Jump to content
Planeta.Ge

ჩანასახშივე უკანონო არჩევნები


Recommended Posts

ლაშა ტუღუში-გაზეთ "რეზონანსის" რედაქტორი

 

გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა კანონი დაარღვია. მან, იმის ნაცვლად, რომ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები ცესკოსთვის წარედგინა ცესკოსთვის, ბათუმში მიიწვია არასამთავრობოები. ამით დაირღვა ორგანული კანონი იმ არჩევნებისა, რომელსაც ბევრი ქართველი თუ უცხოელი ექსპერტი დემოკრატიის ტესტად და რუბიკონად მიიჩნევს. მას, ორგანული კანონით, ვადა 8 იანვარს, 6 საათზე ამოეწურა. ამით საარჩევნო პროცესი დასაწყისშივე დისკრედიტირებული ხდება.

კანონით განსაზღვრული ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების დასახელების ვადები აშკარად დაირღვა. ჩვენთვის გაჩნდა კითხვები: როგორ მოიქცევიან პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ელიტები? ისინი ჩათვლიან, რომ კანონზე მაღლა დგას მათი პოლიტიკური ინტერესები თუ მათთვის ღირებულია თამაშის ის წესები, რომელსაც კანონი დაადგენს. ნათელია, რომ, თუ გვინდა, ეს არჩევნები ვაქციოთ რეალურად შემობრუნების წერტილად, თუ გვინდა, რომ რეალურად ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები, თუ გვინდა, რომ, საზოგადოება დავაჯეროთ, რომ ჩვენ კანონებით უნდა ვიცხოვროთ, მაშინ უნდა დავიცვათ ეს კანონები. წინააღმდეგ შემთხვევაში პატარა დარღვევას დიდი დარღვევა მოჰყვება და კვლავ მანკიერ წრეზე ვიტრიალებთ. ჩვენთვის ამას პრინციპული მნიშვნელობა აქვს.

ამიტომ მოსაძებნია სამართლებრივი გადაწყვეტილებები იმისათვის, რომ ადამიანებმა, რომელთაც კანონებით ცხოვრება სურთ, დაიჯერონ, რომ ჩვენ მართლა გვსურს სახელმწიფოს აშენება.

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 40
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

lasha_alo

. მას, ორგანული კანონით, ვადა 8 იანვარს, 6 საათზე ამოეწურა. ამით საარჩევნო პროცესი დასაწყისშივე დისკრედიტირებული ხდება.

ვააა, ეს თუ ასეა , კიდევ ერთხელ მდაა... და ოპოზიცია ხმას რატომ არ ირებს?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

 

ესეა საჭირო, რამდენიმე მიზეზის გამო:

 

1. რუსებთან ომი გვაქვს

2. ოპოზიციას რუსეთი მართავს

3. აბა, გრეჩიხა ჯობია?

 

ბასტა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ესეა საჭირო, რამდენიმე მიზეზის გამო:

 

1. რუსებთან ომი გვაქვს

2. ოპოზიციას რუსეთი მართავს

3. აბა, გრეჩიხა ჯობია?

 

ბასტა!

ხუმრობის გარეშე, თუ კანონი დაირვა ერთი ამბავია ასატეხი! ყველა დონეზე...არაა ეს სახუმარო საქმე!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სააკაშვილმა საარჩევნო კანონი უკვე დაარღვია

რა რეაქცია ექნებათ ოპოზიციას და არასამთავრობოებს და დადგება თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი

გიორგი ფუტკარაძე

(09.01.2010)

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატების წარდგენა კანონდარღვევით ხდება. როგორც კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი ვახტანგ ხმალაძე ამბობს, საარჩევნო კოდექსში გასული წლის ბოლოს შეტანილი ცვლილების თანახმად, რომელიც ძალაში 31 დეკემბერს შევიდა, საქართველოს პრეზიდენტს ცესკოს თავმჯდომარის სამი კანდიდატურა და არა უგვიანეს 2010 წლის 8 იანვრისა უნდა წარედგინა, რაც არ მოხდა და კანონი დაირღვა. მისივე თქმით, ასეთი დარღვევა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საფუძველი თავისუფლად შეიძლება გახდეს.

შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის კანდიდატურებთან დაკავშირებით საბოლოო შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან ბათუმში 10 იანვარს გაიმართება, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი გერმანიაში იმყოფება.

ვახტანგ ხმალაძე: "საარჩევნო კოდექსში გასული წლის ბოლოს შეტანილი ცვლილების თანახმად, რომელიც გამოქვეყნებულია 30 დეკემბერს, ხოლო ძალაში შევიდა 31 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ უნდა შეარჩიოს ცესკოს თავმჯდომარის სამი კანიდატურა და არა უგვიანეს 2010 წლის 8 იანვრისა უნდა წარუდგინოს ცესკოს. ეს არის გარდამავალ დებულებებში ჩაწერილი და გამოქვეყნებული საკანონმდებლო მაცნეში. საუბარია ერთჯერად ნორმაზე, 129-ე მუხლის მე-11 პუნქტზე, რომელიც შეეხება ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენას. ეს ნიშნავს, რომ დღეს იყო ბოლო ვადა ამ კანდიდატურების წარდგენისა და ათი იანვრისათვის გადატანა არის ორგანული კანონის დარღვევა.

ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი საქართველოში არ იმყოფება, ამას არ ამართლებს და არ იძლევა კანონის დარღვევის უფლებას. იქ წერია წარდგენის ვადა არა უგვიანეს 8 იანვრისა, რომელიც საღამოს ექვს საათზე ამოიწურა.

"რ": რას უკავშირებთ ამ ფაქტს, ეს უბრალოდ დაუდევრობაა თუ რაიმე სხვასთან გვაქვს საქმე?

ვ.ხ. ეს გვიჩვენებს ხელისუფლების დამოკიდებულებას კანონისადმი. ეს არა მარტო ამ შემთხვევით გამოვლინდა. ხელისუფლება კანონის დაცვას თავისთვის სავალდებულოდ არ მიიჩნევს, ესაა ელემენტარული უპატივისმცემლობა კანონისა. მინდა, გაგახსენოთ, რომ რეზინის ტყვიების და არალეტალური იარაღის გამოყენების შემთხვევაც, ესეც არ იყო კანონით ნებადართული და ამაზე საზოგადოებამ უნდა გააკეთოს დასკვნები.

"რ": ეს დარღვევა ეჭვქვეშ აყენებს კომისიის თავმჯდომარის ლეგიტიმურობას?

ვ.ხ. თავმჯდომარე რომ უნდა აირჩეს, ეს აუცილებელია. პრეზიდენტმა დაარღვია წარდგენის ვადა, ამის გამოსწორება რით შეიძლება? - წარდგენა უნდა მოხდეს, თავმჯდომარე მაინც უნდა აირჩეს, მაგრამ რა სამართლებრივი შედეგი უნდა მოჰყვეს - რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ასეთი დარღვევა არის საფუძველი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურისა. კონსტიტუციაში წერია, რომ კონსტიტუციის დარღვევის ან სხვა დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში და ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა არის დანაშაული. ასეთი რამ სხვამ რომ გააკეთოს, აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. ამის საფუძველი შეიძლება იყოს დაუდევრობა, არაჯეროვნად გამოყენება და ა.შ.

რაც შეეხება იმპიჩმენტს, ეს საფუძველია, თუმცა იქაც არსებობს გარკვეული წესი, პარლამენტის წევრთა 1/3 ხელმოწერა უნდა შეგროვდეს, მაგრამ ამ პარლამენტში მე გამორიცხულად მიმაჩნია პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, არა თუ ასეთ დარღვევაზე, არამედ გაცილებით უფრო სერიოზულ დანაშაულზეც.

"რ": მხოლოდ პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხია დასაყენებელი თუ თუნდაც პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის?

ვ.ხ. არა, კანონის მიხედვით თავმჯდომარის კანდიდატურების წარდგენა არის პრეზიდენტის უფლებამოსილება, შესაბამისად, პასუხისმგებლობა მას ეკისრება.

