Jump to content
Planeta.Ge

ქურდული მენტალიტეტი+მილიციური აზროვნება


Recommended Posts

მეზობელ ფორუმზე ამ საკითხზე მსჯელობა ხშირად მიდის და იუზერთა დიდი ნაწილი აბსოლიტურად დაშორებულია ადეკვატურ აღქმას.

 

გასაანალიზებელია:

 

რაა ზოგადად "ქურდული მენტალიტეტი" ?!

 

საიდან მოდის ?!

 

რა ეტაპები გაირა ქურდულმა სამყარომ ?!

 

რას ნიშნავს ქურდული ტრადიცია.....

 

დეტალურად არ გავყვები.....მოკლედ მოგახსენებთ:

 

ესაა სტალინიზმის პირმშო,რომელმაც ლპობა ადრეულ ეტაპზე დაიწყო, შემდეგ გახდა პირამიდული მექრთამეობის სისტემის ნაწილი და ავტორიტეტი მხოლოდ ლოკალურ წერტილებში შეინარჩუნა.

ვცდები?

ნწუ....

 

ქურდული სამყარო გაანადგურა მხედრიონმა .ასპარეზზე "იარაღიანი კაცის"(ბესპრიდელნიკის ) კულტი გამოვიდა. ქურდი იქცა მაფიოზად ,რომელიც ყველაფრის წილში იყო ,მაგრამ მისი რეიტინგი განსაკუთრებით თბილისში არ იყო მაღალი.

 

ძალიან კარგი გაკეთდა ,როცა მიშამ მათზე დარტყმა განახორციელა ,მაგრამ ქურდული სამყაროს განუყოფელი ნაწილია მილიციური აზროვნება . სამწუხაროდ ეს ბაცილა საკმაოდ ძლიერია.

ცხადია პოლიციაში რეფორმები ჩატარდა ,მაგრამ სენი სენად რჩება

ასპარეზზე ხშირად ჩანან დაკომპლექსებული დედიკოს ბიჭები ,რომლებიც ჩაიცვამენ ფორმას და ღალატობთ პროფესიული უნარჩვევები.

თქვენი აზრით რა გავლენას ახდენს დღეს ე.წ ქურდული აზროვნებ +მილიციური სოვიეთ მენტალიტეტი პოლიტიკაზე?

დანარჩენზე მეც შემდგომ გეტყვით.

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 46
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

lasha_alo

 

 

ვერც ერთმა ქვეყანამ ეს სენი ვერ მოიშორა(ქურდები,მაფიოზები) და ვერც საქართველო ვერ მოიშორებს.თქვენ როგორ გგონიათ,ბენსენჰორსტში (იტალიელების უბანი ბრუკლინში) არ აგროვებენ მაგათვის ყოველ თვე ფულებს? ეს არის დროებითი დამიჯერეთ და უარესი ძალით დაუბრუნდებათ ამათ ის,რომ ბევრი უდანაშაულო ჩასვეს ციხეებში.

 

პოლიციაზე არ მსურს ლაპარაკი. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ეს არის დროებითი დამიჯერეთ და უარესი ძალით დაუბრუნდებათ ამათ ის,რომ ბევრი უდანაშაულო ჩასვეს ციხეებში.

მეც მასე მგონია სამწუხაროდ///თუმცა ნორმალური სამსამართლოს პირობებში ქურდული სამყარო ჩარჩოებში იქნება მოქცეული იმჰო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეც მასე მგონია სამწუხაროდ///თუმცა ნორმალური სამსამართლოს პირობებში ქურდული სამყარო ჩარჩოებში იქნება მოქცეული იმჰო

 

 

ამთი ყველაზე დიდი შეცდომა არის პიარი ყველა საკითხში.აქ კამერების თანხლებით არ იჭერენ არავის თუ უტყუარი დასაბუთებები არა აქვთ.სანამ სასამართლო არ იქნება,ყველა უდანაშაულოა.სად არის ეგრე,კამერით გადაიღო და უკვე დამნაშავეა კაცო?

 

 

მე ის ვიცი,რომ ამ ხელისუფლებამ ბევრი მტერი გაიჩინა პიარის გულისთვის.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქურდულიც და მილიციურიც ჩემთვის ნაძირლობა და არაადამიანობაა...

 

დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი პოლიციელი, გამომძიებელი, დეტექტივი დალაგებულ და სამართლებრივ საქართველოში, მაგრამ არამც და არამც დღევანდელში...

