Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ყველა მატერიალური ობიექტი იქმნება იმ სივრცეში, რასაც სიცარიელე ჰქვია. იქ ხდება რეალობის შექმნა, როგორც აქტი. ეს აზრი, როგორც ძველი აღმოსავლური, ასევე ელინური ფილოსოფიიდან მოდის. ეს იდეა, ნიუტონიდან დაწყებული დღემდე ფიზიკაში მუდმივად განიხილებოდა, რათა სამყაროს სივრცული გეომეტრია გამოკვეთილიყო. მაგ., კლიფორდის აზრით, მატერია არის სივრცის შემკვრივება, შესქელება, სივრცის თავისებურად შემკვრივებული ბორცვები სივრცის საერთო ფონზე. ეს იდეა აინშტაინმა თავის ფარდობითობის თეორიაში გამოიყენა, რომელშიც სივრცის აბსტრაქტულ გეომეტრიასა და გრავიტაციას შორის კავშირი იკვეთება. XX საუკუნემ, დირაკისა და აინშტაინის შრომებიდან გამომდინარე, უკვე დროის შესაბამისი მეცნიერული დონის, “ფიზიკური ვაკუუმის” შემოტანა მოითხოვა. სიტყვა “ვაკუუმი” სიცარიელეს ნიშნავს. აინშტაინის აზრით, ვაკუუმი ოთხგანზომილებიანი სიცარიელეა, რომლის გააზრება რიმანის გეომეტრიითაა შესაძლებელი. დირაკის წარმოდგენით ვაკუუმი, გლობალურად ნეიტრალური, ერთგვარი “მოთუხთუხე ბულიონია”, რომელიც ვირტუალური (შესაძლო) ნაწილაკების _ ელექტრონებისა და პოზიტრონებისაგან შედგება.

ასტრალური სივრცე, ანუ ფიზიკური ვაკუუმი სავსეა ე.წ. ელემენტარული ნაწილაკებით.

ყველაზე მხიარული აბსურდი იმაში მდგომარობს, რომ ისინი ხან ნაწილაკები არიან, ხან ტალღები. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ენრიკო კარუზო, რომელიც ხან თვითონ ეს პიროვნებაა, ხან კი მხოლოდ მისი ხმა. ამაზე ფიზიკოსები ასე ხუმრობენ: ელემენტარული ნაწილაკები - ნაწილაკებია ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს. სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს - ტალღა, კვირას კი ჩვენც ვისვენებთ და ისინიც.

და თუ გგონიათ, რომ ამით აბსურდი თავდება, ძალიან ცდებით. არა, ამით “აბსურდი” მხოლოდ იწყება. ამ ნაწილაკებს (ალბათ, რომ არ მოიწყინონ), ჰყავთ თავიანთი ორეულები _ ანტინაწილაკები. მაგ., ელექტრონის ანტინაწილაკია პოზიტრონი. ეს იგივე ელექტრონია, ოღონდ განსხვავებული ნიშნის მუხტით. არსებობს ანტინეიტრონი, ანტიპროტონი და ა. შ. ელემენტარული ნაწილაკები იბადებიან და ქრებიან. ნუკლონების (ნეიტრონები და პროტონები) დაჯახებისას სიცარიელიდან სხვადასხვა ნაწილაკების მთელი კონა წარმოიქმნება.

