Jump to content
Planeta.Ge

"ოპოზიციის " ანუ...... პორტრეტები


Recommended Posts

9 აპრილის აქცია იმიტომ გათამაშდა რომ რუსებს ზვიადი მოეყვანათ სათავეში, პოპულიზმი აჩუქეს ბატონ ზვიადს...

 

მერე მის ხელებითვე დაანგრიეს სახელმწიფოებრიობა..

ეს ნაფტალინიანი ჭორი ჭანტურიას არქივიდანაა და ბოლოს გამოჩნდა ვინ ჩაეხუტა რუსებს... :D: მან აღიარა,რომ მაშინ ასე იყოო საჭირო...შენთვისაც ალბათ ასე საჭირო,ხომ? :rolleyes: ცილისწამება დიდი ცოდვაა, ამის მაგივრად უნდა ინანიებდეთ კაენურ ცოდვას!...მართლა ერთმანეთში ურევ ჯალალედინსა და შავლეგოს...ღმერთმა გიშველოს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 124
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ეს ნაფტალინიანი ჭორი ჭანტურიას არქივიდანაა და ბოლოს გამოჩნდა ვინ ჩაეხუტა რუსებს... 056.gif მან აღიარა,რომ მაშინ ასე იყოო საჭირო...შენთვისაც ალბათ ასე საჭირო,ხომ? 005.gif ცილისწამება დიდი ცოდვაა, ამის მაგივრად უნდა ინანიებდეთ კაენურ ცოდვას!...მართლა ერთმანეთში ურევ ჯალალედინსა და შავლეგოს...ღმერთმა გიშველოს

ნუ მედემაგოგები რა :DD

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

bimo

არა ზვიადი ღმერთმა გამოგვიგზავნა :buchti:

ზვ იად გამსახურდიამ დამოუკიდებლობის მოპოვებით თავისი მისსია შეასრულა...შენი მისსია კენჭების სროლაა :( 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

 

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა

საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, ქართველმა ერმა მე-19 საუკუნეში დაკარგა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს დაპყრობისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად. ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია თავისუფლების დაკარგვას. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა. შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო მრავალშემადგენლობის საფუძველზე არჩეული ხელისუფლების წარმომადეგენლობითი ორგანოებითა და წესდებით. 1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული თავდასხმის გზით მოახდინა თავის მიერვე ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს დაპყრობა, რასაც შემდგომში მოჰყვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს გაუქმება. საქართველო რუსეთის იმპერიის (ე.წ. "საბჭოთა კავშირის") შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა, ხოლო მისი სახელმწიფოებრიობა დღესაც არსებობს, დამოუკიდებლობა და წესდება დღესაც სამართლებრივი ძალის მქონეა, ვინაიდან დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას დამარცხება არ უღიარებია, ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას დევნილობაში.

რუსეთის იმპერიის ("საბჭოთა კავშირის") შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი დრო აღინიშნა სისხლიანი ძალადობითა და დასჯებით, რისი უკანასკნელი გამოვლინებაც იყო 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი კალო. ფარული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. მისი მიზანია დააბრკოლოს საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისაკენ. 1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალშემადგენლობითი, თავისუფალი გზით არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭო ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის გამოკითხვით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის დადგენილების საფუძველზე. საქართველო დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელია. მის მიწაზე უზენაესია მხოლოდ საქართველოს წესდება და ხელისუფლება. ყოველი მოქმედება, მიმართული საქართველოს ხელისუფლების უზენაესობის შეზღუდვის ან სახელმწიფო მთლიანობის დარღვევისაკენ, ჩაითვლება დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად და თავდასხმად, საერთაშორისო სამართლის წესების უხეშ დარღვევად. საერთაშორისო სამართლის "პრიმატი" საქართველოს წესების მიმართ და მისი მუხლების პირდაპირი მოქმედება საქართველოში ცხადდება საქართველოს ერთ-ერთ ძირითად საწესდებო მიდგომად. საქართველოს ისწრაფვის რა დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, აღიარებს და თანაბრად უზრუნველყოფს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ადამიანის, ეროვნული, სარწმუნოებრივი და ენობრივი ჯგუფების ყველა უფლებასა და თავისუფლებას, როგორც ამას მოითხოვს გაერთიანებული ერების დაწესებულების წესდება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო წესდება, საერთაშორისო დადგენილებები და შეთანხმებები. საქართველოს უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ მტკიცედ დაიცავს სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობას, სამეურნეო-სავაჭრო და სულიერი თანამშრომლობის საყოველთაოდ აღიარებულ წესებს. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა სრულად შეესაბამება გაერთიანებული ერების დაწესებულების წესდებას, ჰელსინკისა და ვენის შეთანხმებებს, რომლებიც აღიარებენ და განამტკიცებენ ყველა ხალხის უფლებას დამოუკიდებლად განაგოს თავისი ქვეყნის ბედი. საქართველოს უზენაესი საბჭო იმედოვნებს, რომ სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობაში არ დარჩება გულგრილი ქართველი ხალხის უფლების და სამართლიანი ნაბიჯისადმი და აღიარებს საქართველოს აღორძინებულ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, რაც საქართველოს უშიშროების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე საფუძველი იქნება.

