dachi2006 Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 ინციდენტი, თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ, მოძრაობა "7 ნოემბრის" წევრების ლევან გოგიჩაიშვილისა და გიორგი ალხაზიშვილის სასამართლო პროცესზე მაშინ მოხდა, როდესაც გოგიჩაიშვილის ადვოკატს, მალხაზ ჯანგირასვილს სასამართლომ დაცვითი სიტყვა შეაწყვეტინა. "მოსამართლემ სიტყვა შუა გზაში შემაწყვეტინა და გოგიჩაიშვილის დაცვის უფლება არ მომცა, ამის მიზეზად კი, ჩემთვის განკუთვნილი დროის ამოწურვა დაასახელა, რაც აბსურდულია, რადგან მე ყველა არგუმენტი არ მქონდა ჯერ სრულყოფილად ჩამოყალიბებული. ამის პასუხად მომსამართლემ მითხრა, რომ ეს მისი პრობლემა არ იყო, მე პროტესტის ნიშნად სასამართლო დავტოვე, რის შემდეგაც გოგა ხაინდრავამ მოსამართლეს უთხრა, ჩემს მიმართ განხორციელებული ქმედება, სწორედ დამონებული სასამართლოს პრობლემა იყო. საპასუხოდ სასამართლომ, გოგა ხაინდრავა ადმინისტრაციული წესით, 500 ლარით დააჯირიმა", – განუცხადა "ჯეოტოპნიუსს", ლევან გოგიჩაიშვილის ადვოკატმა, მალხაზ ჯანგირაშვილმა. თბილისის საქალაქო სასამართლო, მოძრაობა "7 ნოემბრის" წევრებს, ლევან გოგიჩაიშვილსა და გიორგი ალხაზიშვილს საბოლოო განაჩენს, რამდენიმე წუთში გამოუტანს.წყარო: http://boqlomi.blogspot.com/2010/01/500.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 (edited) dachi2006 მოსამართლემ სიტყვა შუა გზაში შემაწყვეტინა და გოგიჩაიშვილის დაცვის უფლება არ მომცა აი ეს არის მთავარი და არა ის,რომ ხაინდრავა რაღაცა თანხით დააჯარიმეს. მონებიც არიან და ------- ბილწსიტყვაობა აკრძალულია. Edited January 15, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 გოგა ხაინდრავავვვ, მძულხარ და მეზიზღები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 ბილწსიტყვაობა აკრძალულია. ხო,მაგრამ არიან და თავი ვერ შევიკავე.წერტილები უნდა დამესვა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dachi2006 Posted January 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 ახალგაზრდული პოლიტიკური მოძრაობის "7 ნოემბერი" წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს თბილისის სააპელაციო სასამართლომ 7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქმეში მეორე განსასჯელს გიორგი ალხაზიშვილს კი, სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა და 2. 500 ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა. ადვოკატები განაჩენს უკანონოს უწოდებენ და მის გასაჩივრებას ევრო სასამართლოში გეგმავენ. დღეს გამართულ პროცესზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა. აღსანისნავია, რომ მოსამართლეებმა, სხდომაზე, გოგა ხაინდრავა სასამართლოს უპატივცემულობის ბრალდებით, 500 ლარით დააჯარიმეს. შეგახსენებთ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არასაკმარისი მტკიცებულებების მიუხედავად, გოგიჩაიშვილს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ხულიგნობაში, გიორგი ალხაზიშვილს კი, მხოლოდ ხულიგნობაში დაედო მსჯავრი. საქმე ეხება წყნეთში 2009 წლის ივნისში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც დავით ლეჟავა დაიჭრა.წყარო: http://boqlomi.blogspot.com/2010/01/7.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
chegesto Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 ოპააა ცაცყალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 იმ თემაში დაგეპოსტა და რა საჭირო იყო ამ მეორე თემის გახსნა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 მ თემაში დაგეპოსტა და რა საჭირო იყო ამ მეორე თემის გახსნა?დასტურ!თემები ერთიანდება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 dachi2006 საქმე ეხება წყნეთში 2009 წლის ივნისში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც დავით ლეჟავა დაიჭრა. თუ მართლა დაჭრეს,გასაგებია ეს წლები,მაგრამ მოსამართლემ რატომ არ მისცა ადვოკატს დაცვის საშუალება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 lasha1997 თუ მართლა დაჭრეს,გასაგებია ეს წლები,მაგრამ მოსამართლემ რატომ არ მისცა ადვოკატს დაცვის საშუალება?არ გვყავს სასამართლო და იმიტომ...იმენა გაუჩალიჩეს...პოლიტპატიმარია! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 არ გვყავს სასამართლო და იმიტომ...იმენა გაუჩალიჩეს...პოლიტპატიმარია! რომელიმე პარტიის წევრია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 არ ვიცი ეგ ისტორია იყვნენ მართლა დამნაშავეები? რომც იყვნენ მოსამართლის ქმედება გამაოგნებელია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 Jonathan Livingston რომც იყვნენ მოსამართლის ქმედება გამაოგნებელია.აგერ ნახე: ლევან გოგიჩაიშვილის ადვოკატმა მალხაზ ჯანგირაშვილმა დღეს სააპელაციო სასამართლოში გამართული პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. ადვოკატის განცხადებით, ის იძულებული გახდა, თავის დაცვის ქვეშ მყოფის დაცვა შეეწყვიტა. “დაცვითი სიტყვის დასაწერად მოვითხოვე 5 სამუშაო დღე, მოსამართლის მხრიდან მომეცა 4 სამუშაო დღე. საქმეში იმდენად ბევრი მიმართულება იყო და იმდენად მოცულობითი, რომ შეუძლებელი აღმოჩნდა წერილობითი სახით წარმომედგინა დაცვის სიტყვა”, - განაცხადა ადვოკატმა. ჯანგირაშვილმა დამატებითი დრო ორშაბათამდე ითხოვა, რაზეც მოსამართლემ უარი განუცხადა. ამის შემდეგ ადვოკატი იძულებული გახდა, დაცვის სიტყვა ზეპირად წარმოედგინა და 1 საათში ჩატეულიყო. აღსანიშნავია ისიც, რომ დაცვის სიტყვას სასამართლოში ხელით იწერდნენ. ადვოკატმა ვერ მოახერხა მიცემულ დროში ჩატევა, დამატებით 1 საათზე უარი მიიღო, რის შემდეგაც, პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა. ადვოკატის განცხადებით, გოგიჩაიშვილი პოლიტიკური მოტივით არის დაპატიმრებული. დღეს სააპელაციო სასამართლომ ლევან გოგიჩაიშვილისა და გიორგი ალხაზიშვილის საქმეზე უცვლელი დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, გოგიჩაიშვილს 7 წლით, ალხაზიშვილს კი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. http://epn.ge/?lang=geo&id=991&nid=1463 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 პოლიტპატიმარია!newstudio მიუღებლად მიმაჩნია ყველაფრის პოლიტიზება. მასტმა კრიმინალური დანაშაული ჩაიდინა, ესე იგი, კრიმინალია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 16, 2010 ლ ი ც ი მიუღებლად მიმაჩნია ყველაფრის პოლიტიზება. მასტმა კრიმინალური დანაშაული ჩაიდინა, ესე იგი, კრიმინალია.საქმეც მაგაშია, რომ ფაქტებით ეს არ დასტურდება...და სასამრთლო როგორც ჩატარდა წაიკითხეთ ალბათ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.