Jump to content
Planeta.Ge

რას ნიშნავს თქვენთვის თავისუფლება და როგორ წარმოგიდგენიათ ის?

Recommended Posts

Nukriko

ესე მართულ ან უფუნქციო მასად იქცევა ადამიანები

არანაირად, ადამიანის საბრძოლველს რა დალევს, ვებრძოლოთ კოსმოსს, დაავადებებს, სტიქიას. გვეყოლება მტერი და იმას ვებრძოლოთ და ასე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 95
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Popular Days

Top Posters In This Topic

სიმართლე ერთია და იმ სიმართლეს როცა ემსახურები ადამიანი,ხარ თავისუფალი.

რა არის სიმართლე?

რა არის ის სიმართლე რომლზეც ამბობ რომ ერთია?

პირიქით მე ვერ დავინახე შენი ლოგიკა

შენ, სანამ ჩემს ლოგიკას დაინახავ, ჯერ შენი უნდა დაინახო, და ყველაფერი მოგვარდება. შენ არღვევ ლოგიკას ცხადად და ერთსახოვნად. გიმეორებ რადგან ვერ გაიგე. კარგად წაიკითხე და გაიაზრე შენი ნაწერი.შენ ამბობ, რომ

ათეისტის თავისუფლება გამომდინარეობს იმით, რომ მან საკუთარი თავისუფალ ნებით, ინტელექტით უარი თქვა ეწამა ღმერთი.

ღმერთს(ანუ სულს) რომ არ სცნობს და არ აღიარებს, მაშ რას აღიარებს ათეისტი თავის ორიენტირად? თავისი პრინციპების და ქცევების განმსაზღვრელად? ლოგიკურად გამოდის რომ მატერიას. რადგან ის არ სცნობს ღმერთს. და თუ ის ღმერტს არ სცნობს, ანუ სულს არ სცნობს მაშ ინტელექტი რაღაა? ინტელექტი ხომ სრულიად არამატერიალური რამ არის?

გამოდის, რომ ათეისტი იყენებს სულის პროდუქტს (ინტელექტს), ისე, რომ მას არ სცნობს, და ამავე დროს მას აყენებს ინსტიქტების სამსახურში!

ხოლო შენ ასეთ ადამიანზე ამბობ რომ თავისუფალია?

თავისუფალი კიარა ის არის მონა უვიცობისა და ინსტიქტებისა.ასეთი ადამიანებისაგან შემდგარი საზოგადოება წარმოშობს ტოტალიტარულ რეჟიმებს, პოლიციურ სახელმწიფოს,მიმართავს საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილების ნებისმიერ ფორმებს. ასეთი ადამიანი ცხოვრობს ერთჯერადი ცხოვრების შისისა და სიძულვილის განცდით, და ამ ერთ ცხოვრებაში ცდილობს მიაღწიოს რისი მიღწევაც კი შეუძლია ნებისმიერი საშუალებით.

ასეთი ადამიანი როგორც წესი არის აგრესიული და თან ბედნიერების განცდის არმქონე. მოკლედ- მონსტრი.

:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
როცა ვიცი, რომ უდანაშაულოდ არ დამსჯიან,

როცა ვიცი, რომ ჩემი კერძო საკუთრება ხელშეუხებელია,

როცა ვიცი, რომ ჩემი შვილი არსად არ უნდა გადავხვეწო, ჩემს კულტურულ საფუძველზე შეძლებს თანამედროვე სტანდარტის განათლების მიღებას,

როცა მეცოდინება, რომ არსებობს ჩემთვის ქვეყანაში ადგილი, სამუსაო, რომელსაც თუ არ შევასრულებ, ჩემი ბრალი იქნება რომ მშიერი ვარ და არა იმის, რო საქმე დაგეგმილი და გაანწილებული არაა მოქალაქეებისთვის მათი კომპეტენციის მიხედვით,

როცა უშიშროების სამსახური მტერს დაზვერავს და მე არ მომისმენს,

როცა ექიმის დანიშნულ წამალს ვენდობი, როცა განსხვავებულ აზრს მტრულად არ ჩამითვლიან და ხელისუფლება ქვეყნის სამსახურში იქნება,

როცა ხელისუფლება (ქვეყნის სახე) იაფფასიანი ოხუნჯობებით კი არ შეებრძოლება მტრულად განწყობილ ქვეყანას, არამედ ღირსეული არგუმენტებით და ღირსეული თავდაჭერით....................

:maladec:

ამის უმთავრესი საწინდარი კიდევ დამოუკიდებელი და კომპეტენტური სასამართლოა,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა არის სიმართლე?

რა არის ის სიმართლე რომლზეც ამბობ რომ ერთია?

