Jump to content
Planeta.Ge

რატომ არ ხდება ქართველიზაცია

Recommended Posts

აი სწორედ მაგაშია ჩვენი პრობლემა, ეს ჩვენი სამოქალაქო ვალდებულება

:rolleyes: და ვინ მოიგონა ეს ვალდებულება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 244
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

და რა არის კარგი ტოტალურ ქართველიზაციაში? ეს არის ერთფეროვნება, სტანდარტიზაცია, საქართველო კი "იმპერია" იყო, რასაც მრავალფეროვნება ახასიათებს.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

არ მესმოდა არასდროს, რატომ არ კმაყოფილდებოდნენ ადამიანები, როდესაც მეკითხებოდნენ: "სადაური ხარო?" და პასუხად იღებდნენ: "თბილისელი ვარ". ბაბუაჩემი, მამაჩემი და მეც თბილისში-დავიბადეთ გავიზარდეთ, მარა რატომღაც უნდა ვთქვა რომ ქართლელი ვარ.

ეს არის ფეოდალური ნაციონალიზმის დამახასიათებელი, რომ შენ იქაური კი არ ხარ, სადაც დაიბადე, სადაც გაიზარდე, ვისთანაც ახდენ შენს იდენტიფიკაციას, არამედ შენ იქაური ხარ, საიდანაც შენი შორეული და შეიძლება არც ისე შორეული წინაპრები ცხოვრობდნენ. რატომ აქვს ამ ფესვებს ესეთი დიდი მნიშვნელობა და რატომ არის ესეთი ძნელი, მაგალითად კახელი გახდეს მეგრელი თუ კი სამეგრელოში დაიბადება და გაიზრდება და პირიქით? რა მნიშვნელობა აქვს ამ რაღაც ფესვების ქექვას?

ფეოდალურ სამყაროში, ადამიანი მიწაზე იყო მიბმული, თაობები ისე იცვლებოდა, რომ იმ მიწას არც ერთი თაობა არ ცილდებოდა. შესაბამისად ერთი ადგილისადმი კუთვნილებას ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, ჩამოსული სხვა კუთხიდან, მაინც გარკევულწილად ჩამოსულად ითვლებოდა, რამოდენიმე თაობა რომ ეცხოვრა მაგალითად გორში, ის მაინც იტყოდა რომ იმერელია.

ჩამოყალიბებულ ერისთვის მნიშვნელობას არ წარმოადგენს თუ შენი საგავრეულო ფესვები, რომელ კუთხიდან არის. თუ ერი შემდგარია, ქართველი მუდამ ქართველი რჩება და არავინ იძიებს მის ფესვებს. მარა რამდენად ჩამოყალიბებულნი ვართ? ვიღაცას დიდი ბებო ჰყავდა ოსი, მერე მიდის ჭორაობა ის ქართველი არ არის, ბებო ჰყავს ოსიო. ამ მხირვ რამხელა დაპრკიოლებაა, იმ ადამიანის ვისაც ქართველობა უნდა, მაგრამ მის ფესვებში იქექებიან და არ აძLევენ საშვალებას უბრალოდ იყოს ქართველი.

ამიტომაც თავად საქართველოში, ესეთი მძიმეა გაქართველების პროცესი და ამაში ჩვენი ეს ფეოდალური კულტურაა დამნაშავე. ჩვენ არ ვაძლევთ არაქართველებს იმის საშვალებას, რომ გახდნენ ქართველები, ჩვენ აუცილებლად გვჭირდება, რაღაც "სუფთა სისხლის" ადამიანი რომელიც იქნება ქართველი, სხვანაირი ქართველი კი არ არსებობს.

რამოდენიმე ხნის წინ ვიყავი ბორჯომში და იქ ერთი ადგილობრივი მეუბნება და მიმტკიცებდა, რომ კახელები ნამდვილი ქართველები არ არიანო, იმათ ვისი სისხლი აქვთ კაცმა არ იცისო, სპარსელების და მონღოლებისო, აი აქ მონღოლები არ ყოფილანო და ამიტომაც ჩვენო ყველაზე ნაღიდი ქართველები ვართო. ეს არ არის ერთი ჩვეულებრივი ადამიანის აზრი, მსგავსი აზრები ბევრ ადამიანსიგან მსმენია.

ეს არა იმდენად ფაშიზმი არამედ ფეოდალური რაღაც "სუფთა სისხლის" იდეაა.

ამიტომ მაინტერესებს, ვართ კი შემდგარი ერი? თუ ვართ მაშინ რაღაზე გვჭირდება, რაღაც ფეოდალური "წმინდა სისხლის" ინსტიტუტი?

მემგონი მეორედ გეთანხმები სულ ;))

იმხო ერთ ერთი ყველაზე უდიდესი და გამოსასწორებელი პრობლემაა.

თუმცაღა თავის ახსნა აქვს რა თქმა უნდა...

სხვათა შორის დედაქალაქის გადატანამ მაგალითად ქუთაისში ამ პრობლემის ნაწილი შეიძლება მოაგვაროს კდიეც...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და რა არის კარგი ტოტალურ ქართველიზაციაში? ეს არის ერთფეროვნება, სტანდარტიზაცია, საქართველო კი "იმპერია" იყო, რასაც მრავალფეროვნება ახასიათებს.

სომხეთზე რას იტყვი, ცუდია თუ კარგი, რომ ის მონოეთნიკური სახელმწიფოა და რატომ არ ცხოვრობენ სომხეთში სხვა ერის წარმომადგენლები?

როგორ დაიყარეთ თავი ამდენმა ქართველთმოძულემ ამ ფორუმზე? მოვა დრო და ისტორია მიგახვედრებთ, რას ნიშნავს ფესვები, ვერ ეღირსებით საქართველოს დამარხვას. ღმერთი დაიფარავს საქართველოს თქვენგან და ყველა მტრისაგან (ვისაც ეხება, იმან მიიღოს თავის თავზე).