 

თბილისი, მთავრობის სასახლე

1991 წლის 9 აპრილი, 12 საათი და 30 წუთი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მსოფლიო კრიზისი მიშამ დაიწყო © დიადი ГРЕЧИХА

 

 

დიდი მადლობ ღმერთს რომ დღეს აი ეს კაცი ჩვენი პრეზიდენტი არაა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ მედემაგოგები რა :DD

დემაგოგები შენსკენ მოიკითხე :rolleyes: ...შენმა ფანობამ ყორღანაშვილების ამომიყვანა ყელში...მე ფაქტებით გელაპარაკები და შენ კი....ცილისწამებაა შენი პროფესიაა?! :rolleyes:

Edited by bimo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

bimo

ზვ იად გამსახურდიამ დამოუკიდებლობის მოპოვებით თავისი მისსია შეასრულა..

კი

 

დედა უტირა ქვეყანას :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

bimo

შე კაი ადამიანო დღევანდელ საქართველოზე დიდი და თვალსაჩინო ფაქტი რაღა გინდა???

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კავკასიელ ტყვე ქალში, შურიკა მოხვდება საგიჟეთში

და ერთ სულით ავადმყოფს გაქცევას შესთავაზებს,

რაზეც მიიღებს პასუხს/////// გახსოვთ?:resent:

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

9 აპრილის აქცია იმიტომ გათამაშდა რომ რუსებს ზვიადი მოეყვანათ სათავეში, პოპულიზმი აჩუქეს ბატონ ზვიადს...

 

მერე მის ხელებითვე დაანგრიეს სახელმწიფოებრიობა..

აი ზვიადიზმი ხომ მარაზმია...

 

მაგრამ აი ეს... საერთოდ არ ვიცი რა...

 

 

დანგრეული სტრეოტიპების ხიბლს ( 99% ტყუილზე აგებულს ) გადაყოლებული თაობა და ქვეყანა...

 

ეს ვამე რა განშხვავებული ვარ მამააა...

 

და რესპუბლიკელების და თავისუფლების ინსტიტუტის ერთდროული სიყვარულის ფენომენი...

 

მარაზმო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

ეს ვამე რა განშხვავებული ვარ მამააა...

სად დავწერე, ერთი დამიციტადე, მსგავსი რამ?

და რესპუბლიკელების და თავისუფლების ინსტიტუტის ერთდროული სიყვარულის ფენომენი...

სად დავწერე რომ რესპუბლიკელები და თავისუფლების ინსტიტუტი მიყვარს, ესეცც დამიციტადე..

 

 

რაც დაწერე ცილისწამებაა, თუ კი ნორმალური ადამიანი წერს ამას, მარა რამდენადაც ვიცი ზოგიერთ ფორუმელი თუ რა ტიპია, ისიც ვიცი რომ ზოგიერთი ფორუმელი ცხოვრობს ვაფშე სხვა სამყაროში და რეალობა მათგან არის ისე შორს, ისე შორს, რომ უბრალოდ არ შეუძლიათ ნორმალურად აღიქვან, რეალობა. ამიტომაც იგონებენ უამრავ ზღაპრებს და მერე საკუთარ თავს აჯერებენ ამ ზღაპრებს. (აბა სხვა არ დაიჯერებს და :( )

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

bimo

ამხელა ნაშრომი აბსოლუტურად უანგაროდ დაწერე?

