Jump to content
Planeta.Ge

რას ჰკითხავდით ღმერთს?


Recommended Posts

აქამდე დარწმუნებული ვიყავი მაგრამ მაგ კითხვის შემდეგ უკვე ეჭვი მეპარება :user:

თუ ალტერნატიული პასუხი გაქ რას უდრის 2X2 დაწერე და ვიმსჯელოთ :givi: იმედია მივალთ სწორ პასუხამდე,მაგრამ უი ეხა გამახსენდა "არ არსებობს სწორი არც კითხვა და არც პასუხი" :P

მე მეგონა რელიგიის და ფილოსოფიის განყოფილებაში ვიყავით, თუმცა, მისტიკისადმი შენი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მგონი ელემენტარული არითმეტიკის განყოფილებაში მოვხვდი., ისე უნდა ვაღიარო გცოდნია. შენ 3X3-ც გეცოდინება, კოჭებში გეტყობა... :P

 

აქამდე დარწმუნებული ვიყავი მაგრამ მაგ კითხვის შემდეგ უკვე ეჭვი მეპარება :user:

თუ ალტერნატიული პასუხი გაქ რას უდრის 2X2 დაწერე და ვიმსჯელოთ :givi: იმედია მივალთ სწორ პასუხამდე,მაგრამ უი ეხა გამახსენდა "არ არსებობს სწორი არც კითხვა და არც პასუხი" :P

მე მეგონა რელიგიის და ფილოსოფიის განყოფილებაში ვიყავით, თუმცა, მისტილისადმი შენი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მგონი ელემენტარული არითმეტიკის განყოფილებაში მოვხვდი., ისე უნდა ვაღიარო გცოდნია. შენ 3X3-ც გეცოდინება, კოჭებში გეტყობა... :P

Edited by soliaris641
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 406
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

აზრი

T_A_T   მოდი გავხსნათ თემა,   სად არის ღმერთი? ვინ იცის მისი ადგილსამყოფელი? ჩვენშია ღმერთი თუ სადმე სხვაგან?   რას იტყვი, როგორი აზრია T_A_T? რელიგიურ ადამიანებს, ასეთი თემის არსებობის გამო, საშუალე

აზრი

ღვთის შესახებ ადამიანების თვალსაზრისზე მათი კულტურა, წინაპრების რელიგია და, შესაძლოა, საკუთარი არჩევანი ახდენს გავლენას. მთელ მსოფლიოში მრავალ ადამიანს ცხოვრებასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები ება

soliaris641

მე მეგონა რელიგიის და ფილოსოფიის განყოფილებაში ვიყავით, თუმცა, მისტიკისადმი შენი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მგონი ელემენტარული არითმეტიკის განყოფილებაში მოვხვდი., ისე უნდა ვაღიარო გცოდნია. შენ 3X3

Posted Images

მე მეგონა რელიგიის და ფილოსოფიის განყოფილებაში ვიყავით, თუმცა, მისტიკისადმი შენი დამოკიდებულებიდან გამომდინარე,

ღმერთია მისტიკა???

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ღმერთია მისტიკა???

მისტიციზმი (ბერძნ. μυστικός მისტიკოს — დაფარული) — ფილოსოფიური და თეოლოგიური სწავლება, რომელიც მიმართულია არაამქვეყნიურ ძალებთან კავშირის დამყარებისკენ; სწრაფვა აბსოლუტურ რეალობასთან, ღვთაებრივთან, სულიერ ჭეშმარიტებასთან ან ღმერთთან ერთიანობის მიღწევისადმი უშუალო გამოცდილების, ინტუიციის ან შთაგონების გზით; რწმენა, რომ ამგვარი გამოცდილება ცოდნის და შემეცნების მნიშვნელოვანი წყაროა(ვიკიპედია).

