bimo Posted January 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2010 აფხაზეთი, საქართველოს ძირძველი მხარე თეიმურაზ გვანცელაძე - ენათმეცნიერი (პროფესორი) საქართველოს აფხაზეთის კუთვნილებაზე აფსუებსა და მათ მხარდამჭერებს ერთხმა პასუხი აქვთ: არამცთუ ახლანდელი აფხაზეთი, არამედ მთელი დასავლეთ საქართველოც კი თავდაპირველად ამჟამინდელ აფსუათა წინაპრებით ყოფილა დასახლებული, ხოლო ქართველთა წინაპრებიაჭარის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოსა და სვანეთის მხარეში თურმე მოგვიანებით დასახლებულან,ახლანდელ აფხაზეთში კი მათ თურმე XIX-XX საუკუნეებამდე საერთოდ არ უცხოვრიათ. ვერ დავმალავთ, რომ ამ მოსაზრებასსაფუძვლად უდევს ზოგიერთი გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, კერძოდ, ნიკო მარის, ივანე ჯავახიშვილის, სიმონ ჯანაშიასა და სხვათა დაუსაბუთებელიმოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით და მათ დღესაც ჰყავთ დამცველები ქართველ მკვლევართა ერთი ნაწილის სახით.ბოლო ოცწლეულში ქართული მეცნიერება მნიშვნელოვანწილად განთავისუფლდა დამპყრობთა (რუსეთი, თურქეთი და ა.შ.) წნეხისაგან:გადახედულ იქნა მრავალი უკვე დრომოჭმული შეხედულება; აღდგა, ან შეიქმნა მყარად დასაბუთებული თვალსაზრისები; გამოვლინდა ახალიწყაროები; სწორი ახსნა მიეცა ადრე ცნობილი მრავალი წყაროს მონაცემებს და ა.შ. ამ დიდი და მეტად ფასეული სამუშაოების შედეგად საბოლოოდ დადგინდა,რომ: თანამედროვე აფხაზეთში ამჟამინდელ აფსუათა წინაპრებს არასოდეს უცხოვრიათ ახ. წ. XVI საუკუნემდე, რასაც ადასტურებსის, რომ არცერთ ძველ წერილობით წყაროში არ დასტურდება აფსუათა წინაპრების ბინადრობა არა მარტო აფხაზეთის, არამედ დასავლეთსაქართველოს ზემოთ ჩამოთვლილ მხარეებშიც. ისინი აქ მოსულნი არიან ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ ნაწილიდან, მდინარე ყუბანის ნაპირებიდან, სადაც ახლაცცხოვრობენ მათი უახლოესი მონათესავე აბაზები და ჩერქეზები (ეს საკითხები დაწვრილებითაა გაანალიზებული 2007 წელს გამოსულ კრებულში "ნარკვევებისაქართველოს "ისტორიიდან" (წარსულიდან). აფხაზეთი", რომლის რუსული თარგმანიც მიმდინარე წელს გამოიცა, ხოლო ინგლისურ თარგმანზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს).ამ თანმიმდევრულ და გამართულ მოსაზრებებს მხარს უჭერს როგორც წერილობითი წყაროები, ისე "კარტოგრაფიული" და "ფოლკლორული" მასალაც, მაგრამ კიდევ უფრომნიშვნელოვანია ის, რომ თვით აფსუურ ენას შემოუნახავს ისეთი ცნობები, რომლებიც გამორიცხავს აფსუათა წინაპრების ბინადრობას ახლანდელიაფხაზეთის მიწაზე ახ.წ. XVI საუკუნემდე. წინამდებარე წერილში ჩვენ სწორედ აფხაზური ენობრივი მასალის ერთ ნაწილს მიმოვიხილავთ. 1. თუკი ახლანდელ აფსუათა წინაპრები მუდამ ცხოვრობდნენ ახლანდელი აფხაზეთის მიწაზე და საუკუნეთა მანძილზე ინარჩუნებდნენ ქრისტეს რწმენას, მაშინ აფსუურ ენაში უეჭველად უნდა ჩანდეს, ერთი მხრივ, ბერძნულ ენასთან უშუალო მჭიდრო ურთიერთობის კვალი და, მეორე მხრივ, წარმოდგენილიუნდა იყოს საკუთრივ აფსუური წარმოშობის ქრისტიანული სიტყვები, მესამე მხრივ კი "ბიბლეიზმები" (ბიბლიიდან მომდინარე გამონათქვამებიდა "ეპითეტ-მეტაფორები"). ჩვენ მიერ საგანგებოდ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ:- ბერძნულ ენასთან ხანგრძლივი უშუალო ურთიერთობის კვალი საერთოდ არ შეინიშნება აფსუურ ენაში.მეტიც, თვით ბერძენის აღმნიშვნელი აბერზენ სიტყვა აფსუურს შეუთვისებია მეგრულისაგან (შდრ. მეგრ. ბერზენი);- არ არსებობს თვითმყოფადი აფსუური, ან ბერძნულიდან აღებული ქრისტიანული სიტყვები.- საკუთრივ აფსუურ ქრისტიანულ სიტყვათა მცირე ჯგუფს სიძველის კვალი არ ემჩნევა, ისინი აშკარად გვიან შუა საუკუნეებშია შექმნილი;- აფსუურში არ დასტურდება "ბიბლეიზმები":- `მამა აბრამის ბატკანი~-ს,- `ურწმუნო თომა~-ს,-`სოდომის ცოდვისა~ და სხვათა სახისა.ამ მონაცემთა საფუძველზე უნდა დავასკვნათ, რომ აფსუათა წინაპრებს არ ჰქონიათ უშუალო, ხანგრძლივი და მუდმივი შეხება ძველ ბერძნულ ქრისტიანულსამყაროსთან. ამ კუთხით ფრიად საყურადღებოა ის, რომ აფუურ ენაში ძირითად ქრისტიანულ ცნებათა გამოსახატად საკმაოდ ხშირად გამოიყენებამაჰმადიანური სიტყვები, რომლებიც ამ ენაში გვიან შუა საუკუნეებამდე ვერ მოხვდებოდნენ (ეს სიტყვები ძირითადად თურქულიდან, ან ამ ენის შუამავლობითაანასესხები, თურქებს კი ამჟამინდელი აფხაზეთთან შეხება XVI საუკუნემდე არ ჰქონიათ). ეს ტერმინებია:- ჯანათ - "სამოთხე",- ჯაჰანუმ - "ჯოჯოხეთი",- ამაალიქ - "ანგელოზი",აფააიმბარ - "წინასწარმეტყველი",აკაამეთ - "მეორედ მოსვლა"; "საშინელება",აჯალ - "სიკვდილის ჟამი" და მრავალი. სხვანი.კიდევ უფრო მნიშვნელოვანია სხვა გარემოება:აფუურ ქრისტიანულ მეტყველებაში გამოიყენება ქართველური წარმოშობის, ან ქართველიზებული სიტყვების ერთი ჯგუფი, რომლებიც საშუალებასიძლევა ამ სიტყვათა აფუურ ენაში დამკვიდრების დროის მიახლოებით განსაზღვრისა, შესაბამისად, ამ სიტყვათა მეშვეობით შესაძლებელია აფსუათაგაქრისტიანების დროის გარკვევაც. ამ დასკვნებს, გარდა ზემოთ აღნიშნულისა, განამტკიცებს ის ფაქტიც, რომ აფსუურ ენაში, ორიოდე გამონაკლისის გარდა,სწორედ ქართველური ან ქართველიზებული საკულტო სიტყვებით გადმოიცემა ძირითადი ქრისტიანული ცნებები:- ჯვარი,- ქრისტე,- ქრისტეშობა,- ქრისტიანი,-მთავარანგელოზი,-წყალკურთხევა,-ეპისკოპოსი,- ბერი,-კვირიკობა,-პეტრეობა,-ბზობა და მრ. სხვა.