ყველა მომხდარ მოვლენას ერთი სიმართლე აქვს და ესე კერძოთ როგორ გაგცე პასუხი? :D

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მარტივი მექანიზმი, მინდა-თავისუფლებაა და აღარ მინდა-ესეც

ოკ. მაშინ წარმოიდგინე ასეთი რამ::D

ადამიანის ინსტიქტების დაკმაყოფილება (რასაც შენ თავისუფლებას უწოდებ) არის საზღვრული. გარკვეული დონეებით. ხომ? :)) ასე არაა? მაგრამ თავად თავისუფლება- ხომ უსაზღვროა?

მაგ:

1. ნაადრევ ასაკში დაემართა კლიმაქსი, და შეეზღუდა ქალებთან სიამოვნების "თავისუფლება":))

2.ცხენიდან გადმოვარდა, და სამუდამოდ ჩამოშორდა საყვარელ სპორტს

3.წარღვნამ შთანთქა მისი უსაყვარლესი საცხოვრისი და დაატოვებინა გარემო სადაც ის ბატონ-პატრონი იყო

4.დაბრმავდა! საერთოდ სხვაზე დამოკიდებულია!

ანუ - იმ ყველაფერს, რასაც შენ მიიჩნევ როგორც თავისუფლებას, აღმოჩნდა სრულიად პირობითი.

როგორ შეიძლება ვისაუბროთ ადამიანის თავისუფლებაზე მაშინ, როცა მას უახლოესი 15 წუთის გეგმაც კი არ გააჩნია?:))

:ბულგაკოვი:

:))

პს.ანუ, თავისუფლების თქვენეული გაგება ემყარება ფანტაზიას და არა რეალობას. აბა ჩართეთ რეალობა, თუ შეგიძლიათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველა მომხდარ მოვლენას ერთი სიმართლე აქვს და ესე კერძოთ როგორ გაგცე პასუხი?

როგორ და - სიმართლე არის ყველგან, პრინციპში ასეა ხომ?

ის არის გარკვეულწილად სიცრუესთან მიმართებაში და ჩვენ მათი განსხვავების უნარი გაგვაჩნია (უნდა გაგვაჩნდეს)

ჰოდა, აი , დავუშვათ მე ვარ დედამიწაზე მოხვედრილი უცხო პლანეტელი:)) ვისაც არა გაეგება რა საერთოდ დედამიწის მცხოვრებთა შესახებ, და გეკითხებით - რა არის სიმართლე? ანუ -ჭეშმარიტება?

:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უ - იმ ყველაფერს, რასაც შენ მიიჩნევ როგორც თავისუფლებას, აღმოჩნდა სრულიად პირობითი

გეთანხმები

თავისუფალი ადამიანი ჯერ არ შემხვედრია, ყველა რაღაცას აკეთებს ან არ აკეთებს სხვაზე დამოკიდებულებით...

შეიძლება ვისაუბროთ უბრალოდ ამ ''პირობითობის'' ხარისხზე და არა თავისუფლებაზე

(თავის-უფალი - ძალიან მხიბლავს ეს სიტყვა :D )

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოკ. მაშინ წარმოიდგინე ასეთი რამ::D

ადამიანის ინსტიქტების დაკმაყოფილება (რასაც შენ თავისუფლებას უწოდებ) არის საზღვრული. გარკვეული დონეებით. ხომ? :)) ასე არაა? მაგრამ თავად თავისუფლება- ხომ უსაზღვროა?

მაგ:

1. ნაადრევ ასაკში დაემართა კლიმაქსი, და შეეზღუდა ქალებთან სიამოვნების "თავისუფლება":))

2.ცხენიდან გადმოვარდა, და სამუდამოდ ჩამოშორდა საყვარელ სპორტს

3.წარღვნამ შთანთქა მისი უსაყვარლესი საცხოვრისი და დაატოვებინა გარემო სადაც ის ბატონ-პატრონი იყო

4.დაბრმავდა! საერთოდ სხვაზე დამოკიდებულია!

ანუ - იმ ყველაფერს, რასაც შენ მიიჩნევ როგორც თავისუფლებას, აღმოჩნდა სრულიად პირობითი.

როგორ შეიძლება ვისაუბროთ ადამიანის თავისუფლებაზე მაშინ, როცა მას უახლოესი 15 წუთის გეგმაც კი არ გააჩნია?:))

:ბულგაკოვი:

:))

პს.ანუ, თავისუფლების თქვენეული გაგება ემყარება ფანტაზიას და არა რეალობას. აბა ჩართეთ რეალობა, თუ შეგიძლიათ.

