Jump to content
Planeta.Ge

რას ჰკითხავდით ღმერთს?


Recommended Posts

იესო არ ასწავლიდა ჯოჯოხეთის მარადიულ ტანჯვა-წამების შესახებ.

 

:) ეს რაღაც ახალია :)

 

მათეს სახარება

თავი მეხუთე

 

22. მე კი გეუბნებით თქვენ: ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის ძმას, სამართალში უნდა მიეცეს; ხოლო ვინც ეტყვის თავის ძმას: რაკა, სინედრიონს უნდა წარუდგეს; და ვინც ეტყვის თავის ძმას: შლეგო, ცეცხლის გეენაში ჩავარდეს.

29. თუკი გაცთუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას.

 

30. ხოლო თუ გაცთუნებს შენი მარჯვენა ხელი, მოიკვეთე და გადააგდე, ვინაიდან გიჯობს დაჰკარგო ერთი შენი ასოთაგანი, ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას.

 

 

მათეს სახარება

თავი მეათე

 

28. ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა; არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას.

 

 

ლუკას სახარება

თავი მეთორმეტე

 

4. თქვენ გეუბნებით, ჩემს მეგობრებს: ნუ გეშინიათ იმათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ სხვას ვეღარას გავნებენ;

 

5. არამედ გიჩვენებთ, ვისი გეშინოდეთ: გეშინოდეთ იმისა, ვისაც თქვენი მოკვლის შემდეგ შეუძლია ჩაგაგდოთ გეენას. დიახ, გეუბნებით, მისი გეშინოდეთ.

 

 

და ჩემი რჩეული:

 

მარკოზის სახარება

თავი მეცხრე

 

43. თუ შენი ხელი გაცთუნებს, მოიკვეთე იგი: გიჯობს სახიჩარი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე ხელის მქონე ჩავარდე გეენაში, გაუნელებელ ცეცხლში,

 

44. სადაც ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი.

 

 

 

 

გავაგრძელო თუ საკმარისია? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 406
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

აზრი

T_A_T   მოდი გავხსნათ თემა,   სად არის ღმერთი? ვინ იცის მისი ადგილსამყოფელი? ჩვენშია ღმერთი თუ სადმე სხვაგან?   რას იტყვი, როგორი აზრია T_A_T? რელიგიურ ადამიანებს, ასეთი თემის არსებობის გამო, საშუალე

აზრი

ღვთის შესახებ ადამიანების თვალსაზრისზე მათი კულტურა, წინაპრების რელიგია და, შესაძლოა, საკუთარი არჩევანი ახდენს გავლენას. მთელ მსოფლიოში მრავალ ადამიანს ცხოვრებასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები ება

soliaris641

მე მეგონა რელიგიის და ფილოსოფიის განყოფილებაში ვიყავით, თუმცა, მისტიკისადმი შენი დამოკიდებულებიდან გამომდინარე, მგონი ელემენტარული არითმეტიკის განყოფილებაში მოვხვდი., ისე უნდა ვაღიარო გცოდნია. შენ 3X3

Posted Images

:) ეს რაღაც ახალია :)

ტაშიი

 

 

შენთვის კია ახალი. :)

 

ცეცხლის გეენაში ჩავარდეს.

ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას.

ვიდრე მთელი შენი სხეული ჩავარდეს გეენას.

ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას.

შემდეგ შეუძლია ჩაგაგდოთ გეენას.

ვიდრე ორივე ხელის მქონე ჩავარდე გეენაში, გაუნელებელ ცეცხლში,

ცეცხლის გეენა და ჯოჯოხეთში დაუსრულებელი წამების არაბიბლიური დოქტრინა, სხვადასხვა რამეა. შენ წერდი ჯოჯოხეთზე და მეც ჯოჯოხეთთან დაკავშირებით გწერდი. გამოიკვლიე რას ნიშნავს გეენა. :yes:

 

პ.ს.

