lasha_alo Posted January 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2010 არსებობს?სიმართლეა ტუ ზღაპრები. ვის გჯერათ და ვის არა ?! ვიცი ქრისტიანული სწავლება არნიშნულს უარყოფს,აგრეთვე ათეზმისთვისაც ეს მიუღებელია. მაგრამ არიან ადამიანები ,ვინც ამტკიცებენ,რომ ასტრალში მოგზაურობა სესაძლებელია . მოკლედ გავშალოთ თემა.რამდენად ფილოსოსოფიას ეხება ვერ გეტყვით?მეტაფიზიკაზე ცალკე განყოფილება არ გვაქვს და ამიტომ აქ ვამჯობინე გამეხსნა.თუ ვცდები გადაამისამართეთ პატივცემულმა მოდერებმა. მგონი საინტერესო თემაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted January 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2010 (edited) ქართული რეზიუმეც მოაყოლე შენს გახარებას Edited January 5, 2010 by Jonathan Livingston Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted January 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2010 თუ კასტანედას ასტრალს გულისხმობ არსებობს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted January 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2010 თუ კასტანედას ასტრალს გულისხმობ არსებობსვგულისხმობ ე.წ მეტაფიზიკასი გავრცელებულ აზრს თითქოს ადამიანს ფიზიკულ სხეულთან ერთად გააჩნია ასტრალური +მენტალური სხეული. ნამდვილად არა მეცნიერება ,მაგრამ ერთერთი ყველაზე განხილვადი თემააა და.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted January 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2010 lasha_alo ვგულისხმობ ე.წ მეტაფიზიკასი გავრცელებულ აზრს თითქოს ადამიანს ფიზიკულ სხეულთან ერთად გააჩნია ასტრალური +მენტალური სხეული.ასტრალური სხეული როგორია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted January 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2010 მეტაფიზიკა არ ვიცი და ადამიანის გონს რომ განუსაზღვრელი შესაძლებლობანი გააჩნია მაგაში იოტისოდენა ეჭვიც არ მეპარება... იმაზე უფრო მეტი ვიდრე წარმოგვიდგენია. აი ფიზიკური სიკვდილის მერე რა ინება ეგ აღარ ვიცი ალბათ გონიც მოკვდება... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted January 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2010 ასტრალური სხეული როგორია?ვიცი და გიმალავ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted January 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2010 lasha_alo ასტრალური სხეული როგორია?ასტრალური სხეული აი ისეთი, რაღაცნაირი, აი როგორია იცი.. აი.. ენაზე მადგას და ვერ ვიძახი რაა... :D Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted January 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2010 არსებობს?არსებობს.სიმართლეა ტუ ზღაპრები.სიმართლეა.ვიცი ქრისტიანული სწავლება არნიშნულს უარყოფსეგზოთერული ქრისტიანობა ამაზე არ საუბრობს.ადამიანის და სამყაროს აღნაგს,სამყაროს პირველმიზეზსა და მისი გამოვლენის პროცესის რაობას,ამ პროცესის მიზანს (ცხადია იგულისხმება ადამიანის მიზანიც) მიემართება სულიერი კვლევა.სულიერი კვლევა მუდამ არსებობდა უძველეს მისტერიალურ კულტებში, ხოლო ქრისტეს შემდგომ სულიერი კვლევის ყველა მიმართულებას განსაზღვრავს ქრისტიანული ეზოთერიკა.ეზოთერული ხედვა და აღქმა ნებისმიერ გარეგამოვლენილ ფაქტს განიხილავს სწორედ შინა არსეულად, არსობრივად და არა მისი მატერიალურ ემპირიკაში განფენილობიდან.ამიტომ, ეზოტერული კვლევის მეთოდს საქმე აქვს სამყაროს პირველსაფუძვლებთან და არსობრიობასთან,რის მიერაც არსებობს გარეგანსაზღვრული სამყარო.ეს არ გახლავთ გონება-განსჯითი დამოკიდებულებიდან წარმომდგარი ინდუქტიური მიმართებები. თუმცა ეს სრულიადაც არ ნიშნავს ლოგკის და საერთოდ აზროვნების უნარების ნიველირებას.