ლ ი ც ი Posted January 11, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 კურაპალატის ტიტულსაც : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
vitaminC Posted January 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 (edited) მიშასგან იმსახურებს. ნამდვილად გვერდში უდგას როგორც შეუძლია იმიტომ, რომ მისი შექმნილია და მას უნდა ვუმადლოდეთ, რომ მიშა გვყავს პრეზიდენტად. მგონი, შვილივით უყვარს.საქართველოსგან არ ეკუთვნის ერთმნიშვნელოვნად იმიტომ, რომ კარგი არაფერი გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის. Edited January 11, 2010 by vitaminC Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kontr-agent 007 Posted January 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 არის ეჭვის რომ აგვისტოს ომი სწორად მაკკეინის წაქეზებით დაიწყო მიშამ,მიზეზი რომ ქართულ-რუსული ომის დროს ანტირუსი იმიჯის მქონე მაკკეინის რეიტინგი აწეულიყოსაპრეზიდენტო არჩევნებზე,შესაბამისად ეს კაცი, საქ. ეროვნული გმირი კი არა, საქართველოს გამომყენებელია საკ. ინტერესებისთვისმაგარი კიდია საქ. და მიხელაც, უბრალოდ თავისი ინტერესებისთვის იყენებს ამ ქვეყანასრაც საკმაოდ ძვირად გვიჯდებაჩვენთვის ყველაზე რთულ პერიოდში კაცურად გვერდით დაგვიდგა. ნუთუ ეს არ არის საკმარისი?................. ჰოოო! ისე "შეშფოთდა" რომ გამწარებულმა ორი გემი წყალი და პრეზერვატივები გამოგვიგზავნა!!! :yes2: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kontr-agent 007 Posted January 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 ყოველთვის მითქვამს და ახლაც ვიმეორებ: ეს გახლავთ ვიეტკონგელებისა და რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრების მიერ ნახმარი სამხედრო დამნაშავე, რომელიც ვიეტნამის მშვიდობიან მოსახლეობას "ნაპალმის" ჭურვებს უშენდა!!! ახლა ეს ბებერი შიზოიდი ცდილობს "ვანიების" და "კასაგლაზების" ბოღმით შემთხვევა არ გაუშვას და ყველგან და ყოველთვის ცდილობს მათთან "ანგარიშის გასწორებას", ამ დროს სულ ერთ ადგილას კიდია ამას რა შედეგები მოყვება!!! :puke: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 kontr-agent 007 ჰოოო! ისე "შეშფოთდა" რომ გამწარებულმა ორი გემი წყალი და პრეზერვატივები გამოგვიგზავნა!!!და რა იცი რომ წყალი იყო გემებზე? საქართველოშI რომ ჯუმანიტარულ დახმარებად "წყალს" აგზავნი, მე მგონი გასაგებია რომ წყალი არაა ხომ?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kontr-agent 007 Posted January 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 და რა იცი რომ წყალი იყო გემებზე? საქართველოშI რომ ჯუმანიტარულ დახმარებად "წყალს" აგზავნი, მე მგონი გასაგებია რომ წყალი არაა ხომ?! იმას, რაც გგონია, რომ "იყო" newstudio, გამომყენებელი გამოიყენებდა, თორემ მასე ჯაბა კონსტანტინოვიჩის პარლამენტში მოყოლილი ცნობილი ანეგდოტი მახსენდება: კაცს რომ გააუპატიურებენ და ნაცნობი რომ შეეკითხება, ეგ ხანჯალი რაღად გინდაო.... გახსოვს ხოოომ?! და თუ აწი აპირებენ იმ "წყლის" გამოყენებას, მაშინ მთლად უარესი დასკვნა: ჩვენ უკვე გავიფორმეთ რუსეთ-ამერიკის ოფიციალური პოლიგონის "საპატიო" სტატუსი!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted January 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2010 ნეტა ქართველი ქალი თუ მიართვეს ძღვენად მაკკეინს. :sex: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 12, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2010 ნეტა ქართველი ქალი თუ მიართვეს ძღვენად მაკკეინს. :sex:ეჰეი, 75 წლის არის : მამაკაცის სექსუალური ევოლუცია12 წლის:რაღაც მინდა და რა აზრზე არა ვარ-რა 14 წლის:გოგო მინდა და, სულ ერთია რომელი! 16 წლის:აი, ეს გოგო მინდა, იმიტომ, რომ უარს არავის ეუბნება! 18 წლის;ყველა მინდა! 