Jump to content
Planeta.Ge

ბელადის კულტი დღევადნელ ქართულ საზოგადოებაში


Recommended Posts

  Nukriko said:
ცდები... მსგავსი არაფერი ხდება.. იგივე პატრიარქის ამბავმა ეს დაადასტურა..

 

კაი რა, პატრიარქი რა შუაშია - სხვა ბელადს ვერ ხედავ (რეგიონებში კი ბელადუკებს)? პარტიარქი არის თვითიდენტიფიკაციის სიმბოლო და არა 'ბელადი'. მას პატივს სცემენ და არავინ არვის არ ახვევს ამ პატივისცემას სხვას თავს.

 

იმ ამბავმა კი სულ სხვა რაღაც დაადასტურა, რომ მთავრობას უნდა ეკლესიაც (როგორც სოციალური ინსტიტუცია) ისე 'ამოიდოს', როგორც მაგ. ფეხბურთის ფედერაცია და საზ მაუწყებელი. ესაა და ეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 56
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

  Grig said:
პარტიარქი არის თვითიდენტიფიკაციის სიმბოლო და არა 'ბელადი'

ვერ დაგეთანხმები, დღეს პატრიარქი არის ზეკაცი საქართველოში.. ღმერთის ნების გამოხმოვანებელი, როგორც ადრე შამანები იყვნენ ისე.

თვითიდენტიფიკაციაში რას გულისხმობ?

  Grig said:
მას პატივს სცემენ და არავინ არვის არ ახვევს ამ პატივისცემას სხვას თავს.

კერპთაყვანისცემლობაში გარკვეული ზეწოლა მიდის ადამიანისა რომ კერპს პატივი სცეს და ეს ზეწოლა საზოგადოების მხრიდან ხდება. უმრავლეს შემტხვევაში ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა, ფიზიკური ზეწოლა, (რამე არ თქვა პატრიარქზე, თორე მოგკლავ ბიჭო :( ) და სოციალური ბოიკოტი.

იძულებული ხარ ოფიციალურად მიიღო ის პოზიცია რომ მოგწონს პატრიარქი, რათა ამ გატისკვას გადაურჩე..

 

  Grig said:
იმ ამბავმა კი სულ სხვა რაღაც დაადასტურა, რომ მთავრობას უნდა ეკლესიაც (როგორც სოციალური ინსტიტუცია) ისე 'ამოიდოს', როგორც მაგ. ფეხბურთის ფედერაცია და საზ მაუწყებელი. ესაა და ეს.

1) საზოგადოების რაღაც ნაწილი რომელსაც აქვს პრეტენზიები საპატრიარქოს მიმართ და რომელიც აპოტესტებს, ფარულად (ფარულად ვგულისხმობ, იგივე ფორუმებში რომ აპროტესტებენ) თუ ღიად

 

2) ხელისუფლება რომელიც ცდილობს ეკლესია დაითრიოს

 

3) ყოფილი გაბოროტებული სასულიერო პირები

 

საზოგადოების რაღაც ნაწილში იყო პროტესტი საპატრიარქოს მიმართ, მაგრამ რა მოხდა, არ აცალეს დამოუკიდებლად განვითარებულიყო ეს პროტესტი და პროტესტის თავში ჩააყენეს თავიანთი ხალხი და სახე მისცეს ისეთი რომ ეს ყველანი არიან ხელისუფლების ხალხი, არა და მხცოლოდ ისინი არიან ვიზეც ტელევიზიებმა ყურადღება გაამახვილა და ვინც რეალურად ორგანიზატორიც არ იყო ამ პროტესტის. ნუ ყოფილი სასულიერო პირებიც მერე შეუერთდნენ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

  Nukriko said:
თვითიდენტიფიკაციაში რას გულისხმობ?

 

ნუ რაღაც იმ პონტში - დოკსოპულო, დედა გიყვარს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  Nukriko said:
კერპთაყვანისცემლობაში გარკვეული ზეწოლა მიდის ადამიანისა რომ კერპს პატივი სცეს და ეს ზეწოლა საზოგადოების მხრიდან ხდება.

 

ახლა მე კერპთაყვანისმცემლად ნუ გამომყვან :( პირიქით, უკვე დავიღალე მათთან კამათში, რასაც პრინციპში აზრი არცა აქვს.

 

დღეს კერპთაყვანისმცემლის 2 კატეგორიას ვხედავ ჩემს გარშემო: 1. იდეური მიშისტები (და არა კარიერული); 2. ზვიადისტების ყველა სახეობა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  Grig said:
Nukriko

ციტატა(Nukriko @ 6th January 2010 - 05:03 PM) *

თვითიდენტიფიკაციაში რას გულისხმობ?

თვითიდენტიფიკაცია - რას მიაკუთვნებს ადამიანი საკუთარ თავს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  Grig said:
1. იდეური მიშისტები (და არა კარიერული); 2. ზვიადისტების ყველა სახეობა.