აქვე მინდა შეგახსენო რომ შენ სარგებლობ ეკლესიის მიერ შესრულებული ტენდენციური და დამახინჯებული ბიბლიით. ბიბლიის საუკეთესო თარგმანის ლინკს დავდებ და თუ გსურს ზუსტი ბიბლიით ხელმძღვანელობა, აგერაა: ბიბლია – ახალი ქვეყნიერების თარგმანი

 

აქვე ერთ ლინკს დავდებ და თუ გადახედავ (რუსული თუ იცი) სხვა ბევრ ახალ რამეს გაიგებ :)

 

Будут ли грешники гореть в аду?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ცეცხლის გეენა და ჯოჯოხეთში დაუსრულებელი წამების არაბიბლიური დოქტრინა, სხვადასხვა რამეა. შენ წერდი ჯოჯოხეთზე და მეც ჯოჯოხეთთან დაკავშირებით გწერდი. გამოიკვლიე რას ნიშნავს გეენა.

 

:)

კარგი ეხლა სულ ნუ გადააკეთებ ყველაფერს. თავადაც კარგად მოგეხსეება, რომ ჯოჯოხეთი იგულისხმება. შენი ლოგიკით ეს ბერძნული სიტყვა არ გამოხატავს ჯოჯოხეთს. მაშ რას ნიშნავს? ლუდის ბარს?

 

იერუსალიმთან ადგილია სადაც "ღვთის რჩეული ერი" საკუთარ ბავშვებს მსხვერპლად წირავდნენ და ცეცხლში წვავდნენ.

 

ანუ შენ იმის თქმა გინდა რომ ეს ბერძნული სიტყვა ბერძნებმა ვერ თარგმნეს და არასწორ ინტერპრეტირებას უკეთებენ და ამერიკელმა, რომელმაც ბერძნული არ იცის იმან თარგმნა?

 

და რა აღმოაჩინეთ კარგი ადგილია? და იესო არ იმუქრებოდა? მაშ რა გამოდის მე რომ არ მჯერა იესოსი არც არაფერი მომივა, ხომ? იესო მაგას ამობდა? ნუ გეშინია არ დამიჯერო და არც არაფერი მოგივაო? :)

 

მაშ ეს რა არის, ესეც შენს მიერ ნაქები ტექსტი:

 

"43 თუ ხელი გაბრკოლებს, მოიკვეთე. გიჯობს დასახიჩრებული შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ხელით წახვიდე გეენაში, ჩაუქრობელ ცეცხლში. 44 —— 45 თუ ფეხი გაბრკოლებს, მოიკვეთე. გიჯობს კოჭლი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორი ფეხით ჩავარდე გეენაში. 46 —— 47 ხოლო თუ თვალი გაბრკოლებს, გადააგდე. გიჯობს ცალი თვალით შეხვიდე ღვთის სამეფოში, ვიდრე ორი თვალით ჩავარდე გეენაში, 48 სადაც მატლი არ კვდება და ცეცხლი არ ქრება."

Edited by ტაშიი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:)

კარგი ეხლა სულ ნუ გადააკეთებ ყველაფერს.

ტაშიი

 

არაფერი არ გადამიკეთებია. მარტივად და გასაგებად დაგიწერე, რომ გეენა და ჯოჯოხეთში უსასრულო ტანჯვა-წამება სხვადასხვა რამაა.

 

თავადაც კარგად მოგეხსეება, რომ ჯოჯოხეთი იგულისხმება. შენი ლოგიკით ეს ბერძნული სიტყვა არ გამოხატავს ჯოჯოხეთს. მაშ რას ნიშნავს? ლუდის ბარს?

გეტყოდი რასაც ნიშნავს, მარა არ დაიჯერებ. ამიტომ მოგწერე წინა პოსტში:

გამოიკვლიე რას ნიშნავს გეენა :yes:

 

 

იერუსალიმთან ადგილია სადაც "ღვთის რჩეული ერი" საკუთარ ბავშვებს მსხვერპლად წირავდნენ და ცეცხლში წვავდნენ.