სულ დაგიშრათ ტვინი ხალხო ? :(

თქვენ ერთმანეთისგან ვერ გაგირჩევიათ ჯალალ-ედინი და შალვა ახალციხელი...ამ ფაქტების შემდეგ იქნებ გაგეხსნათ გონება ან სინდისი.....1.საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 35 წლიანი ბრძოლის შემდეგ;2.საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი იმპერიის-რუსეთის კლანჭებიდან უსისხლოდ დემოკრატიული არასაბჭოური არჩევნებით,საქარტველოს დახსნა;3.საქართველოს დე იურე ცნობა 1992წლამდე 28 სახელმწიფოს მიერ;4.არც საშინაო და არც საგარეო ვალების აღება;6.უკანონო ე.წ.სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმება :7. 1991წ. 23 მარტს ყაზბეგში გამსახურდია -ელცინის ხელშეკრულებაში ამ ოლქის გაუქმების ლეგიტიმურობის აღიარება რუსეთის მიერ და აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან რუსული ჯარების დაუყონებლივ გაყვანის აუცილებლობა;8..აფხაზეთში 28-26-11 სისტემით არჩევნების ჩატარებით კონფლიქტის პროვოცირების ჩაშლა,რაც ქართულ-აფხაზური დიპლომატიის გამარჯვება იყო კრემლზე, ვინაიდან თავიდან იქნა აცილებული ქართველთა და სხვათა ფიზიკური განადგურება;9.აფხაზეთში სიტუაციის კონტროლი საქართ.ხელისუფლების მიერ(მთავრობის თავ-რე,პროკურორი,შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები ქართველები იყვნენ, გვარდია ქართული იყო,პრეზიდენტს და პარლამენტს უფლება ჰქონდათ გაეუქმებინა ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებები);10.არცერთი გოჯი მიწა არ დაუთმია;11.საქართველოს თავი შესწირა(მას რუსებმა გალში შესთავაზეს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობა და პრეზიდენტად დააბრუნებდნენ?! ) უარით მან ხელი" მოაწერა" სიკვდილზე,რაც რუსებმა და ედიკას ძალოვნებმა განახორციელეს!...წმ.შალვა ახალციხელმაც-შავლეგომ არ ითანამშრომლა დამპყრობელთან ჯალალ-ედინთან და ეწამა სამშობლოსათვის! ეს თუ გმირობა და პოლიტიკოსობა არაა მაშინ ტერიტორიების გაყიდვა სკამის შენარჩუნებისთვის ყოფილა პოლიტიკოსობა(სერგო შევარდნაძე, სერგო ორჯონიკიძე,ვარაზ-ბაკური))?!

 

 

.ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი სუფიან ბეპაევი წერს:"1991წ.24და28დეკემბერს,როცა შეიარაღებულუ ოპოზიცია კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდა,სამხედრო ოლქი ცოცხალი ძალითა და ტექნიკით დაეხმარა სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორებს"(:მოსკოვსკიე ნოვოსტი",15.12.1992)1993წ. ოქტომბერში დასავლეთ საქართველოში შავი ზღვის სამხედრო ფლოტის თითქმის სრული შემადგენლობა ადმირალ ედუარდ ბალტინის მეთაურობით შემოდის -მასში შედის 10კრეისერი, საჰაერო სადესანტო პოლკი(ედუარდ ბალტინის ტანკში ჯდომის შესახებ ტრაბახობდა ა.მარგიანი...), ძერჟინსკის დივიზია(1989წ. 9აპრილს მიტინგის დამბრევი,აფხაზეთის ოკუპაციაში მთავარი ძალები), რუსეთის მთავრობის ვიცე-პრმიერმა გენადი ბურბულისმა განაცხადა ,რომ საქართველოში სამხედრო გადატრიალების კოორდინატორი თვითონ იყო?! რუსეთის გოსდუმის დეპუტატმა კოვალიოვმა აღიარა,რომ 65 მილიონი დოლარით დააფინანსეს 1991-92 წლების სამხედრო გადატრიალება საქართველოში...იუდას ვერცხლზე გაიყიდა საქართველოს ტერიტორიები,ხალხი... ასე ,რომ საქართველოში განხორციელდა უცხო ქვეყნის-რუსეთის მიერ სამხედრო გადატრიალება ,ადგილობრივი კრიმინალების დახმარებით!

 

ვაცლავ ჰაველმა-აღმოსავლეთ ევროპის დისიდენტთა ლიდერმა-ჩეხეთის პრეზიდენტმა განუცხადა ზვიად გამსახურდიას,რომ საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ,ზვიად გამსახურდიამ გადამწყვეტი როლი შეასრულეს აღმოსავლეთ ევროპისა და სამჭოთა რესპუბლიკების განთავისუფლებაში!!! 9 აპრილის გმირებმა თავი შესწირეს ყველაზე მნიშვნელოვანს-თავისუფლებას და ამ გმირების სისხლი ტყულად არ დაღვრილა..მათ საპატივცემლოდ დამოუკიდებლობა ორი წლისთავზე გამოცხადდა,დიდება უფალს! ყველაზე დიდი სიტყვებია-ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილს-ვახტანგ გორგასალი...იგივეა ეძიებდით თავისუფლებისთვის სიკვდილს! ზვიად გამსახურდიაც ეძიებდა თავისუფლებისთვის სიკვდილს... " ეროვნული გმირის-ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის მთავარი გვირგვინი

 

9 არილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

 

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა

საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, ქართველმა ერმა მე-19 საუკუნეში დაკარგა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს დაპყრობისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად. ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია თავისუფლების დაკარგვას. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა. შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო მრავალშემადგენლობის საფუძველზე არჩეული ხელისუფლების წარმომადეგენლობითი ორგანოებითა და წესდებით. 1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული თავდასხმის გზით მოახდინა თავის მიერვე ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს დაპყრობა, რასაც შემდგომში მოჰყვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს გაუქმება. საქართველო რუსეთის იმპერიის (ე.წ. "საბჭოთა კავშირის") შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა, ხოლო მისი სახელმწიფოებრიობა დღესაც არსებობს, დამოუკიდებლობა და წესდება დღესაც სამართლებრივი ძალის მქონეა, ვინაიდან დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას დამარცხება არ უღიარებია, ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას დევნილობაში.

