Jump to content
Planeta.Ge

ვისი დამსახურება და გამარჯვებაა ის, რომ დღეს მსოფლიო რუკაზე ჩვენ ჩვენი ფერი გვაქვს?


Recommended Posts

აღმაშენებლის

lasha1997

აუუ, რა შორს წახვედი, დიტო :D ის თუ იცი, მიშა წინა ცხოვრებაში აღმაშენებელი რომ იყო:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 46
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ვისი დამსახურება და გამარჯვებაა ის, რომ დღეს მსოფლიო რუკაზე ჩვენ ჩვენი ფერი გვაქვს?

გორბაჩოვის :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვერ დაგეთანხმებით

ახსენით.:D

ძალიან ვაფასებ საწინააღმდეგო მოსაზრებებს.ტოლფასოვანია ყველა მოსაზრება თავ-თავის კუთხიდან.

ხოლო აზროვნება -მრავალკუთხედია.:D

bimo

მგონი ვერ გამიგეთ:D

მე ვთქვი, რომ ზვიადს არ მიუძღვის ბრალეულობა დღევანდელ სტატუს კვოში.

თუმცა ცხადია მონაწილეობა მიუძღვის.

:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველას თავ-თავისი "წვლილი" მიუძღვის.ცხადია.

ისე, ზვიადი არც უნდა იყოს ამ სიაში. მგონი...

საქართველოს დამოუკიდებლობა ვინც მოუპოვა ყველა სიაში უნდა იყოს, ხოლო ვინც მის ტერიტორიებს შაგრენის ტყავივით აპატარავებდა ყველა ყორღანაშვილია... თუ დავიწყებთ ძველიდან მაშინ აიეტი, ფარნავაზი, გორგასალი, დავით კუროპალატი, იოანე მარუშისძე, ბაგრატ მესამე,აღმაშენებელი, თამარ მეფე, გიორგი ბრწყინვალე,სვიმონი და ლუარსაბ მეფეები,ილია მართალი, დიმიტრი ყიფიანი, ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი, გიორგი ბატონიშვილი, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია.... დიდება მათ!!!.......................................................................................................................................... ყორღანაშვილებში გადიან- ვარაზ -ბაკური( მე- 5 საუკ.ირანელებს სკამისათვის რანი და მოვაკანი,ხოლო ბიზანტიელებს - ტაო- კლარჯეთი მისცა),შადიმანი,ლიპარიტ ბაღვაში,სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე, შევარდნაძე( მან და სერგომ 20 000-20 000 კვ. კმ გაასხვისეს), ჯაბა..... დანარჩენი თქვენ გააგრძელეთ ბატონებო! :rolleyes:

 

lasha1997

აუუ, რა შორს წახვედი, დიტო :D ის თუ იცი, მიშა წინა ცხოვრებაში აღმაშენებელი რომ იყო:D

:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ დავიწყებთ ძველიდან მაშინ აიეტი, ფარნავაზი, გორგასალი

მაშინ ჰო. მაშინ -ჰო.

მაგრამა - არა:D

 

აქ ის კითხვა ბრჭყალებშიც იყო დასმული. დღევანდელობის სავალალოობაზე.

ანუ ვისი ბრალია დღეს რომ "ასე" გამოვიყურებითო. დღევანდელი მაჩვენებლით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Lo Janko

ანუ გარემოების, არა?

ალბათ მესეა ლ ი ც ი და Siknadmoც მართალია, მაგ გარემოებებში ყველაზე დიდი როლი მაინც გორბაჩოვმა ითამაშა.

 

მე ვთქვი, რომ ზვიადს არ მიუძღვის ბრალეულობა დღევანდელ სტატუს კვოში.

თუმცა ცხადია მონაწილეობა მიუძღვის.

nuaka, საინტერესოა როგორ ათანხმებთ თქვენ ამ წინადადებაში ორ ერთმანეთის გამომრიცხავ დებულებას?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუუ, რა შორს წახვედი, დიტო ის თუ იცი, მიშა წინა ცხოვრებაში აღმაშენებელი რომ იყო

რას გვიშვება ეს კარმა. ნწ ნწ ნწ

 

:D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმში კითხვა ეხებოდა დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის საზღვრებში,რომელზეც 3 000 000 ადამიანმა დადებითი პასუხი გასცა..აქედან გამომდინარე დე-იურე საქართველო მოიაზრება 1918 წლის საზღვრებში ანუ ორჯონიკიძის , რუსეთის საოკუპაციო რევკომის გადაწყვეტილება იურიდიულად ანულირებულია... საქართველო იურიდიულად , ლეგიტიმურად მოიაზრება 89 000 კვ კილომეტრის ფარგლებში...სოჭის ოლქის, საინგილოს, დავალეთის, ალავერდის, ტაო-კლარჯეთის ჩათვლით... ესაა იურიდიული მხარე,ხოლო ფაქტობრივი კი- სამწუხაროდ ტრაგიკულია...