Edited by ბადრი_წიქორაძე
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბადრი_წიქორაძე

რატომ არ ცხოვრობენ სომხეთში სხვა ერის წარმომადგენლები?

...........................

მომიტევეთ, მარა ეს არაა მთლა სწორი ინფორმაცია. არა იმ რაოდენობით, რამდენიც ჩვენთან, მარა მაინც არიან

უმთვრესი მიზეზი არის გარდა სომხური ნაციონალიზმისა, არც თუ სახარბიელო გეოგრაფიული მდებარეობა და მცირე და მწირი მიწიანობა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მცირე და მწირი მიწიანობა

გიჟ ვრაცუებს ხომ უზარმაზარი, დაუსახლებელი ტერიტორიები გვაქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბადრი_წიქორაძე

გიჟ ვრაცუებს ხომ უზარმაზარი, დაუსახლებელი ტერიტორიები გვაქვს.

..........................

თქვენ წარმოიდგნეთ და სომხეთთან შედარებით კი :D

მიწის ღალიანობაზე აღარაფერს ვამბობ :D

ჩვენ არც საკუთარი ფესვები გვჭირდება, მიწებიც უზარმაზარი გვქონია, დავურიგოთ "მოძმე" სომხებს, აზერებს. ჯიში ცუდი გვქონია, აფხაზურ - ოსურ - ჩეჩნურით შეზავება გვესაჭიროება თურმე. თქვენ აქ ავად ხომ არა ხართ?

.........................

უკაცრავად, თქვენ კონკრეტულად ვის მიმართAვთ?

მივმართავ მათ ვინც თვლის, რომ საქრთველოს უზარმაზარ, დაუსახლებელ მიწებიან "იმპერიალისტურ" სახელმწიფოში ავადმყოფი ერი ცხოვრობს, რომელსაც სისხლი აფხაზურ-ოსურ-ჩეჩნური გენით უნდა გაუუმჯობესონ და ვინც თვლის, რომ ქართველთათვის საკუთარი ერის გენზე მზრუნველობა აუცილებელი არ არის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბადრი_წიქორაძე

სომხეთზე რას იტყვი, ცუდია თუ კარგი, რომ ის მონოეთნიკური სახელმწიფოა და რატომ არ ცხოვრობენ სომხეთში სხვა ერის წარმომადგენლები?

სომხეთი სხვა ისტორიულ საფუძვლებზეა აგებული. საქართველო თავის ბუებიდან და რეალობიდან გამომდინარე მონოეთნიკური სახელმწიფო ვერასოდეს ვერ იქნება, გამორიცხულია, ამიტომაც არის გაცილებით უკეთესი ვიდრე სხვა კავკასიური სახელმწიფო.

საქართველოს სახელმწიფოებრიობას პრობლემები მაშინ ექნებოდა, როცა სურვილი ჰქონდა სწორედაც რომ მონოეთნიკურ სახელმწიფოდ ქცეულიყო.

როგორ დაიყარეთ თავი ამდენმა ქართველთმოძულემ ამ ფორუმზე? მოვა დრო და ისტორია მიგახვედრებთ, რას ნიშნავს ფესვები, ვერ ეღირსებით საქართველოს დამარხვას. ღმერთი დაიფარავს საქართველოს თქვენგან და ყველა მტრისაგან (ვისაც ეხება, იმან მიიღოს თავის თავზე).

სანამ ვინმეს საქართველოს მტრად შერაცხავდით, ჯერ გაიგეთ რა უნდათ. რა იცი იქნებ საბოლოო ჯამში ბევრი ვისაც თქვენ ქართველთმოძულეს ეძახით, რეალურად საქართველოსთვის სიკეთე და პროგრესი მოაქვს..

ჩვენ არც საკუთარი ფესვები გვჭირდება

ფესვებში არ ვიცი თქვენ რას გულისხმობთ, მარა კუთხური ნაციონალიზმს თუ გულისხმობთ, ეს სწორედაც რომ დასავიწყია და სწორედაც, რომ გადასალახავი.

რომ ქართველთათვის საკუთარი ერის გენზე მზრუნველობა აუცილებელი არ არის.

ერის გენი რა არის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

zen

და რა არის კარგი ტოტალურ ქართველიზაციაში? ეს არის ერთფეროვნება, სტანდარტიზაცია, საქართველო კი "იმპერია" იყო, რასაც მრავალფეროვნება ახასიათებს.

как много в слове этом для сердца русского слилось...

და შესაბამისად რა მრავალფეროვანი საშუალებები არსებობს რომ გარეწარმა ერთმანეთს დააჯახოს ერთი და იგივე ეთნოსის ხალხი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სანამ ვინმეს საქართველოს მტრად შერაცხავდით, ჯერ გაიგეთ რა უნდათ. რა იცი იქნებ საბოლოო ჯამში ბევრი ვისაც თქვენ ქართველთმოძულეს ეძახით, რეალურად საქართველოსთვის სიკეთე და პროგრესი მოაქვს..

პროგრესისა და სიკეთის მაგივრად, ბოროტება რომ მოიტანონ, მერე რა ვქნა, ახალი სამშობლო ვეძიო?

ფესვებში არ ვიცი თქვენ რას გულისხმობთ, მარა კუთხური ნაციონალიზმს თუ გულისხმობთ, ეს სწორედაც რომ დასავიწყია და სწორედაც, რომ გადასალახავი.
კუთხურს არა, ჯანსაღ ნაციონალიზმს ვგულისხმობ.

ერის გენი რა არის?
???????????????????
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...