lasha1997 Posted January 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2010 (edited) ეს იქიდან დავაკოპირე და ალბათ ის იუზერი არ მიწყენს.IG2006 სათაურში ყველაფერი ვთქვი და რადგანაც ის თემა დაიხურა სადაც თანაფორუმელებმა ეჭვქვეშ დააყენეს ჩემს მიერ გამოთქმული აზრი ახალ თემას ვხსნი ხართ თუ არა მომხრე http://www.civil.ge/geo/article.php?id=18649 კომერსანტი - თბილისი მოსკოვს აფხაზეთის გაყოფის გეგმას სთავაზობს სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 ივნ.'08 / 11:39 თბილისმა მოსკოვს აფხაზეთის გავლენის სფეროებად დაყოფა შესთავაზა, იტყობინება რუსული გაზეთი ”კომერსანტი” 27 ივნისს. საქართველოს ხელისუფლების და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს უცნობ წყაროებზე დაყრდნობით, გაზეთი იტყობინება, რომ გეგმა ითვალისწინებს აფხაზეთის ფაქტიურ დაყოფას, რომლის თანახმადაც გალის და ოჩამჩირის რაიონები თბილისის კონტროლს დაექვემდებარება, ხოლო ოჩამჩირიდან ჩრდილოეთ ნაწილი რუსეთის დე ფაქტო კონტროლს. ”თბილისის გეგმა ითვალისწინებს იძულებით გადაადგილებულ პირთა დაუყონებლივ დაბრუნებას გალის და ოჩამჩირის რაიონებში... და რუსი სამშვიდობოების ჩანაცვლებას ამ რაიონებში შერეული ქართულ-აფხაზური საპოლიციო ძალებით,” - წერს ”კომერსანტი”. გაზეთის ცნობით, ფორმალურად საქართველოს სუვერენიტეტი აღდგება აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე, მაგრამ ფაქტიურად აფხაზეთის დიდი ნაწილი ოჩამჩირის ჩრდილოეთით რუსეთის კონტროლს დაექვემდებარება. ”ამრიგად, გარიგების ყველა მონაწილე თავიანთ მიზნებს მიაღწევს და სახეს შეინარჩუნებს,” - წერს ”კომერსანტი”, ”პრეზიდენტ სააკაშვილს შეეძლება საზეიმოდ გამოაცხადოს აფხაზეთის დაბრუნების შესახებ; აფხაზური მხარე, მიუხედავად იმისა, რომ დაკარგავს კონტროლს რეგიონის უმნიშვნელო ნაწილზე, გარანტირებულად მიიღებს ფაქტიურ დამოუკიდებლობას თბილისისგან. ხოლო მოსკოვის ჯილდო დახმარების სანაცვლოდ იქნება თბილისის უარი ნატოში მისწრაფებაზე”. გაზეთის ცნობით, რუსეთი სერიოზულად მიუდგა ამ წინადადებას და ეს საკითხი აფხაზეთის ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან განიხილა, რომელიც რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლების გარდა, 26 ივნისს მოსკოვში პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს შეხვდა. თუმცა, ”კომერსანტი” ასევე წერს, რომ ამ გეგმამ აფხაზურ მხარეზე დიდი შთაბეჭდილება არ მოახდინა. ბრიუსელში განთავსებულმა ორგანიზაციამ კრიზისების საერთაშორისო ჯგუფმა თვის დასაწყისში გამოქვეყნებულ მოხსენებაში განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გაყოფის გეგმას განიხილავენ. ”ზოგიერთების ვარაუდით, გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ რუსეთთან შეთანხმებით იქნება შესაძლებელი, რომელმაც შესაძლოა უარი თავის გავლენაზე აფხაზეთის იმ ნაწილზე, სადაც მისი ინვესტიციები უფრო დაბალია, 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოდ ჩატარების სანაცვლოდ,” - ნათქვამია მოხსენებაში. იქვე დავპოსტე რასაც ადრე ვპოსტავდი და ვის საქმეს აკეთებს ნოღაიდელი? მართალი იფიქრეთ,მიშასი. Edited January 5, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2010 lasha1997 დაივიწყონ ყოველგვარი გაყოფა ან ყველაფერი ან არაფერი! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted January 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2010 newstudio დეპრეს,ყველაფერი შეუძლებელია. ჩვენ მივიღებთ ნაწილს აფხაზეთისას,რუსეთი მიიღებს რაც სურდა(ფლოტის ბაზას) აფხაზეთი მიიღებს „დამოუკიდებელი“ ქვეყნის სტატუს და ყველანი ბედნიერები დარჩებიან.პუტინი ტყუილად არავის არ ხვდება და ვთქვი მაშინ,რომ სერიოზულ საკითხზე იყო შეხვედრა ნოღაიდელთან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2010 lasha1997 ჩვენ მივიღებთ ნაწილს აფხაზეთისას,რუსეთი მიიღებს რაც სურდა(ფლოტის ბაზას) აფხაზეთი მიიღებს „დამოუკიდებელი“ ქვეყნის სტატუს და ყველანი ბედნიერები დარჩებიან.