Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ამასწინათ ჯგუფელები ქაშვეთის ეკლესაში შევედით, გვინდოდა სანთელი დაგვენთო და გველოცა.

შევედით ტაძარში და გავიშალეთ, ზოგი რომელ ხატთან მივიდა ზოგიც რომელთან, მე წმინდა გიორგის ხატთან მივედი, ვემთხვიე და სანთლის დანთება ვცადე, არაფრით არ დამაგრდა სანთელი, კაი ხანი ვეწვალე და ამ წვალებაში სხვისი სანთელიც ჩამომიმავრდა, ჩემი წვალება კიდევ გაორმაგდა...ძლივს როგორც იქნა ავანთე და დავამაგრე, ძალიან შევშინდი, გულმხურვალედ ვილოცე იმ დღეს, პატიება ვითხოვე უფლისგან, ლამის კანკალმა ამიტანა, ვიფიქრე რომ ჩემი სანთელი არ მიიღო უფალმა..

აღმოჩდა რომ მე ერთადერთი არ ვყოფილვარ, როცა ლოცვას მოვრჩი გვერდზე გავიხედე და დავინახე, რომ ყველას სანთლები ცვიოდა, მათაც უჭირდათ დანთება..

 

ეკლესიიდან გამოსულები ჩუმად მივდიოდით, კაი ხანი არცერთს არაფერი გვითქვამს, მოგვიანებით ჯგუფელმა აღნიშნა, რომ სანთელი ძლივს დაანთო, ამის გაგონებაზე ყველა ავლაპარაკდით ამაზე. ხუთნი ვიყავით და ხუთივე ძალიან დაგრუზულები, ეს უფლის ნიშნად მივიღეთ.

ალბათ უფალი ჩვენ სანთლებს აღარ იღებს, პაკაზუხა მორწმუნე ერი რომ ვართ ალბათ ამიტომ. იმედია უფალი განასცდელს არ გვიმზადებს :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
ალბათ უფალი ჩვენ სანთლებს აღარ იღებს, პაკაზუხა მორწმუნე ერი რომ ვართ ალბათ ამიტომ. იმედია უფალი განასცდელს არ გვიმზადებს 002.gif

და იმაზე არ გიფიქრიატ რომ ცვილის ბარლი ყოფილიყო, განსაკუთრებით ზამთარში,როცა ცივა ცვილი ძალიან სწრაფად მყარდება და შესაბამისად აღარ ეკვრება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამასწინათ ჯგუფელები ქაშვეთის ეკლესაში შევედით, გვინდოდა სანთელი დაგვენთო და გველოცა.

შევედით ტაძარში და გავიშალეთ, ზოგი რომელ ხატთან მივიდა ზოგიც რომელთან, მე წმინდა გიორგის ხატთან მივედი, ვემთხვიე და სანთლის დანთება ვცადე, არაფრით არ დამაგრდა სანთელი, კაი ხანი ვეწვალე და ამ წვალებაში სხვისი სანთელიც ჩამომიმავრდა, ჩემი წვალება კიდევ გაორმაგდა...ძლივს როგორც იქნა ავანთე და დავამაგრე, ძალიან შევშინდი, გულმხურვალედ ვილოცე იმ დღეს, პატიება ვითხოვე უფლისგან, ლამის კანკალმა ამიტანა, ვიფიქრე რომ ჩემი სანთელი არ მიიღო უფალმა..

აღმოჩდა რომ მე ერთადერთი არ ვყოფილვარ, როცა ლოცვას მოვრჩი გვერდზე გავიხედე და დავინახე, რომ ყველას სანთლები ცვიოდა, მათაც უჭირდათ დანთება..

 

ეკლესიიდან გამოსულები ჩუმად მივდიოდით, კაი ხანი არცერთს არაფერი გვითქვამს, მოგვიანებით ჯგუფელმა აღნიშნა, რომ სანთელი ძლივს დაანთო, ამის გაგონებაზე ყველა ავლაპარაკდით ამაზე. ხუთნი ვიყავით და ხუთივე ძალიან დაგრუზულები, ეს უფლის ნიშნად მივიღეთ.