20 წლის:აი, ეს ქალი მინდა, იმიტომ, რომ ყველას უარს ეუბნება! 25 წლის; აი, ეს ქალი მინდა , იმიტომ, რომ ყველას სჯობია! 30 წლის:აი, ის ქალი მინდა, იმიტომ, რომ სხვისი ცოლია 35 წლის: ყველა მინდა, ჩემი ცოლის გარდა! 40 წლის:ეს 20 წლის შტერუკა მინდა! 45 წლის:ჩემი მარტოხელა მეზობელი ქალი მინდა-არა მგონია უარი მითხრას! 50 წლის;არავინაც არ მინდა, ყველა მომწყინდა...მაგრამ საჭიროა! 60 წლის"რა ვიცი, რომელი ქალი მინდა, თუმცა მაინცდამაინც აღარ შემიძლია... 65 წლის:უნდა შევქმნა შთაბეჭდილება, თითქოს კიდევ რაღაც მინდა! 70 წლის:მადლობა ღმერთს! უკვე აღარ მჭირდება შთაბეჭდილების შექმნა! 75 წლის;მახსოვს, როგორ მინდოდა ის ქალი... 80 წლის:მახსოვს რაღაც მინდოდა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted January 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2010 (edited) ლ ი ც ი ეგ ყველაფერი ინდივიდუალურია ჩემო ლიც. თანაც არსებობს ფარმაცევტული საშუალებები, რომლებიც მამაკაცის ფეხებთშორისს აძლევენ სითამამის საშუალებას. :yes2: + ქართულ ისტებლიშმენტს ახასიათებს მსაგავსი პადხალიმობები და სწორედ ამის გათვალისწინებით დავწერე ეგ, თორემ შენს მიერ აქცენტირებული ასაკი არც გამხსენებია. Edited January 12, 2010 by DATA TUTASXIA Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted January 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2010 მაკკეინი გმირის წოდებას კი არა, ძეგლსაც იმსახურებს...აღმაშენებლის ძეგლი რომ აიღეს იმის ადგილზე უნდა დადგან...იდეაც მაქვს როგორი...მაკკეინი დასისხლიანებული, ვიეტნამელ ჯალათებს აფურთხებს სახეში... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted January 12, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2010 (edited) ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2010 12 / 01, 2010 11:30 · ოპოზიციის ნაწილმა მაკეინთან შეხვედრა საჭიროდ არ ჩათვალა “ვინ მიიწვიეს მაკეინთან შეხვედრაზე და ვინ არა, ეს ინფორმაცია ჯერჯერობით ხელმიუწვდომელია. თუმცა, ნათელაშვილმა უკვე განაცხადა, რომ იგი არავის გახსენებია. სამაგიეროდ, ვინც გაახსენდათ და მიიწვიეს, მათმა ნაწილმა ბათუმში ჩასვლა არ მოისურვა და უკვე ეროვნული გმირის წოდების მქონე სენატორი საქართველოდან ისე წავიდა, ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილს არც შეხვედრია”, - წერს გაზეთი ”რეზონანსი” სტატიაში სათაურით ოპოზიციის ნაწილმა მაკეინთან შეხვედრა საჭიროდ არ ჩათვალა / “ბურჯანაძე თავად იტყვის, რატომ არ მივიდა მაკეინთან შეხვედრაზე”.“მაკეინთან შეხვედრას ოპოზიციის სულ რამდენიმე წარმომადგენელი ესწრებოდა და საინტერესოა, რატომ არ ესწრებოდნენ შეხვედრას ოპოზიციის დანარჩენი ლიდერები. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ოფიციალური განცხადებით, შეხვედრაზე ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი მიიწვიეს, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა მოუცლელობის გამო ბათუმში ჩასვლა ვერ მოახერხა. ამასთან, აშშ-ის საელჩოში არ აკონკრეტებენ, ვინ იყო მიწვეული და ვინ არა. თუმცა, საელჩოს საიდუმლო ნაწილობრივ ლეიბორისტების ლიდერმა გასცა და განაცხადა, რომ იგი ამ შეხვედრაზე არ მიუწვევიათ. ამის მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ “ლეიბორისტები დღემდე მაკეინის დაუნდობელი კრიტიკით გამოირჩევიან”, - აღნიშნავს გამოცემა.