Jump to content
Planeta.Ge

კვირას ორ საათზე ია ანთაძეა პლანეტას სტუმარი


Recommended Posts

რამდენიმე წუთში დაიწყება ია ანთაძესთან ონლაინ კონფერენცია Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 41
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ქალბატონო ია - სალამი :givi:

როგორც მახსოვს ქართველი ჟურნალისტები მუშაობდნენ "ჟურნალისტთა ეთიკის ნორმებზე"" ( არ ვარ დარწმუნებული რომ სწორად დავწერე ამ დოკუმენტის დასახელება), ანუ დოკუმენტზე რომელიც განსაზღვრავდა პროფესიულ საქმიანობას. რა ბედი ეწია ამ დოკუმენტს, მიიღეს თუ არა და თუ მიიღეს - რამდენად ეთიკურია რეალ-ტვ -ს გადაცემები?

გმადლობ პასუხისთვის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯურნალისტთა უფლებების დაცვაზე მინდა გკითხოთ.

როგორ შეაფასებდით რეგიონალური მედიის პრობლემებს ?

რა მდგომარეობა თქვენი აზრით რაიონებში?

იზღუდება ტუ არა აზრის გამოხატვის თავისუფლება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იაკობაშვილის& ნოდიას გვერდზე ყოფნის პერიოდს ხომ ვერ გაიხსენებდით...რატომ გაჩუმდით?

მეც იგივე კითხვა მაქვს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პირადად თქვენ, მიგაჩნიათ თუ არა, რომ რიგ შემთხვევებში გამოჩენილი გაქვთ უპრინციპობა ( ვგულისხმობ ოპოზიციაში მყოფი მ. სააკაშვილის დანდობას მწვავე კრიტიკისაგან ) და ათვითცნობიერებთ თუ არა ამის გამო პასუხისმგებლობას.

 

რა აზრის ხართ აშშ-ს მიერ დღევანდელი პოლიტიკური წყობილების მხარდაჭერაზე?

 

შეგიძლიათ თუ არა ღიად გააკრიტიკოთ აშშ-ს რაიმე პოზიცია? გაგიკეთებიათ თუ არა ეს როდესმე? თუ შეიძლება კონკრეტული მაგალითები.

 

მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. არ ვიცი, გამომივა თუ არა პასუხის გაცემა ტექნიკურად, მთლად მარჯვე ვერ აღმოვჩნდი. უპრინციპობა ძალიან მძიმე სიტყვაა. ყოველთვის ვწერ იმას, რასაც ვფიქრობ. არ მგონია, რომ ოდესმე სააკაშვილი დამინდია. იმის გამო, რომ არ მოსწონდა, რასაც ვწერდი, მთელი წელი გამარჯობას არ მეუბნებოდა. ასეთი ხასიათი აქვს, რასაც მე ყურადღებას არ ვაქცევდი.

 

აშშ–ს მიერ დღევანდელი პოლიტიკური წყობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ის შემიძლია ვთქვა, რომ პოლიტიკაში მთავარია არა ღირებულებები, არამედ– მიზანშეწონილობის პრინციპი. ამერიკაც ამ პრინციპით მოქმედებს. მაგრამ რატომ არ იყო ამ ქვეყნის მიერ ადეკვატურად აღქმული რუსულ–ქართული ომის ამბავი – ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს.

 

აშშ პოზიციები ღიად არ მიკრიტიკებია, რადგან ჩემი ცოდნა არ მაძლევს ამის საშუალებას. ისე, ტაბუირებული ეს თემა არ მაქვს, ისევე, როგორც არც ერთი სხვა თემა. უბრალოდ, რამე რომ აკრიტიკო, ძალიან კარგად უნდა იცოდე. სულ ეს არის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1.ხმას რატომ არ იღებთ ამ ინფორმაციულ ტერორზე, რომელსაც ახორციელებენ თქვენი კოლეგები?

ან თუ იღებთ რატომ არ ჩანს?

 

2. ჟურნალისტებს გააჩნია თუ არა ქცევის კოდექსი და საერთოდ პრესტიჟი არ არსებობს საქართველოში ამ კუთხით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქალბატონო ია - სალამი :givi:

როგორც მახსოვს ქართველი ჟურნალისტები მუშაობდნენ "ჟურნალისტთა ეთიკის ნორმებზე"" ( არ ვარ დარწმუნებული რომ სწორად დავწერე ამ დოკუმენტის დასახელება), ანუ დოკუმენტზე რომელიც განსაზღვრავდა პროფესიულ საქმიანობას. რა ბედი ეწია ამ დოკუმენტს, მიიღეს თუ არა და თუ მიიღეს - რამდენად ეთიკურია რეალ-ტვ -ს გადაცემები?

