Jump to content
Planeta.Ge

რას ჰკითხავდით ღმერთს?


Recommended Posts

კი

ტაშიი

 

:givi: :givi: :givi:

 

არასოდეს არ მინახავს არცერთ ფორუმზე, შენს მსგავსად ვინმე, ვინც შენსავით გაიჭედებოდა შუა მსჯელობაში. :givi: არგუმენტები გაქვს: 0.

ახლა ამ ტემიდან გადადი იმ თემაში, სადაც პათოლოგიურ დემაგოგიას ეწევი, რადგან ამ თემაში სახალხოდ მოიჭერი თავი რომ სისულელეებს წერდი და ისე გაიპარე, როგორც შარშანდელი ინგლისის თოვლი. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 406
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

აზრი

T_A_T   მოდი გავხსნათ თემა,   სად არის ღმერთი? ვინ იცის მისი ადგილსამყოფელი? ჩვენშია ღმერთი თუ სადმე სხვაგან?   რას იტყვი, როგორი აზრია T_A_T? რელიგიურ ადამიანებს, ასეთი თემის არსებობის გამო, საშუალე

აზრი

ღვთის შესახებ ადამიანების თვალსაზრისზე მათი კულტურა, წინაპრების რელიგია და, შესაძლოა, საკუთარი არჩევანი ახდენს გავლენას. მთელ მსოფლიოში მრავალ ადამიანს ცხოვრებასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები ება

soliaris641

მე მეგონა რელიგიის და ფილოსოფიის განყოფილებაში ვიყავით, თუმცა, მისტიკისადმი შენი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მგონი ელემენტარული არითმეტიკის განყოფილებაში მოვხვდი., ისე უნდა ვაღიარო გცოდნია. შენ 3X3

Posted Images

რადგან ამ თემაში სახალხოდ მოიჭერი თავი

 

სახალხოდ რას ნიშნავს?

 

აქ მყოფი ადამინები სხვას გწერენ ამავე თემაში. ამიტომ რეალობა პირიქით არის. სახალხო როგორ არის თუ მესამე პირები შენ გეუბნებიან რომ ვერ იგებ ნათქვამს.

 

შემფასებელიც და მოსამართლეც შენ როგორ ხარ. აბა ფორუმის სხვა წევრებს შეხედე რას გწერენ.

Edited by ტაშიი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სახალხოდ რას ნიშნავს?

ტაშიი

 

მაგდენი თუ არ იცი, ფორუმზე ვერ ისწავლი. :)

 

აქ მყოფი ადამინები სხვას გწერენ ამავე თემაში. ამიტომ რეალობა პირიქით არის. სახალხო როგორ არის თუ მესამე პირები შენ გეუბნებიან რომ ვერ იგებ ნათქვამს.შემფასებელიც და მოსამართლეც შენ როგორ ხარ. აბა ფორუმის სხვა წევრებს შეხედე რას გწერენ.

სახალხო იმით არის რომ ორი კაცი თუ თავს გიქნევს, ეგ არ ნიშნავს რომ ნებისმიერი მკითხველი, რომელიც შემოდის და ხედავს რომ არგუმენტების დეფიციტს განიცდი და არაფერს წერს, რეალური ფაქტი არ იცვლება ამით. ფაქტია რომ არგუმენტები არ გაქვს და ვერ დაასაბუთე ის, რასაც გეენაზე წედი. ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნებისმიერი მკითხველი, რომელიც შემოდის და ხედავს

 

ამას შენ გულით გრძნობ თუ გამოცხადება გქონდა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამას შენ გულით გრძნობ თუ გამოცხადება გქონდა?