დაივიწყე. საქართველოს საზოგადოება ამას არასდროს დაუშვებს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted January 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2010 (edited) დაივიწყე. საქართველოს საზოგადოება ამას არასდროს დაუშვებს დაუშვებს და მხოლოდ ამას არა.ბევრ რამეს დაუშვებს დამატებით.. Edited January 5, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted January 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2010 დაივიწყე. საქართველოს საზოგადოება ამას არასდროს დაუშვებსაქამდე ეკითხებოდნენ რამეს newstudio? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted January 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2010 ისევ დეჟავიუ..მეორედ თუ მესამედ ამოტივტივდა მედიაში ეს ვერსია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2010 რუსეთი სერიოზულად მიუდგა ამ წინადადებას და ეს საკითხი აფხაზეთის ლიდერთან სერგეი ბაღაფშთან განიხილააქ მთავრდება ამ ინფორმაციის სერიოზულობაზე ფიქრი. პუტინმა თურმე ბაგაფშს კითხა როგორ მოვიქცეთო : Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted January 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2010 (edited) ისე ესე თუ მოხდა,მიშა ცოტათი ფეისს გაისწორებს ლტოლვილების თვალში(ზოგიერთების).ჩემი შეხედულება არ შეიცვლება. Edited January 5, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted January 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2010 არ ვიცი, რამდენად შეეფერება ეს ინფო სინამდვილეს, მაგრამ დიდი ხანია მაქვს შეგრძნება რომ პუტინის პოლიტიკურ თამაშებში მიხო მოთამაშე კი არა უბრალო სათამაშო პეშკაა, რომელსაც აკლადჩიკობის მანია აწუხებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted January 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2010 აქ მთავრდება ამ ინფორმაციის სერიოზულობაზე ფიქრი. პუტინმა თურმე ბაგაფშს კითხა როგორ მოვიქცეთო მეტი საინტერესო ვერაფერი ნახე არა და ნუ დაიჯერებ,შენი ნებაა.გეგმაზე გებნები და არა პუტინის მიერ ნების აღებაზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted January 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2010 newstudio დაივიწყე. საქართველოს საზოგადოება ამას არასდროს დაუშვებსმე არ ვიცი... რამდენად გაიხსენებთ და რამდენად მიხვდებით.მაგრამ ფორუმ.გე ზე აი ზუსტად ეს თემა მახსოვს. და ერთი თქვენს მიერ ძალიან საპატივსაცემულო იუზერის სიტყვები... ესო თუ მოხდაო... მორჩება ჩემი სახელმწიფოებრივი პოზიციები და ასე შემდეგო... მოკლედ...გადის რამოდენიმე ხანი...აგვისტოს ომი.ცხინვალი, დევნილები,კოშმარი...და...ვკითხულობ...თვალებს არ ვუჯერებ.ეს ადამიანი...წერს რომ აფხაზეთი უნდა გაყოფილიყო სხვა რა გზა იყოო? იცით... გამახსენდა ერთი მაგარი მულტფილმი, ბოჩოლას რომ ღორად აქცევს ხელმწიფე. სულ ერთი ტრაწიანი ორდენის საფასურად... გაკვირდებით... და გული მტკივა... მართლა დედას ვფიცავარ... აი ამჯერად ყოველგვარი გესლის, ცინიზმის და ირონიის გარეშე ვამბობ... რაღაც მოხდა თქვენში... უმეტესობა მახსოვხართ ჯერ ეს ფორუმი კი არა ) დიმპიტასი კი არა ) დიმპიტაც რომ არ იყო იმ ფორუმზე )ძალიან ძალიან შეიცვალეთ. და არანაირად კარგისკენ.რაღაც გემართებათ...ზოგს შეგიძლიათ რომ ხარებად იქცეთ...ნუ ჩაისვრით საკუთარ თავთან ბრძოლაში... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2010 Lo Janko აქამდე ეკითხებოდნენ რამეს newstudio?არ ეკითხებიან და რევოუცია ხდება ხოლმე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted January 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2010 newstudioარ ეკითხებიან და რევოუცია ხდება ხოლმედა უშველის მერე რევოლუცია მაგ ამბავს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2010 Lo Janko და უშველის მერე რევოლუცია მაგ ამბავს?ეგ აღარ ვიცი(((( Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.