მართლაც, ვაკუუმი სავსეა ნაწილაკებით. მათი ცხოვრება უფრო საინტერესო რომ იყოს, კარგი იქნებოდა, “მოჩვენებები”, ფანტომებიც ყოფილიყო. ასეთები მართლაც არიან _ ბოლომდე არდაბადებული, მაგრამ ძალიან მცირე დროით გამომჟღავნებული და შემდეგ უცებ გამქრალი ნაწილაკები. მათ ვირტუალური (შესაძლებელი) ნაწილაკები უწოდეს. ეს კიდევ არაფერი! აღმოაჩინეს სრულიად უცნაური ნაწილაკები _ კვარკები _ რომლებიც რეალურები არასდროს ხდებიან! ისინი მუდამ ვირტუალურები არიან. უფრო ზუსტად, მათი შემჩნევა სხვა ნაწილაკებისაგან განცალკავებით შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ კვარკების არსებობა და თვისებები თეორიულად და ექსპერიმენტულად დადასტურებულია, მათი პოვნა ჯერ ვერ მოხერხდა. სხვა გამოსავალი არაა, კვარკების ასეთი გამომჟღავნება ბუნების კანონად უნდა ვაღიაროთ. ნებისმიერი ზემოქმედების პირობებში ისინი ვირტუალურებად რჩებიან.

გარდა ამისა, არსებობენ ძლიერურთიერთმოქმედი ნაწილაკები _ ადრონები. ისინი შედგებიან კვარკებისაგან (სიტყვა კვარკი მოგონილია ჯეიმს ჯოისის მიერ თავის რომანში “აღაპი ფინეგანისა”), რომელთაც, თავის მხრივ, არამთელი ელექტრონული მუხტი აქვთ -2/3 ან -1/3 და რაც კიდევ უფრო საოცარია, კვარკებს ჰყავთ ანტიკვარკები. ადრონიდან კვარკი უძლიერესი ურთიერთქმედების დროსაც კი არ ამოფრინდება. მათ “უერთმანეთოდ სიცოცხლე არ შეუძლიათ”.

ელექტრონებისა და პროტონების ძლიერი, ერთმანეთის საპირისპირო ენერგიების დაჯახებისას იბადება კვარკი _ ანტიკვარკი. ადრონის შიგნით კვარკებს განსაკუთრებული ველი აკავებს. მას გლიუონი დაარქვეს. ე.ი. კვარკს, გარდა ელექტრული მუხტისა, აქვს გლიუმუხტი, რომელიც, თავის მხრივ, გლიუონურ ველს ქმნის.

კვარკები არსებობს ექვსი ტიპის:

უ - (უპ), დ - (დოწნ), ს - (სტრანგე) ც - (ცჰარმ) ტ - (ტოპ) ბ - (ბეაუტყ)

ანუ ზედა, ქვედა, უცნაური, მომხიბვლელი, უმაღლესი, მშვენიერი.

მათ ფერებითაც ახასიათებენ: წითელი, ყვითელი, ლურჯი... კვარკის ფერი იცვლება მაშინ, როდესაც გლიუონის გამოთავისუფლება ხდება. კვარკის ელექტრული ველი მის გარშემო სფერულადაა განაწილებული, ხოლო გლიუონური ველი თავმოყრილია ძუასავით ვიწრო მილში. ე.ი. კვარკსა და ანტიკვარკს შორის თითქოს გლიუონური ველის სიმია გაჭიმული. გლიუონური ველის გამოგლეჯა ამ ვიწრო მილისაგან, სიმისაგან, შეუძლებელია. ამ შეუძლებლობასაც კი მოუძებნეს სახელი _ ”კონფაინმენტი” (ციხეში დამწყვდევა). სახელი კი მოუგონეს, მაგრამ თვითონ მოვლენა ბოლომდე ჯერ ახსნილი არაა.

ამას გარდა, ვაკუუმს გამსჭვალავს გრავიტაციული ველი, ანუ ის მიზიდულობა, რომელიც ახლა თქვენ სკამზე გაკავებთ. აინშტაინმა იწინასწარმეტყველა, რომ სხეული თავისი გრავიტაციული ველით ცვლის სივრცის გეომეტრიას, ამრუდებს მის მახლობელ სივრცეს. მაგ: მზის მახლობლობაში სამკუთხედის შიგა კუთხეების ჯამი აღარაა 180 გრადუსი, ორ წერტილს შორის უმოკლესი მანძილი აღარაა წრფე. წრეწირის სიგრძის შეფარდება რადიუსთან აღარაა 2. შორეული ვარსკვლავებიდან წამოსული სხივი მზის მახლობლობაში მრუდდება, რადგან გრავიტაციული ველი ასრულებს ნულოვან რხევებს, მასთან დაკავშირებული გეომეტრიაც იცვლება, იცვლება 2-ც.