ესაა მისტიკა, თუმცა არ გაგემტყუნება, ეტყობა კომუნისტების დროინდელი განმარტება გახსოვს. რაც შეეხება ორჯერ ორს, მე გისვამ კითხვას, რამდენია10:3 გავამრავლოთ 10:3. ეს ის შემთხვევაა, რომელსაც მე ვამბობდი. თუმცა თავიდან ამას არ ვგულისხმობდი, მაგალითად, ხუთი თევზი, რომლითაც უფალმა ხუთი ათასი კაცი გამოკვება. აქ ხუთი არაა ჩვეულებრივი ხუთი. აქ სხვა რამეზე საუბარი. როცა ვსაუბრობთ ღმერთზე, ჩვეულებრივი პრაქტიკულ-პრაგმატული დამოკიდებულება არ გამოდგება. ცუდი კი არაა, ან, მითუმეტეს დანაშაული, უბრალოდ, ვერ მიგვიყვანს მიზნამდე, რასაც უფლის გაცნობიერება ქვია. ეგ შეკითხვები, რა თქმა უნდა გულიდან არის ამოსული და მე მესმის, რატომაც დაისვა, მაგრამ მისამართია არასწორი(რასაკვირველი, ჩემი აზრით). როცა ჰიტლერმა და სტალინმა მილიონები დახოცეს, ეს ჰიტლერის და სტალინის საქციელია, და ღმერთი აქ არაფერ შუაშია(ესეც ჩემი აზრია). ეშმაკი კი მე მგონი, განტევების ვაცად აქციეს ადამიანებმა, ჩაიდენენ, რაღაც საზიზღრობას და მერე ეშმაკს აბრალებენ, კაი გამოსავალია, არა? დავამატებ, რომ ეს, თქვენ არანაირად არ გეხებათ!

Edited by soliaris641
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

soliaris641

 

თემა ეხება სულ სხვა საკითხს. ნუ მიოფებთ თემას უაზრო პოსტებით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

და მე მრევლისგან და მამაოებისაგან გამიგონია რომ კომუნისტების დროს მამამისმა ელლესია დაანგრია და იმისმა ოჯახმა ამიტომაც ვერ გაიხარაო

ბერი გაბრიელის შესახებ ხომ გსმენია?

მამამისი მონაწილეობდა ეკლესიის დანგრევაში :)

უფრო სწორად, არათუ მონაწილეობდა ინიციატორიც იყო,

ადამიანი ინდივიდია, ის რობოტი არააა, რომ ავტომატურად ცოდვა მის შთამომავლობაზე გადავიდეს,

აი მიდრეკილებები კი, სამწუხაროდ ეგრეა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ თუკი მამა ვთქვათ ყაჩაღი იყო, შვილიც ყაჩაღი იქნება,

საინტერესოა, რომ შვილები, რომლებსაც მამა ნანახი არცა ჰყავთ, იმეორებენ მის გზას, არა, კოპირება არ ხდება, მაგრამ ძალიან რთული საკითხია, იქიდან გამომდინარე რომ ადამიანი თავისუფალია, თუმცა მშობლების კვალს მაინც ატარებს,

ერთი შემთხვევა მახსენდება, ტელავის ერთ-ერთ სოფელში იშვილის ბოვში, ციგანი, გოგონა იზრდებოდა ქართულ გარემოში, აზრზე არ იყო რომ ნაშვილები იყო, უყვარდა გრძელი და ჭრელი კაბები, ერთხელაც მშობლებმა ნახეს ასეთი სურათი, გოგონა იდგა სარკის წინ

და ასეთ სიტყვებს ამბობდა "დამეხმარეთ, ერთი ორი კაპიკი მომეცით თქვენი ჭიერიმე" არადა ოჯახს არ უჭირდა,არც იმ გოგონას აკლებდნენ არაფერს,

ბოლოს, იმედენად უჩვეულო გახდა ამ გოგონას საქციელი და შეუსაბამო იმ გარემოსთან სადაც იზრდებოდა, რომ მშობლებმა უთხრეს რომ ნაშვილები იყო და იმ გოგონამაც დატოვა ოჯახი

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ბერი გაბრიელის შესახებ ხომ გსმენია?

მამამისი მონაწილეობდა ეკლესიის დანგრევაში :)

უფრო სწორად, არათუ მონაწილეობდა ინიციატორიც იყო,

 

სწორედ ამიტომ გახდებოდა ბერი... მამამისთან დაპირისპირებამ მიიყვანა მის იდეოლოგიურ ღირებულებების წინააღმდეგ გალაშქრებამდე, რასაც ვერ უბედავდა მამას, მამის მისი იდეოლოგიის და მსოფლმხედველობას უბედავდა...

 

სხვანაირი ურთიერთობები რომ ჰქონდა მამა-შვილს ალბათ სულ სხვანაირი იქნებოდა შვილიც...

 

 

აქედან იქმნებიან ათეისტები და თეისტებიც...

 

მშობლებთან კონფლიქტია ერთ-ერთი მთავარი მიზეზი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

აქედან იქმნებიან ათეისტები და თეისტებიც...

 

მშობლებთან კონფლიქტია ერთ-ერთი მთავარი მიზეზი..