“ეს მოხუცი საქართველოს ისტორიაში ძალიან ავბედითი ფიგურაა. მაკეინი მიმხრჩვალი გვამია, ხოლო საუბრები იმაზე, რომ სააკაშვილი-მაკეინის ტანდემი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს, ჭირისუფლობას უფრო ჰგავს. სააკაშვილმა ომი სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც მაკეინი წინასაარჩევნო კამპანიას წარმართავდა, რათა მისთვის რუსული საფრთხის წარმოჩენით გარანტირებული გამარჯვება მოეპოვებინა, თუმცა ბუშის დაჯგუფება დამარცხდა”, - განაცხადა ნათელაშვილმა გუშინ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე. სწორედ ამიტომ იგი ამერიკულ მხარეს კიდევ ერთხელ მოუწოდებს გამოიძიონ იმ პოლიტიკოსთა საქმიანობა, რომლებმაც მთელ მსოფლიოში დაგეგმეს “ტროცკისტული ფერადი რევოლუციები, რითაც ამერიკელ ხალხს გაუფლანგეს მილიარდები და ძირს დასცეს აშშ-ის ავტორიტეტი”, - დასძენს გამოცემა.“პარტია “საქართველოს გზის” ლიდერი სალომე ზურაბიშვილი კი შეხვედრაზე მიპატიჟებული იყო, მაგრამ მაკეინთან შეხვედრას სასამართლო პროცესზე დასწრება ამჯობინა. ბათუმში არც “დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ჩასულა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის წინა საღამოს ბურჯანაძის სპეცსამსახურმა საგანგებოდ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბურჯანაძე ბათუმში ჩასვლას და მაკეინთან შეხვედრას გეგმავდა, მაგრამ ის ბათუმში არ გამოჩენილა. არაოფიციალური ინფორმაციით, ბურჯანაძე გუდაურში ოჯახთან ერთად ისვენებს. მისი პარტიის წევრები მათი ლიდერის გადაწყვეტილების შესახებ არ საუბრობენ. მაკეინთან შეხვედრისთვის არც “ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გადადო ამერიკულ-ევროპული ვიზიტი. ალიანსმა სენატორთან დავით უსუფაშვილი მიავლინა. შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ არც კუკავა, ბესელია, ნოღაიდელი, ასევე ფორუმის წარმომადგენლები, თუმცა ამ პარტიებში არყოფნის მიზეზთან დაკავშირებით კომენტარები არ კეთდება”, - წერს სტატიის ავტორი.“რესპუბლიკელმა” სენატორმა ჯონ მაკეინმა გუშინ საქართველოში ვიზიტი დაასრულა. ამერიკელ სენატორს დატვირთული ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქვეყნის უმაღლესი ჯილდო - ეროვნული გმირის ორდენი გადასცა. ჯონ მაკეინი ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას გაეცნო და პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებსა და საქართველოში მოქმედ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა”, - წერს გაზეთი “24 საათი” სტატიაში სათაურით ჯონ მაკეინი - საქართველოს ეროვნული გმირი.“საუბარი ორ თემას შეეხო, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს და დემოკრატიის პრობლემებს საქართველოში აქცენტი გავაკეთეთ ძირითადად ერთპარტიული ავტორიტარული სისტემის პრობლემებზე, რომელსაც არ შესწევს უნარი გაუმკლავდეს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს, მათ შორის უსაფრთხოების ნაწილში. ასევე განვუცხადე, რომ მედია, სასამართლო და ბიზნესი პოლიტიკური კონტროლის ქვეშ არის, რაც ქვეყანას განვითარების საშუალებას არ აძლევს. ამიტომ მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოების მხარდაჭერა. მიგვაჩნია, რომ აშშ-მა მხარდაჭერა უნდა გააგრძელოს, მაგრამ მის მიერ გაწეული დახმარება უფრო ეფექტური უნდა იყოს”, აცხადებს გამოცემის კორესპონდენთან საუბრისას დავით უსუფაშვილი. “შეხვედრების დასრულების შემდეგ, ჯონ მაკეინი და მასთან ერთად ჩამოსული ამერიკელი სენატორები - ჯონ თუნი და ჯონ ბარასო ვერტმფრენით ზუგდიდში გაფრინდნენ, სადაც აფხაზეთიდან დევნილებსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ჰანსიორგ ჰაბერს შეხვდნენ. მაკეინმა ოპოზიციასთან გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრა და საქართველოში ბევრი ოპოზიციური პარტიის არსებობას მიესალმა -“კიდევ ერთხელ სიამოვნებით შევხვდები ოპოზიციის ლიდერებს. საქართველოს ძლიერი ოპოზიცია ჰყავს. ძლიერი ოპოზიციის არსებობა კი ქვეყნისთვის სასარგებლოა. ერთპარტიული მმართველობა დემოკრატიის ნიშანი არ არის”- განაცხადა მაკეინმა. გარდა ამისა, მან რამდენჯერმე ახსენა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და აღნიშნა, რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორია”, - დასძენს გამოცემა.