თავდაპირველად აინშტაინის ფარდობითობის თეორიამ ეთერის, როგორც ცნების არსებობა, ასე ვთქვათ, დღის წესრიგიდან საერთოდ მოხსნა. სწორედ იმ პერიოდში, ეთერი, როგორც ცნება, შეცვალა ვაკუუმმა. ეთერი გარდაიცვალა.

მაგრამ მეცნიერებაში ახალი ძველს არ კრძალავს. ძველი და ახალი იდეები იხლართებიან, ერთმანეთში აღწევენ. ძველს მეცნიერული რევოლუციაც კი არ უარყოფს, ის მას მხოლოდ თავიდან იაზრებს. მეცნიერება ძველი და ახალი იდეების გამოყენების საზღვრებს ადგენს. ახალი ტერმინის შემოღების შემდეგ მეცნიერები მალე მიხვდნენ, რომ ეს ვაკუუმი არაა სიცარიელე, ის უსასრულო რაოდენობის რხევით, რიტმით, ვიბრაციითაა გაჟღენთილი. ამიტომ შემოაქვთ ახალი სახელწოდება _ ფიზიკური ვაკუუმი, ანუ სიცარიელე განსხვაებული გაგებით _ სიცარიელე ვიბრაციებით.

ვიმეორებთ, რომ მეხუთე სუბსტანცია (ირეალური სამყაროს პირველი სუბსტანცია), იგივე ფლუიდი, ეთერი, არანივთიერი სინათლე, ღვთის გრძნობა, დაოს სიცარიელე, ფიზიკური ვაკუუმი . . . აზრობრივად ერთი და იგივეა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღესდღეობით ადამიანი სამყაროსაც და საკუთარ თავსაც აღიქვამს მხოლოდ მატერიაში მყოფ ფიზიკურ სხეულში.

მომავალში ის შეძლებს სამყაროს და თავისი პირადობის აღქმას ეთერულ სხეულში. უფრო მოგვიანებით -ასტრალურ სხეულში ხოლო ფინალში:D მატერიისაგან "თავისუფალ" ფიზიკურ სხეულში, რომელსაც არ ახასიათებს ის პროცესი რასაც "კვდომა" ჰქვია. ადამიანი შეძლებს ფიზიკური სხეულის მუდმივ კონსტრუირებას სიკვდილის გარეშე.

სიკვდილი ხომ იმიტომ დგება, რომ ფიზიკური სხეულის ორგანოები ცვდება და უვარგისი ხდება სამშვინველის მომსახურებისათვის.

ეს პერიოდი დადგება არა უადრეს, სანამ ადამიანი მთლიანად შეიმეცნებს მინერალის სამყაროს და სრულად აითვისებს მატერიის კანონებს.

ამიტომაა, რომ ახლა ამ ეტაპზე ადამიანს მხოლოდ მინერალზე ზემოქმედება შეუძლია და ქმნის მინერალურ საგნებს.

მაშინაც კი, როცა ის ცოცხალი ორგანიზმის შექმნაზე ექსპერიმენტირებს, მას სინამდვილეში კვლავ და კვლავ მინერალური სამყაროს კანონებთან აქვს საქმე.

ეთერულ სხეულში აღმქმელი ადამიანი მიმავალში უკვე სიცოცხლის კანონებთან იურთიერთებს და მართლაც შეძლებს ცოცხალი ორგანიზმის შექმნას. -არა გამოყვანას უკვე არსებულიდან (ანუ მინერალურ სხეულში არსებულზე მანიპულირება), არამედ სრულიად ახალი სიცოცხლის ფორმის შექმნას.

