთს ემთხვევის : )

უბრალოდ სასაცილოა რა იცით თქვენ მიქელანჯელო რას და როგორ აღიქვავდა? ნუ შეადარებთ თქვენს აღქმის უნარს იმ ადამიანის აღქმის უნარს რომლის შესახებაც ნახატების მეტი არაფერი შემოგრჩათ

(ალბათ აქ გაგიელვათ აზრმა ნახატებიც საკმარისია) არაა საკმარისი რადგან თქვენ არ იცით რა აქვს ნათქვამი ამ ნახატებზე მიქელანჯელოს

ეს ძალიან უბრალო რამაა

როგორც თქვენმა ფანტაზიამ შეძლო ისე აღიქვა ის ბუნდოვანი მონახაზები და ლოგიკურათ ნახატის შინაარს დაუკავშირა მეტი არაფერი... მაგრამ არ ნიშნავს ეს რომ იქ მართლა ხატია ის რასაც თქვენ ამტკიცებთ რომ ხატია, ძალიან ბუნდოვნადაა ფიგურები და თავისუფლად შეიძლება ითქვას რომ მათი როგორც ჩანასახთან და ქალთან ასევე სხვა ფიგურებთან შეიძლება იგივე ლოგიკით დაკავშირება და მოხაზვა....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმ ადამიანის აღქმის უნარს რომლის შესახებაც ნახატების მეტი არაფერი შემოგრჩათ

 

მიქელანჯელოსგან ნახატების გარდა, სხვა არც არაფერი უნდა შემოგვრჩენოდა : )

 

ნახატებს, როგროც წესი არ აყოლებენ ხოლმე ახსნა-განმარტებით ბარათს, აქ ეს ჩავდე იდეაში, იქ ისო..

 

როგორც თქვენმა ფანტაზიამ შეძლო ისე აღიქვა ის ბუნდოვანი მონახაზები

შენთვის თუა ბუნდოვანი, ცემთვის არაა და რა გინდა, ვახ... რატო მაბრალებ რაღაცებს :))

მაგრამ არ ნიშნავს ეს რომ იქ მართლა ხატია ის რასაც თქვენ ამტკიცებთ რომ ხატია,

და თუ შენ ვერ ხედავ, არც ეს ნიშნავს რომ არ ხატია, ის რასაც ვერ ხედავ : )

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიქელანჯელოსგან ნახატების გარდა, სხვა არც არაფერი უნდა შემოგვრჩენოდა : )

 

ნახატებს, როგროც წესი არ აყოლებენ ხოლმე ახსნა-განმარტებით ბარათს, აქ ეს ჩავდე იდეაში, იქ ისო..

შენთვის თუა ბუნდოვანი, ცემთვის არაა და რა გინდა, ვახ... რატო მაბრალებ რაღაცებს :))

 

და თუ შენ ვერ ხედავ, არც ეს ნიშნავს რომ არ ხატია, ის რასაც ვერ ხედავ : )

დაბრალებაზე რამეს როგორ ლაპარაკობ :) :) :)

მე კი არ ვაბრალებ მიქელანჯელოს ჩანასახებისა და ქალის დახატვას?

 

მართალია ნახატებს არ აყოლებენ ახსნა განმარტებას და სწორედ მაგიტომ არაა შენი თვალსაზრისი სწორი შენს მიერ დანახულის შესახებ რადგან ვერც ვერასოდეს დაამტკიცებ შენი აზრის ჭეშმარიტებას როდესაც ვერ დაამტკიცებ მიქელანჯელოს ჭეშმარიტ სურვილს... რას ვიზამთ არ დაუწერია ამ კაცს ბარათზე თუ რას გულისხმობდა თავისი ნახატით და ნუ დავაბრალებთ ნურაფერს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და ეგ სწორედ მიქელანჯელოს შექმნილი ნახატია ასე რომ მაგ ნახატის შინაარსობრიობაში ჭეშმარიტება სწორედ ნახატის შემქმნელს მოაქ და არა ნებისმიერ სხვას...

ეს ჭეშმარიტება მან საკუთარი გამოცდილებით აღიქვა. ერთ დროს.:))

ოდესღაც:)

მაშინ, როცა სრულიად კაცობრიობა და თავად მიქელანჯელოც ცნობიერების იმაგინაციურ ფორმაში იმყოფებოდნენ.

მან ისე ღრმად ჩაბეჭდა თავის სამშვინველში განცდილი რეალობა, რომ ამჟამინდელი რეინკარნაციისას ( ანუ ახლა, როცა , როცა მთელი კაცობრიობა უკვე იმყოფება ცნობიერების განსჯით-ცნებითი ფორმის ევოლუციაში,ხოლო წიანრე იმაგინაციური ფორმა ინვოლუციაში აქვს მთელ კაცობრიობას), მიქელანჯელომ სწორედ ეს იმაგინაციური ცნობიერება მოიტანა თან.რათა კაცობრიობისათვის "გაეხსენებინა" ის ჭეშმარიტებები, რასაც ოდესღაც ჭვრეტდა ცნობიერების იმაგინაციურ ფორმაში მყოფი სრულიად კაცობრიობა. ეს გახლავს გენიოსის მიერ გაღებული მსხვერპლი და მისია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...