Jump to content
Planeta.Ge

ეს იქნება სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა, რომელსაც ბატონი მალხაზ გულაშვილი უდგას სათავე


Recommended Posts

დაფუძნდა “საქართველოს უხუცესთა დარბაზი”: ელიზბარ ჯაველიძე - “ჩვენ ვეცდებით საზოგადოების ხსნის გზა ვუჩვენოთ”

 

“საქართველოს უხუცესთა დარბაზის” თავმჯდომარედ ერთხმად დასახელდა აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე. საბჭოს შემადგელობაში შედიან: მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან ტაიმსის” პრეზიდენტი მალხაზ გულაშვილი, კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი, პროფესორი ლეონარდო დევდარიანი, აკადემიკოსი მერაბ ბერძენიშვილი, საზოგადოება “სტალინელის” თავმჯდომარე გრიგოლ ონიანი, პროფესორი თემურ ქორიძე, კრიტიკოსი თამაზ წივწივაძე, დიდი თეატრის სოლისტი ლელიკო ჯაფარიძე, კინორეჟისორი სოსო ჯაჭვლიანი, პოეტი რეზო ამაშუკელი, რეჟისორი გიგა ლორთქიფანიძე და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები”, - წერს გაზეთი “ჯორჯიან ტაიმსი” სტატიაში სათაურით დაფუძნდა “საქართველოს უხუცესთა დარბაზი” / ელიზბარ ჯაველიძე: ჩვენ ვეცდებით საზოგადოების ხსნის გზა ვუჩვენოთ”.

“საზოგადოება შეიკრიბა 2009 წდის 21 დეკემბერს სვანურ კოშკში, მოგვიანებით, 29 დეკემბერს - “თბილისი მარიოტში”. “დარბაზში” გაერთიანდა საზოგადოების ის ნაწილი, რომლებიც პოლიტიკიდან შორის არიან, მაგრამ გული შესტკივათ ქვეყანაზე, ერზე და არა საკუთარ თავზე. სამომავლოდ ვაპირებთ “დარბაზის” დაფუძნებას რეგიონებში, წევრობა შეეძლება ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის, უბრალო გლეხსაც. პოლიტიკურ ბატალიებში ჩართვას არ ვაპირებთ. მთავარია, ჩვენი ეროვნული სული და ფასეულობანი გადავარჩინოთ. ეს იქნება სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა, რომელსაც ბატონი მალხაზ გულაშვილი უდგას სათავეში. სწორედ მათთან გავერთიანდებით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას უხუცესთა დარბაზის თავმჯდომარე ელიზბარ ჯაველიძე.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/122539.html

 

 

ლიცემერი: კრიტიკის ქარცეცხლში კი გაატარეს მიშას ცნობილი გამონათქვამი "ჩასარეცხი თაობა", მაგრამ ამისთანა ქლეობებს (რბილად არის ნათქვამი, ევფემიზმს ვიყენებ), რომ ვკითხულობ, მაშინ ვჭოჭმანობ-მეთქი ფაიზაღს ხომ არ უბნობდა მიშა :hello: :ena:

 

 

უზერებო, რა ქნან ამ სირებმა, თუ ურუსეთოდ სიცოცხლე არ შეუძლიათ?

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 38
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ეს იქნება სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა,
რომელიც არჩევნებისას პლავნად ჩაიღვრება ბაჩუკი ქარდავას და გიორგი თარგამაძIს ნაკურთხ კალაპოტში
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რომელიც არჩევნებისას პლავნად ჩაიღვრება ბაჩუკი ქარდავას და გიორგი თარგამაძIს ნაკურთხ კალაპოტში

დავითაიამ, ტყემალაძემ და თორთლაძემ რა დაგიშავეს ?

 

T_A_T!..გამარჯობა, დედაკაცო :D: :2kiss:

 

სად დაიკარგე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

რომელიც არჩევნებისას პლავნად ჩაიღვრება ბაჩუკი ქარდავას და გიორგი თარგამაძIს ნაკურთხ კალაპოტში

:ravic: :maladec:

ამათგან მერობის კანდიდატი გულაშვილი იქნება და ჯაველიძე საკრებულოს თავჯდომარის?

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დავითაიამ, ტყემალაძემ და თორთლაძემ რა დაგიშავეს ?

ესენი არ არიან ჭეშმარიტი მართმადიდებლები, ზემო ორისგან განსხვავებით.:ravic:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

 

 

შორს რუსეთისგან,თუ გვინდა რომ განვითარდეთ. :ravic: სავაჭრო ოპერაციები მოსულა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ესენი არ არიან ჭეშმარიტი მართმადიდებლები, ზემო ორისგან განსხვავებით.