და ა.შ.-პერსპექტივა უსაზღვროა.:D

:yes2:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

TATდამემოწმება:))

ერთ შეკითხვას მაინც მოგცემ, დასაფიქრებლად და განსაზოგადებლად:

როდესაც გაქვს გარკვეული ნივთიერებები და იცი მათი მნიშვნელობა და ბუნება, ვთქვათ -გოგირდი, ჟანგბადი და წყალბადი, მაშინ ისიც იცი, რომ თუ მათ შეუქმნი განსაზღვრულ პირობებს და შეაერთებ, აუცილებელი კანონის მიხედვით მიიღებ გოგირდმჟავას.

მაგრამ ამ პირობების შექმნა მხოლოდ შენს ნებას ემყარება.

დაარქვი ახლა ამას გინდა წინასწარმეტყველება და გინდა მკითხაობა. ამით საქმის არსი არ შეიცვლება.

ზუსტად ასევეა სულიერ რეალობასთან მიმართებაში.

მაგრამ შენ კარგად განსწავლული მატერიალისტიც არ ხარ ჯერ.:D

ჰოდა განვითარებას გისურვებ. :2kiss:

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე აღვიქვავ ასტრალურ სხეულებს..

არ ვღადაობ :)

 

მართლა... უბრალოდ ამის დეკლარირება არ შემიზლია ადამიანურ დონეზე თქვენ, რომ გადმოგცეთ.. ცოტაც მაცადეთ და იქნება :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nuaka

ბუნაბაში ცალკე აღებული ქლორი არის საწამლავი, ნატრიუმი კი არასტაბილური ნივთიერებაა, ოდნავი შეხებაც საკმარისია მისი აფეთქებისათვის. მაგრამ ხდება საოცრება, როდესაც ეს ორი ნივთიერება ერთდება ვღებულობთ სიცოცხლისათვის აუცილებელ ელემენტს - ნატრიუმქლორს (სუფრი მარილი).

ანუ თუ მე გამაჩნია არსი და თვისება და თქვენც არსი და თვისება და ჩვენ გვაკავშირებს რაღაც მიზნის აღსრულების იდეა, ამ შემთხვევაში უკვე ჩვენში წარმოიქმნება ერთობლივი არსი და თვისება. ე.ი. ვიყავით პავლე გავხდით სავლე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანუ თუ მე გამაჩნია არსი და თვისება და თქვენც არსი და თვისება და ჩვენ გვაკავშირებს რაღაც მიზნის აღსრულების იდეა, ამ შემთხვევაში უკვე ჩვენში წარმოიქმნება ერთობლივი არსი და თვისება

დიახ, მაგრამ აქ უმთავრესი გამოგრჩათ:) - ნება!

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ამას ვინებებთ, ე.ი. თუ შევქმნით სათანადო პირობებს საამისოდ.

ამას კი ნების თავისუფლება განსაზღვრავს.

და იმისათვის რომ სავლე გახდეს პავლე, მარტო კანონი არ კმარა. პირადი ნებაა საჭირო. :yes2:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nuaka

ნება არა არამედ თუ "ჩვენ გვაკავშირებს რაღაც მიზნის აღსრულების იდეა" ჩვენი ერთობლივი ძალა პირობითად უკვე შეადგენს არა 2. არამედ დაახლოებით 7-ს. თუ მესამე ემატება ძალა უკვე იზრდება გეომეტრიული პროგრესიით (7X7=49) და ა.შ. (მაგ.12 მოციქული (თავიდან არაფრით გამორჩეული დანარჩენებისაგან) ერთიანდება ერთი იდეის ორგვლივ, რაოდენობა გადადის თვისებაში და შედეგი ჩემზე უკეთ იცით)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nuaka

ადამიანი შეძლებს ფიზიკური სხეულის მუდმივ კონსტრუირებას სიკვდილის გარეშე

ადამიანის გონი ალბათ შეძლებს სრულყოფილი მანქანების შექმნას, მაგრამ სულს (რომელსაც ექნება გრძნობა) ვერა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ დროს სული გამოდის სხეულიდან და მოგზაურობს.