აფსუათა შორის ქრისტიანობის გვიან (XVI-XVIII საუკუნეებში) გავრცელება და რწმენის სისუსტე (რწმენის ზედაპირულობა) ჩანს იქიდანაც, რომაფხაზეთში არ დასტურდება არცერთი აფსუური "ტოპონიმი", რომელიმე ქრისტიანული ცნების, ან წმინდანის სახელთან რომ იყოს დაკავშირებული (შდრ.ქართული ტოპონიმები: ჯვარი, სამება, შემოქმედი, ამაღლება, ნინოწმინდა, ანდრიაწმინდა, სტეფანწმინდა, მანცხვარკარი...).2. თუკი აფსუათა წინაპრები იმთავითვე ცხოვრობდნენ თანამედროვე აფხაზეთის მიწაზე და თუნდაც XIსაუკუნიდან იყვნენ ერთიანი ქართული სახელმწიფოს მოქალაქეები, ხოლო, როგორც ინგლისელი პროფესორიჯორჯ ჰიუიტი ფიქრობს, მათმა წინაპრებმა VII-IX საუკუნეთა მიჯნაზე დაიპყრეს დასავლეთ საქართველო,მაშინ დასავლეთ საქართველოს ქართველურ კილოებშიც (მეგრულში, სვანურ კილოებში, იმერულში, გურულში, ლეჩხუმურში, რაჭულში,აჭარულსა და ლაზურში) და ქართულ სამწიგნობრო ენაშიც აუცილებლად უნდა იყოს წარმოდგენილი სახელმწიფოს მართვის, ყოფით ურთიერთობათადა საქმის წარმიების ამსახველი აფსუური სიტყვები, ხოლო თვით აფსუურ ენაში ასევე აუცილებლად უნდა შემორჩენილიყო შესაბამისიბერძნული სიტყვების ნაწილი მაინც. მაგრამ არც ქართველურ ენა-კილოებში ჩანს ამ სახის აფსუური მეტყველება და არც აფუურ ენაშია ამავე ჯგუფთაბერძნული სიტყვების რაიმე კვალი, რაც ფრიად საყურადღებო საბუთია.3. აფსუურ ენაში დადასტურდებული ძირითადი ყოფითი სიტყვებით ასახულია გვიანი შუა საუკუნეების ყოფითი ურთიერთობანი, ანუბატონყმობის ეპოქის ვითარება. ამ სიტყვებიდან თავადის, უფლისწულის, შინაყმის, გამდელის, ძიძის, ტყვის აღმნიშვნელი სიტყვები ქართული წარმოშობისაა.მნიშვნელოვანია ისიც, რომ აფსუურ ენაში არ დასტურდება მეფის, ხელმწიფის აღმნიშვნელი საკუთარი სიტყვა (ა-ჰუნთქარ და ა-კრალ ნასესხებიათურქულიდან), არ არსებობს არც სამეფოსა და სახელმწიფოს აღმნიშვნელი თვითმყოფადი სიტყვები. არანაკლებ საყურადღებოა კიდევ ერთი გარემოება:სამშობლოს ცნებას აფხაზურში ა-ფსადგილ და აჯინჯტვულა სიტყვები აღნიშნავს, მაგრამ ორივე სახელში მონაწილეობს ქართველური ფუძეები (ადგილიდა მეგრ. ჯინჯ-ი - "ძირი"), რაც იმაზე მიუთითებს, რომ აფსუათა წინაპრებს სამშობლოს ცნების აღნიშვნის აუცილებლობა გაუჩნდათ მხოლოდ ქართულისახელმწიფოს (იმერეთის სამეფოს) დაქვემდებარებაში შემოსვლის შემდეგ.4. ძველად, ადრეფეოდალური და შუა საუკუნეების არცერთი წერილობითი წყარო აფხაზეთის მხარეში არ ასახელებს არცერთ ისეთ"გეოგრაფიულ" სახელს, რომელთაც აფსუურ ენაზე უპრობლემო ახსნა დაეძებნებოდა, სამაგიეროდ არცთუიშვიათია ისეთი "ტოპონიმები" და "ჰიდრონიმები", რომლებიც აშკარად ქართველური წარმოშობისაა. ჩამოვთვლით იმ "გეოგრაფიულ" სახელთა მხოლოდმცირედ ნაწილს, რომლებიც დასტურდება ნარატიულ წერილობით წყაროებში უძველესი დროიდან 1801წლამდე და რომელთა ქართველური წარმომავლობა არავითარ ეჭვს არ იწვევს:- ზიგანა||სიგანეი||ზიგანევი _ დასტურდება ახ. წ. I საუკუნიდან. მომდინარეობს ქართული ზეგანი სიტყვისაგან;- მოხორა||მუხორისი||მუხური _ ახ. წ. V საუკუნიდან. მეგრ. მუხური, სვან. მუხურ "მხარე, კუთხე";- წიბილი||წიბილიუმი||წიბელი _ 554 წლიდან. მომდინარეობს წაბლის აღმნიშვნელი წინარე ქართველური *წაბალ სიტყვისაგან (საყურადღებოა,რომ აფხაზები წებელდას ახლაც წაბალ სახელით აღნიშნავენ);- ფუსტა _ იხსენიება 662 წლიდან. უკავშირდება უფლის, ღვთაების აღმნიშვნელ სვანურ ფუსდ სიტყვას;- ჯიხახორა _ 662 წლიდან. შდრ.: მეგრ. ჯიხა "ციხე" და ძველ წყაროებში ახლანდელი გალის რ-ნის ტერიტორიაზე ხსენებული ტოპონიმი ხოირი;- ცხუმი||ცხომი _ VIIII საუკუნიდან. შდრ. სვან. ცხუმ//ცხვიმ "რცხილა";- ნაჟანეო||ნაჟანეული||ნაჟანაური||ნაჟანევი _ ისინი პირველად იხსენიება 1525-1550 წლებს შორის. "ტოპონიმს" საფუძვლად უდევს გვარი ჟანავა, რომელიცგაფორმებულია ქართველური ნა- პრეფიქსითა და -ურ//-ულ, -ევ სუფიქსებით;- ტყაურუ||ტყავრუ _ პირველად დასტურდება 1552-1550 წლებს შორის. მომდინარეობს მეგრული ტყაყურუ "ყრუ ტყე" სახელისაგან;- მარმარისკარი _ იხსენიება 1525-1550 წლებს შორის;- ბედია _ დასტურდება "ქართლის ცხოვრებაში" XI საუკუნიდან ისტორიამდელ ამბებთან დაკავშირებით;- ქ. ეგრისი _ დასტურდება იქვე XI საუკუნიდან ისტორიამდელ ამბებთან დაკავშირებით;- ეგრისწყალი _ დასტურდება იქვე XI საუკუნიდან ძვ. წ. IV ს. ამბებთან დაკავშირებით;- მაგულა||მარგულა||მორგულა||მერკულა _ ისინი სახელდება 1615 წლიდან. შედარებისათვის შავქლიავის ერთ-ერთიჯიშის მეგრული სახელი მარგულა // მარგვ-ულ-ა ე.ი. მარგვეთული (ზემოიმერული) ჯიში;- ჭალა (ამჟამად: ჭლოუ) _ იხსენიება 1621 წლიდან. ამ ახლა უკვე აფხაზურ სოფელში არის უბანი ჭალააიმარა,რომელმაც შემოინახა სოფლის თავდაპირველი სახელი;- სკურჩა||სქურჩა _ დასტურდება 1630 წლიდან. ეს სახელი ძალზე გავრცელებულია მთელ სამეგრელოში,სადაც უამრავ მდინარეს თუ ღელეს ჰქვია სქურჩა//სქურჩე "თეთრი ღელე";- სოფ. და მდ. ღალიძგა _ დასტურდება 1639 წლიდან. ეს სახელი თავდაპირველად რქმევია სოფელს, შემდეგკი მდინარეზეც გადატანილა. მეგრულად ღალიძგა "ღელის ნაპირს" ნიშნავს. მისგანაა მიღებული ამ მდინარის ამჟამინდელი აფხაზური სახელი აალძგა;- კვიტაული||კვიტოული||კიტოული||პიტაური _ 1640 წლიდან. სოფლის სახელს საფუძვლად უდევს მამაკაცის ქართული სახელი კვიტა (შდრ. გვარსახელები:- კვიტაშვილი და კვიტაიშვილი), -ურ სუფიქსი კი ამ და ანალოგიურ შემთხვევებში მიწის ნაკვეთის კუთვნილებას აღნიშნავს;- ოქუმი _ პირველად იხსენიება 1654 წლიდან. მეგრულ დიალექტზე ნიშნავს საქუმელეს;- ოლუშე _ მოხსენიებულია 1654 წლიდან. მეგრულად ნიშნავს სავალს;- კაპეტის წყალი (მდ. ბზიფის ძველქართული სახელი) _ დასტურდება XVIII საუკუნიდან. კაპეტი//კაბეტი მეგრულად დიდს, მძლავრს ნიშნავს და ა. შ.