...უნდა გვახსოვდეს!

 

ზვიად გამსახურდია ქართველმა ერმა უკვე აღიარა გმირად!....1.საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 35 წლიანი ბრძოლის შემდეგ...მისი შემოქმედებაა...

 

ვაცლავ ჰაველმა-აღმოსავლეთ ევროპის დისიდენტთა ლიდერმა-ჩეხეთის პრეზიდენტმა განუცხადა ზვიად გამსახურდიას,რომ საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ,ზვიად გამსახურდიამ გადამწყვეტი როლი შეასრულეს აღმოსავლეთ ევროპისა და სამჭოთა რესპუბლიკების განთავისუფლებაში!!! 9 აპრილის გმირებმა თავი შესწირეს ყველაზე მნიშვნელოვანს-თავისუფლებას და ამ გმირების სისხლი ტყულად არ დაღვრილა..მათ საპატივცემლოდ დამოუკიდებლობა ორი წლისთავზე გამოცხადდა,დიდება უფალს! ყველაზე დიდი სიტყვებია-ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილს-ვახტანგ გორგასალი...იგივეა ეძიებდით თავისუფლებისთვის სიკვდილს! ზვიად გამსახურდიაც ეძიებდა თავისუფლებისთვის სიკვდილს... ეროვნული გმირის-ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის მთავარი გვირგვინი9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

 

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა

საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, ქართველმა ერმა მე-19 საუკუნეში დაკარგა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს დაპყრობისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად. ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია თავისუფლების დაკარგვას. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა. შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო მრავალშემადგენლობის საფუძველზე არჩეული ხელისუფლების წარმომადეგენლობითი ორგანოებითა და წესდებით. 1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული თავდასხმის გზით მოახდინა თავის მიერვე ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს დაპყრობა, რასაც შემდგომში მოჰყვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს გაუქმება. საქართველო რუსეთის იმპერიის (ე.წ. "საბჭოთა კავშირის") შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა, ხოლო მისი სახელმწიფოებრიობა დღესაც არსებობს, დამოუკიდებლობა და წესდება დღესაც სამართლებრივი ძალის მქონეა, ვინაიდან დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას დამარცხება არ უღიარებია, ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას დევნილობაში.

რუსეთის იმპერიის ("საბჭოთა კავშირის") შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი დრო აღინიშნა სისხლიანი ძალადობითა და დასჯებით, რისი უკანასკნელი გამოვლინებაც იყო 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი კალო. ფარული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. მისი მიზანია დააბრკოლოს საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისაკენ. 1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალშემადგენლობითი, თავისუფალი გზით არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭო ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის გამოკითხვით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის დადგენილების საფუძველზე. საქართველო დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელია. მის მიწაზე უზენაესია მხოლოდ საქართველოს წესდება და ხელისუფლება. ყოველი მოქმედება, მიმართული საქართველოს ხელისუფლების უზენაესობის შეზღუდვის ან სახელმწიფო მთლიანობის დარღვევისაკენ, ჩაითვლება დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად და თავდასხმად, საერთაშორისო სამართლის წესების უხეშ დარღვევად. საერთაშორისო სამართლის "პრიმატი" საქართველოს წესების მიმართ და მისი მუხლების პირდაპირი მოქმედება საქართველოში ცხადდება საქართველოს ერთ-ერთ ძირითად საწესდებო მიდგომად. საქართველოს ისწრაფვის რა დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, აღიარებს და თანაბრად უზრუნველყოფს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ადამიანის, ეროვნული, სარწმუნოებრივი და ენობრივი ჯგუფების ყველა უფლებასა და თავისუფლებას, როგორც ამას მოითხოვს გაერთიანებული ერების დაწესებულების წესდება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო წესდება, საერთაშორისო დადგენილებები და შეთანხმებები. საქართველოს უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ მტკიცედ დაიცავს სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობას, სამეურნეო-სავაჭრო და სულიერი თანამშრომლობის საყოველთაოდ აღიარებულ წესებს. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა სრულად შეესაბამება გაერთიანებული ერების დაწესებულების წესდებას, ჰელსინკისა და ვენის შეთანხმებებს, რომლებიც აღიარებენ და განამტკიცებენ ყველა ხალხის უფლებას დამოუკიდებლად განაგოს თავისი ქვეყნის ბედი. საქართველოს უზენაესი საბჭო იმედოვნებს, რომ სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობაში არ დარჩება გულგრილი ქართველი ხალხის უფლების და სამართლიანი ნაბიჯისადმი და აღიარებს საქართველოს აღორძინებულ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, რაც საქართველოს უშიშროების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე საფუძველი იქნება.