ტაშიი

 

მაგას არც გულით გრძნობა სჭირდება და არც გამოცხადება. მაგას ტვინის გატოკება, ლოგიკა და აზროვნება უნდა. მარა რადგან ამდენს ვერ ხვდები, ესე იგი რთულადაა შენი საქმე. :givi:

 

ახლა დროა აღიარო რომ გაიჭედე და რასაც გეენაზე წერდი, ვერ დაასაბუთე. :*

 

:givi: :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახლა დროა აღიარო რომ გაიჭედე და რასაც გეენაზე წერდი, ვერ დაასაბუთე

 

 

მე გეუბნები რომ აი ეს :

 

მეორე მატიანე 28:1-27

 

„3 შესაწირავს აბოლებდა ჰინომის ძის ველზე და საკუთარ ვაჟებს წვავდა ცეცხლში იმ ხალხთა სისაძაგლისამებრ, რომლებიც განდევნა იეჰოვამ ისრაელის ძეთაგან. 4 შესაწირავს სწირავდა და აბოლებდა მაღლობებზე, გორებზე და ყველა ფოთოლხშირი ხის ქვეშ. „

 

მეორე მატიანე 33:1-25

 

„6 ცეცხლში გაატარა თავისი ვაჟები ჰინომის ძის ველზე, ჯადოქრობდა, მკითხაობდა, ჯადოსნობდა, გაიჩინა სულების გამომძახებლები და მარჩიელები. დიდ ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას თვალში, რათა შეურაცხეყო იგი.“

 

იერემია 7:1-34

 

„31 ჰინომის ძის ველზე აშენებენ თოფეთის მაღლობებს, რათა ცეცხლში დაწვან თავიანთი ვაჟები და ასულები, რაც არ მიბრძანებია და გულშიც არ გამივლია“.

 

ესაია 66:1-24

 

23 „ახალმთვარობიდან ახალმთვარობამდე და შაბათიდან შაბათამდე ყოველი ხორციელი მოვა, რომ მდაბლად თაყვანი მცეს, — ამბობს იეჰოვა. — 24 გავლენ და შეხედავენ იმ ადამიანთა გვამებს, რომლებიც მცოდავდნენ. მათი მატლი არ მოკვდება და მათი ცეცხლი არ ჩაქრება. სისაძაგლედ იქცევიან ყოველი ხორციელისთვის“.

 

მათე 23:1-39

 

„33 გველებო, გველგესლას ნაშიერნო, როგორ გაექცევით გეენის სასჯელს?“

 

მათე 5:1-48

 

„27 თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: „არ იმრუშო“, 28 მე კი გეუბნებით: ვინც ქალს უყურებს და ვნება აღეძვრება, უკვე იმრუშა მასთან თავის გულში. 29 ამიტომ, თუ მარჯვენა თვალი გაბრკოლებს, ამოითხარე და გადააგდე, რადგან უმჯობესია, სხეულის ერთი ნაწილი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენაში; 30 და თუ მარჯვენა ხელი გაბრკოლებს, მოიკვეთე და გადააგდე, რადგან უმჯობესია, სხეულის ერთი ნაწილი დაკარგო, ვიდრე მთელი შენი სხეული აღმოჩნდეს გეენაში.“

 

მათე 10:1-42

 

„28 ნუ შეგეშინდებათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ შეუძლია. იმისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც შეუძლია გეენაში და სხეულისაც.“

 

მათე 18:1-35

 

„9 თუ თვალი გაბრკოლებს, ამოითხარე და გადააგდე. გიჯობს, ცალი თვალით შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი თვალით ჩავარდე ცეცხლოვან გეენაში.“

 

მათე 23:1-39

 

15 ვაი თქვენ, მწიგნობრებო და ფარისევლებო, თვალთმაქცებო! შემოივლით ზღვასა და ხმელეთს, რომ ერთი მაინც მოაქციოთ და როდესაც მოაქცევთ, გეენის კერძად აქცევთ მას, თქვენზე ორჯერ მეტად.