"რ": საარჩევნო კომისია და მისი თავმჯდომარე ამ დარღვევის შემდეგ ლეგიტიმური იქნება?

ვ.ხ. თუ შეიქმნა ყველა პროცედურის დაცვით, კომისია ლეგიტიმური იქნება, მიუხედავად იმისა, რომ თავმჯდომარის კანიდატურები დაგვიანებით იქნება წარდგენილი, თუ სხვა დარღვევა არ მოხდა.

"რ": ანუ აქ მხოლოდ პრეზიდენტის მიერ ჩადენილი დარღვევა იკვეთება?

ვ.ხ. დიახ. ორი დღის დაგვიანებით წარდგენით ერთი შეხედვით არაფერი იცვლება, მაგრამ აქ ჩანს კანონისადმი დამოკიდებულება. როდესაც აგდებული დამოკიდებულებაა კანონისადმი, შემდეგ კარგს არაფერს უნდა ველოდოთ.

ამ საკითხის გასარკვევად ჩვენ ვცადეთ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან დაკავშირება, მაგრამ მას ტელეფონი გათიშული ჰქონდა.

იგივე გაზეთის ინფო

http://resonancedaily.com/index.php?id_rub=2&id_artc=834

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რად უნდა მერე ამას სტატიების წერა - შეტანონ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში!

ვახ! მე ვიცი ეს კუხნის ბარიშბამ და ამათმა არ იციან?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აღარ ვიცი რომელ მდინარეს მივცე თავი

 

 

ჟოპოებო ერთი ბიზნესი ააწყეთ და გვამუშავეთ ყველა ჟოპო :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ხუმრობის გარეშე, თუ კანონი დაირვა ერთი ამბავია ასატეხი! ყველა დონეზე...არაა ეს სახუმარო საქმე!

პრობლემა ის არის რომ უსუსურები ვართ როგორც საზოგადოება...

 

 

აი რაღაც არ მოგვწონს, მარა იმის თავი არ გვაქვს რამე შევცვალოთ..

 

 

სუსტემის ხვედრი მონობაა....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

პრობლემა ის არის რომ უსუსურები ვართ როგორც საზოგადოება...

ნელნელა ძალას ვიკრებთ იმჰო!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მაგაზე მეტად ის "მაღელვებს", "სად დაიკარგება ხოლმე ეს კაცი რა?!"(კ/ფ "სიყვარული ყველას უნდა")

რა უნდა, რას აკეთებს გერმანიაში ამდენ ხანს?

რაის სამუშაო ვიზიტიტაა ნუ გადამრიეთ?! გამაგებინეთ რომელი ქვეყნის პრეზიდენტი მიდის კვირეობით სამუშაო ვიზიტით, თანაც ისე, რომ არც წასვლამდე, არც წასვლის დროს არავინ იცის ვის ხვდება და რა საკითხებზე? რომ ვთქვი მასე სამკვირიანი "სამუშაო ვიზიტით" საფრანგეთში ფსიქიატრიულში მკურნალობდა თქო, თავი გაიგიჟა გაგი67-მა :TAT:

...

არა მგონია არ იცოდეს, რომ სერიოზულად არღვევს კანონს. რაც მართალია, მართალია - ძალიან ძლიერი იურისტია მიშა. ასე, რომ ორი ვარიანტია:

 

ან რაღაც ძალიან სერიოზული ხდება, რაც ჩვენ არ ვიცით და იმიტომ გადაიკარგა გერმანიაში ან იმდენად შეიშალა ჭკუიდან, რომ ძალის დემონსტრირებას ახდენს - მაინც მე როგორც მინდა ისე იქნება და მოგსტყვნიათ პატრონი, რაც გინდათ იფიქრეთ, ილაპარაკეთ და მოიმოქმედეთ. მე გადავწყვეტ ,ჩემ ხოშზე, რა და როგორ იქნებაო.

 

ლეღვის ტოტზე სეირნობ მიხაკო და შენნაირ საქონელს კი არა ბავშვის წონას ვერ უძლებს ეგ ტოტი, ჩამოვარდები და ხელმეორედ იტკენ მაგ ფეხს. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ნელნელა ძალას ვიკრებთ იმჰო!

