Jump to content
Planeta.Ge

რატომ არ ხდება ქართველიზაცია

Recommended Posts

T_A_T

გისმენთ?

ბატონო სატურნო!

როგორც ადმინს მოგიწოდებთ აკრძალოთ ქართველი ერის შეურაცხმყოფელი შეფასებები და გამოთქმები. ვიდრე შესაბამისი ცოდნისა და განათლების მქონე ადამიანები ასეთ დონეზე ილაპარაკებენ საქართველოს და ქართველების შესახებ, მე როგორც ქართველს უფლება არა მაქვს ყურადღება არ მივაქციო მათ ნათქვამს და შესაბამისი პასუხი არ გავცე.

Edited by ბადრი_წიქორაძე
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 244
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ბადრი_წიქორაძე

ბატონო სატურნო!

როგორც ადმინს

მოდერატორი გახლავართ.

მოგიწოდებთ აკრძალოთ ქართველი ერის შეურაცხმყოფელი შეფასებები და გამოთქმები

სამწუხაროდ ვერ ვახერხებ ყველა პოსტის წაკითხვას. მომაწოდეთ ბმულები, სადაც ფიქსირდება ქართველი ერის შეურაცხმყოფელი გამოთქმები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბადრი_წიქორაძე

მოდერატორი გახლავართ.

სამწუხაროდ ვერ ვახერხებ ყველა პოსტის წაკითხვას. მომაწოდეთ ბმულები, სადაც ფიქსირდება ქართველი ერის შეურაცხმყოფელი გამოთქმები.

ამავე თემაში თუ მოისურვებთ მრავლად აღმოაჩენთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბადრი_წიქორაძე

მოგიწოდებთ აკრძალოთ ქართველი ერის შეურაცხმყოფელი შეფასებები და გამოთქმები. ვიდრე შესაბამისი ცოდნისა და განათლების მქონე ადამიანები ასეთ დონეზე ილაპარაკებენ საქართველოს და ქართველების შესახებ, მე როგორც ქართველს უფლება არა მაქვს ყურადღება არ მივაქციო მათ ნათქვამს და შესაბამისი პასუხი არ გავცე.

......................

ვუერთდები ბატონის აკრძალვას და მოვითხოვ ამ ფორუმის ადმინისტრაციისგან ასევე აკრძალოს საქართველოს ხელისუფლების, ჟურნალისტების, ხელისუფლებასთან ასოცირებული "ხელოვანების" და საერთოდ ვინმე ქართველის აუგად ხსენება. ფორუმზე მხოლოდ დასაშვები იყოს არაქართველთა ლანძღვა, და ფრუმზეც პოსტვის საპატიო უფლება მიეცეთ მხოლოდ გენეტიკურად სუფთA ქართველებს და ამისთვის დარეგისტრირებისას მოითხოვეთ ყველასგან ამის დამადასტურებელი საბუთი.

დანარჩენი იკრძალვები სხვამ დაამატოს :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეუჰ აქ რა ამბავი ამტყდარა :DD "ხმალი მომეცი უნდა დავჭრა"-ს ძახილი მოდაში რომ იყო ვიცოდი, მარა ამ დოზით, უჰ უჰ უჰ :DD