 

ლუკა 12:1-59

 

„5 მე გეტყვით, ვისი უნდა გეშინოდეთ: იმისი გეშინოდეთ, ვისაც მოკვლაც შეუძლია და გეენაში ჩაგდების ძალაუფლებაც აქვს. გეუბნებით: მისი გეშინოდეთ.“

 

და ესეც იესოს ჩემი რჩეული სიტყვები:

 

მარკოზი 9:1-50

 

„43 თუ ხელი გაბრკოლებს, მოიკვეთე. გიჯობს დასახიჩრებული შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით წახვიდე გეენაში, ჩაუქრობელ ცეცხლში. 44 —— 45 თუ ფეხი გაბრკოლებს, მოიკვეთე. გიჯობს კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ფეხით ჩავარდე გეენაში. 46 —— 47 ხოლო თუ თვალი გაბრკოლებს, გადააგდე. გიჯობს ცალი თვალით შეხვიდე ღვთის სამეფოში, ვიდრე ორი თვალით ჩავარდე გეენაში, 48 სადაც მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ქრება. “

 

არის დასაბუთება.

შენ კიდე აგრძელებ შენსას. მაშ მითხარი რატომ არ არის ეს დასაბუთება. უბრალოდ "არა და იმიტომ" არის აკვნის ბავშვის არგუმენტი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე გეუბნები რომ აი ეს :

 

მეორე მატიანე....

 

და ესეც იესოს ჩემი რჩეული სიტყვები:

 

მარკოზი 9:1-50

 

„43 თუ ხელი გაბრკოლებს, მოიკვეთე. გიჯობს დასახიჩრებული შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით წახვიდე გეენაში, ჩაუქრობელ ცეცხლში. 44 —— 45 თუ ფეხი გაბრკოლებს, მოიკვეთე. გიჯობს კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ფეხით ჩავარდე გეენაში. 46 —— 47 ხოლო თუ თვალი გაბრკოლებს, გადააგდე. გიჯობს ცალი თვალით შეხვიდე ღვთის სამეფოში, ვიდრე ორი თვალით ჩავარდე გეენაში, 48 სადაც მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ქრება. “

 

არის დასაბუთება.

 

მაშ მითხარი რატომ არ არის ეს დასაბუთება. უბრალოდ "არა და იმიტომ" არის აკვნის ბავშვის არგუმენტი.

ტაში

 

უბრალოდ არა არ მომიწერია, და თუ გგონია შენი დემაგოგია რამეში გიშველის მაგრად ცდები. ;)

 

ის, თუ რატომ არაა ეგ იმის დასაბუთება რასაც ამბობდი ამავე თემის 188-ე პოსტში აგიხსენი უკვე და სხვა პოსტებშიც, თუმცა შენ უკუღმად გაქვს გონების პროცესორი დაყენებული და უბერავ შენსას. :D

 

ასე რომ დროა აღიარო რომ რასაც გეენაზე წერდი იყო სისულელე და ღმერთი უსასრულოდ არ აწამებს ადამიანებს ჯოჯოხეთის ცეცხლში და მატლებში. :)

 

მარა ვერ იგებ და მე ვერ გიშველი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი მხრიდან საპირისპიროს დასაბუთება მაშინ იქნებოდა საჭირო, თუკი შენ დადებდი რაიმე სახის მტკიცებას, რომ გეენა ადამიანების დაუსრულებელი ტანჯვა-წამების ადგილი იქნებოდა.

 

ამას ეძახი დასაბუთებას?

 

:D

 

საგუშაგო კოშკის კორუმპირებულებმა გასწვლეს?

 

არ მეგონა ესეთი მოუმზადებელი თუ იქნებოდი ბიბლიაში.

 

უბრალოდ ახსნას გთხოვ და ვერ ბედავ და ირიდებ თავიდან პასუხს.

 

შენ ხომ "ჭეშმარიტებას" ფლობ :D, მაშ რატომ გაურბიხარ პასუხს?

 

ეტყობა კორუფციის მეტს არაფერს ასწავლიან მაგ კოშკში და ამიტომ დაიბენი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

ერთი კითხვა მაქვს.

 

პასუხს იმიტომ არ მცემ, რომ შენი აზრით მე ვერ დავამტკიცე ხომ ესე თქვი?

 

ანუ მე რომ დავამტკიცო შენი აზრით, მერე გამცემ ასუხს, ესე არ ამბობ?