საყურადღებოა ანტიკურ ბერძნულ წყაროებში პიტიუნტა||პიტიუს ვარიანტთა წარმოქმნის საკითხი. როგორც ირკვევა, ამ ორისახეობიდან უფრო ძველია პიტიუს, რომელიც ბერძნულად ფიჭვს ნიშნავს. იგი პირდაპირი გადაღებულია თარგმანია ფიჭვის აღმნიშვნელი ერთერთიქართველური სახელისა. ასევე უეჭველად ქართველური წარმოშობისაა მთელი აფხაზეთის მხარეში გავრცელებული "ოიკონიმები და პოლისონიმები":- გაგრა||გაგარი||გაკარი||კაკარი, ა-ვადჰარა, ოთჰარა, ტყვარჩელი, გენწვიში, მგუძირხვა, მერხეული, კოპიტი, კამანი, ამტყელი და მრ. სხვა.ასეთი მონაცემი უამრავია, ამიტომ აქ ამით შემოვიფარგლებით და დავასკვნით:არ არსებობს არავითარი "ისტორიული" და ენობრივი მონაცემი, რომელიც დაადასტურებდა ამჟამინდელი აფხაზეთის მიწაზე ქართველების სახლობამდე აფსუათა წინაპრების ცხოვრებას. ამიტომ არც აფხაზეთის საქართველოსაგან ჩამოგლეჯის არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ეს მასლა საკმარისია ყველა ისტორიულ ფაქტს თავისი სახელი დაერქვას... თემურს მადლობა!( ეს გაუშვეს თსუ-დან და ვინ დატოვეს?!) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
bimo Posted January 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2010 "აიდგილარა" და "ადამო ნიხასი" სუკის ფილიალები იყო როგორც კოკოითის და ბაგაფშის ადმინისტრაციები ფსბ-სი.... საქარტველოს ეროვნულ ხელუსუფლების დიპლომატიის შედეგები:უკანონო ე.წ.სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმება . 1991წ. 23 მარტს ყაზბეგში გამსახურდია -ელცინის ხელშეკრულებაში ამ ოლქის გაუქმების ლეგიტიმურობის აღიარება რუსეთის მიერ და აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან რუსული ჯარების დაუყონებლივ გაყვანის აუცილებლობა;.აფხაზეთში 28-26-11 სისტემით არჩევნების ჩატარებით კონფლიქტის პროვოცირების ჩაშლა,რაც ქართულ-აფხაზური დიპლომატიის გამარჯვება იყო კრემლზე, ვინაიდან თავიდან იქნა აცილებული ქართველთა და სხვათა ფიზიკური განადგურება,რაც ქარტული დიპლომატიის გამარჯვება იყო;აფხაზეთში სიტუაციის კონტროლი საქართ.ხელისუფლების მიერ(მთავრობის თავ-რე,პროკურორი,შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები ქართველები იყვნენ, გვარდია ქართული იყო,პრეზიდენტს და პარლამენტს უფლება ჰქონდათ გაეუქმებინა ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებები)არცერთი გოჯი მიწა არ დაუთმია;ეს ტელეარქივების მასალები(რუსთავი,1არხი,კვირის პალიტრა.....) გამოყენებულია სიცრუის გასავრცელებლად,კერძოდ სოხუმი სოჭის 1993 წლის 27 ივლისის ხელშეკრულებით (მას ხელი გოგუაძემ მოაწერა,ხოლო შარტავა ესწრებოდა ამ ხელმოწერას და მიესალმა მას_მყ ვიდეო -აფხაზების სიმხეცე..."შარტავა ამბობს:" ...მე დარწმუნებული ვარ იმაში რომ ქართველები და აფხაზები,აფხაზები და ქართველები იცხოვრებენ ერთად ..."ქართული მხარე მოსკოვი1992წ.3სექტ.1993წ.27ივლისის სოჭის გარიგებაში კი არ მოტყუვდა არამედ შევარდნაძის ბანდამ ცოცოხალი ძალის და ტექნიკის გამოყვანით დათმო ჯერ გაგრა და შემდეგ სოხუმი,აფხაზეთი!) მძიმე ტექნიკაისარტილერიის,ათასობი მეომარის გამოყვანით დატოვეს ადგილობრივების იმედზე,ლაგატკების ამარა...რუსულმა ფლოტმა ბალტინმა(რომელმაც შევარდნაძის დავალებიათ მოახდინა აფხაზეთისა და სამეგრელოს ოკუპაცია) ყარყარაშვილისა და დათუაშვილის ხელით გამოზიდა მძიმე საბრძოლო ტექნიკა...მსგავსი რამ მოეწერა მოსკოვში 1992 წლის 3 სექტემბერს და იქაც ასეთივე ღალატით ჩაბარდა გაგრის მხარე...მიკვირს ამ ხელმოწერაზე ასეთი პატრიოტი შარტავაც ესწრებოდა და ინტერვიუში მიესალმა კიდეც...გაგრის მაგალითი ხომ იცოდა?...ახლა ხელს ზვიად გამსახურდიასკენ იშვერენ,ცდილობენ სამოქალაქო ომად რუსულ გადატრიალების მონათვლა,ასევე შიდა დაპირისპირება დაასახელონ აფხაზეთის ტრაგედიის მიზეზად...ყველაფერი ეს კეთდება ფსბ-ს ,გრუ-ს სცენარით ანუ რუსეთს ააცილონ პასუხისმგებლობა , ამის ანალოგიურად მანამდე აფხაზეთის კონფლიქტში მტრის ხატად შევარდნაძე მამუკა არეშიძის და სხვათა მეშვეობით ჩეჩნებს ,ზვიადის მომხრეებს ხატავდა...5000 კაცით სოხუმის მისაშველებლად შემდეგ ყურაშვილი მიდის მაგრამ ცოცხალი ძალის და იარაღის მიწოდებით(შევარდნაძემ შეუშვა ტყვარჩელში ეს კოლონა,რომელსაც ს.კავსაძე ხელმძღვანელობდა) გაძლიერებული რუს-აფხაზების 300 კაციანი ჯგუფი აჩერებს მათ...ათასობით ქართველი მეომარი გამოიყვანა ედიკამ სოხუმიდან სოჭის ხელშეკრულებით ,არ დატოვა იქ ხალხი და ტელეფონით დადგმულ სცენარით ცდილობს გამსახურდიაზე გადაბრალებას..( იხ. რუსთავზე ჩაგელიშვილის და 1 არხიის ინსინუაციები) ზვიად გამსახურდიას ბრძანებით,ლაკის მეთაურობით სცადეს სოხუმში შესვლა მაგრამ რუსებმა დაბომბეს და უკან დაიხიეს...