Jump to content
Planeta.Ge

სუპერპლანეტარული VIPრელაქსბუდე:)))))))))))


Recommended Posts

გავიყინეეეეეეეეეე, ტავი მისკდება :fire:

 

 

აჰა გაერთეთ

 

სასაცილო ფაქტები - რას ვსწავლობთ ჰოლივუდის ფილმებიდან?

უზარმაზარი ბინები ნიუ-იორკში (მანჰეტენზე) აქვს ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად იმისა, სად მუშაობს, ან, თუნდაც, უმუშევარს

იდენტური ტყუპებიდან მინიმუმ ერთი აუცილებლად ბოროტია

როდესაც ბომბის გაუვნებელყოფას დააპირებთ, ნუ იდარდებთ, რომელი მავთული გადაჭრათ - აუცილებლად სწორს აირჩევთ

ლეპტოპების უმეტესობა საკმარისად მძლავრია, რომ თავდამსხმელი უცხოპლანეტელების საკომუნიკაციო სისტემა გამოიყვანოს მწყობრიდან

მნიშვნელობა არა აქვს, რამდენ ადამიანს ეჩხუბებით. მოწინააღმდეგეები ადგილზე იხტუნებენ და იცეკვებენ (საშიშად, რა თქმა უნდა), სანამ თქვენ მათ "წინამორბედებს" გაუსწორდებით.

როდესაც ოთახში შუქს გამორთავთ დასაძინებლად, ყველაფერი ისევ კარგად სჩანს, უბრალოდ, ცოტა ლურჯი ფერი გადაჰკრავს

თუ ქერა და ლამაზი გოგონა ხარ, შესაძლებელია ატომური ფიზიკის ექსპერტი გახდე 22 წლის ასაკში

პატიოსან და მშრომელ პოლიციელებს ტრადიციულად კლავენ პენსიაზე გასვლამდე სამი დღით ადრე

ტყვიების დახარჯვის ნაცვლად, მანიაკები თავის მსხვერპლებს კლავენ ძალიან რთული მექანიზმების დახმარებით, რომლებიც შეიცავს დამცველებს, ბერკეტებს, ხარიხებს, მომწამლავ გაზებს, ლაზერებს და კაციჭამია ზვიგენებს. რაც მთავარია, მექანიზმი 20 წუთს მაინც აძლევს მსხვერპლს გასაქცევად.

ყველა ლოგინს აქვს სპეციალური, L-ის ფორმის საბანი. როცა ქალი და მამაკაცი ერთი საბნის ქვეშ წვანან გვერდიგვერდ, საბანი ქალს კისრამდე წვდება, ხოლო კაცს - წელამდე.

პროდუქტების მაღაზიიდან მოტანის ნებისმიერ ქაღალდის პარკში დევს ერთი მაინც "ბატონი" პური.

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თვითმფრინავის დასმა, თუ ვინმე ეხმარება საკონტროლო ანძიდან.

პომადა არასოდეს შორდებათ წყალქვეშა ყვინთვისასაც კი.

ბრძოლაში აუცილებლად გადარჩები, თუ არ შეცდი და ვინმეს შენი შეყვარებულის სურათი არ აჩვენე.

ცურვისას თმა ყოველთვის იდეალურადაა დავარცხნილი.

როდესაც ბოროტმოქმედი გმირს დაიჭერს, პირველ რიგში დეტალურად აუხსნის, როგორ მოკვდება გმირი, შემდეგ, დეტალურად აუხსნის თავისი ბოროტმოქმედების სტრატეგიულ გეგმას. შემდეგ სასიკვდილოდ მიატოვებს გმირს ის კი, სასწაულებრივად, დაიღწევს თავს.

თუ გინდა, რომ გერმანელ ან რუს ოფიცრად მიგიღონ, თვითონ ენის ცოდნა არაა აუცილებელი. გერმანული ან რუსული აქცენტით ინგლისურად საუბარი საკმარისია.

პარიზში ეიფელის კოშკი ნებისმიერი ფანჯრიდან სჩანს.

კაცი ტკივილს გმირულად იტანს როდესაც სასტიკად სცემენ, მაგრამ კვნესის,როდესაც მეგობარი ქოქონა უმუშავებს ჭრილობებს.

თუ კადრში შუშიდ დიდი ვიტრინა სჩანს, მას, ცოტა ხანში, ვინმე გამოანგრევს

მოჯადოებულ სახლში ყოფნისას ქალმა უნდა გამოიკვლიოს საეჭვო ხმები და ამ დროს ყველაზე "გულახდილი" საცვლები უნდა ეცვას

ტექსტურ რედაქტორებს კურსორი არა აქვთ და გახსნისას ამბობენ: "შეიყვანეთ პაროლი ახლა!"

მაშინაც კი, როდესაც სრულიად სწორ გზაზე მიდიხართ მანქანით, აუცილებლად უნდა ამოძრავოთ საჭე აქეთ-იქით

ყველა ბომბი აღჭურვილია წითელი მანათობელი ცოფრებიანი ტაიმერით, რომელიც ყოველთვის აჩვენებს, როდის აფეთქდება

ბომბს ვერასდროს აუვნებელყოფენ ბოლო წამზე ადრე

გამომძიებელს საქმის გახსნა მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია, რაც საქმეს ჩამოაშორებენ

პოლიციის დეპარტამენტები თავის თანამშრომლებს ფსიქოლოგიურ ტესტებს უტარებენ, რომ პარტნიორებად სრულიად საპირისპირო ხასიათის ადამიანები შეარჩიონ

როდესაც მარტო რჩებიან უცხოელი (არა-ამერიკელი) სამხედროები ერთმანეთში მაინც ინგლისურად საუბრობენ

ძალიან მარტივია ბუნდოვანი სურათის გადიდება და მასში ახალი დეტალების აღმოჩენა

გმირს ერთი წამიც არ ეკარგება, რომ 150 თავდამსხმელიდან თითოეულს სძლიოს, მაგრამ, როცა სუპერ-ბოროტი მოვა, მასთან ბრძოლა 10-15 წუთს აუცილებლად გასტანს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

მაგარია

მაგიტომაც მიყვარს ფილმი პაროდიები

ლესლი ნილსენი პაროდიების გადაღების ექპერტი იყო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლესლი ნილსენი პაროდიების გადაღების ექპერტი იყო

:yes: მაგრად მევასება მაგისი ფილმები

 

მაფია ნანახი გაქვს? ეგეც მაგარი პაროდიაა მსგავს ფილმებზე( აბრაჰამსის გადაღებულია ნილსენის რეჟისორი იყო ეგეც-ცუკერებთან ერთად)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაფია ნანახი გაქვს? ეგეც მაგარი პაროდიაა მსგავს ფილმებზე( აბრაჰამსის გადაღებულია ნილსენის რეჟისორი იყო ეგეც-ცუკერებთან ერთად)

 

არ ვიცი

ნათლიმამის პაროდია მაქვს ნანახი ნათლული ქვია ფილმს

ბოლოს გადაღებულებიდან სტენ ჰელსინკი არ მომეწონა მაგრამ Superhero Movie მაგარია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეს, 58 წლის ასაკში სიცოცხლე დაასრულა როკ მუსიკის ერთერთმა ლეგენდამ, ბრწყინვალე გიტარისტმა და მუსიკოსმა გერი მურმა.

ღმერთმა აცხონოს. :(

 

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...