 

 

კი მაგრამ თუ დაგიმტკიცებ, პასუხი რაღას უნდა გასცე?

 

ხომ უკვე დამტკიცებული იქნება.

 

 

ლოგიკა სად გაქვს???

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

 

შენ რომ ოდნავ მაინც შეგეძლოს რა მდგომარეობაშიც ჩაიგდე თავი, ლოგიკას საერთოდ არ ახსენებდი.

 

ეს კი მათ, ვისაც ობიექტური და მიუკერძოებელი აზროვნების უნარი აქვთ:

 

ტაშიი ამბობდა რომ ჯოჯოხეთი და გეენა ერთი და იგივეაო და რომ გეენაში ცოდვილები მიდიანო და დაუსრულებელ ტანჯავს და აწამებს ღმერთიო.

 

თავისი მცდარი ვარაუდების მხარდასაჭერად დააციტირე რამოდენიმე მუხლში ბიბლიიდან სადაც ვიღად კერპებს სწირავს თავის შვილს ცეცხლში დაწვით. ამის გამო, ეს აკეთებს დასკვნას, რომ ესე იგი, ღმერთი ყველა ცოდვილს უსასრულოდ აწამებს. :givi:

 

სინამდვილეში გეენა იყო ერთი კონკრეტული ადგილი დედამიწაზე, და ერქვა ისრაელში არსებულ ველს, რომელიც მდებარეობდა იერუსალიმის კედლებთან. ებრაულად გეენას ეძახდნენ ჰინომის ველს, სადაც მცირე ხნის განმავლობაში ღმერთს განდგომილი ადამიანები ცეცხლში წვავდნენ თავიანთ შვილებს. ამ მოქმედებაზე ღმერთმა თქვა: ფიქრადაც არ მომსვლია

 

ღვთის ერთგულმა მორწმუნემ მეფე იოშიამ ამ ველზე აღარ დაუშვა ასეთი შემზარავი საქმიანობა (წაიკითხეთ მეოთხე მეფეთა 23:10). ის გადაიქცა უზარმაზარ სანაგვედ და ასე იყო თვით იესოს დღემდე მთელი 600 წლის განმავლობაში. :)

 

 

ეს რომ ასე იყო, ამას ტაშისნაირი დემაგოგები ვერ იგებენ. ხოლო ისინი ვინც გათვიცნობიერებულები არიან ამ საკითხებში, იციან ასე იყო როგორც ამ პოსტში ავხსენი. ასე რომ, იმ დროს, როდესაც იესო დედამიწაზე იმყოფებოდა, გეენა იყო იერუსალიმის სანაგვე მთელი 600 წლის განმავლობაში და არა ადამიანების ცეცხლში დასაწვავი ადგილი. გეენაში ანუ ჰინომის ველზე გამუდმებით ენთო ცეცხლი და ამ ცეცხლში ნაგვის დასაწვავად უმატებდნენ გოგირდს. ეს რომ ასე იყო, ამას არაერთი ავტორიტეტული წყაროები ადასტურებენ. მაგალითად, "სმიტის ბიბლიური ლექსიკონი" (Smith’s Dictionary of the Bible), ტომი I განმარტავს: "ის გადაიქცა ქალაქის საერთო სანაგვედ, სადაც იყრებოდა ბოროტმოქმედთა გვამები, მკვდარი ცხოველები და ნებისმიერი სახის ნარჩენები". მასში იესოს დედამიწაზე მოსვლამდე მთელი 600 წლის განმავლობაში ცოცხალ არსებებს არასდროს ყრიდნენ რადგან ღმერთს არ მოსწონდა მსგავსი ქმედება.