გამოიკვლიე რას ნიშნავს გეენა...

 

 

რაც შეეხება ამ კითხვებს:

ანუ შენ იმის თქმა გინდა რომ ეს ბერძნული სიტყვა ბერძნებმა ვერ თარგმნეს და არასწორ ინტერპრეტირებას უკეთებენ და ამერიკელმა, რომელმაც ბერძნული არ იცის იმან თარგმნა?

და რა აღმოაჩინეთ კარგი ადგილია? და იესო არ იმუქრებოდა? მაშ რა გამოდის მე რომ არ მჯერა იესოსი არც არაფერი მომივა, ხომ? იესო მაგას ამობდა? ნუ გეშინია არ დამიჯერო და არც არაფერი მოგივაო? :)

შენს მიერ დასმული ამდენი კითხვა იმაზე მიუთითებს რომ ეს საკითხი არ გაქვს გამოკვლეული. გამოკვლეული რომ გქონდეს, ამდენი რამ არ იქნებოდა შენთვის უცნობი. ამასთან ერთად, შენი მოსაზრების მხარდამჭერ არგუმენტებს მოიყვანდი. ფაქტია რომ წარმოდგენა არ გაქვს ამ საკითხებზე. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგწერ, გამოიკვლიე რომ გაერკვე.

 

ხო, ის ბმულიც, რუსულად რომ არის, როგორც ჩანს არ წაიკითხე. თუ გსურს გაერკვე საკითხში, უნდა გამოიკვლიო და ის ბმულიც წაიკითხო რომელიც მოგაწოდე. თუ დროს კლავ და ერთობი, ეგ სხვა ამბავია მაშინ. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

ვერ ხვდები, რომ არ აკმაყოფილებს შენს ზნეობრივ დონეს ეგ ქვის ხანის მოძღვრება? სწორედ ამიტომ არ გაკმაყოფილებს რეალური, საზოგადოდ მიღებული ინფორმაცია და საეჭვო წარმოშობის წყაროებს ეძებ და იმით ამართლებ რელიგიას.

 

რა რაოდენობის წყაროც არ უნდა მიმითითო მაინც არაფერი შეიცვლება. იესო, როგორც ახალი აღთქმების პერსონაჟი იმუქრებოდა ჯოჯოხეთით და ამას ვერ შეცვლი.

 

ამას ვერ უარყოფს ვერც ერთი ეკლესია და შენ რომელირაცა ლინკით გინდა ამის გაქარწ####ბა?

 

წარმოიდგინე, რომ ხვალ რომელიმე ცნობილი ფიზიკოსი გამოვიდეს და თქვას, რომ დედამიწა არ ბრუნავს, ან ბრტყელია და სპილოებზე დგას და ეს დაასაბუთოს იმით, რომ გამოცხადება ჰქონდა. ცეცხლოვანი ბუჩქი გამოეცხადა და იმან უთხრა. დაიჯერებ?

 

აი ეს არის განსხვავება მეცნიერებასა და რელიგიას შორის.

 

პ.ს. ზევსის რატომ არ გჯერა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

ვერ ხვდები, რომ არ აკმაყოფილებს შენს ზნეობრივ დონეს ეგ ქვის ხანის მოძღვრება?

ტაშიი

 

ტყემალზე ზიხარ და ნიორს ჭამ.

 

სწორედ ამიტომ არ გაკმაყოფილებს რეალური, საზოგადოდ მიღებული ინფორმაცია და საეჭვო წარმოშობის წყაროებს ეძებ და იმით ამართლებ რელიგიას.

ჯერ ერთი მე არაფერს ვეძებ. :) მეორეც, თუ გსურს თემის ირგვლის ისეუბრე. დაადასტურე რომ იესო ადამიანების დაუსრულებლად ტანჯვა-წამებას ქადაგებდა. აბა მიდი, გელოდები. ;)

 

რა რაოდენობის წყაროც არ უნდა მიმითითო მაინც არაფერი შეიცვლება.