გმადლობ პასუხისთვის

 

მოგესალმებით. დოკუმენტს ჰქვია "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია". დოკუმენტი ხელმოწერილია 137 ჟურნალისტის მიერ (ჯერჯერობით). რეალ ტვ ჟურნალისტები ხელმომწერებს შორის არ არიან. ამიტომ, ქარტიის პრინციპიები მათზე არ ვრცელდება. უნდა ვცადოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ჟურნალისტი შეუერთდეს ქარტიას. ამ შემთხვევაში, ყველა, ვინც მის მიღმა დარჩება, ხმამაღლა აღიარებს, რომ არ ცნობს მსოფლიო სტანდარტს ჟურნალისტიკაში. სამწუხაროდ, არ მგონია, რომ რეალ ტვ–ს ჟურნალისტებს ეს ადარდებდეთ, რადგან მათ თავიდანვე იცოდნენ, რაზე მიდიოდნენ. რეალ ტვ არ არის ეთიკური და არც ჟურნალისტია არ არის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1.ხმას რატომ არ იღებთ ამ ინფორმაციულ ტერორზე, რომელსაც ახორციელებენ თქვენი კოლეგები?

ან თუ იღებთ რატომ არ ჩანს?

 

2. ჟურნალისტებს გააჩნია თუ არა ქცევის კოდექსი და საერთოდ პრესტიჟი არ არსებობს საქართველოში ამ კუთხით?

 

მოგესალმებით. ჩემს კოლეგებთან ერთად შევქმენით "საქართველოს ჟურნალისტების ეთიკური ქარტია", რომელზეც ორი წელი ვიმუშავეთ, მართლაც თავდაუზოგავად. ეს მექანიზმი, როდესაც სრულად ამუშავდება, დაუპირისპირდება ინფორმაციულ ტერორს და ყველაფერს, არაც არაეთიკურია ჟურნალისტიკაში. დოკუმენტს ხელი 4 დეკემბერს მოეწერა და ახლა მის "დაქოქვის" პროცესი მიმდინარეობს. მე ქარტიის საბჭოს წევრი არ ვარ, უბრალოდ, გვერდიდან ვგულშემატკივრობ და ვეხმარები, როგორც შემიძლია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეც იგივე კითხვა მაქვს..

 

კითხვა ეხება იაკობაშვილის და ნოდიას გვერდზე ყოფნის პერიოდს– 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩატარებულ ეგზიტპოლს. მე მიმიწვიეს, როგორც დამკვირვებელი და უცნაურია, რომ გახსოვთ ჩემი იქ ყოფნა, მაგრამ არ გახსოვთ მთავარი პრესკონფერენცია, რომელზეც სწორედ მე გამოვედი და ვთქვი, რომ იმ უბნებში, რომლებშიც მე ვაკვირდებოდი არჩევნებს, გამარჯვებული ლევან გაჩეჩილაძე იყო და არა მიხეილ სააკაშვილი. სხვათა შორის, ამ განცხადების გაკეთება ადვილი არ იყო, რადგან გიგი თევზაძეს მიაჩნდა, რომ მისი გაკეთების უფლება არ მქონდა და იძულებული ვიყავი, ისიც კი მეთქვა მისთვის (ორი ადამიანი ესწრებოდა კიდევ ამ დიალოგს) – თუ ფანჯრიდან არ გადამაგდებთ, აუცილებლად ვიტყვი ჩემს შედეგს ხმამაღლა და თუ გადამაგდებთ, მაშინ, ცხადია, ვერაფერს ვეღარ ვიტყვი–მეთქი. სხვათა შორის, თემურ იაკობაშვილმა დამიჭირა მხარი, რომ ჩემი შედეგი საჯაროდ პრესკონფერენციაზე გამომეცხადებინა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.rtv.ge/video.php?video_id=185&a...&height=350

ეს სიუჟეტი არ შემიძლია აქ არ დავდო. :givi:

სამწუხაროა რომ პროფესიით ჟურნალისტები ამ დონეზე ეცემიან.

აქ მარტო წვრთნა და ეთიკა ვერ უსველის, ბუნებამაც არ უნდა დასაჯოს ეს ბრიგადა.

ნამდვილად არაა მარტივი პრობლემა,როცა ასეთი მედია საშუალებები არცხვენენ ნამდვილად უმნიშვნელოვანეს და ლამაზ პროფესიას.

 

თქვენი აზრი გასაგებია ქალბატონო ია,მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ ამ ტენდენციის ნეიტრალიზირება?

ხომ არ დააასამარებს ქართულ ჟურნალისტიკას უფრო მეტ ფინანსებზე დამყარებული ჭუჭყიანი პიარშიკები?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯურნალისტთა უფლებების დაცვაზე მინდა გკითხოთ.

როგორ შეაფასებდით რეგიონალური მედიის პრობლემებს ?

რა მდგომარეობა თქვენი აზრით რაიონებში?

იზღუდება ტუ არა აზრის გამოხატვის თავისუფლება?

 

რეგიონებში გაცილებით უკეთესი ჟურნალისტები გვყავს, ვიდრე თბილისში. ამას განაპირობებს ფული, რომელსაც რეგიონული ჟურნალისტები თავისი პროფესიული საქმიანობისთვის იღებენ. ხშირ შემთხვევაში, ეს უცოური ფონდების ფულია. ამიტომ, რეგიონებში პროფესიონალიზმიც მეტია და პატიოსნებაც.