სულიერი ემპირიკა ისევე რეალურად არსებობს, როგორც მატერიალური.სულიერი ემპირიკის შესამეცნებელი სათანადო აღქმის ორგანოები ჯერ კიდევ ჩანასახის მდგომარეობაში აქვს ადამიანს.ადამიანის მომავალი განვითარება სწორედ ამ უნარების გამომუშავებას უკავშირდება.სათანადო განვითარების პირობებში კი სამყარო ადამიანის წინაშე წარსდგება , როგორც უნივერსალური ცნობიერების (სულის) ცოცხალ ფორმათა გამოხატულება.ადამიანი დღესდღეობით ფლობს განსჯითი აზროვნების უნარებს, რაც მან ასევე გარკვეულ ეტაპზე გამოიმუშავა - მატერიალური (ანუ გარეგამოვლენილი) სამყაროს აღქმისა და შემეცნებისათვის.ასევე მოხდება სულიერი შემეცნების იმ უნარების განვითარება, რომლებიც პოტენციის სახით ისევე არსებობს ადამიანური მოდგმის გენეტიკაში, როგორც ზემოხსენებული განსჯითი აზროვნების უნარები.ხომ ფაქტია, რომ ეს უნარებიც ასევე ევოლუციის გარკვეულ ეტაპზე განვითარდა?ანუ ამ უნარებსაც ასევე პოტენციის სახით ფლობდა განვითარებაში მყოფი ადამიანი. რამდენად ფილოსოსოფიას ეხება ვერ გეტყვით?მთელი ანტიკური ფილოსოფია,მოყოლებული თალესიდან - არისტოტელემდე - ეყრდნობოდა სწორედ სულიერ-ეზოთერულ კვლევას.ეს კვლევა კი ძველ მისტერიებში მიმდინარეობდა ხელდასხმის კულტურის მეშვეობით.ასე იბადებოდა ძველი სოფია ელევზინის, თრაკიის,სიროსის კოლოფონის და სხვ. მისტერიებში.მისტერიალური სიბრძნის გამოხატულებაა თალესის, ჰერაკლიტეს, ემპედოკლეს, პითაგორეს, ქსენოფონეს,სოკრატეს, პლატონის და სხვ. ნააზრევი.მაგრამ სულ სხვაა პლატონის შემდგომი ფილოსოფია.არისტოტელედან მოყოლებული კაცობრიობაში იწყება განსჯითი უანრების აღორძინება. რის გამოც სულიერ-შემეცნებითი კვლევის პრაქტიკა ინვოლუციაში გადადის და გზას უთმობს გარემატერიალური სამყაროს შემეცნებას გონებაჭვრეტითი გზით. ლოგიკისა და დედუქციის კანონების განვრცობით მეცნიერული ემპირიკის სამყაროზე და ექსპერიმენტებზე.დღეს უკვე სხვა ვითარება იწყება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted January 10, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2010 შტაინერი წაიკითხეთ!არსებობს რომელია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted January 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 ჩასტრალური სხეული როგორია?ასტრალური სხეული არის შეგრძნებების, გრძნობების,განცდების სხეული.ადამიანს ასტრალური სხეულით საერთო აქვს ცხოველურ სამყაროსთან.ისევე, როგორც მცენარულ სამყაროსთან აქვს საერთო ეთერული (სიცოცხლის) სხეულითხოლო მინერალურ სამყაროსთან (არაორგანული ბუნება) -ფიზიკური სხეულით. ადამიანის გრძნობის ორგანოებს დღესდღეობით შეუძლია მხოლოდ ფიზიკური სამყაროს აღქმა და მხოლოდ ფიზიკურ სხეულს ხედავს.ცნობიერების ამჟამინდელი მდგომარეობით ადამიანი ჯერ ვერ აღიქვამს დანარჩენ სხეულებს( და შესაბამისად სამყაროებს).ანუ ადამიანს დღესდღეობით არ ძალუძს ეთერული და ასტრალური სხეულების აღქმა.ამ სხეულების აღქმის უნარებს ადამიანი თანდათან გამოიმუშავებს თავისი ევოლუციის მომდევნო ეტაპებზე. ასტრალური სხეული (ასტრა) ნიშნავს ვარსკვლავიერ სხეულს. თუ რატომ ჰქვია ასე, ამას აქვს თავისი მიზეზი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mea Posted January 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 (edited) ვერ გავიგე თემის ავტორი რას გულისხმობს.. ასტრალურ სხეულს თუ ასტრალს? ერთიც არსებობს და მიორეც ასტრალური სხეული არის შეგრძნებების, გრძნობების,განცდების სხეული.ადამიანს ასტრალური სხეულით საერთო აქვს ცხოველურ სამყაროსთან.ისევე, როგორც მცენარულ სამყაროსთან აქვს საერთო ეთერული (სიცოცხლის) სხეულითხოლო მინერალურ სამყაროსთან (არაორგანული ბუნება) -ფიზიკური სხეულით. ადამიანის გრძნობის ორგანოებს დღესდღეობით შეუძლია მხოლოდ ფიზიკური სამყაროს აღქმა და მხოლოდ ფიზიკურ სხეულს ხედავს.ცნობიერების ამჟამინდელი მდგომარეობით ადამიანი ჯერ ვერ აღიქვამს დანარჩენ სხეულებს( და შესაბამისად სამყაროებს).ანუ ადამიანს დღესდღეობით არ ძალუძს ეთერული და ასტრალური სხეულების აღქმა.ამ სხეულების აღქმის უნარებს ადამიანი თანდათან გამოიმუშავებს თავისი ევოლუციის მომდევნო ეტაპებზე.ასტეა : ) Edited January 11, 2010 by mea Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