ზვიადის გვარდიის მოსალოდნელ განადგურების ედიკასეულ გეგმაზე შარტავამ აცნობა ზვიად გამსახურდიას...300 კაცით ყარყარაშვილმა გაათამაშა შესვლის უსაფრთხოების შესახებ,რითაც უნდოდათ ზვიად გამსახურდიას გვარდიის შეტყუება და განადგურება ედიკას,რუსებს... დასკვნისთვის მასმედიის უმრავლესობა ასრულებს პოლიტიკურ შეკვეთებს და ამიტომაა,რომ მათი პასკვილები ორი წვეთი წყალივით გვანან ერთამანეთს!!! ზვიად გამსახურდია: მიმართვა აფხაზი ხალხისადმი ძვირფასო თანამემამულენო! აფხაზთა და ქართველთა ძმობა უხსოვარი დროიდან იწყება. ჩვენი საერთო კოლხური წარმოშობა, გენეტიკური ნათესაობა ჩვენს ხალხებსა და ენებს შორის, საერთო ისტორია, საერთო კულტურა გვავალებს დღეს დიდ დაფიქრებას ჩვენი ხალხების მომავალ ბედ-იღბალზე. ჩვენ ერთ მიწა-წყალზე ვცხოვრობდით მუდამ და ერთმანეთის ჭირ-ვარამს ვიზიარებდით. ჩვენ საერთო სამეფო გვქონდა საუკუნეთა განმავლობაში, ერთ ტაძარში ვლოცულობდით და ერთ ბრძოლის ველზე ვიბრძოდით საერთო მტრების წინააღმდეგ. უძველესი აფხაზური გვარების წარმომადგენლები დღესაც არ ანსხვავებენ ურთიერთისაგან აფხაზსა და ქართველს. აფხაზთა მთავრები შერვაშიძეები, საკუთარ თავს არა მხოლოდ აფხაზ, არამედ ქართველ თავადებსაც უწოდებდნენ, ქართული ენა მათთვის დედა ენა იყო, ისევე როგორც იმჟამინდელი აფხაზი მწერლებისათვის. ,,ვეფხისტყაოსნის~ კულტურა გვაკავშირებდა ჩვენ და უძველესი ქართული ტაძრები, ძველი ქართული წარწერებით დამშვენებულნი, დღესაც რომ დგანან აფხაზეთში და ხიბლავენ მნახველს, ჩვენს შორის იყო გადებული თამარის ხიდი მდინარე ბესლეთზე, სოხუმის მახლობლად, დღესაც რომ ამშვენებს უძველესი ქართული წარწერა. ბედია და მოქვი, ამბრა, ბიჭვინთა და მრავალნი სხვანი მოწმენი არიან ამ ძმობისა და ერთობისა. აფხაზი მუდამ ამაღლებული, რაინდული კეთილშობილების სიმბოლო იყო ქართველის ცნობიერებაში. ამას მოწმობს აკაკის ,,გამზრდელი~ და სხვა მრავალი შედევრი ქართული მწერლობისა. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ სწორედ ქართველმა მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ კიდევ მეტად გაუთქვა სახელი მთელს ქვეყანაზე აფხაზურ კულტურასა და ყოფას, აფხაზი ხალხის გმირობასა და კეთილშობილებას თავისი ,,მთვარის მოტაცებით~. ქართველმა მეცნიერებმა _ ნიკო მარმა, არნოლდ ჩიქობავამ, ქეთევან ლომთათიძემ გადამწყვეტი როლი შეასრულეს აფხაზოლოგიის დაფუძნებაში, აფხაზური ენის გრამატიკის სისტემატიზაციის საქმეში; ქართველმა ისტორიკოსებმა _ ივანე ჯავახიშვილმა, სიმონ ჯანაშიამ, ნიკო ბერძენიშვილმა და სხვებმა კი აფხაზეთის ისტორიის საკვანძო საკითხების კვლევაში, ხოლო აფხაზები ყოველთვის დიდ როლს ასრულებდნენ ჩვენი საერთო სამეფოსა განმტკიცებასა და კულტურულ აღმშენებლობაში. ჩვენ მრავალი იმპერიის შემოტევას გავუძელით, ჩვენი ძმობა და მეგობრობა ვერ დაარღვიეს ვერც რომაელებმა, ვერც ბიზანტიელებმა, ვერც არაბებემა, ვერც თურქაბმა, მაგრამ აი მეცხრამეტე _ მეოცე საუკუნეში ჩვენ დაგვიპირისპირდა იმპერიათა შორის უვერაგესი და უბოროტესი _ რუსეთის იმპერია, რომელმაც არნახული უბედურება მოუტანა ჩვენს ხალხებს. რუსეთის იმპერიამ თურქეთში გადაასახლა აფხაზი ხალხის დიდი ნაწილი, მანვე გააუქმა აფხაზეთის სამთავრო, გააუქმა საქართველოს სამეფო და მიზნად დაისახა ჩვენი ხალხების სრული ასიმილაცია და მოსპობა. მან დაინახა, რომ ამას ვერ განახორციელებდა მხოლოდ სისხლიანი რეპრესიებით და გენოციდით, ამიტომ გამოიყენა ყველა იმპერიის ნაცადი ხერხი ,,Dივიდე ეტ იმპერა~ _ გათიშე და იბატონე და ყოველგვარ ღონეს ხმარობდა აფხაზი და ქართველი ხალხების ურთიერთდასაპირისპირებლად. თუმცა, მიუხედავად ამისა, როგორც ამას აღნიშნავდა თვით ნესტორ ლაკობა, ცარიზმმაც ვერ შესძლო აფხაზებსა და ქართველებს შორის შუღლის ჩამოგდება. მაგრამ დღევანდელმა მოდერნიზებულმა კომუნისტურმა იმპერიამ, საუბედუროდ, მიაღწია ამას თავისი მეშვეობით, რაც მისი გეგმით დასაწყისი უნდა გახდეს კავკასიის ბალკანიზაციისა და ლიბანიზაციისა, რათა ცენტრმა შეინარჩუნოს თავისი პოზიციები და ჰეგემონია ამიერკავკასიაში. ჩვენ პატივს ვცემთ აფხაზი ხალხის ეროვნულ და კულტურულ უფლებებს: თქვენს სახელმწიფოებრიობას, თქვენს ენას, კულტურას, აფხაზურ სკოლას, თეატრს, ყოველნაირად ვცდილობთ საკითხების მოლაპარაკების გზით გადაჭრას; მაგრამ, სამწუხაროდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოფიციალური ხელმძღვანელობა არ ამჟღავნებს სათანადო მზადყოფნას მოლაპარაკებისთვის, ადგას ჩვენს მიმართ კონფრონტაციის გზას, ამჟღავნებს სეპარატისტულ ტენდენციებს, საფრთხეში აგდებს მშვიდობას აფხაზეთის ტერიტორიაზე. დღეს დიდი ხმაურია ატეხილი გალში ჩვენს მიერ პრეფექტის დანიშვნასთან დაკავშირებით. როგორც იცით, ჩვენი კანონის თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ უნდა წარმოადგინოს პრეფექტის კანდიდატურები, რომლებიც ჩვენ უნდა დავამტკიცოთ. ამავე კანონის თანახმად, განმარტების მიხედვით, თუ ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა არ წარმოადგენს ასეთ კანდიდატურებს, საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს უფლება აქვს თავად დანიშნოს პრეფექტი. მიუხედავად ჩვენი არაერთგზის თხოვნისა, ბატონი არძინბა არ ჩამოვიდა თბილისში, არ დაესწრო პრეზიდიუმის სხდომებს, რომლის წევრადაც იგი ითვლება და არ წარმოადგინა პრეფექტის კანდიდატურა, ამიტომაც დაინიშნა გალში პრეფექტი. ამჟამად ჩვენ მას მივეცით ვადა სხვა კანდიდატურების წარმოდგენისა, რასაც იგი კვლავ აჭიანურებს. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ იგი ბოიკოტს უცხადებს ჩვენს პარლამენტს, ჩვენს პოლიტიკას პრეფექტურებთან დაკავშირებით და სურს აფხაზეთში შენარჩუნება კომუნისტური წყობილებისა, მმართველობის კომუნისტური სისტემისა. მაგრამ ჩვენ უნდა შევახსენოთ მას, რომ კომუნისტური სისტემა და საბჭოთა იმპერია დღეს განწირულია და ამაოდ ცდილობენ მავანნი და მავანნი ისტორიის ჩარხის უკუღმა დატრიალებას. ადრე თუ გვიან საბჭოთა კავშირის დამონებული ხალხები გადაიგდებენ კომუნისტური დიქტატურის უღელს და მაშინ არძინბას მსგავსი მოღვაწეები შეფასდებიან, როგორც საკუთარი ხალხის მოღალატენი. დღეს მთელი მსოფლიო გმობს გორბაჩოვის რეპრესიულ პოლიტიკას დაპყრობილი ერების მიმართ, ლიტვაში და ლატვიაში ჩადენილ ბარბაროსობას. ასე, რომ საბჭოთა ტანკების იმედი ნუღარავის ექნება. მსოფლიო გმობს, აგრეთვე, ცენტრის მიერ ინტერფრონტების და ,,ხსნის კომიტეტების~ შექმნის მცდელობას ხალხის მიერ არჩეული მთავრობების დამხობის მიზნით. და აი, ასეთ დროს აფხაზეთში შეიქმნა ინტერფრონტი, რომელსაც სურს გაიმეოროს ბალტიისპირეთის მოდელი, ხოლო არძინბა გამუდმებით იწვევს იმპერიის ჯარს, რათა სისხლისღვრა გამოიწვიოს აფხაზეთში. მან უკვე მიაღწია შინაგანი ჯარის შემოყვანას ბაბუშერაში, მაგრამ მას უნდა ახსოვდეს, რომ მსოფლიო ისევე დაგმობს მის საქციელს, როგორც დაგმო ბალტიისპირეთის ,,ხსნის კომიტეტები~. ამით არძინბას სურს აფხაზი ხალხი ჩაითრიოს სახიფათო ავანტურაში, რომელიც მას სირცხვილსა და უბედურებას მოუტანს. ასევე სახიფათო იქნება აფხაზეთის მოსახლეობისათვის მონაწილეობა 17 მარტის საკავშირო რეფერენდუმში, რაც მიზნად ისახავს ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივებას აფხაზეთში, ქართველების, აფხაზების, სომხების, რუსების და სხვა ეროვნებების ურთიერთდაპირისპირებას, ხალხთა შორის სისხლისღვრის პროვოცირებას. ამიტომ მოგიწოდებთ: ნუ აყვებით პროკომუნისტებს, ჩვენი ისტორიული მტრების აგენტებს და პროვოკატორებს, ბოიკოტი გამოუცხადეთ საბჭოთა რეფერენდუმს და მონაწილეობა მიიღეთ საქართველოს რესპუბლიკის 31 მარტის რეფერენდუმში, რომელიც დაკავშირებული იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან. დამოუკიდებელი საქართველო თქვენ უფრო მეტს მოგცემთ, ვიდრე მოდერნიზებული საბჭოთა იმპერია, რომლის მიზანიც არის ყველა პატარა ხალხის ასიმილაცია და რუსიფიკაცია. თვითმყოფად საქართველოში იარსებებს ჭეშმარიტად თვითმყოფადი აფხაზეთი, ჭეშმარიტი თვითმმართველობით, როგორიც მას ჰქონდა აფხაზთა და ქართველთა ერთიანი სამეფოს არსებობის დროს სუკუნეთა განმავლობაში. გაუმარჯოს ჩვენს ისტორიულ ძმობას, ერთობას და დამოუკიდებლობას! გვფარავდეს ღმერთი სიყვარულისა და ჭეშმარიტებისა! სიყვარულით და პატივისცემითზვიად გამსახურდია. თბილისი, 1991 წ. მარტი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted January 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2010 საინტერესო მასალაა იმჰო. მარა ეს მე მგონი ისტორიაშI გადასატანია ხომ?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted January 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2010 ზვიად გამსახურდია აფხაზეთის გადასარჩენად დაბრუნდა! მან ოჩამჩირეში შეკრიბა კანონიერი და ხუნტის ჯარის მეთაურები(ვიკიპედიაში დევს ამის ამსახველი ვიდეოჩანაწერი)ერთად ბრძოლაზე ,აფხაზეთის გადარჩენაზე შეთახმდნენ,მაგრამ მეორე დღეს შევარდნაძე-იოსელიანი აგზავნიან მსტოვარს,ჯარის მეთაურებს ოჯახების დაწიოკებით დაემუქრნენ და ამით ჩაშალეს აფხაზეთის გადარჩენ ის გეგმა! ედიკა თბილისში ჩამოყვანის სამაგიეროდ აფხაზეთის და სამაჩაბლოს რუსეთისათვისგადაცემაზე დათანხმდა,ამის შემდეგ აძლევენ მას სკამს! აფხაზეთზე კარგი მასალები ჰქონდა ცხონებულ მიბჩუანს,ისე მეც მაქვს საკმარისი დოკუმენტები..უახლოეს ისტორიაში მთლიანად დავდებ ყველა ფაქტს მათ შორის1992წ 24ივნისს ,როგორ შეთანხმდნენ აფხაზეთში ე.წ.სამშვიდობოების ანუ საოკუპაციო რუსის ჯარების შემოყვანაზე-აფხაზეთის ჩაბარებაზე! ე.ი.დაგომისში როცა გადაეცა სამაჩაბლო რუსეთის მოქალაქე შევარდნაძის მიერ რუსეთისათვის ,მაშინ გადაწყდა(ერთი წლით ადრე)აფხაზეთის ჩაბარება.ეს საიდუმლო მასალა დუდაევმა მოიპოვა გადასცა ბ-ნ ზვიადს და ამიტომ ჩამობრძანდა ბატონი პრეზიდენტი! ყარყარაშვილი წერდა,რომ ეშერაში გუდაუთას ზემოდან ვადექითო და ედიკამ და ჯაბამ გვიბრძანეს გამოდითო..დაგვემუქრნენო...ასევე ყურაშვილი ტყვარჩელამდე მივიდა და შემდეგ უკან დამაბრუნესო,როცა მართლა ომია ზურგში მტერს არ ტოვებენ, მოხდა პირიქით-ტყვარჩელში შეუშვეს ელცინის ბრძანებით მანქანების კოლონები ტყვია-წამლით დატვირთული?! "ტყვარჩელში და გუდაუთაში შესვლა ელცინმა ამიკრძალა, დიდი მსხვერპლი იქნებაო'" -შევარდნაძის სატელევიზიო გამოსვლა.რუსეთ-საქართველოს ომში ორივე მხარი მთავარსარდალი ელცინი იყოო!!! მსგავსი პრეცედენტი ისტორიაში არ არსებობს? შენ ამის მერე იტყვი რომ შევარდნაძე ამ სატელეფონო საუბრისას იბრძოდე რუსების წინააღმდეგ,ხოლო შემდგომ რუსების მიერ მოკლული ზვიად გამსახურდია რუსების მხარეზე იყო?! თქვენს გასაგონად ვამბობ:1993წლის 20 ივლისის მიმართვაში ზვიად გამსახურდია წერს:"...შევარდნაძის დიპლომატიური თამაში აფხაზეთის პრობლემის გარსემო მიზნად ისახავს კაპიტულაციას აფხაზი სეპარატისტებისა და რუსეთის იმპერიალისტური ძალების წინაშე.მზადდება ე.წ."ცხინვალის ვარიანტი",სამშვიდობო ძალების შემოყვანა კონფლიქტის ზონაში და სოხუმის ჩაბარება! (ეს იცოდა შარტავამ და ამიტომ მოიშორეს-შავლეგო)...ყერ კიდევ ელცინ-შევარდნაძის შეხვედრისას დაიგეგმა სოხუმიდან მძიმე ტექნიკისა და არტილერიის გაყვანა,რაც ნიშნავს სოხუმის ჩაბარებას...სოხუმიდან ქართული ჯარის გაყვანა ნიშნავს ქართველი მოსახლეობის გაყვანას,ვინაიდან შეიარაღებული ძალების 93%-ს ადგილობრივი მოსახლეობა შეადგენს,სოხუმის ჩაბარებას... მოჰყვება-ქართული მოსახლეობის არნახული გენოციდი და დეპორტაცია." სწორედ ამიტომ ჩამობრძანდა პრეზიდენტი და ოჩამჩირეში25 სექტემბერს შეკრიბა ორივე მხარის ჯარის მეთაურების დიდი ნაწილი(ეს ვიდო ვიკიპედიაშია) და ერთად სოხუმის გადარჩენაზე ფიცი დაადებინა! ჯაბა- ედიკას დუეტი ამ თავის ჯარის მეთაურებს თბილისში ოჯახების აწიოკებით დაემუქრა,რის შედეგადაც სოხუმის დაცვის ეს შანსი ხელიდან იქნა გაშვებული!