იმიტომ რომ შენსას ერეკები და მიუხედავად იმისა წარმოდგენა არ გაქვს იმ საკითხებზე რაზეც აქ წერ, არც იმის სურვილს ავლენ ადმაიანი დაგეხმაროს რომ გაერკვე. ხოდა, იჯექი ტყემალზე და გააგრძელე ნივრის ჭამა. :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

რას ვერ ვიგებ იცი.

 

როგორც უკვე გითხარი გეენა ადგილია იერუსალიმთან სადაც იუდეველები საკუთარ ბავშვებს მსხვერპლად წირავდნენ და ცეცხლში წვავდნენ.

 

მთელი სამყარო 2 ათასი წელი დარწმუნებულია, რომ გეენა ამას ნიშნავს. უფრო მეტიც ბერძნულად ამას ნიშნავს და თავად ბერძნული ეკლესია ამას ასწავლის.

 

შენ კი მეუბნები, რომ ვერავინ გაიგო იქ რა წერია და მხოლოდ რამოდენიმე რამოდენიმე დეკადის წინ ამერიკელმა გაუნათლებელმა რასელმა მოახდინა ბერძნულიდან სწორი თარგმნა, მიუხედავად იმისა, რომ მან ბერძნული არ იცოდა. ნუთუ ეს გჯერა?

 

მაშ ეს მიპასუხე:

 

ნუ გეენა, რომ გეოგრაფიული დასახელებაა სადაც იუდეველები საკუთარ ბავშვებს მსხვერპლად წირავდნენ და ცეცხლში წვავდნენ, ამაზე ხომ არ მედავები? (თუ ესეც სადაოა და ესეც ებრაელებზე უკეთ იცის რასელმა)

 

იესომ რომ გეენას ცეცხლები და მატლები ახსენა, ესეც ხომ არ არის სადაო?

 

მაშ რა იგულისხმა გეენაში? მხოლოდ ამაზე მიპასუხე და არ მიმითითო წყაროები გასაცნობად.

 

მხოლოდ ერთი პასუხი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

 

როგორც უკვე გითხარი გეენა ადგილია იერუსალიმთან სადაც იუდეველები საკუთარ ბავშვებს მსხვერპლად წირავდნენ და ცეცხლში წვავდნენ.

არა

 

მთელი სამყარო 2 ათასი წელი დარწმუნებულია, რომ გეენა ამას ნიშნავს. უფრო მეტიც ბერძნულად ამას ნიშნავს

არა.

 

შენ კი მეუბნები, რომ ვერავინ გაიგო იქ რა წერია და მხოლოდ რამოდენიმე რამოდენიმე დეკადის წინ ამერიკელმა გაუნათლებელმა რასელმა მოახდინა ბერძნულიდან სწორი თარგმნა, მიუხედავად იმისა, რომ მან ბერძნული არ იცოდა.

 

არა, ეგ არ მითქვამს შენთვის, ნუ იგონებ ზღაპრებს.

 

გეენა, რომ გეოგრაფიული დასახელებაა სადაც იუდეველები საკუთარ ბავშვებს მსხვერპლად წირავდნენ და ცეცხლში წვავდნენ, ამაზე ხომ არ მედავები?

კი, რადგან სისულელეებს წერ თანაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. :)

 

იესომ რომ გეენას ცეცხლები და მატლები ახსენა, ესეც ხომ არ არის სადაო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

იესომ რომ გეენას ცეცხლები და მატლები ახსენა, რა იგულისხმა გეენაში?

ტაშიი

 

ხომ მოგწერე უკვე:

 

 

გამოიკვლიე რას ნიშნავს გეენა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

იესომ რომ გეენას ცეცხლები და მატლები ახსენა, რა იგულისხმა გეენაში?

 

რატომ ვერ მპასუხობ? არ იცი პასუხი, ჯერ ვერ გამოიკვლიე?

 

მიპასუხე, როდესაც გამოიკვლევ, კარგი?