რუსეთის იმპერიის ("საბჭოთა კავშირის") შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი დრო აღინიშნა სისხლიანი ძალადობითა და დასჯებით, რისი უკანასკნელი გამოვლინებაც იყო 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი კალო. ფარული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. მისი მიზანია დააბრკოლოს საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისაკენ. 1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალშემადგენლობითი, თავისუფალი გზით არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭო ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის გამოკითხვით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის დადგენილების საფუძველზე. საქართველო დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელია. მის მიწაზე უზენაესია მხოლოდ საქართველოს წესდება და ხელისუფლება. ყოველი მოქმედება, მიმართული საქართველოს ხელისუფლების უზენაესობის შეზღუდვის ან სახელმწიფო მთლიანობის დარღვევისაკენ, ჩაითვლება დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად და თავდასხმად, საერთაშორისო სამართლის წესების უხეშ დარღვევად. საერთაშორისო სამართლის "პრიმატი" საქართველოს წესების მიმართ და მისი მუხლების პირდაპირი მოქმედება საქართველოში ცხადდება საქართველოს ერთ-ერთ ძირითად საწესდებო მიდგომად. საქართველოს ისწრაფვის რა დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, აღიარებს და თანაბრად უზრუნველყოფს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ადამიანის, ეროვნული, სარწმუნოებრივი და ენობრივი ჯგუფების ყველა უფლებასა და თავისუფლებას, როგორც ამას მოითხოვს გაერთიანებული ერების დაწესებულების წესდება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო წესდება, საერთაშორისო დადგენილებები და შეთანხმებები. საქართველოს უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ მტკიცედ დაიცავს სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობას, სამეურნეო-სავაჭრო და სულიერი თანამშრომლობის საყოველთაოდ აღიარებულ წესებს. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა სრულად შეესაბამება გაერთიანებული ერების დაწესებულების წესდებას, ჰელსინკისა და ვენის შეთანხმებებს, რომლებიც აღიარებენ და განამტკიცებენ ყველა ხალხის უფლებას დამოუკიდებლად განაგოს თავისი ქვეყნის ბედი. საქართველოს უზენაესი საბჭო იმედოვნებს, რომ სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობაში არ დარჩება გულგრილი ქართველი ხალხის უფლების და სამართლიანი ნაბიჯისადმი და აღიარებს საქართველოს აღორძინებულ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, რაც საქართველოს უშიშროების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე საფუძველი იქნება.

 

თბილისი, მთავრობის სასახლე

1991 წლის 9 აპრილი, 12 საათი და 30 წუთი

თქვენი გაყინული ტვინების გასლღობად დავწერე ეს ჭეშმარიტება,,,თქვენგან ცილისწამებები ,ჩემგან ფაქტები არგუმენტები ,დედუქციური, ინდუქციური მათოდებით მსჯელობა... ზოგიერთის თავში სინამდვილე ჩაქუჩით შაიყვანების! :user: დადეთ არგუმენტები, წინადადებები ,რომლისგანაც ეს დასკვნები გამოიყვანეთ...იმედია ელემენტარული ლოგიკა იცით და გამოიყენეთ ეს ცოდნა ,ნუ მალავთ! :D:

პ.ს.მარტო ამისთვის ღირდა რამოდენიმე თაობის სიცოცხლე!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

მშვიდობიან მიტინგს რომ უტარებ მრავალათასიანს, დაგხვრეტს აბა რას გიზავს

ხო? აბა გვერდებში დუბინკები რატომ გიკვირს?

 

Nukriko

ზვიადი საქართველოა, ჩვენ კი სირები ყველანი @ ნასტაიაში ზვიდისტ

ზვიადი რა კავშირშია ამ თემასთან? არ გეჩვენება რომ არაადექვატური ხარ ამ შემთხვევაში?

 

chegesto

სულ დაგიშრათ ტვინი ხალხო ?

ეს ფორუმელის შეურაცხყოფაა. იმის გამო რომ შენ არ ხარ შენიშნული სხვა დროს მსგავს ქმედებებში, პირველ ჯერზე სიტყვიერი გაფრთხილებით დავკმაყოფილდეთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...