სოხუმში შესვლის ბრძანება გასცა ბ-ნმა ზვიადმა,მაგრამ რუსებმა ამ დროს დაბომბე ისინი და 6 კაცი დაიღუპა.ზვიადის გვარდიის სავარაუდო განადგურების გეგმის შესახებს შარტავამ აცნობა... მან უთხრა ზვიადს აგრეთვე,რომ ზუგდიდში ჩამოსვლის შემდეგ მოუყვებოდა ყველაფერს...სწორედ ამიტომ მოიშორეს შარტავა ანუ ღალატის მოწმე!!! კიდევ ლაპარაკობ ღალატზე,როცა ზვიადის წინააღმდეგ მებრძოლი ძალები -ედუარდ ბალტინის საზღვაო ფლოტი , ძერჟინსკის დივიზია,პეჩორისა და როსტოვის სპეც. დანაყოფები ახდენენ 9 აპრილის ტრაგედიას,აფხაზეთისა და სამეგრელოს ოკუპაციას,ზვიად გამსახურდიას ფიზიკურ ლიკვიდაციას...ვისაც ელემენტარულ ლოგიკაში პრობლემები გაქვთ ნუ გამომეხმაურებით სანამ კამათის ელემენტებს ისწავლით! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
bimo Posted January 5, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 5, 2010 ა ფ ხ ა ზ ე ბ იაქ ძალაინ საინტერესო კითხვა იყო დასმული და მინდა აფხაზებზე სარწმუნო, დადასტურებული და საინტერესო ცნობები მოგაწოდოთ. ანუ ვისაუბროთ ისტორიულ სინამდვილეზე. ანუ იმაზე, რაც იყო. . . საქმე იმაშია, რომ დღევანდელი ეპონიტმი "აფხაზი", "აფხაზეთი" არის შინაარს-ცვლილი და დამახინჯებული... რაშიც ქვევით აუცილებლად დარწმუნდებით...ამის შესახებ პირველად ჩვენში ზვიად გამსახურდიამ და აკაკი ბაქრაძემ გაილაშქრეს და ერთმა თქვა, რომ "ესენი აფხზები ი არა აფსუები არიანო", ხოლო მეორემ "აფსუებთან კუდის ქიცინი და "ძმობაზე" საუბარი არავითა ნაყოფს არ გამოიღებსო".დავიწყოთ იმით, თუ როდიდან სახლობდა საქართველოს ამ ისტორიულ კუთხეთი ადამიანი. ეს არის "ქვის ხანა", როცა ნაპოვნი იქნა ეშერასთან ე.წ დოლმენები, ანუ ქვის სამარხები, შემდეგ კი ეს ტერიტორია შედიოდა კოლხეთის დიდ სახელმწიფოში...მაგრამ რა შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ აქ მცხოვრებ ხალხზე? მათ ეთნიკურ ნიშნებზე? ასურეთის მეფე ტიგლათფიილსელ I (ძვ.წ.აღ 12-ე საუკუნე) თავის ტექსტებში მეშქებთან ერთად იხსენეიბს ქაშქა-აბეშლას ტომებს, სავარაუდოდ ესენი აფხაზები არიან, ვინც შედიან კოლხეთის ერთიან სახელმწიფოში და მათ კოლხებიც ქვიათ! ქაშქებზე საუბარია ხეთურ წყაროებშიც, სადაც გარკვევით წერია, რომ მაკრონები და ქასქები ხშირად ლაშქრობდნენ ხეთას და ერთხელ მისი ქალაქი ხეთუსაც აუღიათ.მეცნიერები თანხმდებიან, რომ ქაშქების, იგივე ქასქების ტერიტორია დღევანდელი სოხუმისა და ბიჭვინთის შემოგარენში მდებარეობდა. თავად სახელი ქაშქი ახლოს დგას სხვა ქართულ ეპონიმთან - მასხი, მესხი, მოსხი, ანუ ასურულად - მაშქი, მაგრამ თუ ასეა, მაშინ საიდან წარმოიშვა სიტყვა "აფხაზი?" ჩვენ ვიცით, რომ მისი უფრო ძველი სახელი კიდევ აბაზგია, რომელსაც ხმარობს სტრაბონიც, როცა ლაზიკის სამეფოს მოსახლეობაზე წერს და გვეუბნება, ეს ქვეყანა 4 მონათესავე ტომის ერთობისგან შედგებაო. საუბარია: ლაზები, მისიმიელები (სვანები), სკვიმნიელები (რაჭველები) და ბაზგები (აბაზგები, ან აფხაზები).ამაზე ძალიან საინტერესო შრომა დაგვიტოვა ნიკო მარმა, რომელსაც შემდგომ ივანე ჯავახიშვილიც იზიარებდა. აქ ვკითხულობთ:"მოსხი ამ სატომო სიტყვის მეგრულ-ჭანური გამოთქმაა, ხოლო ამავე სიტყვი სვანურ გამოთქმას გვიხატავს 'მეს-ხი", ქართების გამოთქმა კი, რა საკვიველია "ო"-ნისა და "ე"-ნის ნაცვლად ხმოვანი "ა" იქნება. ე.ი. "მას-ხი". როცა ნიკო მარი მართალია, როცა მასხს უკავშირებს აფხაზს, უფრო სწორად ბაზგს ანუ - მასხი=ბაზხი"."და იქვე იხსენიებს ასურელი იტორიკოსის ზაქარია რიტორის თხზულებას, სადაც აფაზეთის აღსანიშნავად არის ნახსენები სიტყვა "ბაზგიონი", რომელსაც იმეორებს სხვა, სომეხი ისტორიკოი მარკვარტი. მისივე აზრით, ამ ფუძეს უნდა უკავშირდებოდეს გეოგრაფიული სახელები - ბას-იანი, ფაზ-იანო, მას-ისი და ფაზ-ისი.მაგრამ ჩვენ ვიცნობთ კიდევ "ჰენიოხებს", ასე უწოდებდნენ ბერძნები კოლხეთის სანაპირო ზოლზე მცხოვრებ ხალხს, დღევანდელ აფხაზეთსა და სამეგრელოში...ეს ეთნიკურად ერთი ერის სახელწოდება იყო, თუ მონათესავე ტომების საერთო სახელს წარმოადგენდა უცნობია, გიორგი მელიქიშვილი მათ სვანებს უკავშირებს და არც თუ უსაფუძვლოდ, თუმცა შეიძლება ეს ის დრო იყოს, როცა სვანები-მესხები-აფახები-იბერები და მეგრელ-ჭანები ჯერ ერთი ხალხია, დაუშლელი ეთნოსი და ერთ დიდ გაერთიანებას წარმოადგენენ... მაგრამ ძალიან საინტერესო არის რა – ბერძნულად “ჰენიოხი” ნიშნავს “ეტლს”, რატომ დაერქვა ხალხს ასეთი საკრარული სახელი, უცნობია, რადგან ეტლი, იგივე ფაეტონი მითიური წარმოშობის გმირიცაა... გავიხსენოთ ჰელიოსის ძე ფაეტონი, რომელმაც, გადმოცემის თანახმად, მამას თხოვა ერთი დღით ეთხოვა მისთვის ეტლი, ჰელიოსი იძულებული იყო დასთანხმებოდა მას, რადგან ყველა სურვილის ასრულებას დაპირდა მანამ... მაგრამ ფაეტონმა ვერ შესძლო ცხენების მართვა, აღვირი გაექცა ხელიდან და "მზის ფაეტონმა" დედამიწას ძალიან ახლოს ჩაუარა... რის გამოც დამშრალან მდინარეები და დედამიწას ხანძარი მოსდებია...ამის გამო განრისხებულა აიეტი და ელვა დაარტყა ფაეტონს... იგი დაიღუპა და ჩაიძირა მდინარე ერიდანოსში... მისმა დებმა კი ბევრი იტირეს ძმის დაკარგვის გამო და ბოლოს ალვის ხეებად იქცნენ, ხოლო მათი ცრემლებიდან მაგრალიტები წარმოშობილან...