ალბათ უფალი ჩვენ სანთლებს აღარ იღებს, პაკაზუხა მორწმუნე ერი რომ ვართ ალბათ ამიტომ. იმედია უფალი განასცდელს არ გვიმზადებს :D

არაა ნოდარ ეგრე არა :rolleyes:

ქაშუეთში მეც მიჭირს სანთელის დანთება, ქარი უბერავს ყველა მხრიდან,

უფლის შიში რომ გაქვს, ეს კი, ძალიან კარგია, ოღონდ რწმენა ცრურწმენაში არ გადაგეზარდოს,

არ იქნება ურიგო თუკი მოძღვარი გეყოლება და ასეთ საკითხებზე მას მიმართავ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
რ იქნება ურიგო თუკი მოძღვარი გეყოლება და ასეთ საკითხებზე მას მიმართავ 001.gif

ასევე კარგია, ფიზიკის,ქიმის,ბიოლოგის და ა.ს. სწავლა(ც).

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რწმენა ცრურწმენაში არ გადაგეზარდოს

 

+1. მშვენიერი აზრია. ცრურწმენა ფინთი რამეა. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სახარების კითხვაც

Siknadmo

 

მართალი ხარ, ბიბლიის კითხვა კარგიაhttp://www.pic4ever.com/images/reading.gif, მაგრამ კითხვაზე მნიშვნელოვანი, მისი სწორად გაგებაა. ზოგჯერ, როცა ადამიანი არასწორად იგებს მას, არასწორი წარმოდგენები ექმნება ღმერთზე, უჩნდება ცრუ წარმოდგენები ბევრ რამეზე და იმაზეც, თუ როგორ განიხილავს ღმერთი ამა თუ იმ საკითხს. არასწორად გაგებულ სიტყვებს კი ზოგიერთი მძიმე შედეგებამდეც კი შეიძლება მიიყვანოს. ფანატიზმამდე, ცრურწმენამდე და ბოლოს ასეც კი შეიძლება მოიქცეს:

http://www.pic4ever.com/images/290.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
მაგრამ კითხვაზე მნიშვნელოვანი, მისი სწორად გაგებაა

მაგ "სწორ გაგებაზე" რამდენი რელიგიური მიმართულება ჩამოყალიბდა და რამდენი ქვაზი-რელიგია და სექტა?

 

ცრურწმენა ფინთი რამეა

და მარტო

სახარების კითხვაც
-ს სწორედ მაგ ცრუ რწმენებამდე მიყავხარ, როგორც თავის დროზე ჭექა-ქუხილს
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭანო

-ს სწორედ მაგ ცრუ რწმენებამდე მიყავხარ, როგორც თავის დროზე ჭექა-ქუხილს

ვაიიიი, დედააა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლამის კანკალმა ამიტანა

 

როცა ეკლესიაში წირვას ვუსმენდი, ყოველთვის მეძინებოდა და მთქნარებით ვკვდებოდი. ეს უბედურებად სულაც არ ჩამითვლია, უბრალოდ მივხვდი რომ მხოლოდ წირვის მოსმენა ჭეშმარიტების რწმენას და ჭეშმარიტების შეცნობას არ ნიშნავს და უფრო მეტი ''რაღაც'' არის საჭირო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგ "სწორ გაგებაზე" რამდენი რელიგიური მიმართულება ჩამოყალიბდა და რამდენი ქვაზი-რელიგია და სექტა?

 

ჭანო

 

სწორად გაგებამ კი არა, არასწორად გაგებამ გამოიწვია რელიგიების დაბადება. აი როგორი იყო თავდაპირველი სურათი:

 

I საუკუნის ქრისტიანები

 

დაიხოცნენ მოციქულები; მათი მოწაფეებიც; II საუკუნის დასაწყისის შემდეგ, ყვალემ დაიწყო ბიბლიის თავისებური "განმარტება". შედეგად, წარმოიშვა მრავალი მიმდინარეობები. ნესტორიანელობა, არიანელობა, ორთოდოქსობა, კათოლიკობა და ასე შემდეგ. ყველას არ ჩამოვთვლი. ;) იყო დავ და მთელი ამბავი; ერთმანეთის "ჭამა" და ბოლოს, როცა ამ მიმდინარეობებიდან ორი ძირითადი მოსაზრების მქონე ადამიანები მომრავლდნენ, მომძლავრდნენ და გამოიკვეთნენ, დაიწყეს ერთმანეთთან ჭიდილი. ვინც მეტად მოქნილი იყო პოლიტიკაში და ფიზიკურადაც შეეძლო ჩხუბი, იმან გაიმარჯვა. IV საუკუნის ბოლოს, გაიმარჯვა ეგრეთ წოდებულმა "საყოველთაო" (ანუ კათოლიკურმა) მიმდინარეობამ. მოგვიანებით (ახ.წ-ით 1054 წ-ს) "კათოლიკებს" გამოეყვნენ ადამიანთა გარკვეული ჯგუფ[ებ]ი და "მართლმადიდებლად" წოდებულ მიმდინარეობად მოგვევლინენ. შემდეგ ამ ორიდან 4-ხი, 4-ხიდან 8 და ასე "გაიგეს" თითოეულმა ბიბლიის სიტყვები "სწორად" ;) და დემოკრატიის ხანაში კი, (თანამედროვე ეპოქას ვგულისხმობ) ყველას მიეცა საკუთარი რელიგიური მოსაზრების თანახმად ცხოვრების უფლება, რომელსაც კანონი იცავს და არეგულირებს. ახლა დაფიქრდი:

სწორად რომ გაეგოთ,ანუ ისე, როგორც ეს ყველაფერი ესმოდათ I საუკუნის ქრისტიანებს, ამდენი მიმდინარეობები არ იქნებოდა და უფრო მეტიც, არც კათოლიკობა და არც მართლმადიდებლობა იქნებოდა. იქნებოდა მხოლოდ ქრისტიანობა, ანუ ის, რაც I საუკუნეში არსებობდა. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იქნებოდა მხოლოდ ქრისტიანობა, ანუ ის, რაც I საუკუნეში არსებობდა. 001.gif

შენი აზრით I საუკუნის მერე არ იყვნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენი აზრით I საუკუნის მერე არ იყვნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები ?

 

ჩემი აზრით ჭეშმარიტი ქრისტიანები ყოველთვის იყვნენ, მ ა გ რ ა მ:

 

ისინი, ანუ ნამდვილი ქრისტიანები, როგორც ყოველთვის იდევნებოდნენ, ისევე როგორც ქრისტე და მისი მიმდევრები იყვნენ დევნილი. ისინი ყოველთვის უმცირესობას წარმოადგენდნენ, ანუ ცოტანი იყვნენ.

 

ისინი კი, რომლებიც მოციქულების სიკვდილის შემდგომ საუკუნეებში ყოველთვის ჩანდნენ იყვნენ გაბატონებული რელიგიური ჯგუფები ძალაუფლებით, რომლებიც ადამიანების სამართავ კარგ პოლიტ-რელიგიას წარმოადგენდნენ. I საუკუნის ქრისტიანებისგან განსხვავებით, პაპებმა და პატრიარქებმა დიდი ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში მოციქულების სიკვდილიდან სულ რაღაც რამოდენიმე ასეული წლების გასვლის შემდეგ, რადგან მჭიდრო კავშირებს ამყარებდნენ პოლიტიკოსებთან (იმპერატორებთან და მეფეებთან). მათ იმხელა ძალაუფლება მოიპოვეს, რომ ადამიანის განსჯა-გასამართლებაც კი ითავეს, მათ ადამიანებზე სიკვდილის განაჩენის გამოტანაც კი შეეძლოთ. მათი ხელმძღვანელობითა და ინიციატივით, ადამიანებს წვავდნენ, ზოგს კი სახრაჩობელაზე კლავდნენ. განსაკუთრებით მათ, ვისაც ეკლესია მიიჩნევდა ერეტიკოსად. ასეთი ადამიანის გამოვლინება მხოლოდ ეკლესიის გაბატონებული წინამძღვრების ხელთ იყო. ვისაც უნდოდათ, მას გამოაცხადებდნენ ასეთად და შესაბამისად, სიცოცხლესაც გამოუსალმებდნენ.

მცირე ქრისტიანული საკრებულო, რომელსაც დევნილი იესო უძღვებოდა I საუკუნეში, მომდევნო საუკუნეებში გადაიქცა ძლევამოსილ მდიდარ და გავლენიან "მანქანად", ანუ ხალხთა სამართავ იარაღად! და რომელიც სინამდვილეში, ღვთის სახელით მრავალ სამარცხვინო საქმეებს სჩადიოდა და რომელმაც მრავალი ტკივილი მოუტანა ადამიანებს.

 

ხოლო ჭეშმარიტი, ანუ ნამდვილი ქრისტიანები კი, მათ ფონზე არც კი ჩანდნენ, თუმცა ისინი ყოველთვის არსებობდნენ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...