Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

http://pirweli.com.ge/index.php?option=com...56&Itemid=1

პოლიტიკურ კულუარებში უკვე სახელდება იმ კანდიდატთა ვინაობა, რომლებიც პრეზიდენტმა უახლოეს პერიოდში შესაძლოა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე წარადგინოს. "პირWელის" ინფორმაციით, ამ თანამდებობაზე ზურაბ ხარატიშვილის კანდიდატურა განიხილება. მისი ვინაობა არასამთავრობო სექტორისთვის კარგადაა ცნობილი. ხარატიშვილი ფინანსურ-აუდიტორული მიმართულებით საქმიანობს და ცსკ-შიც სწორედ ამ განხრით მოღვაწეობდა, როცა პარტიათა ფინანსური ანგარიშების მონიტორინგს აწარმოებდა. "პირWელის" ინფორმატორის ცნობით, თავად არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ლევან თარხნიშვილის შესაძლო შემცლელად სწორედ ხარატიშვილის კანდიდატურა მოიაზრება და პრეზიდენტთან კონსულტაციებისას მისი ერთ-ერთ კანდიდატად დასახელება იგეგმება. ამავე კონტექსტში სახელდება ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის სიჭინავას კანდიდატურა, რომელმაც საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელისათვის საჭირო სერტიფიცირება უკვე გაიარა. თითქმის გადაწყვეტილად არის ცნობილი, რომ ცსკ-ის თავმჯდომარეობის სამ კანდიდატს შორის ერთ-ერთი ლევან თარხნიშვილი იქნება, რომელსაც სახელისუფლებო გუნდი დღემდე აქტიურად ლობირებს. აღსანიშნავია ისიც, რომ არც საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ფორმატში ყოფილა წინააღმდეგობა მისი მისამართით. თავის მხრივ, თარხნიშვილიც ცალსახად აცხადებს, რომ "მზადაა, განახლებულ ცსკ-ს ხელახლა ჩაუდგეს სათავეში". შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად მომზადებული საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც პარლამენტმა დეკემბრის ბოლოს დაამტკიცა და ძალაში უკვე შევიდა, პრეზიდენტი ცსკ-ის თავმჯდომარეობის სამ კანდიდატს ცსკ-ს 8 იანვრამდე წარუდგენს. სამივე კანდიდატი არასამთავრო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად უნდა შეირჩეს. როგორც ცნობილია, მთლიანად შეიცვალა ცსკ-ის თავმჯდომარის არჩევის წესი და ეს პრეროგატივა ცსკ-ის იმ წევრების ხელში გადავიდა, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენენ, თუმცა კანონით განსაზღვრული ნორმით, ამ პროცესში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი არ ერევა. შესაბამისად, ცსკ-ის არსებული შემადგენლობის გათვალისწინებით, ლევან თარხნიშვილის შემცვლელი "რესპუბლიკური პარტიის", "კონსერვატორების", "მრეწველთა პარტიის", "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის", პარტიის "ჩვენ თვითონ" და "ლეიბორისტთა" წარმომადგენლებმა ფარული კენჭისყრით უნდა აირჩიონ - არანაკლებ ოთხი ხმით. იმ შემთხვევაში კი, თუ ცსკ-ის პარტიული წარმომადგენლობა გადაწყვეტილებას ვერ იღებს და ცსკ-ის თავმჯდომარეს ვერ ამტკიცებს, რისთვისაც მას ხუთდღიანი ვადა აქვს, საქმეში უკვე პარლამენტი ერთვება. საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატურისგან ცსკ-ის თავმჯდომარეს შვიდი დღის ვადაში ირჩევს. განახლებული საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, ცსკ-მ ახალი თავმჯდომარე 11 იანვრამდე უნდა დაამტკიცოს, ხოლო თუ საკითხი პარლამენტში გადავა, საარჩევნო ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი 18 იანვრამდე ეყოლება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თითქმის გადაწყვეტილად არის ცნობილი, რომ ცსკ-ის თავმჯდომარეობის სამ კანდიდატს შორის ერთ-ერთი ლევან თარხნიშვილი იქნება, რომელსაც სახელისუფლებო გუნდი დღემდე აქტიურად ლობირებს. აღსანიშნავია ისიც, რომ არც საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის ფორმატში ყოფილა წინააღმდეგობა მისი მისამართით. თავის მხრივ, თარხნიშვილიც ცალსახად აცხადებს, რომ "მზადაა, განახლებულ ცსკ-ს ხელახლა ჩაუდგეს სათავეში".