ახლა, ამ მითის მისტერიულ არსზე არ ვისაუბრებ, უბრალოდ აღვნიშნავ იმას, რომ აიეტის ვაჟის, აფსირტოსის ზედსახელი იყო ფაეტონი, ხოლო იმ ეტლს, რომელსაც მართავდა ჰელიოსი მარადიულად და ფაეტონი ერთი დღით, ერქვა – “ჰენიხი”, ხოლო “ჰენიოხო” მეეტლეს თარგმანია...ასევე აფსირტოსის სახელი ძალიან გავს აფსილს, რაც კიდევ ერთი ძლიერი მინიშნებაა იმისა, რომ აფხაზები ძირძველი და ნამდვილი ქართველები არიან სინამდვილეში...ისტორიულად, როგორც ვნახეთ, აფხაზები შედიოდნენ ჯერ კოლხეთის, შემდეგ ლაზიკის და ეგრისის სამეფოებში, ყველა ეს სახელმწიფო ერთი და იმავე ტერიტორიაზე, ერთი და იმავე გეოგრაფიულ არეალში ცხოვრობდა, ანუ - დასავლეთ საქართველოში! ბოლოს კი ამ სამეფოს ეწოდა "აფხაზეთის სამეფო".რატომ მოხდა ეს და რატომ იცვლიდა დასავლეთ საქართველო ასე ხშირად სახელს?ამაზე პასუხს იძლევა სტრაბონის თხზულებებში დაცული ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტი - რომ "ლაზიკა წარმოადგენდა 4 მონათესავე ტომიდან შემდგარ სამეფოს". როცა იქ დაწინაურებულები იყვნენ ლაზები, ერქვა "ლაზიკა", როცა დაწინაურდნენ მეგრელები, დაერქვა "ეგრისი" და როცა დაწინაურდნენ აფხაზები, შესაბამისად დაერქვა - "აფხაზეთი".და ყველა ეს სამფო გამოირჩეოდა ქ ა რ თ უ ლ ი სახელმწიფოებრივი წყობით, შეგნებით, მოღვაწეობით.გავიხსენოთ აფხაზეთის სამეფოს ისტორია და დავრწმუნდებით კიდეც ამაში. პირველად, ეგრისის ტერიტორიაზე აფხაზთა სამთავრო ჩამოყალიბდა ბიზანტიის ხელშეწყობით და მას ადგილობრივი ფეოდალები ჩაუდგნენ სათავეში, მაგრამ უნდ აღინიშნოს, რომ საქართველოს წინააღმდეგ არასდროს უომიათ და პირიქით, სერიოზულ თავსატეხსაც უჩენდნენ ბიზანტიელებს.ეხმარებოდნენ, ქართლის ერისმთავრებს მტერთან ერთად ბრძოლაში და მათ მნიშვნელოვან ბასტიონსაც წარმოადგენდნენ... გავიხსენოთ, თუნდაც სტეფანოზის ბრძოლა არაბებთან, მურვან ყრუს შემოსევა და ა.შ.778 წელს კი აფხაზთა მთავარი ლეონი სათავეში ჩაუდგა დიდ ეროვნულ განმანთავისუფლებელ კამპანიას, რომელიც მიზნად დასავლეთ საქართველოს ბიზანტიელებისგან და არაბებისგან განთავისუფლებას ისახავდა. მან ბრწყინვალე გამარჯვებებს მიაღწია და დაჯდა კიდევაც ქუთაისში დასავლეთ საქართველოს მეფედ!ახლა მათი მიზანი მთლიანად საქართველოს განთავისუფლება და გაერთიანება იყო.ობიექტური ადამიანისთვის, იმის განცხადებაც, რომ გაანთავისუფლა მთლიანი დას. საქართველო და სატატო ქალაქად ქუთაისი გამოაცხადა, საკმარისი იქნებოდა იმად, რომ გვერწმუნა მათი ქართული სახელმწიფოებრივი აზროვნება და მოღვაწეობა, მაგრამ ვისაც ეს არ კოფნის, აღვნიშნავ, რომ აფხაზთ მეფეთა რამდენიმე სიგელი, რომელიც არის ჩვენამდე შემორჩენილი არის შესრულებული ქართული ასომთავრულით და იკითხება ქართული ენა!ანუ "აფხაზთა სამეფოს" სახელმწიფო ენა ყოფილა ქართული ენა!აღმსარებლობა აფხაზეთში ხდებოდა მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე, რისი ცნობებიც დაცულია, როგორც მემატიანეში, ასევე გიორგი მერჩულესთანაც და გავიხსენოთ, როგორ ხვდება გრიგოლ ხანძთელს აფხაზთა მეფე. . .ამას დავამატებდი კიდვ იმას, რომ მისმა უკანასკნელმა მეფემ, თეოდოს II-მ რა უანდერძა ბაგრატ ბაგრატიონს, თავის შვილიშვილს - გაენთავისუფლებინა თბილისი და სატახტო ქალაქი გადაეტანა იქ... რატომ? იმტიომ, რომ აფხაზი მეფეები თავს 'ფარნავაზიანთა" დინასტიის შთამომავლებად თვლიდნენ, რის მიჩქმალვასაც ცდილობენ დღეს აფხაზები. . .და ფაქტიურად უბრძოლველად, სიხარულით გადასცეს საკუთარი სამეფო ტაო-კლარჯელთა ბაგრატიონებს და ცხადია, ისინი ერთი ხალხის, ერთი ერის და ერთი კულტურის შვილები რომ არ ყოფილიყვნენ, არ მოიქცეოდნენ ასე. ასე კი საქართველოს გაერთიანების ერთ-ერთ უდიდეს ბურჯადაც იქცნენ!აი, ყველაფერი ამის ცოდნა აქვს დღეს ამ ხალხს დაკარგული, დამახინჯებული და იმიტომ არის ეს ომი, შუღლი და მისთანები, თორემ რა გვაქვს გასაყოფი?ახლა მოვიყვან კიდევ რამდენიმე ფაქტს, სადაც საუბარია იმაზე, რომ ქართული ენა იყო აფხაზთა სამეფოში აღიარებული:მაგ:საყანი შირნაველი (არაბი, 1121 1199 წ.წ.) ამბობს: "აფხაზეთში დავესახლე და ქართულად ვლაპარაკობ." მიაქციეთ ყურადღება - ა ფ ხ ა ზ ე თ შ ი დავესახლე და ქ ა რ თ უ ლ ა დ ვლაპარაკობ.ნიზამ განჯელმა (1144-1209 წ.წ.) როცა დაწერა "ხოსროვი და შირმანი" სოფელი ჰამდუნიანი უჩუქებია, ის კიდე გამწყრალა, ეგ სოფელი აფხაზების ყოფილაო. ის აქ აფხაზებად ქართველებს იხსენიებს, ანუ მისთვის აფხაზი-ქართველი ერთი და იგივე ტოპონიმია და არა მგონია იმ რუს-აფხაზმა ფსევდო პროფესორებმა ნიზამ განჯელზე მეტი იცოდნენ. . .სხვათაშორის იგივეს იმეორებენ სომეხი კათალიკოს-მეფეები და მათთვის აფხაზი და აფხაზეთი ქართველთა და მთლიანად საქართველოს სინონიმია რიგ ტექსტებში აკმაოდ გვიან, 18-ე საუკუნეშიც კი...მაგალითად:სიმონ რევნელი 16-ე საუკუნეში წერს: ბაშაჩუხნი (თავშიშველი) აპაზთა (აბაზთა) ქვეყნიდან არიან და "აპაზთა ქვეყანა" ქ უ თ ა ი ს ა დ წოდებულ დაბას ნიშნავსო.18-ე საუკუნის მოღვაწე კათალიკოსი ლუკა კი გამცნობს: "სოლომონ მეფე აფხაზეთისა, რომელსაც იმერეთს და ბაშიაჩუხს უწოდებენ."გარდა ამისა ქართველ მეფეთა ტიტული იწყებოდა ასე: "მეფე აფხაზთა, ქართთა, რანთა, კახთა, სომეხთა, შირვანშა და შაჰანშა. . . " ეს არის საინტერესო იმით, რომ თუკი აფხაზები არ იყვნენ ქართველები, მაშინ რატომ იწყებოდა ქართველთა მეფეების ტიტული აფხაზებიდან? სხვა ტომის ხალხი, ვასალები, როგორც მსოფლიო პრაქტიკამ იცის, ბოლოს უნდა ეწეროს და აქაც ასეა - სომხეთა, შირვანშა და შაჰანშა ბოლოს არის ნახსენები, ხოლო აფხაზებში დას. ქართველები იგულისხმებიან აქ, ქართებში ქართლელები და მესები, კახთა - კახეთი, ხოლო რანი - ჰერეთია...