Nukriko Posted January 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2010 ბელადის კულტს ისე შეეჩვია ჩვენი გასაბჭოებული საზოგადოება, რომ როცა სსრკ დაინგრა, მოთხოვნა ბელადისა იყო და დღემდე არის. თავიდან ბელადის როლი პოლიტიკოსებმა აიღეს, მერე რა თქმა უნდა ვერ გაამართლეს და ეხლა ბელადის როლი პატრიარქმა აიღო... ბელადის კულტი - ზეკაცის, ადამიანი-ღვთაების კულტისგან არაფრით განსხვავდება.. ეს პრიმიტიულ საზოგადოებისთვის დამახასიათებელი კულტები.და მე პირადად არ მიკვირს რომ მსგავსი კულტები არსებობს, რადგან დღეს ქართული საზოგადოება არის პრიმიტიული-ჩამორჩენილი, ველური საზოგადოება.. საქართველო, ქართველები დღეს არ ვართ ცივილიზებული ერი, ეს ფაქტია და სხვა დანარჩენი რაც მოდის ამ სიველურიგან მოდის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted January 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2010 საქართველო, ქართველები დღეს არ ვართ ცივილიზებული ერი, ეს ფაქტია და სხვა დანარჩენი რაც მოდის ამ სიველურიგან მოდის. :yes2: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted January 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2010 საქართველო, ქართველები დღეს არ ვართ ცივილიზებული ერი, ეს ფაქტია და სხვა დანარჩენი რაც მოდის ამ სიველურიგან მოდის.Nukriko, ეხლა მთლად მასე ნაცრის თავზე ყრაში ვერ აგიბამთ მხარს, მაგრამ თუ ჰომო სოვიეტიკუსის მენტალობას ველურის მენტალობასთან გავაიგივებთ, მაშინ ჰო.ისე, ალბათ იცით იყო ასეთი საბჭოთა დრამატურგი ევგენი შვარცი, რომელმაც ე.წ. ოტტიპელის დროს დაწერა პიესა "დრაკონი", სადაც ზუსტად იმაზეა ლაპარაკი რასაც თქვენ უბნობთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2010 პირველყოფილ ადამიანისთვის საზღვარი ზებუნებრივსა და რეალურ სამყაროს შორის არ არსებობდა. სამყარო იყო მთლიანი, რომელშიც ზებუნებრივი და რელური სამყარო ერთმანეთში იკვეთებოდა. (გაგონებთ ქართულ ოფიციალურ მისტიციზმს?)ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ადამიანი გრძნობდა თავს ბუნებასთან ახლოს, ვიდრე ამ უკანასკნელ საუკუნეში. ის ბუნების სამყაროს არ განიხილავდა როგორც მისგან გამიჯნულს, ის განიხილავდა ბუნებას როგორც სამყაროს ნაწილს, რომელშიც ის ცხოვრობდა. ქალაქის აშენება ადამიანის მიერ, იყო პირველი ნაბიჯი გადადგმული ადამიანის თვითიზოლაციისა ბუნებისგან. ქალაქი - ეს არის სიმბოლო ადამიანის იზოლაციისა ბუნებისგან და ამავე დროს მისი შემოქმედების აქტიურობის. რა თქმა უნდა ქალაქს თავისთავად შემოაქვს სიმახინჯე ბუნებაში, მაგრამ არ შეიძლება დავივიწყოთ ის, რომ ქალაქი დაეხმარა ადამიანს შეეცნო საკუთარი თავი. ის დაეხმარა პიროვნების განთავისუფლებას. ქალაქის კედლებმა ადამიანი ამოგლიჯა ბუნებას, მაგრამ მისცა საშვალება შეეცნო ახლებურად სამყარო. ეხლა მინდა გითხრათ, რომ ქართული საზოგადოება არის აგრარული საზოგადოება, რომელიც შეიძლება დღეს ცხოვრობს ქალაქში, მარა ის მაინც აგრარულ სამყაროდან მოდის და აგრარული სამაყროსთვის დამახასიათებელი ნიშნები შემოაქვს ქალაქში. თავისთავად აგრარული საზოგადოებისთვის დამახასიათებელია, მაგიზმის და ანიმიზმი, ჩვენი საზოგადოება დღეს ქრისტიანობაში ხედავს მაგიზმს, ხოლო სასულიერო პირებში და საერო ხელისუფალში ხედავს ღვთაებრივ საწყისებს.. ამის გამო ქართველი ჯერ კიდე არის "მაგიური ადამიანი" რომლის ბედ-იღვალიც მასზე არ არის დამოკიდებული, ის ეძებს წარმატების და წარუმატებლობის მიზეზებს მისტიკაში. ამიტომაც მგონია რომ ჯერ ქართული საზოგადოება ცივილურ საზოგადოებათ არ ითვლება.