Jump to content
Planeta.Ge

ვისი დამსახურება და გამარჯვებაა ის, რომ დღეს მსოფლიო რუკაზე ჩვენ ჩვენი ფერი გვაქვს?


Recommended Posts

უზერებო, თქვენი აზრით, ვისი დამსახურება და გამარჯვებაა ის, რომ დღეს მსოფლიო რუკაზე ჩვენ ჩვენი ფერი გვაქვს, რომ დღეს "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნის":

 

1. ჟორდანიას;

2.სტალინის;

3.ზვიადის;

4.ედუარდის;

5. მიშას;

6. გარემეობის;

7. შტატების;

8. რუსეთის

 

 

მარტო "იმის", "ამის", " მიშა მაგარია"-ს :D: ნუ დაპოსტავთ, არგუმენტები მოიყვანეთ

 

 

ერთა ლიგის მიერ ცნობილ საზღვრებში სოციალ-დემოკრატიული საქართველო 1918-1921 წლებში 96 ათას კვკილომეტრს მოიცავდა.

 

1921-1991 წლებში 69 ათას კვკილომეტრამდე დავიდა.

 

1992 წლიდან დღემდე იგი 52 ათას კვკილომეტრამდე შემცირდა.

 

+ახალგორი და კოდორი.

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 46
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მე ედუარდის დამსახურებად მივიჩნევ რადგან მის დროს იწყება შედარებით სტაბილურობა და საერთოდ ცალკე საკუთარი დროშა რომელიც უცხოურ ქვეკნებისთვის იყო ცნობილი როგორც საქართველოს დროშა შევარდნაძის დროს ფრიალებდა

 

გამსახურდია იმიტომ არა რომ ეგ რო ყოფილიყო კიდე დიდი ხნით პრეზიდენტი ალბათ რუკაზე ჩვენ ბერმუნდის მეორე სამკუთზედად მიგვიჩნევდნენ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უზერებო, თქვენი აზრით, ვისი დამსახურება და გამარჯვებაა ის, რომ დღეს მსოფლიო რუკაზე ჩვენ ჩვენი ფერი გვაქვს, რომ დღეს "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნის":

ლ ი ც ი, ალბათ კონკრეტულად ერთი ფაქტორის დამსახურება არ არის, უფრო ბევრი ფაქტორის ზედდებაა, მაგრამ ჩემი აზრით ამაში ამათი დამსახურება არაა:

1. ჟორდანიას;

2.სტალინის;

3.ზვიადის;

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი, ალბათ კონკრეტულად ერთი ფაქტორის დამსახურება არ არის, უფრო ბევრი ფაქტორის ზედდებაა, მაგრამ ჩემი აზრით ამაში ამათი დამსახურება არაა:

1. ჟორდანიას;

2.სტალინის;

3.ზვიადის;

სტალინი რა შუაშია?

სტალინის დროს შეიქმნა ავტონომიური რესპუბლიკები...

და საერთოდ სტალინს ყველა რესპუბლიკის რუსეთის იმპერიაში გაერთიანება უნდოდა...

არა, სტალინი ნამდვილად არაფერ შუაშია...

 

 

უზერებო, თქვენი აზრით, ვისი დამსახურება და გამარჯვებაა ის, რომ დღეს მსოფლიო რუკაზე ჩვენ ჩვენი ფერი გვაქვს, რომ დღეს "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნის":

 

1. ჟორდანიას;

2.სტალინის;

3.ზვიადის;

4.ედუარდის;

5. მიშას;

6. გარემეობის;

7. შტატების;

8. რუსეთის

მარტო "იმის", "ამის", " მიშა მაგარია"-ს :D: ნუ დაპოსტავთ, არგუმენტები მოიყვანეთ

 

ქართველი ხალხი რატომ არ არის სიაში?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სტალინი რა შუაშია?
ქართველი ხალხი რატომ არ არის სიაში?

და ქართველი ხალხი რა შუაშია? :D

 

ლ ი ც ი, ალბათ კონკრეტულად ერთი ფაქტორის დამსახურება არ არის, უფრო ბევრი ფაქტორის ზედდებაა,

Lo Janko

ანუ გარემოების, არა?

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვენაცვალე მიშას

T_A_T

უჰ, დასაბრედები ხართ ეს მიშისტები :D

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მადლობის მაგიერი:D

ქვეყანა შადრევანი!

პრეზენტაცია:

http://img237.imageshack.us/img237/6345/ruka.jpghttp://img237.imageshack.us/img237/ruka.jpg/1/w272.png

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

მადლობის მაგიერი

ქვეყანა შადრევანი!

