Jump to content
Planeta.Ge

შოთა ჩიტიაშვილო აქ ხაააარ?


Recommended Posts

50$ არაა სერიოზული თანხა, მადლობა უთხარით ამ ადამიანს

რომ გაკვეთილი ჩაგიტარათ

ეგეც მართალია მე მხოლოდ მაგის მერე შევირგე გაკვეთილი რაც 1500 ლარი წავაგე ტოტალიზატორში

 

Saturn

ალბათ ცოტა ახალგაზრდა უნდა იყოს :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თანხაზე ნაღდად არ ვჩივი, კიდე კარგი უფრო დიდი თანხის შეკვეთა არ მივეცი. მე ეს თემა ჩემი მოქმედების გასაანალიზებლად არ გამიხსნია. მოგაწოდეთ უბრალოდ ინფორმაცია, რომ ასეთ ტიპს უფრთხილდეთ. სხვა ხასიათის პოსტები ოფფ-ია უკვე :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არაა პრობლემა, ამდენი ნერვიულობის მერე ძილი მაინც არ მეკარება :D

ნოემბერში იუზერმა durrrrმა გახსნა ახალი თემა, სადაც ამბობდა რომ დაგვეხმარებოდა ინტერნეტით რამეების გამოწერაში. მე არ მაქვს ონლაინ შოპინგისათვის სადებეტო ბარათი და ამიტომ დავინტერესდი. თვალყურს ვადევნებდი თავიდან. მაინტერესებდა თუ იწერდა ვინმე და კმაყოფილი თU იყო. მოკლედ თავიდან ნდობის მოპოვების მიზნით ბევრს ჩამოუტანა ნივთები, ყველა კმაყოფილი იყო. თანაც მომსახურებისას არაფერს ითხოვდა. ეს კი იმით ახსნა რომ უსა2ჯორჯიას თანამშრომელი ვარო. აზრადაც არ მომსვლია რომ დამერეკა უსა2ჯორჯიაში რახან ამდენი კმაყოფილი შემკვეთი ყავდა. მოკლედ ბავშვისათვის რაღაცეები ავარჩიე და ლინკები გავუგზავნე. 50 დოლარი დაჯდება თავის ტრანსპორტირების ფულიანადო. კი გამიკვირდა, რადგან 50 დოლარი თავისი ფასი იყო, მაგრამ ვიფიქრე ალბათ რახან თანამშრომელია ტრანსპორტირების ფულს არ ართმევენ-თქო. იმანიზე გადავურიცხე 50 დოლარი. გავიდა დრო და აღარ ჩანს ეს ბიჭი. ხალხი ელოდება, თემაში წერენ სად ხარ, შემოვიდა ერთხელ და თქვა ძალიან ცუდი რამ შემემთხვა და 4 დღე ქალაქში არ ვიქნებიო. მივწერე პმ-ში რა დაგემართათ-თქო. მე მომწერა ცოლი მყავს ცუდადო, ამ დროს სხვას მისწერა ბებია მომიკვდაო. ნუ ზოგს რა მისწერა, ზოგს რა. ამაზე უკვე დავეჭვდი. მერე უცბად ის თემაც დახურეს. ამაზე სულ გავგიჟდი და გავხსენი ახალი თემა - სად ხარ დურრრ, თU რაღაც ეგეთი. მოკლედ რა ხდება ეხლა. საერთოდ არ ჩანს. მობილურიც გამორთUლი აქვს, სახლშიც არაა. საერთოდაც არ ცხოვრობს იქ. პერიოდულად შემოდის თემაში და ამბობს რომ ნუ გეშინიათ ჩამოვა თქვენი ნივთები. მერე ისევ ქრება. მოჩვენებასავით. მერე მივწერე პმ-ში რომ თუ არ მომწერ რა ხდება პატრულში ვრეკავ ეხლავე-თქო. ეგრევე მომწერა ჩემი ოთახის ნომერი. მეორე დღეს გავედი უსა2ჯორჯიას ოფისში. დაზარალებულები შევიკრიბეთ რა. ჩემს სახელზე მოსული იყო რაღაცა ჩექმები, თან ამანათს ეწერა თეა ჩხაიძე. ანუ ჩემი ოთახის ნომრით სხვისი ამანათი მოვიდა. ამ დროს ყველას ერთი თრექინგ კოდები მოგვცა. მოკლედ არეულია მონასტერი. ორს ჩამოუვიდა რაც უნდოდა, დანარჩენები ასე დავრჩით პირში ჩალაგამოვლებულები :D ეხლა ასე გრძელდება სიტუაცია. შემოვა ჩემს გახსნილ თემაში დაგვლანძღავს ყველას, კიდევ ერთხელ დაგვაიმედებს - გავა. უკვე მეცინება. მისი საცოლე კიდე ცალკე მოქმედებს. მასაც აქვს მსგავსი თემა გახსნილი, ოღონდ ეგ ახალია. ეხლა ღებულობს შეკვეთებს. თანამედროვე ბონი და კლაიდია რაა :D

