newstudio Posted January 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2010 ვიცე-სპიკერ ლევან ვეფხვაძეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა იუმორის გრძნობა დაუწუნეს.უმრავლესობის წევრებმა პრეზიდენტის განცხადება, რომელიც ვეფხვაძემ პარლამენტის შეურაცხყოფად მიიღო, იუმორად აღიქვეს. ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის ვადებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა პარლამენტი არაკორექტულად მოიხსენია."არასერიოზულია საუბარი იმაზე, თითქოსდა ბახუსი და ახალი წელი ხელს უშლის კანონის შესარულებას", – განაცხადა ვეფხვაძემ და დასძინა, რომ ყველას ახსოვს, როგორ არ შეუშალა ხელი არც ახალმა წელმა და არც ბახუსმა პრეზიდენტის ორ წინასაარჩევნო კამპანიას. ლევან ვეფხვაძის ამ განცხადებას დეპუტატ ელდარ კვერნაძე გამოეხმაურა და დაინტერესდა, რატომ ვერ მიიღო ვეფხვაძემ ეს განცხადება იუმორად. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. უკვე მეცინება , მარა სიმწრის სიცილია...ბანანის რესპუბლიკობა მინდა.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted January 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2010 newstudio ბანანის რესპუბლიკობა მინდა.... ..................... :kaila: უკვე კაი ხანია ხარ, ისე რომ ვერც მიხვდი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vitaminC Posted January 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2010 ბანანის რესპუბლიკობა მინდა....ბანანებს მაინც შევჭამდით უფასოდ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted January 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2010 მოდერებო რამდენიმე თემაა გახსნილი რომელიც ჩესკოს თავჯდომარის არცევებს ეხება, იქნებ გაერთიანოთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 12, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2010 ძუკუ მოდერებო რამდენიმე თემაა გახსნილი რომელიც ჩესკოს თავჯდომარის არცევებს ეხება, იქნებ გაერთიანოთ.ეს ტემა სხვა რამეზეა))ა კიდე ერტი ცირკის ნომერი: როდესაც მაკკეინი სადამკვირვებლო მისიის ოფისში შეხვედრაზე შევიდა ზემოთხსენებული პოლიტიკოსები, რომლებიც სენატორს ახლდნენ გარეთ დარჩნენ. მათ შორის იყო შოთა უტიაშვილი, რომელსაც ნანა ფაჯავას, კახა მიქაიას, დათო სორდიას, საშკა მოლაშხიას, ალიკა გეთიას და თქვენი მონა მორჩილის უკანონო დაპატიმრებაზე ინფორმაცია მოკლედ მივაწოდე, განვუმარტე როგორ დამესხნენ თავს შსს თანამშრომლები 31 დეკემბერს პრეზიდენტის ზუგდიდში ვიზიტისას, როგორ მცემეს და როგორ წამართვეს აუდიო და ვიდეო აპარატურა, აგრეთვე ვუამბე ზუგდიდის სამხარეო პოლიციის უფრსის თენგის გუნავას მისი მოადგილის მეგის ქარდავას, საპატრულო სამსახურის ხელმძღვანელის ალიკა ბელქანიას და ზუგდიდის გამგებელის ალექსანდრე ქობალიას მიერ ჩვენს მიმართ განხორციელებულ არაკანონიერ ქმედებებზე. უტიაშვილმა ყურადღებით მომისმინა და ამ ფაქტებზე რეაგირების მოხდენას შემპირდა. მითხრა, განცხადება დაწერე ჩემს სახელზე და ყველაფერს გამოვიძიებთ, ჟურნალისტებზე თავდასხმა ჩვენს პრინციპებს ეწინააღმდეგებაო. საუბარს ვასრულებდით, როდესაც სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა და მეგის ქარდავა მოგვიახლოვდნენ. შოთა უტიაშვილს მიმართეს და უთხრეს „ამას რას ელაპარაკებით არანორმალურია“–ო, მეგის ქარდავამ უტიაშვილის გასაგონად ექიმთან მისვლა ირონიული ტონით მირჩია, (მე პასუხის გაცემისგან თავი შევიკავე, რადგან უმალ “პროვოკატორად“ შემრაცხავდნენ თან, მათგან განსხვავებით ზრდილობა გამაჩნია) გუნავამ იქვე მდგომ რიგით პოლიციელს დაუძახა და ჩემი