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted January 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2010 თავისთავად აგრარული საზოგადოებისთვის დამახასიათებელია, მაგიზმის და ანიმიზმი, ჩვენი საზოგადოება დღეს ქრისტიანობაში ხედავვერ დაგეთანხმები, პრობლემა ემანციპაციასა(და შესაბამისად განათლებაშია) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2010 ვერ დაგეთანხმები, პრობლემა ემანციპაციასა(და შესაბამისად განათლებაშია)განათლება ქალაქის გამოგონებაა. ხოლო ქალაქი რომშიც ჯერ კიდე ქალაქელები ანუ სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს და ცხოვრობს აგრარული საზოგადოება, მასა. მისთვის მოერეხარისხოვანია განათლების საკითხი. განათლება ასოცირდება რაღაც მისტიურ-ფილოსოფიურ "სიბრძნესთან" პრობლემა ის არის რომ არავინ არ არის ჯერ-ჯერობით რომ განახორციელოს, ისეთი საგანმანათლებლო მოძრაობა, რომელიც თავის დროზე, განახორციელა ილია ჭავჭავაძემ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2010 Nukriko საქართველო, ქართველები დღეს არ ვართ ცივილიზებული ერი, ეს ფაქტია და სხვა დანარჩენი რაც მოდის ამ სიველურიგან მოდის.აშკარად ამ სენის მოშორების პროცესში ვართ კი, არიან აშკარად, ბელადისტები, მარა ესენი უკვე უფრო და უფრო ცოტანი არიან! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2010 კი, არიან აშკარად, ბელადისტები, მარა ესენი უკვე უფრო და უფრო ცოტანი არიან!ცდები... მსგავსი არაფერი ხდება.. იგივე პატრიარქის ამბავმა ეს დაადასტურა.. ჯერ კიდე ურთიერთობის ფორმა რაღაც რელიგიური და პირველყოფული ტაბუა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted January 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2010 განათლება ქალაქის გამოგონებაა.მთლად ეგრეც არ არის, ტექიკური ნოვაცია სწორედ სოფლის მეურობით დაიწყო ნადირობის შემდეგ,უბრალოდ სულ სხვადასხვა სახის და ტიპის განთლებაზე გვაქვს საუბარი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2010 Nukriko ნუკრიკო, შენი "ბელადი" და "გმირი" ჩეგეა? ( არ მეცეთ ეხლა ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2010 ჭანო მთლად ეგრეც არ არის, ტექიკური ნოვაცია სწორედ სოფლის მეურობით დაიწყო ნადირობის შემდეგ,უბრალოდ სულ სხვადასხვა სახის და ტიპის განთლებაზე გვაქვს საუბარი.განსაკუთრებული ცოდნის გარეშე შესაძლებელია ტექნიკური პროგრესის მიღწევა და შუბის გამოგონება მაგალითად, მაგრამ ეს არ მიუთითებს განთლებულობას..kisa ნუკრიკო, შენი "ბელადი" და "გმირი" ჩეგეა?ვაფშეტა ბელადიც და გმირიც ერთი და იგივე კატეგორიაა, ადამიანის გაღმერთების, ზეკაცის მითია ბელადიც და გმირიც. ჩემი გმირი არის კისა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2010 Nukriko ვაფშეტა ბელადიც და გმირიც ერთი და იგივე კატეგორიაასწორედ ამიტომაც ვახსენე "გმირი" - ოღონდ გაღმერთების არა - უფრო გაფეტიშების ჩემი გმირი არის კისაუფლებას გაძლევ ჩემი ავატარიც სიგნაჩაში ჩასვა ) არადა ჩემი სიგნაჩა სწორედაც შენ თემას ეხმიანებააბა დააკვირდი რა წერია?