ასე რომ ხალხო, ფრთხილად!!!

რა ტანჯული და გვემული ყოფილხარ, ჩემო dariala :D :2kiss:

მეზობელი ფორუმიდან რატომ არ მახსოვხარ? პოლიტიკაში არ პოსტავდი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მან დაპოსტა კუდში დამაბარესო. დროა მართლა მიხედონ . მგონი ერთხელ სკაიპით მქონდა უმნიშვნელო საქმე....თუ არ ვცდები.

 

საქმე გვაქვს დანაშაულთან....იმედია ვცდები,მაგრამ თქვენი პოსტები მაჩვენებს რომ არა.

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვიცი რომ ამ ამბის გახმაურებით ჩემს თავს ყელი გამოვჭერი, რადგან იმატებს დაცინვის პოსტები, მაგრამ არ დავეძებ, ოღონდ გაიგოს ყველამ მაგისი საქმენი საგმირონია და აღარავინ გაებას მაგის მახეში :))

lasha_alo

სად დაპოსტა ეგ? მაინტერესებს სად პოსტავს ეგ ბიჭი? ჩემს თემაში? თუ სხვაგან?

დანაშაულია და აუცილებლად მოეკითხება ეგ. როგორც ვიცი რამოდენიმე ადამიანი აპირებს რომ იჩივლოს. მე სამი შვილის პატრონი ვარ და ფიზიკურად ვერ ვირბენ პოლიცია-მილიციაში დაკითხვებზე :))

ლ ი ც ი

იქ პოლიტიკაში თითქმის არ ვპოსტავ, მხოლოდ ვათვალიერებ ხოლმე :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სად დაპოსტა ეგ?

ერთერთ თემაში დურის ნიკით. თუ ვიპოვე დავლინკავ. აშკარად დამფრთხალია. უშუალოდ სენი პრობლემის მოგვარების 2 ვარიანტია -ან ამოიღო ზეწოლით ან პოლიციაში განაცხადო,თუმცა საეჭვოა რაიმე დაიბრუნო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საცოლეს ვერ დავასახელებ, იმიტომ რომ ის არაფერ შუაში არ არის, ამიტომ სახელს ვერ გახუტეხავ :| თUმცა პოსტავს ფორუმზე და დიდ გულზეა :pupuza:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვიცი რომ ამ ამბის გახმაურებით ჩემს თავს ყელი გამოვჭერი, რადგან იმატებს დაცინვის პოსტები,

dariala

მერწმუნე რომ ცდები. შენს ადგილას ნებისმიერი წესიერი ადამიანი იგივეს გააკეთებდა :2kiss:

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვახ კაცო სანათესაოში არ გყავთ ვინმე შავი მასტის კაცი?

ერთხელ დაადგება იმ შოთიკოს და კიდევ სხვა რამესაც მოიტანს აქეთ ;)

Edited by სლავიკა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...