პრეზენტაცია:

ერთა ლიგის მიერ ცნობილ საზღვრებში სოციალ-დემოკრატიული საქართველო 1918-1921 წლებში 96 ათას კვკილომეტრს მოიცავდა.

 

1921-1991 წლებში 69 ათას კვკილომეტრამდე დავიდა.

 

1992 წლიდან დღემდე იგი 52 ათას კვკილომეტრამდე შემცირდა.

 

+ახალგორი და კოდორი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ედუარდის დამსახურებად მივიჩნევ რადგან მის დროს იწყება შედარებით სტაბილურობა და საერთოდ ცალკე საკუთარი დროშა რომელიც უცხოურ ქვეკნებისთვის იყო ცნობილი როგორც საქართველოს დროშა შევარდნაძის დროს ფრიალებდა

 

გამსახურდია იმიტომ არა რომ ეგ რო ყოფილიყო კიდე დიდი ხნით პრეზიდენტი ალბათ რუკაზე ჩვენ ბერმუნდის მეორე სამკუთზედად მიგვიჩნევდნენ... :blink:

შევარდნაძე=ორჯონიკიძეს...ორივემ რუსეთს 20-20 ათასი კვ.კილომეტრი მიართვა.. :rolleyes: .ეს ტერიტორიები არც ღორეშელი ორჯონიკიძეების და არც მამათელი შევარდნაძეების საკუთრება იყო!!!სერგო შევარდნაძის მოთხოვნით განჯიდან გუდაუთაში გადაიყვანეს 345-ე სადესანტო პოლკი,რომელმაც აიღო სოხუმი,ასევე ბალტინის საზღვაო ძალებმაც დიდი როლი ითამაშეს აფხაზეთის ომში,რომელიც შემდეგ მან სამეგრელოს ოკუპაციაში გამოიყენა..გამოდის,რომ შევარდნაძემ რუსეთის ჯარებთან ერთად მოახდინა სამეგრელოსა და აფხაზეთის ოკუპაცია...იგივე გააკეთა მანამდე სამაჩაბლოში ,როცა "მშვიდობისმყოფელთა" მანტიით შეფუთა რუსი,ჩრდილო და სამხრეთ ოსური ოკუპანტები და ქართლის გული გადაულოცა რუსებს!!!შევარდნაძის მრჩეველი,ნინო ბურჯანაძის მეცნიერ ხელმძღვანელი.თსუს ფულ პროფესორი,საერთაშორისო სამართლის კათედრის გამგე საზღვრის დამდგენი კომისიის შეფმა-ლევან ალექსიძემ შევარდნაძის დავალებით რუსეთ-საქართველოს საზღვარი სოფ დიკლომდე გადმოწიეს თუშეთში,რამოდენიმე ისტორიული სოფელი ,დიდი ტერიტორია აჩუქეს რუსებს...85 წლის პროფესორი თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე დისერტაციების კურატორად მუშაობს!!! ასევე ლარსთანაც უზარმაზარი ტერიტორია დაუთმო იგივე ბანდამ რუსეთს!!! კონსტიტუციით საქართველოს მიწების გასხვისება-სსხვა სახელმწიფოსსთვის გადაცემა აკრძალულია!!!ასეთ სამართლის ლექტორი ... 'MR:RAZIEL'-ის გასაგონად ----რაც არ უნდა ცილი დასწამონ b-n zviads ,მაინც მის შემდეგ დამსახურებეებს ვერავინ ამოშლის ისტორიიდან:1.საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 35 წლიანი ბრძოლის შემდეგ;2.საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი იმპერიის-რუსეთის კლანჭებიდან უსისხლოდ დემოკრატიული არასაბჭოური არჩევნებით,საქარტველოს დახსნა;3.საქართველოს დე იურე ცნობა 1992წლამდე 28 სახელმწიფოს მიერ;4.არც საშინაო და არც საგარეო ვალების აღება;6.უკანონო ე.წ.სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმება :7. 1991წ. 23 მარტს ყაზბეგში გამსახურდია -ელცინის ხელშეკრულებაში ამ ოლქის გაუქმების ლეგიტიმურობის აღიარება რუსეთის მიერ და აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან რუსული ჯარების დაუყონებლივ გაყვანის აუცილებლობა;8..აფხაზეთში 28-26-11 სისტემით არჩევნების ჩატარებით კონფლიქტის პროვოცირების ჩაშლა,რაც ქართულ-აფხაზური დიპლომატიის გამარჯვება იყო კრემლზე, ვინაიდან თავიდან იქნა აცილებული ქართველთა და სხვათა ფიზიკური განადგურება;9.აფხაზეთში სიტუაციის კონტროლი საქართ.ხელისუფლების მიერ(მთავრობის თავ-რე,პროკურორი,შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები ქართველები იყვნენ, გვარდია ქართული იყო,პრეზიდენტს და პარლამენტს უფლება ჰქონდათ გაეუქმებინა ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებები);10.არცერთი გოჯი მიწა არ დაუთმია;( შევარდნაძემ სკამზე გაყიდა სამაჩაბლო და აფხაზეთი!)11.საქართველოს თავი შესწირა(მას რუსებმა გალში შესთავაზეს აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობა და პრეზიდენტად დააბრუნებდნენ?! ) უარით მან ხელი" მოაწერა" სიკვდილზე,რაც რუსებმა და ედიკას ძალოვნებმა განახორციელეს!...წმ.შალვა ახალციხელმაც-შავლეგომ არ ითანამშრომლა დამპყრობელთან ჯალალ-ედინთან და ეწამა სამშობლოსათვის! შევარდნაძე ზვიად გამსახურდიას,ნაზი შამანაურის,თვითმფრინავის ბიჭების,30 ათასამდე ქართველის, აფზხაზეთსა და სამაჩაბლოში ,მკვლელია!!! რაც შეეხება დროშას იგი საქართველოს სახელმწიფო დროშად 1990 წლის 14 ნოემბერს საქართველოს უზენაესი საბჭოს პირველ სხდომაზე გამოცხადდა,ხოლო 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის დღეს ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლის ჩამოტანილი სამფეროვანი დროშა აფრიალდა...ამ დროშას ედიკა და რუსეთის 9 აპრილს ებრძოდნენ...ასევე ამ საზღვრებში 1991 წლის ბოლომდე საქართველო ცნო 28 სახელმწიფომ, მათ შორის აშშ-მ, კანადამ და სხვ. ამდენი ტყუილი საიდან მოგაქვს უახლოეს ისტორიაზე?!

