Jump to content
Planeta.Ge

ინტერპრესნიუსი


Recommended Posts

საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსსა” და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

15 იანვარს, მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიასთან ერთად, გაიმართება ”ინტერპრესნიუსის” ფოტოკორესპონდენტების მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი 66 ფოტო ასახვას ქვეყნის უახლესი ისტორიის სხვადასხვა საინტერესო ეპიზოდებს. გამოფენისთვის საგანგებოდ შეირჩა ისეთი ფოტომასალა, სადაც საზოგადოების ცნობილი სახეები, ქართველი პოლიტიკოსები თუ ქვეყნის სტუმრები განსხავებული, საინტერესო და უჩვეულო რაკურსით არიან ასახულნი.

“ინტერპრესნიუსის” მთავარი რედატორის, ბაია ცანავას განცხადებით, სააგენტო არსებობის 10-წლიანი პერიოდის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო თუ კულტურული მოვლენის მომსწრეა.

“სააგენტოს ჟურნალისტებსა და ფოტოკორესპონდენტებს წლების განმავლობაში, მუდმივად ქვენისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენების ეპიცენტრში უწევთ ყოფნა. “ინტერპრესნიუსს” უმნიშვნელოვანესი ფოტომასალა დაუგროვდა. სააგენტოს ფოტოარქივი, ფაქტობრივად, საქართველოს უახლესი ისტორიის მატიანეს წარმოადგენს. ჩვენი გამოფენა 15 იანვარს, ბედობის დღეს დავამთხვიეთ, ამიტომ ექსპოზიციისთვის შევარჩიეთ ისეთი ფოტოები, რომლებიც გამოფენაზე მოსულ საზოგადოებას ღიმილიან განწყობას შეუქმნის და მთელი წლის განლავლობაში სასიამოვნო მოგონებად გაყვება. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ გვერდი ვერ ავუარეთ ქვეყნის უახლესი წარსულის ტკივილიან ეპიზოდებს და რამდენიმე ფოტო ამ სერიიდანაც შევარჩიეთ~, - განაცხადა ბაია ცანავამ.

მისივე თქმით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დამატებით სამასზე მეტი ფოტო, რომელიც სლაიდშოუს ფორმატში საგამოფენო დარბაზში დამონტაჟებულ მონიტორზე იქნება ნაჩვენები.

“სააგენტოს უნიკალური ფოტოარქივი საქართველოს ეროვნულ არქივს გადაეცემა. ფოტოები დახარისხდება, საზოგადოებისთვის უფრო ხელმისაწვდომი იქნება და ჩვენი ქვეყნის ფოტომატიანეს ნაწილი გახდება. ფოტოებზე საავტორო უფლება მხოლოდ სააგენტო “ინტერპრესნიუსს” ექნება’’, - განაცხადა ბაია ცანავამ.

“ინტერპრსნიუსსა” და საქართველოს ეროვნულ არქივს შორის ხელშეკრულება 15 იანვარს გაფორმდება.

პროექტის მხარდამჭერია კომპანია ’’ჯეოსელი”. პროექტის პარტნიორები - ღვინის კომპანია “შუმი” და “ბაგრატიონი”.

 

გამოფენაზე შეგიძლიათ მოსვლა.... საკმაოდ საინტერესო იქნება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ინტერპრესნიუსის" ათწლიანი ფოტოარქივი ეროვნულ არქივში შეინახება. საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსსა” და იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს შორის დღეს თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმების თანახმად, საინფორმაციო სააგენტომ ეროვნულ არქივს ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველოში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოვლენების ამსახველი ფოტომასალის ელექტრონული ვერსია გადასცა.

ეროვნული არქივის დირექტორის თეონა იაშვილის განცხადებით, არქივი თავის მხრივ აღრიცხავს, შეინახავს, დაიცავს ფოტომასალას და გამოიყენებს მას ~ინტერპრესნიუსის~ წერილობითი თანხმობითა და სააგენტოს საავტორო უფლებების დაცვით.

~ეროვნული არქივის ინიციატივაზე ამ გამოხმაურებით, ~ინტერპრესნიუსმა~ მისი კორესპონდენტების ნამუშევარი უფრო ხელმისაწვდომი გახადა. მოხარულები ვართ, რომ თანამშრომლობა შედგა, რადგან ამ სააგენტოს ქვეყნის უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი დოკუმენტური ფოტო მასალა აქვს~, - განაცხადა იაშვილმა.

თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიასთან ერთად, მოეწყო ~ინტერპრესნიუსის~ ფოტოკორესპონდენტების მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი 70-მდე ფოტო ასახავს ქვეყნის უახლესი ისტორიის სხვადასხვა საინტერესო ეპიზოდებს. გამოფენისთვის საგანგებოდ შეირჩა ისეთი ფოტომასალა, სადაც საზოგადოების ცნობილი სახეები, ქართველი პოლიტიკოსები თუ ქვეყნის სტუმრები განსხვავებული, საინტერესო და უჩვეულო რაკურსით არიან ასახულნი.

“ინტერპრესნიუსის” მთავარი რედაქტორის, ბაია ცანავას განცხადებით, სააგენტო არსებობის 10-წლიანი პერიოდის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო თუ კულტურული მოვლენის მომსწრეა.

“სააგენტოს ჟურნალისტებსა და ფოტოკორესპონდენტებს წლების განმავლობაში, მუდმივად ქვენისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენების ეპიცენტრში უწევთ ყოფნა. “ინტერპრესნიუსს” უმნიშვნელოვანესი ფოტომასალა დაუგროვდა. სააგენტოს ფოტოარქივი, ფაქტობრივად, საქართველოს უახლესი ისტორიის მატიანეს წარმოადგენს. ჩვენი გამოფენა 15 იანვარს, ბედობის დღეს დავამთხვიეთ, ამიტომ ექსპოზიციისთვის შევარჩიეთ ისეთი ფოტოები, რომლებიც გამოფენაზე მოსულ საზოგადოებას ღიმილიან განწყობას შეუქმნის და მთელი წლის განმავლობაში სასიამოვნო მოგონებად გაჰყვება. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ გვერდი ვერ ავუარეთ ქვეყნის უახლესი წარსულის ტკივილიან ეპიზოდებს და რამდენიმე ფოტო ამ სერიიდანაც შევარჩიეთ~, - განაცხადა ბაია ცანავამ.

გამოფენაზე წარმოდგენილია დამატებით სამასზე მეტი ფოტო, რომელთა ჩვენება სლაიდშოუს ფორმატში საგამოფენო დარბაზში დამონტაჟებულ მონიტორზე ხდება.

“სააგენტოს უნიკალური ფოტოარქივი საქართველოს ეროვნულ არქივს გადაეცა. ფოტოები დახარისხდება, საზოგადოებისთვის უფრო ხელმისაწვდომი იქნება და ჩვენი ქვეყნის ფოტომატიანეს ნაწილი გახდება. ფოტოებზე საავტორო უფლება მხოლოდ სააგენტო “ინტერპრესნიუსს” ექნება”, - განაცხადა ბაია ცანავამ.

პროექტის მხარდამჭერია კომპანია “ჯეოსელი”. პროექტის პარტნიორები - ღვინის კომპანიები “შუმი” და “ბაგრატიონი”.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...