Edited by ტაშიი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

იესომ რომ გეენას ცეცხლები და მატლები ახსენა, რა იგულისხმა გეენაში?

 

რატომ ვერ მპასუხობ? არ იცი პასუხი, ჯერ ვერ გამოიკვლიე?

 

მიპასუხე

ტაშიი

 

გეტყოდი რასაც ნიშნავს, მარა არ დაიჯერებ. ამიტომ მოგწერე წინა პოსტში:

 

გამოიკვლიე რას ნიშნავს გეენა

ასე რომ გამოიკვლიე რას ნიშნავს გეენა რომ აღარ დააბრალო იესოს, ადამიანებს უსასრულო ტანჯვა-წამებით აშინებდაოოოო :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

მე ვერ ვიკვლევ შენ მითხარი :

იესომ რომ გეენას ცეცხლები და მატლები ახსენა, რა იგულისხმა გეენაში?

 

თუ ხვდები, რომ შენ თავად გიჭირს დაჯერება იმის რასაც გასწავლიან და იმიტომ ვერ მპასუხობ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

მე ვერ ვიკვლევ შენ მითხარი

ტაშიი

 

და აზრი? რა აზრი აქვს მე გეტყვი თუ არა? შენ ხომ მაინც არ შეიცვლი აზრს? :) ამიტომ გწერ მეოთხედ:გამოიკვლიე რას ნიშნავს გეენა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრი

 

კარგი მაშ ესე დავსვამ კითხვას:

 

მაგალითად ისრაელში არის სოფელი გეენა. ყველა ებრაელმა იცის, რომ იმ კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილს ჰქვია გეენა. უფრო მეტიც მსოფლიოს უმეტესი ნაწილიც ამ ადგილს გეენას ეძახის, ვინაიდან მათ ესე დაარქვეს ამ გეოგრაფიულ ადგილს.

 

დავუშვათ და საგუშაგო კოშკმა გამოსცა ბრძანება, რომ გეენა ადგილი კი არ არის ისრაელში, არამედ არის კურორტი მთვარეზე.

 

 

ხოდა აი პირველი კითხვაც:

 

არის თუ არა გეენა გეოგრაფიული ადგილი ისრაელში?

თუ არა გთხოვ დამისაბუთე

 

ეხლა მეორე პირობა: დავუშვათ და ლეგენდის მიხედვით გეენაში ბავშვებს წამებით წვავდნენ. თუ ებრაული ისტორია ამას ამბობს და შესაბამისად თითქმის მთელი მსოფლიოც ამას ამბობს, ვინაიდან ებრაელები არიან პირველწყარო.

 

დავუშვად და საგუშაგო კოშკი ამბობს, რომ არა ებრაული წყაროები ტყუიან და იქ ბავშვებს კი არ წვავდნენ წამებით, კარაქიან პურებს ურიგებდნენო.

 

ხოდა აი მეორე კითხვა:

 

მაშ წვავდნენ თუ არა იქ ბავშვებს?

 

თუ არა დამისაბუთე

და ეხლა მესამე პირობა. ნაზარეთის მცხოვრები რომელსაც მხოლოდ ის სმენია, რომ გეენაში ბავშვებს წამებით წვავდნენ, ვინაიდან საგუშაგო კოშკმა ამის გაქარწ####ბის შესახებ, მხოლოდ 1900 წლის მერე გამოსცა ინფორმაცია, ადგა და თქვა: თუ მე არ დამიჯერებთ გეენაში მოხვდებითო.

 

და აი მთავარი კითხვა:

 

რა იგულისხმა ნაზარეველმა გეენას ხსენებისას? ის ინფორმაცია რაც მის დროს იყო გავრცელებული და მთელი მსოფლიში სწორედ წამების ადგილი იყო, თუ 1900 წლის მერე საგუშაგო კოშკს რომ უნდა გამოექვეყნებინა ამის თაობაზე ის ინფორმაცია, რომელიც მან იმ დროს არ იცოდა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...