მიშა და ზვიადი აღიქმეოდნენ როგორც გმირ ღმერთ-კაცებად

 

პატრიარქი აღიქმევა როგორც ღმერთის სიტყვად, მასში ღმერთია და მისი პირით ღმერთი ლაპარაკობს..

 

ორივე კერპია, უბრალოდ სხვადასხვა ფორმის კერპია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

  Nukriko said:
გამდიდრებული ადამიანი ჩემში ზიზღს იწვევს და ვთვლი რომ მდიდარი საზოგადოების ხარჯზე გამდიდრდა. თუ კი თანასწორი გადანაწილება იქნება ქვეყნის რესურსის, მიდარი არ უნდა არსებობდეს საერთოდ, რა თქმა უნდა შედერაბითი სოციალური დისბალანსი მაინც იარსებებს, ნიჭის გამო, მარა მდიდართა კატეგორია ეს ჩემი ხედვით არის ნაძირალათა კატეგორია, რომელიც საზოგადოებას პარავს და თვითონ მდიდრდება საზოგადოების ხარჯზე, ეს შეიძლება კანონიერი მექანიზმები იყოს ან უკანონო, დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმას თუ როგორ მოიპარავს მდიდარი ფულს.

 

ჩეგე ჩემთვის სიმბოლოა ამ მდიდართა, გაღორებულთა ფენის წინააღმდეგ მებრძოლის

რა სისულელეა

 

და ეგ ჩეგე შენი ბელადი არ გამოდის ამ შემთხვევაში?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

  Nukriko said:
პატრიარქი აღიქმევა როგორც ღმერთის სიტყვად, მასში ღმერთია და მისი პირით ღმერთი ლაპარაკობს..

 

კი ბატონო, მაგრამ მასე აღიქმება რელიგიურ დისკურსში და არა საზოგადოებრივში. ზუსტად ისევე, როგორ ბენედიქტე (რომელიღაცა) კათოლიკეების მიერ. ეს ნორმალურია - ყველა ეკლესია ასეა მოწყობილი, გარდა რეფორმატორულისა (ე.წ. კალვინისტური მიმდინარეობები - ძირითადად აშშ-ში, ინგლისსა და შვეიცარიაში).

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

  Saturn said:
რა სისულელეა

ნუ შენ თუ მემარჯვენე ხარ, შენთვის სისულელე იქნება. მე ვარ ცენტისტ-მემარცხენე.

 

შვედური სოციალიზმის მოდელი აიღე, თანაბარი გაყოფაა ქონების და მითხარი აბა რამდენი მდიდარი ჰყავს შვედეთს?

  Saturn said:
და ეგ ჩეგე შენი ბელადი არ გამოდის ამ შემთხვევაში?

არა, ჩეგე ჩემთვის სიმბოლოა მხოლოდ და მხოლოდ. მისი სიტყვებს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მისი გზის განმეორებას არ ვაპირებ, უბრალოდ მომწონს რაც გააკეთა და მომწონს ესეთი ადამიანების თავისუფალი ნება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  Grig said:
პარტიარქი არის თვითიდენტიფიკაციის სიმბოლო და არა 'ბელადი'

Nukriko

  Nukriko said:
არა, ჩეგე ჩემთვის სიმბოლოა მხოლოდ და მხოლოდ

 

მივსულვართ, უკაცრავად და, კონსენსუსამდე.

 

:(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

  Grig said:
მივსულვართ, უკაცრავად და, კონსენსუსამდე.

პატრიარქისგან განსხვავებით ჩეგეს ტაბუირება ვერ მოხდებოდა და ჩეგეს კრიტიკა კრუნჩხვებში არავის არ ჩააგდებდა

 

ჩეგე ადამიანური სიმბოლოა თავისუფალი ნებისა და არა მარტო ჩეგე

 

პატრიარქის კი მისტიური-კერპია, რომლის კრიტიკაც არ შეიძლება და ტაბუ არის ის ფორმა რომლითაც მასზე უდნა ილაპარაკო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

  Nukriko said:
შვედური სოციალიზმის მოდელი აიღე, თანაბარი გაყოფაა ქონების და მითხარი აბა რამდენი მდიდარი ჰყავს შვედეთს?

თანაბარი გაყოფა კი არაა, მდიდრები უფრო მეტად იბეგრებიან ვიდრე მცირე შემოსავლის მქონე ხალხი. მაგრამ ეგ არ ნიშნავს იმას, რომ შვედეთში არ არსებობენ მდიდარი და ღარიბი ადამიანები. შენ არ გეწყინოს, მაგრამ საერთოდ მემარცხენეობა უვარგისი და უნიჭო ხალხის იდეოლოგიაა, რომლებიც თავისი უვარგისობა-უნიჭობის დამალვას გასაშუალოება-გათანაბრებით ცდილობენ. მე პრეტენზია მაქვს რომ საშუალო ადამიანზე მეტი რამის გაკეთება შემიძლია და არ მინდა ჩემი შრომით და ნიჭით მიღებული შემოსავალი ვიღაც მათხოვარს, რომელსაც მუშაობა ეზარება, სახელმწიფო დახმარების სახით გავუნაწილო (ის დახმარება ხომ მაღალშემოსავლიანი ხალხის მაღალი გადასახადებით დაბეგვრით მიიღება).