არის საშიშრობა, რომ სხვა დაეპატრონოს სხეულს.

 

ამის ერთი ფაქტი საქართველოშიც დაფიქსირებულა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nuaka

სული უკვდავია. ამას არაცნობიერად მრავალი ხვდება.

მაგალითად, არტურ შოპენჰაუერის აზრით: _”ევროპა დედამიწის ის ნაწილია, სადაც ბრმად და ჯიუტად სწამთ, რომ ადამიანი არაფრისაგან შეიქმნა და ეს დაბადება არის მისი პირველი მოვლინება ამ მიწაზე.”

ამაში დარწმუნებულნი იყვნენ სოკრატე, პლატონი, პითაგორა. ცხოვრების ბოლოს სოკრატემ განაცხადა _ მე ეჭვი არ მეპარება იმის არსებობაში, რასაც ახალ სიცოცხლეს უწოდებენ. იმაში, რომ ცოცხლები მკვდრებისგან აღდგებიან. პითაგორას კი მისი წარსული ცხოვრებები ახსოვდა.

ვოლტერი _ ორჯერ დაბადება ერთხელ დაბადებაზე გასაკვირი როდია.

ბენჟამენ ფრანკლინი _ თუ აღმოვაჩინე, რომ ამ სამყაროში ვარსებობ, მაშინ მწამს, რომ ამა თუ იმ ფორმით მე მუდმივად ვიარსებებ.

გოეთე _ დარწმუნებული ვარ, რომ მე ამ სამყაროში უკვე ათასჯერ ვიყავი, როგორც _ ახლა, და იმედი მაქვს ასევე ათასჯერ დავბრუნდები.

ონორე დე ბალზაკი _ ყველა ადამიანი გაივლის წინარე ცხოვრებას . . . ვინ იცის, სამოთხის მკვიდრმა რამდენი სხეულებრივი ფორმა გაიარა, სანამ მას იდუმალი სიჩუმის ფასეულობასთან მიიყვანდნენ, რომლის ვარსკვლავიანი სივრცეც მხოლოდ სულიერი ცხოვრების წინარე მდგომარეობაა.

ტოლსტოი _ ჩვენ ცხოვრებაში სიზმარივით გავივლით ათასს. ასევე ეს ცხოვრება არის მეათასედი იმ ცხოვრებისა, სადაც უფრო ნამდვილი, რეალური ცხოვრებიდან შევდივართ. სწორედ ამ რეალური ცხოვრებიდან, გამოვედით და იქვე ვბრუნდებით, როცა ვკვდებით. ჩვენი ცხოვრება უფრო ნამდვილი ცხოვრების ერთი სიზმარია და ასე გრძელდება უსასრულობამდე, უკანასკნელ, ნამდვილ ცხოვრებამდე, ანუ ღვთიურ სიცოცხლემდე.

პოლ გოგენი _ როცა ირღვევა ფიზიკური სხეული, სული ცოცხლობს, დეგრადირდება ან მაღლდება იმისდა მიხედვით ღირსეულად თუ უღირსად ცხოვრობდი.

ერიკ ერიკსონი _ ”მოდი, ნუ დავხუჭავთ თვალს: ჯანმრთელად მოაზროვნე ადამიანი სულის სიღრმეში დარწმუნებულია, რომ ის ცოცხლობდა მუდმივად და ასევე იცოცხლებს ამ ცხოვრების შემდეგ”.

არაცნობიერად მრავალი სხვა გააზრებული და გაუაზრებელი მიდის მუდმივი სიცოცხლის აზრთან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...