Edited by shavlego91
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უზერებო, თქვენი აზრით, ვისი დამსახურება და გამარჯვებაა ის, რომ დღეს მსოფლიო რუკაზე ჩვენ ჩვენი ფერი გვაქვს, რომ დღეს "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდვნის":

 

1. ჟორდანიას;

2.სტალინის;

3.ზვიადის;

4.ედუარდის;

5. მიშას;

6. გარემეობის;

7. შტატების;

8. რუსეთის

ყველას თავ-თავისი "წვლილი" მიუძღვის.ცხადია.

ისე, ზვიადი არც უნდა იყოს ამ სიაში. მგონი. რადგან მისი დამსახურება ნამდვილად არ არის ის, რომ "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის" -ანუ ჩვენი დრევანდელი სავალალო მდგომარეობა მაქვს მხედველობაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმში კითხვა ეხებოდა დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის საზღვრებში,რომელზეც 3 000 000 ადამიანმა დადებითი პასუხი გასცა..აქედან გამომდინარე დე-იურე საქართველო მოიაზრება 1918 წლის საზღვრებში ანუ ორჯონიკიძის , რუსეთის საოკუპაციო რევკომის გადაწყვეტილება იურიდიულად ანულირებულია... საქართველო იურიდიულად , ლეგიტიმურად მოიაზრება 89 000 კვ კილომეტრის ფარგლებში...სოჭის ოლქის, საინგილოს, დავალეთის, ალავერდის, ტაო-კლარჯეთის ჩათვლით... ესაა იურიდიული მხარე,ხოლო ფაქტობრივი კი- სამწუხაროდ ტრაგიკულია...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველას თავ-თავისი "წვლილი" მიუძღვის.ცხადია.

ისე, ზვიადი არც უნდა იყოს ამ სიაში. მგონი. რადგან მისი დამსახურება ნამდვილად არ არის ის, რომ "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნის" -ანუ ჩვენი დრევანდელი სავალალო მდგომარეობა მაქვს მხედველობაში.

 

 

ზვიად გამსახურდია ქართველმა ერმა უკვე აღიარა გმირად!....1.საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 35 წლიანი ბრძოლის შემდეგ...მისი შემოქმედებაა...