ძლიერი საზოგადოებრივ ორგანიზაციებს თუ დამისახელებ დაგეთანხმები...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ძლიერი საზოგადოებრივ ორგანიზაციებს თუ დამისახელებ დაგეთანხმები...

თუნდაც ახალგაზრდა იურისტები ...საკმაოდ მძლავრ ინსტიტუტად იქცა... მაგრამ ეს ორგანიზაციები ეხლა იდგამს ფეხს...ანუ ამის დრო ეხლა მოდის...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

 

თანამედროვე მსოფლიოში ძლიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ძალიან დიდი ფული სჭირდება.

ასე, რომ ეგეთი რომც არსებობდეს, აუცილებლად ვიღაცის ინტერესებს გაატარებდა.

ერთადერთი ძლიერი (უძლიერესი!) და რეალურად დამოუკიდებელი ფორმა, რაც არსებობს საზოგადოების ინტერესების დასაცავად, ეს პროფკავშირებია, რომელიც საწევროებით არსებობს და მათ ხსენებაზე აკანკალებს და ცივი ოფლი ასხამს მსოფლიოს ნებიესმიერი განვითარებული სახელმწიფოს ხელისუფლებას. პრაქტიკულად არ არსებობს მოთხოვნა, რომელსაც ხელისუფლება მათ არ უკმაყოფილებდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკა და მთლიანად სახელმწიფო რამდენიმე კვირაში ჩამოენგრევათ თავზე.

სამწუხაროდ აქ ესეც არ იმუშავებს. იმ ქვეყნებში ბიუჯეტი რეალურად გადასახადებით ივსება და არა ყოველწლიურად აღებული მილიარდობით საგარეო ვალით, სახელმწიფო სტრატეგიული ობიექტების გაყიდვით და ბიზნესისთვის იარაღით და მუქარით წართმეული ფულებით. ესეც არ იყოს, ნორმალურ ხელისუფლებას ყოველთვის ადარდებს საკუთარი ქვეყნის ბედი და პირადი რენომე, ამათ - კიდიათ.

 

შენ ნამეტანი დასავლეთ ევროპაში დაბადებულ-გაზრდილივით უყურებ ყველაფერს, მიამიტურად.

ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება თავისით ვერასოდეს ჩამოყალიბდება ისეთ ქვეყნებში, რომელთაც რეჟიმი მართავს. ამას დემოკრატია სჭირდება, დემოკრატია შობს სამოქალაქო საზოგადოებას და არა პირიქით, როგორც შენ გგონია, ჩემი აზრით. :TAT:

Edited by analgin
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

თუნდაც ახალგაზრდა იურისტები ...საკმაოდ მძლავრ ინსტიტუტად იქცა... მაგრამ ეს ორგანიზაციები ეხლა იდგამს ფეხს...ანუ ამის დრო ეხლა მოდის...

ვიცოდი რომ ამას იტყოდი, ეს ორგანიზაცია ერთადერთია რომელიც ასე თუ ისე ახურებს..

 

მაგრამ სხვისი თქმა რომ არ შეგვიძლია და ერთი პატარა ორგანიზაციის იმედზე რომ ვართ, ესაა ცუდი.

 

პროფკავშირი რომ ძალიან სუსტი ორგანიზაციაა, ეს საზოგადოების ფარჩაკობაზე მიუთითებს..

 

და მაინც რომ შეხედო, იურისტებიც დიდს და გადამწყვეტს ვერაფერს ვერ აკეთებენ..

 

შეცარდნაძის დროს უფრო მძლავრი იყო საზოგადოება ვიდრე ეს დღეს არის...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

შეცარდნაძის დროს უფრო მძლავრი იყო საზოგადოება ვიდრე ეს დღეს არის...

არ დაგეთანხმები, შევარდნაძის დროს მიშვებული იყო, ეხლა ლაგამი ამოდეს და ამ წნეხში იბადება ნამდვილი იმუნიტეტიანი საზოგადეობა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...