:crazy: :crazy: :crazy: :crazy:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

 

აქ "გაიასნებულია" ყველაფერი.ექვსი პარტია მონაწილეობს არჩევაში

1.რესპები

2.კონსერვები

3.ლეიბები

4.მე თვითონ

5. ასლანიჩები

6.მრეწველები

ჩემი აზრით აქედან ბოლო სამი პროსახელისუფლოა, რაც ნათლად გამოჩნდა საარჩევნო კოდექსის მიღების დროს.ლეიბორისტები უარს ამბობენ ამ პროცედურაში მონაწილეობაზე. კონსერვატორების ბოლო ქმედებები(ნოღაიდელთან კავშირი) საეჭვოს ხდის მაგათ პოზიციას. შესაბამისად ოპოზიციას კარგი კადიდატის(თუ ასეთი იქნება, რაშიც ეჭვი მეპარება) გაყვანის შანსი არ აქვს. ყველაზე ცუდ ვარიანტში ხელისუფლებისთვის ხმები 3/2-ზე დაჯდება და მერე საქმეში პარლამენტი ერთვება, აქედან გამომდინარე წინასწარ ცნობილი შედეგით.

ან 4/1-ზე და პირდაპირ აირჩევა კანდიდატი და ხელისუფლებასაც სათქმელი ექნება, ამაზე მეტი რაღა გინდათ, ოპოზიციის არჩეულია თავჯდომარეო.

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეს გავოიგებთ ვინაოოოოოო..ვინ იქნებაოოო!! მარა, რა აზრი აქვს როოო?? აქვს რამე აზრი ვინ იქნება ცესკოს თავმჯოდმარე???
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

ხალხო არჩევნები არავის არ გაინტერესბთ?

დიახ გვაინტერესებს :D

რა მნიშვნელობა აქ ვინ იქნება ცსკოს უფროსი, თუ კანონი დარჩა ისეთივე მახინჯი როგოიც დღესა??

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხარატიშვილი ფინანსურ-აუდიტორული მიმართულებით საქმიანობს და ცსკ-შიც სწორედ ამ განხრით მოღვაწეობდა, როცა პარტიათა ფინანსური ანგარიშების მონიტორინგს აწარმოებდა.

:D

 

 

ვსიო იასნო :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქვს რამე აზრი ვინ იქნება ცესკოს თავმჯოდმარე???

აქვს :D ერთ ინდივიდზეც ბევრია ცხოვრებაში დამოკიდებული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

აქვს 001.gif ერთ ინდივიდზეც ბევრია ცხოვრებაში დამოკიდებული.

ცხოვრებაში - კი :D

სახელმწიფოში კი სისტემას აქ მნიშვნელობა - სწორედ ამას ვერჩი ნაცებს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სახელმწიფოში კი სისტემას აქ მნიშვნელობა - სწორედ ამას ვერჩი ნაცებს

მეც ,მაგრამ ინდივიდთა მდგრადობა ან პოზიცია განსაზღვრავს სისტემის ფუნქციონირების მექანიზმს. თუ "ენ" ცესკოს თავმჯდომარე იქნება პატიოსანი,თან პრინციპული კაცი, "ენ" გოგორიშვილის მიმართ იქნება გატარებული ზომები. ამას ვგულისხმობ .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

რა მნიშვნელობა აქ ვინ იქნება ცსკოს უფროსი, თუ კანონი დარჩა ისეთივე მახინჯი როგოიც დღესა??

აქვს პრინციპში მნიშვნელობა. ცესკო შედგება 13 წევრისგან.აქედან 6 ზემოთჩამოთვლილი პარტიების მიერაა დანიშნული + ერთი ნაცებისგან. გარდა ამისა 5 ვითომ დამოუკიდებელი ე.წ. საარჩევნო მოხელეები და თავჯდომარე. შესაბამისად თუ დავუშვებთ, რომ თავჯდომარე წესიერი კაცია და ყველა ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნულები არ არიან ნაცებთან შეკრულები, მაშინ ნაცები უმცირესობაში რჩებიან. ცესკო ქმნის შემდგომ საოლქოებას და ისინი საუბნოებს. შესაბამისად ნაცების მდგომარეობა მძიმდება.

ამიტომ ყველამ დავივიწყოთ ის რომ თავჯდომარე შეიძლება ხელისუფლებიდან უკუნტროლო ვინმე გახდეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

ამიტომ ყველამ დავივიწყოთ ის რომ თავჯდომარე შეიძლება ხელისუფლებიდან უკუნტროლო ვინმე გახდეს.

ამას წერ\და შემდეგ კითხულობ

 

ხალხო არჩევნები არავის არ გაინტერესბთ?

 

 

:))

 

 

 

 

 

მე პირადად არა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაროჩე აზრი არაქ მეორე თარხნიშვილი იქნება ახალი თავჯდომარე.... ამათ არჩევნებით ვერ გაისტუმრებ რა შანსია... მე კი მივალ მივცემ ხმას მარა... აი მერე აქციებთ თუ ეყოფათ ტრაკი შეცვალონ ეგ ვნახოთ....

5 იანავარსაც ესე იყო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველაფერი მარტივადააა.....ცესკოს თავმჯდომარეზე ოპოზიციური წარმომადგენლობები ვერ შთანხმდებიან და საბოლოოდ, ხმათა აუმრავლესობით მას პარლამენტი დაამტკიცებს.... პარლამენტში კი უმრავლსობით ნაცები არიან...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...