newstudio Posted January 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2010 "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ თბილისში მცხოვრებ 12 ოჯახს შობის დღესასწაული პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა. საჩუქრები ხელმოკლე ოჯახებს მათი თხოვნის შესაბამისად გადაეცათ. თხოვნები დედაქალაქის მერობის კანდიდატმა თბილისის სხვადასხვა უბანში მოსახლეობასთნ შეხვედრისას წერილობით მიიღო. ბავშვები წერილებში, ძირითადად, კომპიუტერებს ითხოვდნენ, შესაბამისად, დღეს ამ ოჯახებს კომპიუტერები გადაეცათ. პირველად ირაკლი ალასანია ნაძალდევის რაიონში, ტაბატაძეების ხუთშვილიან ოჯახს ეწვია. დღესვე იგი იმყოფებოდა ჩუღურეთის, გლდანისა და მუხიანის რაიონებში მხოვრებ ოჯახებში. როგორც “ალიანსის” პრესსამსახურში აცხადებენ, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან “ალიანსმა საქართველოსთვის” მსგავსი თხოვნების საფუძველზე, ირაკლი ალასნიას სახელით კომპიუტერები და სხვა საჩუქრები 100-მდე ოჯახს გადასცა. აქტიურ საარჩევნო კამპანიაზე გადასვალის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კი, ალასანია მას შემდეგ განაცხადებს, რაც არჩევნების თარიღი ოფიციალურად დასახელდება. ირაკლი ალასანია აღნიშნავს, რომ არსებული რესურსების ფარგლებში “ალიანსი” მსგავს აქციებს მომავალშიც გააგრძელებს. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. რა უბედურებაა ეს ნუ?! ყველაფერში მიშას პიარის ელემენტების დაკოპირება? თავისთავად ცუდი არაა ქველმოქმედება, მარა გააკეთე ჩუმად და ეგრეთწოდებული "სარაფანის რადიოთი" უფრო მეტ ქულებს დაიწერ... და საერთოდ ხალხს , საზოგადოებას ეს ქრთამები და გადმოგდებული ლუკმები ყელში ამოუვიდათ, რამე ახალი მოიფიქრეთ. ვცდები უზერნო?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted January 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2010 newstudio ფუჰ, გული ამერია მართლა! ეს რა უბედურებაა??? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted January 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2010 ვცდები უზერნო?! ალბათ მართალი ხარ.ჩუმად გაკეთება სჯობს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted January 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2010 ქველმოქმედება მხოლოდ მაშინ არის ქველი მოქმედება ანუ სიკეთის კეთება, როცა ეს უანგაროდ ხდება და ჩუმად ხდება და ამას ერთადერთი მიზანი აქვს: დაეხმაროს და შვება მოგვაროს გაჭირვებულ ადამიანს.რომ მიდიხარ და ჯერ იმიტომ ეხმარები, რომ მან და მისმა ახლობლებმა ხმა მოგცენ, მერე კი მთელმა ქვეყანამ გაიგოს რა კეთილი ძია ხარ ეგ უკვე ქველმოქმედება კი არა სპეკულანტობაა, ყიდვა-გაყიდვა და აღებ-მიცემობა! მეორედ აღარ მიქარონ ეგ რა და კამერების წინ 10 კომპიუტერის ჩუქებას, მაგ ფულით კამერების გარეშე, ვინმე უფულო ავადმყოფს ოპერაცია გაუკეთონ და მშიერ და ტიტველ ბავშვებს აჭამონ და ჩააცვან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted January 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2010 რა უბედურებაა ეს ნუ?! ყველაფერში მიშას პიარის ელემენტების დაკოპირება? თავისთავად ცუდი არაა ქველმოქმედება, მარა გააკეთე ჩუმად და ეგრეთწოდებული "სარაფანის რადიოთი" უფრო მეტ ქულებს დაიწერ...newstudio,ჯერჯერობით ვხადავთ რომ მიხოს პიარ ტექნოლოგია ეფექტურია ეს ერთი. ჩუმად რომ გაეკეთებინა რანაირი პიარი იქნებოდა, ვინ გაიგებდა რო? ეს მეორე. "სარაფანის რადიო" გაფუჭებული ტელეფონის პონტში გადის თუ რა ჯანდაბაა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