 

თბილისი, მთავრობის სასახლე

1991 წლის 9 აპრილი, 12 საათი და 30 წუთი

ეს კი შვენი სავიზიტო ბარათი! დიდება უფალს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საინტერესოა როგორ ათანხმებთ თქვენ ამ წინადადებაში ორ ერთმანეთის გამომრიცხავ დებულებას?

პირდაპირი ბრალეულობის ქვეშ ვგულისხმობ ქვეყნის ინტერესების მიზანდასახულად იგნორირებას, ქვეყნის გარეთ არსებულ ძალებთან გარიგების საფუძველზე. მაგრამ ის მონაწილეობს მთავრობის პოლიტ. სტრატეგიის წარმოების ეფექტურობის ანალიზში, საბოლოო დასკვნებში და ინაწილებს შედეგების პასუხისმგებლობას.

ყველა დანარჩენებს მიუძღვით პირდაპირი ბრალეულობა -სტალინ -ორჯონიკიძიდან -დღემდე და ცხადია ნორმალურ პირობებში წარსდგებოდნენ ტრიბუნალის წინაშე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

 

ერთა ლიგის მიერ ცნობილ საზღვრებში სოციალ-დემოკრატიული საქართველო 1918-1921 წლებში 96 ათას კვკილომეტრს მოიცავდა.

 

1921-1991 წლებში 69 ათას კვკილომეტრამდე დავიდა.

 

1992 წლიდან დღემდე იგი 52 ათას კვკილომეტრამდე შემცირდა.

 

+ახალგორი და კოდორი.

"....როცა ერს ამდენი მოღალატე ჰყავს თვით მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას"-ეს აქსიომატური დებულებაა... სერგო ორჯონიკიძემ და ედუარდ შევარდნაძემ 20-20 ათასი კვ.კმ. ტერიტორია გააჩუქეს...ახლა მოისმინეს ამ ყორღანაშვილებმა ,რომ მათი დაფინანსება 1991-92 წწ. გადატრიალებისას რუსეთმა დუმის დეპუტატის ცნობით 65 მილიონი დოლარი გაიღო...მანამდე ელცინის ვიცე-პრემიერმა ბურბულისმა აღიარა,რომ ის თბილისში გადატრიალების კოორდინატორი იყო...ბეპაევმა აღიარა რუსეთის სამხედრო ოლქის მონაწილეობა ცოცხალი ძალითა და ტექნიკით გადატრიალებაში...სწორედ ამ გადატრიალების პროგრამა-მინიმუმი იყო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაცია-ანექსია(რაც შევარდნაძემ და მოღალატე ყორღანაშვილებმა შეუსრულეს რუსეთს),პროგრამა მაქსიმუმი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მოსპობა და რუსეთის ერთ-ერთ რესპუბლიკად მისი გადაქცევა...ვინც გადატრიალებაში მონაწილეობდა ყველა ათობით ათასი ადამიანის მკვლელი,ტერიტორიების გამსხვისებელი,ქვეყნის კატასტროფამდე მიმყვანებელია ნებსით და უნებლიედ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზვიად გამსახურდია ქართველმა ერმა უკვე აღიარა გმირად!....

shavlego91

ეს როდის მოხდა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერეკლე ან ლენინი რატომ არ არიან სიაში?

Jonathan Livingston

სად ერეკლე და სად-ლენინი :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუუ, რა შორს წახვედი, დიტო ის თუ იცი, მიშა წინა ცხოვრებაში აღმაშენებელი რომ იყო

 

 

რავი ლიც,მაგ დროის შემდეგ სულ გვაკლდება ტერიტორიები და იმიტომ წავედი ესე შორს და მიშას ............მიხვდები ალბათ რაც გავიფიქრე. :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...