ძუკუ

მართალი ხარ, ჩემო მიშა ,პოსტი სხვა კონტექსტში აღვიქვი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოსტი სხვა კონტექსტში აღვიქვი

:ravic: ისევ?

სად დაიკარგე?

ვტესტავდი ზოგიერტებს:))

 

 

 

 

 

 

ჯაველიძე მიშას ნატესავია მარტლა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კრიტიკის ქარცეცხლში კი გაატარეს მიშას ცნობილი გამონათქვამი "ჩასარეცხი თაობა"

ლ ი ც ი, აქ გამოყენებულია სიტყვა - თაობა, რომელშიც არა მხოლოდ მაგ ხალხი იგულისხმება, ასე რომ მიშამ ენას კბილი დააჭიროს, იმის მიხედვით რაც მოხდა ბოლო 2 წელიწადში ჩასარეცხი თვითონაა და მისი შაიკა. :mad2:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯაველიძე მიშას ნატესავია მარტლა?

T_A_T

"ცვეტში" ვიცი რომ არა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ცვეტში" ვიცი რომ არა

გენდობი-სეპარატისტულ სუფრაზე მჭირდება საკამათოთ ამშაბათს:ravic:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

 

 

ლიც,აი ნახავ მომავალში რამდენი ესეთი ორგანიზაციები შეიქმება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვტესტავდი ზოგიერტებს

T_A_T

რით ვეღარ მოვიდა ჩემი "ოჩერედი"? :ravic:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ის იცი მანქანები რომ დადის თბილისში უკან ჯვარმისტიკერებულები? ზნაჩით ნაკურტხია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლიც,აი ნახავ მომავალში რამდენი ესეთი ორგანიზაციები შეიქმება.

lasha1997

ნოდარ ნათაძის ინტევიუდან ამონარიდით გიპასუხებ, ჩემო დიტო

 

ნოდარ ნათაძე - “პუტინს სურს შექმნას რაღაც ლამაზი სახელის მატარებელი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს მცხოვრებთა სახელით მოითხოვს რუსეთისადმი ქართული პოლიტიკის კიდევ ერთხელ დაქვემდებარებას”

 

“ნანი ბრეგვაძემ რა უნდა თქვას, სიხარულით არის ატანილი... არსებობს ასეთი ცნება - თავმოყვარეობა. რაღაც გარკვეულ ნიშნულამდე უნდა მივიდეს ადამიანის განვითარება, რომ მას ინდივიდუალური თავმოყვარეობა ჰქონდეს. ამის კიდევ უფრო მაღალი რანგი ეროვნული თავმოყვარეობაა. როცა მტრის სუფრაზე მიდიხარ, რომელსაც შენი ქვეყანა შეურაცხყოფილი ჰყავს და შენი ქვეყნის ოკუპაციას ახდენს, ეს არის პირადი თავმოყვარეობისა და ეროვნული თავმოყვარეობის დათმობაც. რა ნიშნულზე არიან თვითონ განვითარებული, არ ვიცი, მაგრამ თავმოყვარეობა რომ არ აქვს მას, ვინც იქ მივიდა და ჭიქები აჭახუნა, ეს ნათელია. განსაკუთრებით მათ, ვინც იქ იმღერა”, - აცხადებს სახალხო ფრონტის თავმჯდომარე ნოდარ ნათაძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით პუტინი რაღაც ცუდს გვიპირებს.

“არის კიდევ ერთი შემაშფოთებელი დეტალი. პუტინი ამბობს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა უნდა შეიცვალოს საზოგადოებრივი ჯგუფების მონაწილეობით - ე.ი. პუტინი ამბობს, ვინც ხართ რუსების მოყვარული და რუსეთის ერთგული ქართველები, ჩვენი ძველი აგენტურა და ახალი აგენტურა, მეგობრები თუ ვინც ხართ, რაღაც ზომები უნდა მიიღოთ, რომ საქართველოს დამოკიდებულება პრორუსული იყოს ყოველგვარი ცვლილების გარეშე... საქართველოში დემოკრატიის წესების შესაბამისად, სავსებით შესაძლებელია, შეიქმნას ნებისმიერი შინაარსის რაღაც საზოგადოებრივი ორგანიზაცია და წარმოიშვას საზოგადოებრივი ინიციატივა. როგორც ვატყობ, ეს არის ტენდენცია, შეიქმნას ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელსაც ერქმევა ძალიან ლამაზი ქართული სახელი. არავითარი წარმომადგენლობითი ლეგიტიმაცია მას არ ექნება, მაგრამ, მაგალითად დაერქმევა “ქართველი ხალხის ყრილობა”, ან “ეროვნული ყრილობა” ან “ერის სოლიდარობა” და ა.შ.” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნოდარ ნათაძე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...