 

რადგან იცოდნენ ამ სანაგვის არსებობა, იერუსალიმის მცხოვრებლებისთვის გასაგები იყო, თუ რას გულისხმობდა იესო, როდესაც მიმართავდა ბოროტ რელიგიურ ბელადებს: "იქედნეთა ნაშობო გველებო! როგორ გაექცევით გეენის სასჯელს?" (მათე 23:33). იესოს ამ სიტყვებით არ უთქვამს, რომ იმ რელიგიურ ბელადებს ღმერთი აწამებდა და თანაც უსასრულოდ. :) რა სისასტიკე იქნებოდა. არადა, უკვე დავწერე, რომ როდესაც ისრაელები თავიანთ ბავშვებს ჰინომის ველზე ცეცხლში წვავდნენ, ღმერთმა თქვა, რომ ასეთი საშინელი რამ ფიქრადაც კი არ მოსვლია! (წაიკითხეთ იერემია 7:31).

 

ამიტომ იესომ გეენა გამოიყენა მარადიული, სრული განადგურების სიმბოლოდ. ის გულისხმობდა, რომ (სხვა ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებსაც ღმერთი მკვდრეთით აღადგენდა,[წაიკითხეთ საქმეები 24:15]) ბოროტი რელიგიური ბელადები არ იყვნენ აღდგენის ღირსნი. იესოს მსმენელებისთვის გასაგები იყო რომ გეენაში მოხვედრილები იქნებოდნენ იმ ნაგვის მსგავსნი, რომელიც სამუდამოდ ნადგურდება.

 

სამწუხაროდ, ტაშიი-ს ნაირების გონება, დაბინდულია პირადი ვარაუდებით და იმ ეკლესიების რელიგიური შეხედულებებით, რომლებიც არაბიბლიურ დოგმატებს ასწავლიან სულის უკვდავებაზე და დაუსრულებელ ტანჯვა-წამებაზე. სინამდვილეში გაბატონებული "ქრისტიანული" ეკლესიების ამგვარი შეხედულებები წარმართული რელიგიებიდნა იღებს სათავეს და არა ქრისტეს სწავლებებიდან. ძველ ბაბილონელთა და ასურელთა რწმენით - როგორც ნაშრომი "The Religion of Babylonia and Assyria"-იც ადასტურებს, "ქვესკნელი . . . იყო საშინელი ადგილი, რომელსაც განაგებდნენ ძლიერი და მრისხანე ღმერთები და დემონები".

 

ამგვარად, მათი შეხედულებები, რომლებთანც ჰგონიათ რომ ადამიანებს ღმერთ[ებ]ი სამუდამო ცეცხლში აწამებენ, არაქრისტიანული სწავლებაა.

 

 

წავედი ახლა, დროის ფლანგვას არ ვაპირებ ტაშიი-ს ნაირ ბრძენებთან. :) დროებით. :)

Edited by აზრი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანუ აზრი შენ ამბობ, რომ იესომ როდესაც მიმართა ცოდვილებს ის გულისხმობდა, რომ ისინი მოხვდებოდნენ ნაგავსაყრელზე და არა ჯოჯოხეთში?

 

ესეიგი შენი რწმენით არა იეღოვას მოწმე ხვდება ნაგავსაყრელზე იერუსალიმთან?

 

შენ ვერ დამისაბუთე, ამიტომ ველოდები დასაბუთებას შენგან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტაშიი

შენი ბოლო პოსტით, ბეჭედი დაუსვი იმ ფაქტს, რომ დაწერილის აღქმა-გააზრების სერიოზული პრობლემა გაქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

ანუ თუ შენი დაწერილი ადამიანს არ მიაჩნია სინამდვილედ, მაშინ ის ვერ აღიქვავს წაკითხულს? იქნებ სისულელე დაწერე, ამას რატომ არ უშვებ?

 

ზედმეტად ამბიციური ხომ არ ხარ?

 

თუ უშვებ თუნდაც 1%-ს რომ ცდები? თუ უშვებ, მაშინ ესე აგდებით არ მიართავდი ადამიანებს ვინც არ გეთანხმება, როგორც ჩანს დარწმუნებული ხარ რომ სხვა სიმართლე არ არსებობს გარდა შენისა და ვერ ხვდები თუ რატომ არ გეთანხმებიან ადამიანები. ეს ტიპიური საგუშაგოს კოშკის პროპაგანდის მსხვერპლის დაავადებაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...