 

ვაცლავ ჰაველმა-აღმოსავლეთ ევროპის დისიდენტთა ლიდერმა-ჩეხეთის პრეზიდენტმა განუცხადა ზვიად გამსახურდიას,რომ საქართველოს ეროვნულმა მოძრაობამ,ზვიად გამსახურდიამ გადამწყვეტი როლი შეასრულეს აღმოსავლეთ ევროპისა და სამჭოთა რესპუბლიკების განთავისუფლებაში!!! 9 აპრილის გმირებმა თავი შესწირეს ყველაზე მნიშვნელოვანს-თავისუფლებას და ამ გმირების სისხლი ტყულად არ დაღვრილა..მათ საპატივცემლოდ დამოუკიდებლობა ორი წლისთავზე გამოცხადდა,დიდება უფალს! ყველაზე დიდი სიტყვებია-ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილს-ვახტანგ გორგასალი...იგივეა ეძიებდით თავისუფლებისთვის სიკვდილს! ზვიად გამსახურდიაც ეძიებდა თავისუფლებისთვის სიკვდილს... ეროვნული გმირის-ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის მთავარი გვირგვინი9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა

 

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა

საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, ქართველმა ერმა მე-19 საუკუნეში დაკარგა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს დაპყრობისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად. ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია თავისუფლების დაკარგვას. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა. შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო მრავალშემადგენლობის საფუძველზე არჩეული ხელისუფლების წარმომადეგენლობითი ორგანოებითა და წესდებით. 1921 წლის თებერვალ-მარტში რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული თავდასხმის გზით მოახდინა თავის მიერვე ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს დაპყრობა, რასაც შემდგომში მოჰყვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს გაუქმება. საქართველო რუსეთის იმპერიის (ე.წ. "საბჭოთა კავშირის") შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა, ხოლო მისი სახელმწიფოებრიობა დღესაც არსებობს, დამოუკიდებლობა და წესდება დღესაც სამართლებრივი ძალის მქონეა, ვინაიდან დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას დამარცხება არ უღიარებია, ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას დევნილობაში.

რუსეთის იმპერიის ("საბჭოთა კავშირის") შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი დრო აღინიშნა სისხლიანი ძალადობითა და დასჯებით, რისი უკანასკნელი გამოვლინებაც იყო 1989 წლის 9 აპრილის სისხლიანი კალო. ფარული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. მისი მიზანია დააბრკოლოს საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისაკენ. 1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალშემადგენლობითი, თავისუფალი გზით არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭო ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის გამოკითხვით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის დადგენილების საფუძველზე. საქართველო დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელია. მის მიწაზე უზენაესია მხოლოდ საქართველოს წესდება და ხელისუფლება. ყოველი მოქმედება, მიმართული საქართველოს ხელისუფლების უზენაესობის შეზღუდვის ან სახელმწიფო მთლიანობის დარღვევისაკენ, ჩაითვლება დამოუკიდებელი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად და თავდასხმად, საერთაშორისო სამართლის წესების უხეშ დარღვევად. საერთაშორისო სამართლის "პრიმატი" საქართველოს წესების მიმართ და მისი მუხლების პირდაპირი მოქმედება საქართველოში ცხადდება საქართველოს ერთ-ერთ ძირითად საწესდებო მიდგომად. საქართველოს ისწრაფვის რა დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, აღიარებს და თანაბრად უზრუნველყოფს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ადამიანის, ეროვნული, სარწმუნოებრივი და ენობრივი ჯგუფების ყველა უფლებასა და თავისუფლებას, როგორც ამას მოითხოვს გაერთიანებული ერების დაწესებულების წესდება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო წესდება, საერთაშორისო დადგენილებები და შეთანხმებები. საქართველოს უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ მტკიცედ დაიცავს სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობას, სამეურნეო-სავაჭრო და სულიერი თანამშრომლობის საყოველთაოდ აღიარებულ წესებს. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა სრულად შეესაბამება გაერთიანებული ერების დაწესებულების წესდებას, ჰელსინკისა და ვენის შეთანხმებებს, რომლებიც აღიარებენ და განამტკიცებენ ყველა ხალხის უფლებას დამოუკიდებლად განაგოს თავისი ქვეყნის ბედი. საქართველოს უზენაესი საბჭო იმედოვნებს, რომ სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობაში არ დარჩება გულგრილი ქართველი ხალხის უფლების და სამართლიანი ნაბიჯისადმი და აღიარებს საქართველოს აღორძინებულ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, რაც საქართველოს უშიშროების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე საფუძველი იქნება.

 

თბილისი, მთავრობის სასახლე

1991 წლის 9 აპრილი, 12 საათი და 30 წუთი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე, ზვიადი არც უნდა იყოს ამ სიაში. მგონი.

nuaka

ვერ დაგეთანხმებით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვისი დამსახურება და გამარჯვებაა ის, რომ დღეს მსოფლიო რუკაზე ჩვენ ჩვენი ფერი გვაქვს?

 

 

აღმაშენებლის და იმ უბრალო გლეხების, ვისაც მართლა უყვარდათ საქართველო. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...