იქიდან გაყვანა უბრძანა... აღსანიშნავია, რომ ბატონი შოთა ამ ყველაფერს გაოცებული უყურებდა და დაბნეულობისგან ხმას ვერ იღებდა. ახლა ხომ გჯერათ ბატონო უტიაშვილო რა დღეში ვყავართ ამ ნაძირალა ჩინოვნიკებს. თქვენს გასაგონად გამლანძღეს და ხომ წარმოგიდგენიათ რას გვიშვებიან როდესაც ჩვენს პირისპირ მარტო აღმოჩდებიან?!. მშვიდი და გაწონასწორებული საუბარი ასე უხეშად შეგვაწყვეტინეს და რას უზამენ იმ მოქალაქეს, რომელიც უბრალოდ უკმაყოფილოა ამ ხელისუფლებით?! http://presa.ge/index.php?text=news&i=11734 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted January 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2010 და რას უზამენ იმ მოქალაქეს, რომელიც უბრალოდ უკმაყოფილოა ამ ხელისუფლებით?!მაგ მოქალაქეს რას უზამენ არ ვიცი, მაგრამ აი მაგ ძველი ბიჭებისა და ძაღლების სინთეზს ერთ დღესაც კოლექტიურად რო ვნახავ სარზე გასმულს, მაშინ დავიჯერებ, რომ სახელმწიფო შედგა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 12, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2010 კიდევ ერთი)): ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჯონდო ბაღათურიამ ვადამდელი ადგილობრივი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება დღეს გააპროტესტა და "ამომრჩევლების უფლების დარღვევა" უწოდა. როგორც ბაღათურიამ საკონსტიტუციო ცვლილების საორგანიზაციო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ხალხის მიერ არჩეულ რამდენიმე ათას კაცს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, 5-6 თვით ადრე უწყდება უფლებამოსილება, რაც კონსტიტუციის უხეში დარღვევაა. მისივე თქმით, საქართველოში არის ხალხის მიერ არჩეული 80-მდე საკრებულო, მათ აქვთ უფლებები, არჩევნების გადაწევ-გადმოწევა კი კონსტიტუციური უფლებების დარღვევაა და შედეგად, "საკონსტიტუციო ცვლილებები ხდება კონსტიტუციის დარღვევით". http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
chegesto Posted January 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2010 საქართველოს არლამენტი საერთოდ ცირკია ცირკია გიორგი თარგამაძე მუხლმოდრეკილი მამაოს წინაშე თავი, რომ აქვს ჩაქინდრული და ტან ამ ხაზით ამომრჩევლის ხმებს რომ ითვლის ცირკია აბა რაა ცირკია პარლამენტში 18 გამომსვლელიდან 16 ნაცმო რომაა და მთელი გამოსვლის დინამიკა ერთმანეთის დათანხმებაში რომ ჩაივლის ცირკია ზოგადად საქართველო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DAVID_AGMASHENEBELI Posted January 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2010 გამაცოცხლეთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ahmad Bin Sayd Posted January 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2010 აბა ედიკას ცირკი ჯობდა? http://images.amindi.ge/images/aargh4.gif Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
chegesto Posted January 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2010 DAVID_AGMASHENEBELI DAVID_AGMASHENEBELI სენღა გვაკლიხარ ეხლა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 12, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2010 Ahmad Bin Sayd აბა ედიკას ცირკი ჯობდა?აგერ კიდევ: მისივე თქმით, ეს შეხვედრაც რამდენიმე დღის წინ იმიტომ დაინიშნა, რომ ოპოზიციას იმედი ჰქონდა, დღეისთვის სავარაუდო სამი კანდიდატის ვინაობა უკვე ცნობილი იქნებოდა. თუმცა, ზურაბ ტყემალაძის განცხადებით, ამ შემთხვევაშიც, ხელისუფლებამ თავისი პირობა დაარღვია. ამის შესახებ ტყემალაძემ სასტუმრო ~დავითში” ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.