Несчастна страна, у которой нет героев. Несчастна страна, которая нуждается в герояхБрехт Бертольт Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted January 6, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2010 kisa სწორედ ამიტომაც ვახსენე "გმირი" - ოღონდ გაღმერთების არა - უფრო გაფეტიშების 001.gifგამდიდრებული ადამიანი ჩემში ზიზღს იწვევს და ვთვლი რომ მდიდარი საზოგადოების ხარჯზე გამდიდრდა. თუ კი თანასწორი გადანაწილება იქნება ქვეყნის რესურსის, მიდარი არ უნდა არსებობდეს საერთოდ, რა თქმა უნდა შედერაბითი სოციალური დისბალანსი მაინც იარსებებს, ნიჭის გამო, მარა მდიდართა კატეგორია ეს ჩემი ხედვით არის ნაძირალათა კატეგორია, რომელიც საზოგადოებას პარავს და თვითონ მდიდრდება საზოგადოების ხარჯზე, ეს შეიძლება კანონიერი მექანიზმები იყოს ან უკანონო, დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმას თუ როგორ მოიპარავს მდიდარი ფულს. ჩეგე ჩემთვის სიმბოლოა ამ მდიდართა, გაღორებულთა ფენის წინააღმდეგ მებრძოლის. უფლებას გაძლევ ჩემი ავატარიც სიგნაჩაში ჩასვა 113.gifჩემი ათეისტური ავტარი რომ უფრო მომწონს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Guest ჭანო Posted January 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2010 შუბის გამოგონება მაგალითად, მაგრამ ეს არ მიუთითებს განთლებულობას..შუბს და უბრალო ჯოხს თუნდაც წვეტიან ჯოხს შორის დიდი განსხვავება, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted January 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2010 Nukriko ბელადის კულტი - ზეკაცის, ადამიანი-ღვთაების კულტისგან არაფრით განსხვავდება.. ეს პრიმიტიულ საზოგადოებისთვის დამახასიათებელი კულტები.ეს ძირითადად ასეა, მაგრამ არა ყოველთვის. მაგ. ნაცისტური გერმანია. პირველყოფილ ადამიანისთვის საზღვარი ზებუნებრივსა და რეალურ სამყაროს შორის არ არსებობდა. სამყარო იყო მთლიანი, რომელშიც ზებუნებრივი და რელური სამყარო ერთმანეთში იკვეთებოდა. (გაგონებთ ქართულ ოფიციალურ მისტიციზმს?)ამ ფენომენს სოც. ანთროპოლოგები ე.წ. 'მითოლოგიურ ადამიანს' უწოდებენ. ანუ, ძველ ბერძენს მართლა სჯეროდა, რომ ჭექა-ქუხილის დროს ზევსი ისროდა ელვის კონებს. დღევანდელ ქართველს კი სჯერა, რომ ერთ-ერთ ბრძოლაში დავით აღმაშენებელმა 1 000 კაცით 100 000 სელჯუკს სძლია, (სჯეროდა) რომ რუსეთს ომს მოვუგებდით და ა.შ. Lo Janko თუ ჰომო სოვიეტიკუსის მენტალობას ველურის მენტალობასთან გავაიგივებთ, მაშინ ჰო. ვერ დაგეთანხმები. საბჭოთა იდეოლოგია, მართალია გარკვეულად ადაპტირებული, მაგრამ მაინც წმინდა დასავლურ ღირებულებებზე იყო დაფუძნებული (100%-იანი საერო განათლება, ყოველდღიური არაპოლიტიკური ყოფის ტოტალური დემითოლოგიზაცია, დეკლარირებული საყოველთაო საარჩევნო, სამედიცინო მომსახურებისა და განათლების უფლება და ა.შ.), რაც აშკარა კონტრასტშია დღევანდელი რუსეთის პუტინისტურ-'ევრაზიულ' ღირებულებებთან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.