ჩემი თავისუფლება ნიშნავს :rolleyes: ჩემი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი თავისუფლება ნიშნავს ჩემი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობას

ანუ შენი სიტყვებიდან გამომდინარე შენს სურვილებს ვერ იკმაყოფილებ (რადგან შესაძლებლობაზე თქვი), ანუ შენ ვიღაცაზე და რაღაცაზე (სხვა გარემო პირობებზე) ხარ დამოკიდებული და ეს ნიშნავს რომ არა ხარ თავისუფალი

და როცა ვიკმაყოფილებ? :boli:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჰოდა, აი , დავუშვათ მე ვარ დედამიწაზე მოხვედრილი უცხო პლანეტელი ვისაც არა გაეგება რა საერთოდ დედამიწის მცხოვრებთა შესახებ, და გეკითხებით - რა არის სიმართლე? ანუ -ჭეშმარიტება?

აი როცა შემხვდება ეგეთი როჟა,მერე გავარკვევ მაგას. :boli:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და როცა ვიკმაყოფილებ

მცირეოდენ ნაწილს?

და ეგ კიდევ არ არის თავისუფლება...

ელემენტარულს გეტყვი - გშია და საჭმელი შეჭამე, ანუ შენი სურვილი იყო ჭამა და აისრულე კიდეც, მაგრამ ის საჭმელი უგემური იყო :boli: ანუ სურვილის დაკმაყოფილება არ არის თავისუფლება (რაღაც ძალიან უნიჭოდ გიპასუხე :D )

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თავისუფლება

ფული

კონსტიტუციით მონიჭებული უფლებების უზრუნველყოფა

სულ ეს არის

დანარჩენში მაგარი ვარ :boli:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ღმერთს(ანუ სულს) რომ არ სცნობს და არ აღიარებს, მაშ რას აღიარებს ათეისტი თავის ორიენტირად? თავისი პრინციპების და ქცევების განმსაზღვრელად? ლოგიკურად გამოდის რომ მატერიას. რადგან ის არ სცნობს ღმერთს. და თუ ის ღმერტს არ სცნობს, ანუ სულს არ სცნობს მაშ ინტელექტი რაღაა? ინტელექტი ხომ სრულიად არამატერიალური რამ არის?

ინტელექტი სწორედაც რომ მატერიალურია. არამატერიალური ინტელექტი ვინმეს გაუგია? :D

გამოდის, რომ ათეისტი იყენებს სულის პროდუქტს (ინტელექტს), ისე, რომ მას არ სცნობს, და ამავე დროს მას აყენებს ინსტიქტების სამსახურში!

ხოლო შენ ასეთ ადამიანზე ამბობ რომ თავისუფალია?

რაღაც უცნაური წარმოდგენები გაქვს ათეიზმზე.. :DD

თავისუფალი კიარა ის არის მონა უვიცობისა და ინსტიქტებისა.ასეთი ადამიანებისაგან შემდგარი საზოგადოება წარმოშობს ტოტალიტარულ რეჟიმებს, პოლიციურ სახელმწიფოს,მიმართავს საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილების ნებისმიერ ფორმებს. ასეთი ადამიანი ცხოვრობს ერთჯერადი ცხოვრების შისისა და სიძულვილის განცდით, და ამ ერთ ცხოვრებაში ცდილობს მიაღწიოს რისი მიღწევაც კი შეუძლია ნებისმიერი საშუალებით.

ასეთი ადამიანი როგორც წესი არის აგრესიული და თან ბედნიერების განცდის არმქონე. მოკლედ- მონსტრი.

აი ეს არის ყველაზე კარგი მაგალითი.

მოდი რეალობა ავიღოთ, შვედეთის 86% არის ათეისტი და გამოკითხვის თანახმად ყველაზე ბედნიერი ერი არის შვედეთი.

აი ფაქტები, სხვა დანარჩენზე ადექით და იფილოსოფოსეთ :boli:

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი როცა შემხვდება ეგეთი როჟა,მერე გავარკვევ მაგას.

აი აგერ ვარ კაცო და გეკითხები.:D ნუ გამაწბილებ:D

ჩემი თავისუფლება ნიშნავს ჩემი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესაძლებლობას

მოთხოვნილება რომ გაქვს,:D ეგ უკვე ნიშნავს რომ არა ხარ თავისუფალი.:boli:

მოთხოვნილების ქონა ნიშნავს, რომ გაკლია ის, რასაც ითხოვ. ანუ შენს თავს აკლია რაღაც:D

და თუ შენს თავს აკლია და ითხოვ (ითხოვ რომ გარედან მიიღო) როგორღა ხარ თავის უფალი?

ვერ ფლობ ე.ი. შენს თავში იმას რასაც ითხოვ გარედან. ანუ უფალი ვერა ხარ შენი თავისა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...