irene Posted January 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2010 ქველმოქმედებაზე გამახსენდა: ლუი დე ფიუნესი ხომ ყველამ ვიცით და მაგ კაცს უცნაური ახირებები ქონია. უკვე ძალიან ცნობილს ერთხელ მოუნდომებია და თავის მშობლიურ პატარა ქალაქში (არ მახსოვს რომელია) ახლო მახლო მცხოვრებ ყველა ოჯახს საშობაოდ გაბანტული ყუთებით ტელევიზორი დაახვედრა თურმე სახლის კართან ... აუღიათ ამ ჩვენი ფიუნეისის მეზობლებს და უკან მუბრუნებიათ ეს საჩუქრები - რა თავს გვამეტებო... ჩვენ თავად შევიძენთ ტელევიზორებს, ნუ წუხდებიო... კინაღამ მოკვდა თურე დარდით, საწყალი.... ეხლა ქართველი წარმოვიდგინე იმ ფრანგების ადგილას.... რაღაც ქაჯური გაგება გვაქვს ქველმოქლედების გაწევისაც და მიღებისაც.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted January 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2010 (edited) აქ მეორე მომენტიც არის.ეს კაცი არის ცნობადი სახე და სხვანაირად შეიძლება არც გამოსულიყო ეს ყველაფერი.თან ჩვენდა სამწუხაროდ ეს ყველაფერი მუშაობს ჩვენს ქვეყანაში,ჯერ. ინდოურების დარიგება გახსოვთ? : Edited January 7, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2010 პროტივნო კაკ - Fუ! პოპულიზმითაა ეს ქვეყანა - გული დამწყდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted January 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2010 ირაკლის ვუჭერ მხარს, მაგრამ მისას და გიგის გზას ჯობია არ დაადგეს . წააგებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2010 Lo Janko ,ჯერჯერობით ვხადავთ რომ მიხოს პიარ ტექნოლოგია ეფექტურია ეს ერთი.ეს მიშასტვის და გარკვეულწილად ყელშია ამოსული ე სპიარი...უკუეფექტი აქვს "სარაფანის რადიო" გაფუჭებული ტელეფონის პონტში გადის თუ რა ჯანდაბაა?არა, აი რო მიხვდე, ვნახე კაი ფილმი კინოთეატრში და გეუბნები, კაი კინოა, ნახე არ ინანებ, მერე შენც მოგწონს, სხვას ეუბნები და ა.შ.! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted January 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2010 გილოცავთ ედუარდ მესამის ფანებო , თქვენი ფალავანი ფორმაში შედის და ზუსტად ითვისებს ედუარდ პირველისა და ედუარდ მეორის მეთოდებს , ოღონდ განსხვავება ისაა რომ ალასანიას არ ეღირსება ედუარდ მესამეობა ანუ საქართველოს მეფისნაცვლად დანიშვნა . აგერ ეხლა წააგებს მერის არჩევნებს ( რა დროულად ჩასვეს კანდიდატებში თოფაძე ) და მთლად გაფარჩაკდება ალიანსი , ფორუმირომ ვერაფერს ვერ გააკეთებს თავიანთი პრორუსული კოლაბორაციონისტული აქციებით ეგენიც გაფარჩაკდებიან და სხვა ძალები , ეროვნული ძალები წამოიწევენ . სავარაუდოდ ეს იქნება ედეპე და მაისაშვილის მომავლის პარტია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted January 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2010 :violino: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted January 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2010 (edited) რამ გამოაქლიავა? Edited January 7, 2010 by ძუკუ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 7, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2010 shamili სავარაუდოდ ეს იქნება ედეპე და მაისაშვილის მომავლის პარტიარას გვეკაიფები?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 7, 2010 (edited) ინდოურების დარიგება გახსოვთ?შენ ჭრიდი იმ ინდაურს და გეხსომება : ალასანიას რაც შეეხება, ნორმალურია ეგ ყველაფერი. პოლიტიკაში მოღვაწეობს ალასანია და არა კეთილშობილ ქალთა პანსიონატში. Edited January 7, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.