:yes: :yes: :yes: :yes:

+ საზოგადოება რომელშიც იზრდება და ადამიანად ყალიბდება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როცა ჰიტლერმა და სტალინმა მილიონები დახოცეს, ეს ჰიტლერის და სტალინის საქციელია, და ღმერთი აქ არაფერ შუაშია(ესეც ჩემი აზრია).

მორწმუნეებს რო დავუჯეროთ ყველაფერი ღვთის ნებით ხდება ქვეყანაზე :yes: შესაბამისად ჰიტლერი :hitler: და სტალინიც ღვთის ნებით მოევლინენ ქვეყანას და არა მშობლების გარტობა/სიამოვნებისა და ნება-სურვილის შედეგად :givi:

და თუ ღმერთის ნებით მოევლინენ ქვეყანას ეგ ტირანები(ბავშობაში მაინც საყვარლები იქნებოდნენ :* ) მაშინ მათ ქმედებაზეც ღმერთია პასუხისმგებელი და შუაში კიარა სწორედ რომ თავშია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხუთი თევზი, რომლითაც უფალმა ხუთი ათასი კაცი გამოკვება. აქ ხუთი არაა ჩვეულებრივი ხუთი.

საიდან ასკვნი რო ხუთი არი არაჩვეულებრივი და ხუთი ათასი ჩვეულებრივი??? იქნებ პირიქითაა?? იქნებ ხუთი თევზით გამოკვება ათი კაცი გაამრავლა ხუთასზე და მიიღო ხუთი ათასი???

და თუ მართლა ხუთი ათასი კაცი გამოკვება რაც ხუთი თევზით შეუდზლებელია რატომ დაწერეს ხუთი მაშინაც იყო საგადასახადო და "შავი ბუღალტერია"??? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მორწმუნეებს რო დავუჯეროთ ყველაფერი ღვთის ნებით ხდება ქვეყანაზე :yes: შესაბამისად ჰიტლერი :hitler: და სტალინიც ღვთის ნებით მოევლინენ ქვეყანას და არა მშობლების გარტობა/სიამოვნებისა და ნება-სურვილის შედეგად :givi:

და თუ ღმერთის ნებით მოევლინენ ქვეყანას ეგ ტირანები(ბავშობაში მაინც საყვარლები იქნებოდნენ :* ) მაშინ მათ ქმედებაზეც ღმერთია პასუხისმგებელი და შუაში კიარა სწორედ რომ თავშია

 

საკმაოდ პრიმიტიული ათეისტური ხედვაა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საკმაოდ პრიმიტიული ათეისტური ხედვაა...

მე მგონი საკმაოდ გასაგებად და მარტივად ჩამოვაყალიბე ჩემი აზრი და დამოკიდებულება

არც ინტელექტი მიწყობს ხელს და არც მიყვარს მაღალფარდოვანი სიტყვებით საუბარი :) :) :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mama

საკმაოდ პრიმიტიული ათეისტური ხედვაა...

 

მე მგონი საკმაოდ გასაგებად და მარტივად ჩამოვაყალიბე ჩემი აზრი და დამოკიდებულება

არც ინტელექტი მიწყობს ხელს და არც მიყვარს მაღალფარდოვანი სიტყვებით საუბარი

 

 

მშვენიერი ხედვაა

 

ნუკრიკოს უყვარს ხოლმე პატარების შეშინება გულთან ნუ მიიტან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

 

სწორედ ამიტომ გახდებოდა ბერი... მამამისთან დაპირისპირებამ მიიყვანა მის იდეოლოგიურ ღირებულებების წინააღმდეგ გალაშქრებამდე, რასაც ვერ უბედავდა მამას, მამის მისი იდეოლოგიის და მსოფლმხედველობას უბედავდა...

 

სხვანაირი ურთიერთობები რომ ჰქონდა მამა-შვილს ალბათ სულ სხვანაირი იქნებოდა შვილიც...

 

 

აქედან იქმნებიან ათეისტები და თეისტებიც...

 

მშობლებთან კონფლიქტია ერთ-ერთი მთავარი მიზეზი..

ღრმა ბავშვობიდან რელიგიური ყოფილა, ეკლესიებს ხატავდა და ას. შ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mama

 

მშვენივრად აზროვნებ და ნუკრიკოსნაირი და სიკნადმოს ნაირების ნაბოდვარს არ მიაქციო ყურადღება. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 4 weeks later...
ღმერთო, რატომ არ შეიძლება ხორციელი სიამეებითაც დავტკბე და ჯილდოდ სამოთხე მივიღო?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...