Jump to content
Planeta.Ge

"ოპოზიცია" ჟურნალისტების ნავსაყუდელია?


Recommended Posts

მასმედია

08:03 / 05-01-2010

ინგა გრიგოლია ოპოზიციაში მიდის

 

- ინგა, ამას წინათ აღნიშნე, რომ გადაცემის გაკეთების შანსს ვეღარ ხედავ. მართლა აპირებ პოლიტიკაში წასვლას?

- ამ წუთას გადაცემის გაკეთების შანსი ნულის ტოლია, აპრილამდე, სანამ ლონდონში ვიქნები, დიდი დროა, მაგრამ ვგრძნობ, რომ ეთერში ვეღარ დავბრუნდები. რომ არ მოგატყუო, პოლიტიკაში წასვლაზე სერიოზულად ვფიქრობ.

 

- ესეც დიდი სიურპრიზია...

- შენთვისაც ბევრჯერ მითქვამს, რომ პოლიტიკაში არაფრის დიდებით არ წავიდოდი, თუმცა მანამდე, სანამ ტელევიზიაში მექნებოდა ჩემი საქმის კეთების შესაძლებლობა. რადგან გადაცემას პერსპექტივა არ აქვს, მცირე ხანში ალბათ მივიღებ გადაწყვეტილებას. გულწრფელად გეტყვი, სამი დღით ჩამოვედი და ჩემს შვილთან ერთად გავატარებ დროის უმეტეს ნაწილს, მაგრამ მექნება სერიოზული შეხვედრებიც.

 

- თუ დავაკონკრეტებთ, ეს იქნება შეხვედრა გიორგი თარგამაძესთან?

- რატომ უნდა დავმალოთ?! დიახ, გიორგისთან ვაპირებ კონსულტაციას. არ ვიცი, რა იქნება ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება, მაგრამ ნამდვილად მინდა გითხრა, რომ სამჯერ მქონდა ოპოზიციური პარტიებისგან შემოთავაზება და კატეგორიული უარი ვთქვი, ახლა კი ასე აღარ ვარ განწყობილი. არასდროს მიმიღია გადაწყვეტილება ცხელ გულზე, ყოველთვის გონებით ვმსჯელობ. ხანდახან პოპულარული ნაბიჯი გადამიდგამს, ხანაც არაპოპულარული, მაგრამ მხოლოდ გონებით. ახლაც ბევრს ვფიქრობ და დროც მაქვს ამ ფიქრისთვის.

 

- მოკლედ, ადვილი შესაძლებელია, ოპოზიციონერ ქალბატონად მოგვევლინო...

- პოლიტიკურ არენაზე საქმიანობა ჩემთვის ჟურნალისტიკაზე გაცილებით საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან აღარ მომიწევს საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების დამალვა. თუ მივიღე პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება, პირობას გაძლევ, რომ ძალიან ბევრ საინტერესო რამეს გავაკეთებ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნუ ლოგიკა ყველაფერშია:-სოფელში უკან ეგ არ დაბრუნდებოდა ასე რომ სხვა სად უნდა წასულიყო-პოლიტიკაში!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ინგა გრიგოლია პოლიტიკაში წასვლას აპირებს :D
გიორგი თარგამაძესთან?

ესე იგი, ობოზიციასთან :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი თარგამაძესთან?

ესე იგი, ობოზიციასთან

უჰუ

http://s2.rimg.info/cc4395aeb80d12c9b9fe7e29d94360ab.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ინგა გრიგოლია პოლიტიკაში წასვლას აპირებს :D

მაღალი ალბათობით მიშას ლოცვა-კურთხევით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

მაღალი ალბათობით მიშას ლოცვა-კურთხევით.

ის არ დამავიწყდება არასდროს - მიშას "არჩევნების" და "იმედის" განადგურების მერე ინგამ, რომ ინტერვიუ აიღო მიშიტოსგან

პრიჩესანი, გაბუტულტუჩებიანი დევოჩკა, რომ ეჯდა მიხაკოს წინ და თვალებში შესციცინებდა

FუF, რა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest ჭანო
შენთვისაც ბევრჯერ მითქვამს, რომ პოლიტიკაში არაფრის დიდებით არ წავიდოდი, თუმცა მანამდე, სანამ ტელევიზიაში მექნებოდა ჩემი საქმის კეთების შესაძლებლობა.

ანუ ხელომცარული ურნალისტი ოპოზიციაში მიდის!!!

ოეეე, ერთი კაპასი "პოლიტიკოსი" ქალი აკლია ჩვენს ბედნიერებას!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ის არ დამავიწყდება არასდროს - მიშას "არჩევნების" და "იმედის" განადგურების მერე ინგამ, რომ ინტერვიუ აიღო მიშიტოსგან

პრიჩესანი, გაბუტულტუჩებიანი დევოჩკა, რომ ეჯდა მიხაკოს წინ და თვალებში შესციცინებდა

FუF, რა!

kisa

მაგარი საზიზღრობა იყო, ჩემო კისა, მ ა გ ა რ ი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

მაგარი საზიზღრობა იყო, ჩემო კისა, მ ა გ ა რ ი

ყოველთვის ხელისუფლების მარიონეტკა იყო, შევარდნაძედან დაწყებული...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ინგა თარგამაძესთან მიდისო....

 

მდაა...იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ქრისტიან დემოკრატები ხელისუფლების შექმნილ მართული ძალაა

 

და თბილისის არჩევნებს გავიხსენებთ, გასაგებია ყველაფერი

 

ყველაფერს აკეთებენ, რომ ძირითად ოპო კანდიდატს ხმები წაართვან!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...