newstudio Posted January 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 14, 2010 წეროვანში დევნილები საპროტესტო აქციას მართავენ. პროტესტის მიზეზი ელექტროენერგიის გათიშვა გახდა. დევნილები აცხადებენ, რომ მათ უმრავლესობას ელექტროენერგიის გადასახადის ქვითარი მიუვიდა, თუმცა დღემდე დენის საფასურს სახელმწიფო ფარავდა.მათივე ინფორმაციით, ოფიციალურად არავის უცნობებია, რომ დენის ფული უნდა გადაეხადათ. გარდა ამისა, ელექტროენერგია ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გაითიშა. დევნილებს ოფიციალური პირებიდან ჯერ არავინ შეხვედრია. http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...14638&ct=17 პ.ს. მე ის მიხარია ჩუმად რომ არ არიან და აპროტესტებენ, ესე იგი მთლად არ გამოვცხვარებულვართ... და კიდევ, რეგიონებში პროტესმა იმატა თუ მე მეჩვენება მასე?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 14, 2010 (edited) პ.ს. მე ის მიხარია ჩუმად რომ არ არიან და აპროტესტებენ პროტესტის მიზეზი ელექტროენერგიის გათიშვა გახდა,მისცემენ დენს და ეგააა, მადლობასაც ეტყვიან ხელისუფლებას Edited January 14, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted January 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 14, 2010 Siknadmo +1 თუ არ ვცდები უკვე მასეც მოხდა ) გადაამოწმეთ მაინც მაგრამ მე ეგრე ვიცი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მალინა Posted January 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 14, 2010 და კიდევ, რეგიონებში პროტესმა იმატა თუ მე მეჩვენება მასე?!მეორედ მოსვლა ახლოვდება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 3, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2010 დევნილი პედაგოგები განათლების მინისტრთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. აგვისტოს ომის შედეგად კოდორის ხეობიდან და ახალგორიდან დევნილმა პედაგოგებმა დღეს განათლების სამინისტროსთან აქცია-ბრიფინგი გამართეს. აქცია, რომელშიც 50-ზე მეტი პედაგოგი მონაწილეობდა, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ორგანიზებით მოეწყო. დევნილი მასწავლებლები მიმდინარე წლის ბიუჯეტში საკონპენსაციო თანხების აღდგენას ითხოვენ. პედაგოგთა პროფკავშირში აცხადებენ, რომ 500-ზე მეტი დევნილი პედაგოგი სასიკვდილოდ არის განწირული; ისინი ვერ იხდიან კომუნალურ გადასახადებს; თვეობით არ აქვთ ელექტროენერგია. თუ ხელისუფლება სკონპენსაციო თანხებს არ გასცემს და დევნილ პედაგოგთა პრობლემებზე დიალოგი არ შედგება, მომავალი კვირიდან პერმანენტულ აქციებს და შიმშილობას დაიწყებენ. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted February 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted February 4, 2010 პ.ს. მე ის მიხარია ჩუმად რომ არ არიან და აპროტესტებენ, ესე იგი მთლად არ გამოვცხვარებულვართ...კი ბატონო, მაგრამ ხელისუფლება ძალიან მალე და ადვილად "აყომარებს" ხოლმე ამ ხალხს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted March 1, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2010 ახალგორიდან დევნილებმა კომპენსაციის მიღების მოთხოვნით პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართეს http://maestro.ge/?address=uc&id=4289&page=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
chegesto Posted March 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 1, 2010 ეგ ხალხი როგორ გააქტიურდება ცოტახანში ნახავთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted March 17, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 17, 2010 “ეს სახლები მსოფლიოში ყველაზე სწრაფად ავაშენეთ, ამიტომ ბევრი რამის გათვალისწინება ვერ მოხერხდა იმ დროისთვის. Aაღდგენითი სამუშაოები რაც შეიძლება მალე უნდა დავიწყოთ და ხარისხიანად გავაკეთოთ, რომ განმეორებითი სტიქიის შემდეგ იგივე არ მოხდეს”, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. დაგვცინის ეგ უპატრონო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted March 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 17, 2010 “ეს სახლები მსოფლიოში ყველაზე სწრაფად ავაშენეთ, ამიტომ ბევრი რამის გათვალისწინება ვერ მოხერხდა იმ დროისთვის. Aაღდგენითი სამუშაოები რაც შეიძლება მალე უნდა დავიწყოთ და ხარისხიანად გავაკეთოთ, რომ განმეორებითი სტიქიის შემდეგ იგივე არ მოხდეს”, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. დაგვცინის ეგ უპატრონოჩვენ დაგვცინის და იმ საწყალ ხალხს აბუჩად იგდებს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted March 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 17, 2010 ეგ ხალხი როგორ გააქტიურდება ცოტახანში ნახავთინFო გაქვს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted March 17, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 17, 2010 Siknadmo ეგ ხალხი როგორ გააქტიურდება ცოტახანში ნახავთ ინFო გაქვს?რად უნდა ინფო.....ცოტა ხანში ნოღაიდელმაც რომ მოუწოდოს ხალხს გამოსვლისკენ...ხალხი გამოვა აამათი გადამკიდე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted March 17, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted March 17, 2010 Siknadmo რად უნდა ინფო.....ცოტა ხანში ნოღაიდელმაც რომ მოუწოდოს ხალხს გამოსვლისკენ...ხალხი გამოვა აამათი გადამკიდესაკმაოდ დიდი აქციები იყო და გრეჩიხასნაირების უნიათობის გამო უშედეგოდ წარიმართა ყველაფერი,გარდა ამისა ნოღა იგივე კამსამოლაა, კარგი მისი ხელისუფლება იმით იქნება რომ სტაბილურობას მივიღებთ და ტეროტორიების დაკაგვა შEჩერდება, გარდა ამისა რუსეთის ბაზარი გაიხსნება,მაგრამ დემოკრატიასა და სამართლებრივ სახელმწიფოს ვერ მივიღებთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted March 17, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 17, 2010 დევნილების განცხადებით, ხელისუფლება ბაგა_ბაღში მცხოვრებ დევნილთა 18 ოჯახს ალტერნატიული ფართის შეთავაზების გარეშე საცხოვრებლის დატოვებას სთხოვს. მათი თქმით, ცხოვრება ძალზედ მძიმე პირობებში უხდებათ. ბაგა_ბაღში იატაკი აყრილია, ოთახები სარეაბილიტაციოა, ძლიერი ნესტია და შენობაში წყალი ჩამოდის. დევნილები ამბობენ, მათ მრავალჯერ მიმართეს დახმარებისათვის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, მაგრამ მათგან დახმარება ვერ მიიღეს. მას შემდეგ კი რაც მათ გასახლებას იაძულებენ, მინისტრთან შეხვედრას ვერ ახარხებენ. ლტოლვილების განცხადებით, ოპოზიციასთან დაგეგმილი შეხვედრის გამო, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მათზე ზეწოლას ახდენდნენ და მათგან დაგეგმილი შეხვედრის ჩაშლას მოითხოვდნენ. http://epn.ge/?p=3833 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.