 

თავის დროზე, როცა უნი დავამთავრე მქონდა შანსი (შანსი კი არა უეჭველი იყო) პროკურატურის სტაჟირებისა და შემდგომ მუშაობის გაგრძელებისა, მაგრამ უარი ვთქვი, რადგან სასამართლოს სიბინძურეები უკვე ნანახი მქონდა სასამართლოში პრაქტიკების დროს... ამიტომაც ვზივარ აქ სადაც ვზივარ, მაგრამ არ ერთი წამიტაც არ მინანია არასდროს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Jonathan Livingston

დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი პოლიციელი, გამომძიებელი, დეტექტივი დალაგებულ და სამართლებრივ საქართველოში, მაგრამ არამც და არამც დღევანდელში...

ხოდა მაგას ვიძახი მეც...როცა პოლიციელი და ზოგადად სამართალდამცველი ინსტიტუტი საქართველოშI აღიქმება მართლა სამართლიანობის სიმბოლოდ, მაშIნ შეიზღუდება ქურდული არეალი მკვეთრად!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.hbo.com/thewire/

აი ეს სერიალი ნახეთ თუ სადმე იშოვით. :)

მავთულხლართი იქნება ეგ რუსულად?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Jonathan Livingston

 

 

არა,მოსმენების პონტია.პოლიცია როგორ ჩალიჩობს ნარკო ბარონების დაჭერას ბალტიმორში, მაგარი სერიალია.პოლიციას,პოლიტიკოსებს და ნარკბიზნესს შორის კავშირებზეა.მაგარი ჯახი მიდის და ჩვენ პოლიციელები შარვალ კასტუმებით რომ იჭერენ ხალხს ეგრე არ არის. :): თუ იშოვი უყურე.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ვერც ერთმა ქვეყანამ ეს სენი ვერ მოიშორა(ქურდები,მაფიოზები) და ვერც საქართველო ვერ მოიშორებს.თქვენ როგორ გგონიათ,ბენსენჰორსტში (იტალიელების უბანი ბრუკლინში) არ აგროვებენ მაგათვის ყოველ თვე ფულებს? ეს არის დროებითი დამიჯერეთ და უარესი ძალით დაუბრუნდებათ ამათ ის,რომ ბევრი უდანაშაულო ჩასვეს ციხეებში.

 

პოლიციაზე არ მსურს ლაპარაკი. :)

 

 

და ჩვენმა ქვეყანამ ვერ მოიშორა ქურდები?

 

სად არიან ეხლა ან რომელ უბანში აგროვებენ მაგათთვის ფულს

 

ვინც შეაგროვებს გვერძე მიუჯდება მაგათ

 

 

და ვერანაირი ძალებით ვეღარ დაბრუნდებიან მაგათი დრო დამრთავდა და ისნი არიან სრულად განადგურებულნი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სად არიან ეხლა ან რომელ უბანში აგროვებენ მაგათთვის ფულს

 

 

ზატო მთავრობა აყაჩაღებს ბიზნესებს. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

აი როცა გავხდები მერე მოგიყვები ახალ ამბებს. :)

 

 

ახალს ვერ მეტყვი ვერაფერს იმიტომ რომ აღარ არსებობენ როგორც სოციალური კლასი

 

ისინი განადგურდნენ აღიგავენ მიწისაგან პირისა

 

და ვეღარ დაბრუნდებიან და ვეღარ აღიდგენენ გავლენას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისეთი სრულყოფილი კანონი ვერასოდეს ვერ შეიქმნება, რომ ადამიანთა შორის ყოველგვარი დაპირისპირების აღმოფვრა შესძლოს, რადგანაც კანონშემოქმედ დაწესებულებაში უკუღმართებს სჩვევიათ ხოლმე შეძრომა და მუდამჟამს უზნეობას ლობირებენ...

 

ამიტომაც, ნებისმიერ საზოგადოებაში იყო, არის და იქნება ალტერნატიული სახალხო სასამართლო თავისი დაუწერელი კანონებით - ვინც ამ კანონების აღსრულებას ითავებს, სახელიც მისი იქნება!

 

ახლა გინდათ ქურდული დაუძახეთ და გინდათ საფიხვნო - რაცა კაცი სახელმწიფოსაგან სამართალს ვერ ღებულობს, მერე არასახელმწიფოებრივ ინსტიტუციას მიჰმართავს - ოდესღაც დიდი იყო ღვთისმოშიშობა და პირდაპირ ხატზე გადასცემდნენ ხოლმე მაწყინარს...

 

მერე ქურდების გაგება იყო...

 

ახლა სამართლებლივი ვაკუუმია და კაცმა არ იცის, რომელი გაგება დაემკვიდრება...

 

მხატვრული გაგება თუ დაგჭირდეთ, აგერ ვარ და არ მოგერიდოთ, ძმაუ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...