MR:RAZIEL Posted January 11, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 11, 2010 ერთი პერიოდი თU ეს ის ასტრალია რაც მე მგონიავმუშაობდი (შეიძლება ითქვას ვვარჯიშობდი) მაგრამ შედეგი ისეთI არ იყო რომ აქ დაწერად ღირდესგედარებით დასაგებად და მაინც გაუგებრად რო ვთქვა შანსი მქონდა და ვერ დავძლიე რაღაც ბარიერი რის გამოც შანსი ხელიდან გავუშვიასტრალზე და მზგავს "რაღაცეებზე" ვკითხულობდი ადრე (სადღაც ნახევარი წლის წინ) მაგრამ ეხლა შევეშვი ალბათ მომავალში ისევ დავუბრუნდები რადგან ამ ცხოვრების ჭეშმარიტებასთან ყველაზე ახლოს მდგომი საფეხურია... პს: იმედია თქვენი საუბარიც იმ ასტრალზეა რომელსაც მე ვგულისხმობ.... ყველას პოსტი არ წამიკითხია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
NaNoOo Posted January 24, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2010 ასტრალიი არ შეიძლება იყოს გეოგრაფიული არსებობა სადაც მიხვალ, მასთან მისვლა არ შეიძლება ესაა უბრალოდ პარალელურიი სამყაროოო ... გიტარის სიმებისეული ... მეც მაინტერესებდა ვერ მოგატყუებთ და გეტყვით რომ ბევრიც წავიკითხე ამის შესახებ... ასტრალში გადასვლისას რაღაც დიდ თავისუფლებასა და ბედნიერებას გრძნობ თურმე ... მაგრამ ამ ყველაფერს ვარჯიში უნდა ზოგი ასტრალში შესვლისას მხოლოდ ხმები ესმის ზოგს კი აქეთ-იქით ოთახებში და მის გარეთაც შეუძლია გადაადგილება ეს დამოკიდებულაი თუ რამდენად დააკვირვებული ხარ ანუუ რამდენად გააზრებულია რალურ ცხოვრებაში შენი საქციელი მაგალითად ისევე როგორც შუქის ანთება ან ჭამა. ასტრალში ყოფნისასს იმ შემთხვევაში შეგიძლია რაიმეს დანახვა თუ შენ ეს ყვლეაფერი გაქვს ტვინში ჩაბეჭდილიი ასე რომმ ამ შემთხვევაში შენ თვალების ფუნქციას ტვინი ასრულებს. ვცდილობდი ამაზე მევარჯიშა და რათქმაუნდა ვერაფერი გამომივიდაა ... ამას ძალიან ძლიერი ნებისყოფა და ვარჯიში ჭირდება ... ისე როცა მოვინდომე (დედა რა მეტიჩარა ვარ) რომ მეც გამეკეთებინა ასტრალის ვარჯიშები და ჩემი ჭკუით პარალელურ სამყაროში გადავსულიყავი ყველა ის წინაპირობა გავაკეთე მოვადუნე სხეული აზროვნების შეჩერაბაც რაღაცნაირად მოვახერხე ძალით ძალით და ბოლოსსს რაღაცამ გამკრა რომ რაღაც სხვას ვგრძნობდიი ვერ გეტყვით ეგ რა იყოო და იმდენად შემეშინდა რომმ შევკრთიი და ყველაფერი წყალში ჩAმივარდა ! დავები იმის შესახებ არსებობს თუ არა ასტრალიი ჩემი აზრით მართალია ... თუ არსებობს პარალელურიი სამყაროებიი რასაც ზოგი მეცნიერიი საკმაოდ კარგად გვისაბუთებს ესეიგი კარები ჩვენი სამყაროდან ამ პარარელურ განზომილებაში შეიძლება რომ არსებობდეს და კდიევ შეიძლება რომ ეს კარიბჭე ზუსტად ასტრალი იყოს .... გიჟი არ გეგონოთ ... :givi: :gavtsitldi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Dorotea Posted January 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2010 მეც მგონია რომ მხოლოდ ფიზიკური სხეული არ უნდა მქონდეს თოლია ჯონათანივით ბევრს თუ ვივარჯიშებთ და მატერიალური სურვილების დაკმაყოფილებას არ დავიწყებთ, იქნებ ჩვენც შევძლოთ აზრით გადაადგილება (მე ალბათ ვერასოდეს) და დავინახოთ, ის რაც საზღვრის იქით არის. ჯონათან აჰა შენ ავატარი http://s12.radikal.ru/i185/1001/8c/25862d702cf7.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.