რაციონალიზმი -0%

ლაპარაკის უნარის არ ქონამ იცის, ხოლმე პანიკა და მუქარებზე გადასვლა. ჩვეულებრივი ამბავია, არახალია ძველია..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი მაისურაძე: ნაციონალიზმი არის ერთი ნაციის, ერის წინ წამოწევა, მისი სამყაროს ცენტრში დაყენება, სადაც ყველაფერი უნდა ემორჩილებოდეს ამ ნაციის, ამ კონკრეტული ერის ინტერესებს.Eეს ფაქტიურად, უკვე მე-20 საუკუნეში, გადაიზარდა და შეესისხლხორცა სახელმწიფოებრიობის იდეას. არსებობს ნაციონალიზმის მეორე ფორმა, რომელიც უფრო დამახასიათებელი იყო საბჭოთა ხალხებისათვის და რომლის გაგრძელებაც მოხდა სწორედ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში - ეთნოცენტრისტული ნაციონალიზმი, როდესაც ერთი ეთნოსი იგივდება ნაციასთან, არა სახელმწიფოსთან, რომელშიც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს, არამედ ერთ კონკრეტულ ეთნოსთან. “ერთი სისხლი”, “გენეტიკურად ერთი” - ეს ფაქტიურად ის ტერმინოლოგიაა, რომელიც 20-იან, 30-იან წლებში ძალიან სახიფათოთ და ბოროტად გაავრცელა გერმანულმა ნაციონალ-სოციალიზმმა და შემდგომში ნაციონალიზმის ამ ექსტრემალურმა გამოვლინებამ - ფაშიზმმა შემოიტანა, - ეს არის მიწის და სისხლის ერთიანობის თეორიაა. ეს არის ფაშისტური იდეოლოგიის მთავარი პრინციპი, რომელიც სწორედ ნაციონალიზმის რადიკალური ფორმა იყო. თავისთავად ნაციონალიზმი არანაირად არ არის მშვიდობიანი, ის წარმოშობს აზროვნებისას იმ ფორმას, რომ, მაგალითდ, მე თუ ვარ ქართველი და ვდგავარ ქართულ მიწაზე, ე.ი. ეს არის ჩემი საკუთრება და აქ ფეხის დადგმის უფლება არავის არ უნდა ჰქონდეს, ან თუ დაადგამს მე უნდა მემორჩილებოდეს. ჩვენ გავიხსენოთ 80-იანი წლების ბოლოს ყველაზე ცნობილი ლოზუნგები: “საქართველო ქართველებისათვის”, “არც ერთი არაქართველი ქართულ მიწაზე”... ძალიან საინტერესო იყო მეორე მომენტი, სწორედ სისხლით ერთობის იდეების და სისხლით ერთობის თეორიები - “გენეტიკურად ქართველი”, “ქართული სისხლი” და ა.შ. მაშინ ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამას დაუპირისპირდა და ამის წინააღმდეგ ხმა ამოიღო ზაალ ქიქოძე იყო, ცნობილი არქეოლოგი და პალეოანთროპოლოგი. კიდევ ერთი მომენტი – “სტუმრების” თემა: ყველა ის არაქართველი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა, “სტუმრად” იყო მიჩნეული, ჩვენ ვართ მასპინძლები, სტუმრებს უნდა ახსოვდეთ, რომ სტუმრები არიან და ოდესღაც უნდა დაბრუნდნენ თავიანთ მხარეში. ეროვნული მოძრაობის კიდევ ერთი ლოზუნგი იყო, რამაც უზარმაზარ კატასტროფამდე მიგვიყვანა, ის რომ აფხაზების სამშობლო არ არის ზღვისპირა ტერიტორია, ისინი მთიდან ჩამოსულები არიან და თუ მათ საკუთარი სახელმწიფოს შექმნა უნდათ, მაშინ უნდა გადაბრძანდნენ იქ საიდანაც ჩამოსულან. გავიხსენოთ 1988 და 1989 წლებში რა პათოსი იყო “ლიტერატურული საქართველოს” პუბლიკაციებში - ოსებს არ უნდა მივცეთ 2 შვილზე მეტის გაჩენის უფლება, იმიტომ რომ სწრაფად მრავლდებიან ან მაჰმადიანები სწრაფად მრავლდებიან, აზერბაიჯანელები, ჩვენ ეს უნდა დავარეგულიროთ... იმის ნაცვლად რომ ქართველს ეცადა, ეთნიკურად არაქართველებისათვის ქართული ეროვნული ცნობიერება ჩაენერგა, მოეხდინა მათი ინტეგრაცია, გვეთქვა რომ ჩვენ ერთნი ვართ და აქ ვინც ვცხოვრობთ ყველანი საქართველოს ნაწილები ვართ - ამის ნაცვლად გაჩნდა ზღვარი ეთნიკურად ქართველსა და არაქართველს შორის. შესაბამისად ეს ხალხი გავაუცხოვეთ და ვუთხარით, რომ ისინი არ იყვნენ ქართველები.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ოსებს არ უნდა მივცეთ 2 შვილზე მეტის გაჩენის უფლება, იმიტომ რომ სწრაფად მრავლდებიან

.........................