 

  Nukriko said:
ჩეგე ჩემთვის სიმბოლოა მხოლოდ და მხოლოდ. მისი სიტყვებს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მისი გზის განმეორებას არ ვაპირებ, უბრალოდ მომწონს რაც გააკეთა

რა გააკეთა რო? ტიპიური ბოლშევიკი იყო.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  Nukriko said:
ბელადის კულტი დღევადნელ ქართულ საზოგადოებაში

 

 

რუსეთის პონტში ვართ,რადგან გვეზარება საკუთარი ტვინის და ხელის განძრევა.გვირჩევნია სხვამ გააკეთოს ჩვენი საქმე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  lasha1997 said:
გამდიდრებული ადამიანი ჩემში ზიზღს იწვევს და ვთვლი რომ მდიდარი საზოგადოების ხარჯზე გამდიდრდა. თუ კი თანასწორი გადანაწილება იქნება ქვეყნის რესურსის, მიდარი არ უნდა არსებობდეს საერთოდ, რა თქმა უნდა შედერაბითი სოციალური დისბალანსი მაინც იარსებებს, ნიჭის გამო, მარა მდიდართა კატეგორია ეს ჩემი ხედვით არის ნაძირალათა კატეგორია, რომელიც საზოგადოებას პარავს და თვითონ მდიდრდება საზოგადოების ხარჯზე, ეს შეიძლება კანონიერი მექანიზმები იყოს ან უკანონო, დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმას თუ როგორ მოიპარავს მდიდარი ფულს.

woooooooooooow

 

 

შეენც ბრუტუსსს

 

 

შემოგვიერთდი :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

[Saturn

  Saturn said:
თანაბარი გაყოფა კი არაა, მდიდრები უფრო მეტად იბეგრებიან ვიდრე მცირე შემოსავლის მქონე ხალხი. მაგრამ ეგ არ ნიშნავს იმას, რომ შვედეთში არ არსებობენ მდიდარი და ღარიბი ადამიანები. შენ არ გეწყინოს, მაგრამ საერთოდ მემარცხენეობა უვარგისი და უნიჭო ხალხის იდეოლოგიაა, რომლებიც თავისი უვარგისობა-უნიჭობის დამალვას გასაშუალოება-გათანაბრებით ცდილობენ. მე პრეტენზია მაქვს რომ საშუალო ადამიანზე მეტი რამის გაკეთება შემიძლია და არ მინდა ჩემი შრომით და ნიჭით მიღებული შემოსავალი ვიღაც მათხოვარს, რომელსაც მუშაობა ეზარება, სახელმწიფო დახმარების სახით გავუნაწილო (ის დახმარება ხომ მაღალშემოსავლიანი ხალხის მაღალი გადასახადებით დაბეგვრით მიიღება).

მოსმენილი მაქვს მემარჯვენეების პროპაგანდა და ვიცი რომ არის სისულელე ეს შენი მემარჯვენეობა..

 

მემარცხენეობამ რომ გაამართლა ეს ჩინეთის საკითხშიც კარგად ჩანს.. მემარჯვენისტული ამერიკა ვალებს კრედიტებში იღებს მემარცხენულ ჩინეთისგან :DD

 

მითხარი საქართველოში მილიონერი რომელმაც პატიოსანი შრომით მოიპოვა მილიონები, ყველამ კორუპციის წყალობით და ჩათლახიზმით მოიპოვა ეს მილიონები. ასე რომ არ მჯერა თქვენი მემარჯვენული იდეოლოგიის.

 

გაღორებულ ბიზნესმენთა და ოლიგარქთა, გამდიდრებულ მაფიოზთა იდეოლოგიაა ეს მემარჯვენეობა მეტი არაფერი.. ხალხს აბოლებენ და მითებს ქმნიან რომ ისინი თუ არ მოიპარავენ და სხვის ხარჯზე ფულს არ გააკეთებენ ქვეყანა ვერ განვითარდება, მაშ სკანდინავიური ქვეყნები, გერმანია და ჩინეთი, როგორღა ვითარდება :DD

 

დადგა უკვე დასასრული თავისუფალი ბაზრის და ამ ბოლო ეკონომიკურმა კრიზისმა ეს კარგად აჩვენა :D

 

  Saturn said:
რა გააკეთა რო? ტიპიური ბოლშევიკი იყო

იმ ნაბიჭვარ ოლიგარქებს ებრძოდა რომლებიც პარაზიტებივით ეჯდნენ ლათინო ამერიკას და ამერიკულ იმპერიალიზმს ებრძოდა რომელიც საშვალებას არ აძლევდა და ეხლაც არ აძლევს ლათინო ამერიკას განვითარდეს..

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.


×
×
  • შექმენი...