“ეს კარგია, ოპოზიციას რომ შეხვდა, აქამდე ოპოზიციას არ ხვდებოდა. სვანეთში მიდიოდა, სადღაც მიდიოდა, ტაშფანდურში მონაწილეობდა და ახლა შეხვდა ოპოზიციას, ეს არის ახალი რამ მაკეინის ქცევაში, რაც აქამდე არ გაუკეთებია. ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ ოპოზიციასაც ხომ ვერ მოატყუებს, ხომ ვერ იტყვის სააკაშვილს დაუჯერეთ, კარგი კაციაო”, - აცხადებს ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ამერიკამ მაკეინი გამოაგზავნა, რომ ადგილზე მოსვან სააკაშვილი.“ვინაიდან მაკეინი შეხვდა ოპოზიციას, ეს მაძლევს უფლება ვიმედოვნო, რომ მაკეინი ჩამოვიდა, რათა სააკაშვილს ცოტა რქები მოუქლიბოს. მის ქცევებში მე ამას ვკითხულობ. ორი აზრი არ არსებობს, რომ მაკეინის ჩამოსვლა არჩევნებთან დაკავშირებითაც არის. იგი ეტყოდა სააკაშვილს, რომ დაანებე თავი სიჯიუტეს და ხელისუფლება ოპოზიციასაც გაუნაწილეო. სწორედ ამიტომ ხვდება ოპოზიციასაც... ყველაფერი მომავალში გამოჩნდება. სააკაშვილი იმდენად დახარბებულია ხელისუფლებას და იმდენად ვერ წარმოადუგენია თავის თავი ხელისუფლების გარეშე, რომ შეიძლება ამერიკაც გადააგდოს. ადრე, ასე ვთქვათ, გადააგდო ბაიდენი. მეშინია, მაკეინიც არ გადააგდოს. გადაგდება სააკაშვილის ჩვეული სტილია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/122369.html შალვა-“ეს მოხუცი საქართველოს ისტორიაში ძალიან ავბედითი ფიგურაა. მაკეინი მიმხრჩვალი გვამია, ხოლო საუბრები იმაზე, რომ სააკაშვილი-მაკეინის ტანდემი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს, ჭირისუფლობას უფრო ჰგავს. სააკაშვილმა ომი სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც მაკეინი წინასაარჩევნო კამპანიას წარმართავდა, რათა მისთვის რუსული საფრთხის წარმოჩენით გარანტირებული გამარჯვება მოეპოვებინა, თუმცა ბუშის დაჯგუფება დამარცხდა” ჩვენი დიტოც ამ ვერსიას აწვებოდა გუშინ... Edited January 12, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted January 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2010 ლ ი ც ი ეჰეი, 75 წლის არის მამაკაცის სექსუალური ევოლუცია DATA TUTASXIA ლ ი ც ი ეგ ყველაფერი ინდივიდუალურია ჩემო ლიც. ...................... :yes2: ჩეი ქმრის პაპა რომ დაქვრივდა 74 წლისამ მოიყვანა მეორე ცოლი, ხოდა 89 წლამდე, სანამ ჯერ ცოლი გარდაიცვალა, და მისი დასაფლავების დღეს ქმარი, მანამ მათი საძინებლიდან საკმაოდ ეროტიული ხმები ისმოდა პერიოდულადო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted January 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2010 (edited) შალვა-“ეს მოხუცი საქართველოს ისტორიაში ძალიან ავბედითი ფიგურაა. მაკეინი მიმხრჩვალი გვამია, ხოლო საუბრები იმაზე, რომ სააკაშვილი-მაკეინის ტანდემი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს, ჭირისუფლობას უფრო ჰგავს. სააკაშვილმა ომი სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც მაკეინი წინასაარჩევნო კამპანიას წარმართავდა, რათა მისთვის რუსული საფრთხის წარმოჩენით გარანტირებული გამარჯვება მოეპოვებინა, თუმცა ბუშის დაჯგუფება დამარცხდა” ჩვენი დიტოც ამ ვერსიას აწვებოდა გუშინ... შალიკო მაგარია და რაც დრო გადის უფრო მევასება. ჩემს შტატში მარიხუანას მოხმარება დაუშვეს,ოღონდ სამკურნალოდ. : Edited January 12, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted January 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2010 აბა გრეჩიხაა ეროვნული გმირი ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 12, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 12, 2010 SHARI აბა გრეჩიხაა ეროვნული გმირი ?არ უნერვიულო - არ არის )მიშაა გმირიც, მამაც და მარჩენალიც Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.