ეს აკრძალვა რომ წავიკითხე, მაშინ უკვე მყავდა 2 შვილი. ჯინაზე მოვინდომე მესამეს გაჩენა, მარა ქმარი ვერ დავითანხმე :)

20 წელი გავიდა, მარა სამწუხაროდ მაინც მწარედ მახსოვს ის მარაზმი, რაც მაშინ საქართველოში ტრიალებდა. და სხვათა შორის ის ქართველები დღესაც ანალოგიურად ფიქრობენ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთადერთი პოზიტიური ჩემთვის იმ მოვლენებიდან ის იყო, რომ მე ჩემს ფესვებთან დამაბრუნა და ამ ყველაფრის მერე ვისწავლე ოსური და ჩემს შვილებსაც ვასწავლე, მათ იციან რომ ოსები არიან და საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შეიძლება მათ არც კი თვლის ამის ღირსად. ეს კი იმ საცოდავების პრობლემაა!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

liliko

ნაციონალიზაცია დამღუპველია!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოსებს არ უნდა მივცეთ 2 შვილზე მეტის გაჩენის უფლება, იმიტომ რომ სწრაფად მრავლდებიან

ვინც ასე ფიქრობს ის მარაზმატიკია, თვითონ ასეთი აზრი კი მარაზმი.

ეს აკრძალვა რომ წავიკითხე, მაშინ უკვე მყავდა 2 შვილი. ჯინაზე მოვინდომე მესამეს გაჩენა, მარა ქმარი ვერ დავითანხმე

აი თქვენში გაიღვიძეს ისტორიულმა ფესვებმა და ძალიანაც კარგია ქალბატონო ლილიკო, მაგრამ ამას ქართველებს რატომ გვძრახავთ?

ყველას დიდი მადლობა ვინც შვილის დაბადების დღე მომილოცა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთადერთი პოზიტიური ჩემთვის იმ მოვლენებიდან ის იყო, რომ მე ჩემს ფესვებთან დამაბრუნა და ამ ყველაფრის მერე ვისწავლე ოსური და ჩემს შვილებსაც ვასწავლე, მათ იციან რომ ოსები არიან და საქართველოს მოქალაქეები, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შეიძლება მათ არც კი თვლის ამის ღირსად. ეს კი იმ საცოდავების პრობლემაა!

როგორ დავიჯერო, რომ ამის დამწერმა შავები ჩაიცვა, როდესაც მისმა თანატომელმა ოსებმა თამარაშენში ტრაქტორით მოსპეს ქართველთა საფლავები და სახლები?

ცხვრის ქურქში რომ გაეხვევით და მგლურ ბუნებას არ იშლით, ამიტომაც არ ხდება თქვენი ქართველიზაცია (თემას რომ დავუბრუნდეთ). ეს მარტო პირადად თქვენ არ გეხებათ ქალბატონო ლილიკო, ეს ქართველი ხალხის პრობლემაა და იქნებ არ გვასწავლოთ, როგორები უნდა ვიყვეთ, რომ უფრო ადვილად შეიძლებოდეს ქართველების განადგურება, როგორც ეს სამაჩაბლოსა და ცხინვალში მოახერხეს საქართველოს მტრებმა.

გაიღვიძებს ქართველი ერი და ღმერთი დაიფარავს საქართველოს!

საქართველოს ყველა მოქალაქეს გაუმარჯოს, ვისაც საქართველო და ქართველები უყვარს! ასევე იმ ქართველებს გაუმარჯოთ, ვისაც თავიანთი მეზობლები უყვართ!

Edited by ბადრი_წიქორაძე
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბადრი_წიქორაძე

აი თქვენში გაიღვიძეს ისტორიულმა ფესვებმა და ძალიანაც კარგია ქალბატონო ლილიკო, მაგრამ ამას ქართველებს რატომ გვძრახავთ?

დადეთ კონკრეტული ჩემი პოსტი ამ და თუ გენბავთ პოლიტფორუმიდანაც, სადაც ამას ვძრახავ!

ბადრი_წიქორაძე

როგორ დავიჯერო, რომ ამის დამწერმა შავები ჩაიცვა, როდესაც მისმა თანატომელმა ოსებმა თამარაშენში ტრაქტორით მოსპეს ქართველთა საფლავები და სახლები?