 

სწორედ ამის გამო (და არა მხოლოდ), რეგიონებში ხშირად ირღვევა ჟურნალისტების უფლებები. ამის მიზეზი ისიც არის, რომ საქართველოში პირადი ნაცნობობა ბევრს ავალებს ადამიანს, ჟურნალისტობა კი ამას არ ითვალისწინებს. მაქსიმალურად ვცდილობთ, დავეხმაროთ ერთმანეთს, როდესაც რეგიონებში ჟურნალისტებს ადგილობრივი ხელისუფლება უპირისპრიდება. ასე მოხდა "გაზეთ ბათუმელების" შემთხვევაში რამდენიმე კვირის წინ, როდესაც ამ გაზეთის თანამშრომლებს ადგილობრივ სოდ–თან ჰქონდათ პრობლემები. სხვათა შორის, უცხოური ორგანიზაციებიც ყურადღებით არიან ამ თვალსაზრისით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ია ანთაძე

მოგესალმებით. ჩემს კოლეგებთან ერთად შევქმენით "საქართველოს ჟურნალისტების ეთიკური ქარტია", რომელზეც ორი წელი ვიმუშავეთ, მართლაც თავდაუზოგავად. ეს მექანიზმი, როდესაც სრულად ამუშავდება, დაუპირისპირდება ინფორმაციულ ტერორს და ყველაფერს, არაც არაეთიკურია ჟურნალისტიკაში. დოკუმენტს ხელი 4 დეკემბერს მოეწერა და ახლა მის "დაქოქვის" პროცესი მიმდინარეობს. მე ქარტიის საბჭოს წევრი არ ვარ, უბრალოდ, გვერდიდან ვგულშემატკივრობ და ვეხმარები, როგორც შემიძლია.

და რა ხალხი ახორციელებს ამ პროექტს?

 

ნდობსი ფაქტორი არსებობს?

 

ან რა მექანიზმებით მოხდება ზეწოლა ვთქვათ საშუალოსტატისტიკურ მონა ჟურნალისტზე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.rtv.ge/video.php?video_id=185&a...&height=350

ეს სიუჟეტი არ შემიძლია აქ არ დავდო. :givi:

სამწუხაროა რომ პროფესიით ჟურნალისტები ამ დონეზე ეცემიან.

აქ მარტო წვრთნა და ეთიკა ვერ უსველის, ბუნებამაც არ უნდა დასაჯოს ეს ბრიგადა.

ნამდვილად არაა მარტივი პრობლემა,როცა ასეთი მედია საშუალებები არცხვენენ ნამდვილად უმნიშვნელოვანეს და ლამაზ პროფესიას.

 

თქვენი აზრი გასაგებია ქალბატონო ია,მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ ამ ტენდენციის ნეიტრალიზირება?

ხომ არ დააასამარებს ქართულ ჟურნალისტიკას უფრო მეტ ფინანსებზე დამყარებული ჭუჭყიანი პიარშიკები?

 

მეც ვნახე ეს სიუჟეტი. არ მგონია, რომ რეალ ტვ–ს დიდი გავლენა ჰქონდეს მაყურებელზე. მთავარია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი და სხვა საერთო–ეროვნული ტელევიზიები იქცეოდნენ კეთილსინდისიერად. სამწუხაროდ, ამას ჩვენმა საზოგადოებამ ჯერ ვერ მიაღწია. ბოლო, რასაც მიხეილ სააკაშვილი დათმობს, ტელევიზიები იქნება. ამიტომ, ჩვენც, ვიდრე მიზნისთვის არ მიგვიღწევია და საზოგადოებრივი მაუწყებელი მაინც საზოგადოებისთვის არ დაგვიბრუნებია, ჯიუტად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მცდელობა. გუშინ გამოქვეყნდა შორენა შავერდაშვილის ბლოგი საზ. მაუწყებლის საბჭოს სხდომაზე. უკვე კარგია, როცა შეგვიძლია ვიცოდეთ, რა პრობლემები აქვს ბიუჯეტს ან პროგრამულ დაფინანსებას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იაკობაშვილის& ნოდიას გვერდზე ყოფნის პერიოდს ხომ ვერ გაიხსენებდით...რატომ გაჩუმდით?

 

 

ამ შეკითხვას უკვე ვუპასუხე. აღარ გავიმეორებ. ისე, ჩემი ჟურნალისტური ცხოვრების ერთ–ერთი ყველაზე დაძაბული და საამაყო დღე გამოვიდა ეს დღე. არადა, სრულებით არ ველოდი.

 

T_A_T

+1 მეც მაინტერესებს. ძალიან კარგი კითხვაა! და დავამატებდი როგორ ფიქრობთ ხართ თუ არა დამნაშავე გარკვეულწილად იმაში რომ თქვენი სახელიც გამოყენებულ იქნა იმ არჩევნების გაყალბების უზრუნველსაყოფელად?

 

 

უცნაურია, რომ ამ ფორუმზე ყველას ახსოვს ჩემი მონაწილეობა და არავის ახსოვს ჩემი გამოსვლა. ნეტავ, რატომ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...