ნამდვილად ვერ დაიჯერებთ, რადგან თქვენ საცოდავი, ცხოვრების 2 ფერში დამნახავი უსუსური არსება ხართ.

ცხვრის ქურქში რომ გაეხვევით და მგლურ ბუნებას არ იშლით, ამიტომაც არ ხდება თქვენი ქართველიზაცია (თემას რომ დავუბრუნდეთ). ეს მარტო პირადად თქვენ არ გეხებათ ქალბატონო ლილიკო, ეს ქართველი ხალხის პრობლემაა და იქნებ არ გვასწავლოთ, როგორები უნდა ვიყვეთ, რომ უფრო ადვილად შეიძლებოდეს ქართველების განადგურება, როგორც ეს სამაჩაბლოსა და ცხინვალში მოახერხეს საქართველოს მტრებმა.

აქ კი გირჩევნია ნაძირალა ადამიანო, შეწყვიტო შენი იდიოტური ნრავაუჩენიები.

იმდენად საცოდავი ხარ, რომ შენთვის ადეკვატური პასუხის გაცემას აწი აღარ ვაპირებ.

აწი ყველა შენს პოსტს უბრალოდ დავაიგნორებ, რადგან უბრალოდ უმეცარი და საცოდავი არსება ხარ.

აწი არ გაბედო ჩემზე პასუხი, თორე მოვითხოვ ნაცინალისტური და ეთნიკურ ნიადაგზე ღირსების შემლახავი შენი პოსტებისთვის შენს დასჯას!

შენნაირი შოვინიოსტების გამო არის საქართველო ასეთ ყოფაში, მარა არ გასვენებთ გამჩენი!

2.1. ფორუმელის შეურაცხყოფა. სასჯელი: შეურაცხყოფის სიმძიმის და სიხშირის მიხედვით შეიძლება ვარირებდეს სიტყვიერი გაფრთხილებიდან ერთ კვირიან ბანამდე.

ვორნი. +20 %

Saturn

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბადრი_წიქორაძე

აი თქვენში გაიღვიძეს ისტორიულმა ფესვებმა და ძალიანაც კარგია ქალბატონო ლილიკო, მაგრამ ამას ქართველებს რატომ გვძრახავთ?

ბევრი ოსი თავს ქართველად აღიქვავდა ასე ვთქვათ ქართველ ოსად,

ანუ ქართული საზოგადოების ქართველი ერის ნაწილად,

იმერელი, გურული, მეგრელი, რაჭველი, ოსი,

ანუ ოსები ინტეგრირებულად გრძნობდნენ თავს ქართულ საზოგადოებაში

და მათმა ასე ვთქვათ გამოღვიძებამ კი არა, გადამტერებამ ცუდი შედეგები მოგვიტანა,

აფხაზებიც საუკუნეების განმავლობაში ინტეგრირებულები იყვნენ ქართულ ეთნოსში,

ჩვენი მიზანი უნდა იყოს ოსების და აფხაზების დაბრუნება, თუკი ეს მოხერხდება რუსები ვეღარ შEძლებენ თავისი მზაკვრული

პოლიტიკის ბოლომდე გატარებას

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენ საცოდავი, ცხოვრების 2 ფერში დამნახავი უსუსური არსება ხართ.
აქ კი გირჩევნია ნაძირალა ადამიანო, შეწყვიტო შენი იდიოტური ნრავაუჩენიები.

იმდენად საცოდავი ხარ, რომ შენთვის ადეკვატური პასუხის გაცემას აწი აღარ ვაპირებ.

აწი ყველა შენს პოსტს უბრალოდ დავაიგნორებ, რადგან უბრალოდ უმეცარი და საცოდავი არსება ხარ.

აწი არ გაბედო ჩემზე პასუხი, თორე მოვითხოვ ნაცინალისტური და ეთნიკურ ნიადაგზე ღირსების შემლახავი შენი პოსტებისთვის შენს დასჯას!

შენნაირი შოვინიოსტების გამო არის საქართველო ასეთ ყოფაში, მარა არ გასვენებთ გამჩენი!

აი, ჩემი ნათქვამის დამამტკიცებელი საბუთები. გმადლობთ.

დავამთავრეთ ორივე მხარემ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...