აი, აფსირების პირველ დინებას დას. საქართველოში უნდა ქონოდა გიორგი II მეფობის შემთხვევაში, მაგრამ მაშინაც ქართველებს და აფსირებს კარგი დამოკიდებულება ქონდათ ერთმანეთთან. ამის ფაქტია ისიც, რომ ქართველ მეფეს აფსიური ზედსახელი აქვს,საუბარია ლაშა-გიორგიზე, რომელზეც "ისტორიანის და აზმანის" ავტორი წერს: "სახელი ლ ა შ ა განმანათლებლად სოფლისა ითარგმნა აფსირთა ენათა". აკაკი ბაქრაძე სწორად აღნშნავს, როცა წერს - "აქ წერია არა ა ფ ხ ა ზ თ ა ენა, არამედ ა ფ ს ი ლ თ ა ენა, არადა ავტორმა კარგად იცის, რას ნიშნავს სინამდვილეში "აფხაზი" ასე ხომ ქართველი მეფეები იწოდებიან უხსოვარი დროიდან? ე.ი. მან იცის, რომ აფხაზი და აფსუა ერთი და იგივე არ არის და მათ შორის უდიდესი სხვაობაა..."აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ის ნაკადი, რომელიც მაშინ შემოვიდა საქართველოში, ადვილად გაქართველდა, ანუ გააფხაზდა, ხოლო აფსუა-აფსილების დიდ მოზღვავებას საქართველოში ადგილი დაახლოებით 17-ე საუკუნიდან უნდა ქონოდა, როცა ოსმალეთმა დაიპყრო აფხაზეთიც და ჩრ. კავკასიაც, ჩერქეზებისა და ადიღეველების გამაჰმადიანება ადვილად შესძლო, აფხაზებისა კი არა და ამიტომ დაიწყო მათი აფხაზეთში ჩამოსახლება და პირველად ჩადო ის "ბომბა", რომელიც შემდეგ მეფის რუსეთმა განავრცო და 15 წლის წინ ელცინის რუსეთმა დაასრულა.ალისიამ, სწორად აღნიშნა, დღევანდელ "აფხაზების" 70 % ეთნიკური ქართველია, ან ნამდვილი მეგრელი, ან ნამდვილი აფხაზი, როგორც ვთქვათ არიან ანჩაბაძეები, შარვაშიძეები, აფხაზები და ა.შ. და 30 % კი ის ჩერქეზულ-ადიღევური ტომია, რომელსაც სხვანაირად აფსუები ქვიათ და ახლა ჩვენც დავარქვით "აფხაზები".ტერმინი "აფხაზურ-ადიღეური ენები" შეცდომაა, რადგან სინამდვილეში "აფხაზური ენა" არ არსებობს, არსებობს "აფსუათა ენა", ამის წინაარმდეგ თავის დროზე გამოვიდა ნიკო მარი, მაგრამ კომუნისტურმა რეჟიმმა, ამის გულისთვის "გიჟად" მონათლა და რეპრესიებით დაემუქრა, მერე კი იდეოლოგიის ნაწილად იქცა და ნებით თუ უნებლიედ, ჩვენც დავთანხმდით ისტორიის გაყალბებას...დასასრულს კიდევ ერთი საინტერესო მინიშნება:გასული საუკუნის შუაწლებში კონსტანტინე გამსახურდიამ ასე მიმართა აფხაზებს: როგორ შეიძლება ზღვისპირეთის უძველესი მოსახლეობა იყო და საკუთარ ლექსიკონში ზღვის აღმნიშვნელის სიტყვა არ გქონდეთო?" ეს შენიშვნა მართალი იყო და მაშინ აფხაზები ზღვას უწოდებდნენ - ამორე რაც რუსული "მორე-ს" აფსუური "ა" თავსართით წარმოება იყო.ხოლო, როცა შარშან ვიყავი მოსკოვში და შევხვდი აფხაზებს, გავუმეორე ეს კითხვა და მიპასუხეს, რაღაც შეთითხნული ენა და იქვე ახმაურდნენ, ამაზე ვრცელი მონოგრაფიაც გვაქვსო. . .გავჩერდი... რაღა უნდა მეთქვა?" საინტერესო მოსაზრებაა,არგუმენტირებული,დასაბუთებული... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted January 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2010 აფხაზეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, რომელსაც უკავია მდინარე ენგურსა და ფსოუს შორის მდებარე ტერიტორია. იგი რამდენიმე ისტორიულ ოლქს აერთიანებს: საძენი, ბზიფი, გუმა, აბჟუა, სამურზაყანო და წაბალ-დალი. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური აფხაზეთი სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ტერიტორიის მომცველი იყო და მისი საზღვრები არასდროს ემთხვეოდა ეთნიკურ აფხაზეთს, ე.ი. აფხაზური ტომებით დასახლებულ მიწებს. აფსნი, აფხაზეთის სახელწოდება აფხაზურ ენაზე. ანტიკური ეპოქის დასაწყისისათვის დასავლეთ საქართველოში ყალიბდება კოლხეთის სამეფო, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიასაც მოიცავს. ძვ. წ. VI-V სს-ში აქაური დასახლებების ბაზაზე წარმოიქმნა ძველბერძნული ახალშენები: დიოსკურია, გიენოსი, ტრიგლიტი, პიტიუნტი და სხვები. ძვ. წ. I ს-ში კოლხეთის სამეფო დასუსტდა და დაიშალა. ამის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიაზე აფსილების, აბაზგების და სანიგების სამთავროები წარმოიქმნა, ხოლო მთიან ზონაში - მისიმიანთა სვანური გაერთიანება. III-IV სს-ში ჩამოყალიბდა ლაზთა სამეფო, რომელმაც თავისი ძალაუფლების ქვეშ მთელ კოლხეთთან ერთად გააერთიანა აფხაზეთის ტერიტორიაც. V-VI სს-ში აფხაზურმა ტომებმა დასავლეთით გადაინაცვლეს. ამ პერიოდში ლაზიკის საზღვარი თანამედროვე სოჭის ჩრდილოეთით გადიოდა. VIII ს-ში ჩამოყალიბდა აფხაზეთის სამთავრო, რომელმაც გააერთიანა მთელი დასავლეთ საქართველო. ახალ პოლიტიკურ ერთეულს “აფხაზთა სამეფო” ეწოდებოდა და დედაქალაქი ქუთაისში ჰქონდა. IX-X სს-ში აფხაზეთი ერთიანი ქართული სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა საერისთავოს სახით. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, XVII ს-ის დასაწყისში შეიქმნა აფხაზეთის დამოუკიდებელი სამთავრო, რომელიც XVII–XVIII სს-ში ფორმალურად იმერეთის სამეფოში შედიოდა. 1810 წელს აფხაზეთის მთავარმა რუსეთის მფარველობა მიიღო. 1864 წელს რუსეთის მთავრობამ აფხაზეთის სამთავრო გააუქმა და მას სოხუმის ოლქი უწოდა. 1918-21 წლებში აფხაზეთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა და საქართველოსთან ერთად გახდა საბჭოთა კავშირის შემადგენელი ნაწილი. დღევანდელი აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკაა საქართველოს შემადგენლობაში, რომელიც მოიცავს გაგრის, გალის, გუდაუთის, გულრიფშის, ოჩამჩირის და სოხუმის რაიონების ტერიტორიას. 1993 წლიდან აფხაზეთის მთელი ტერიტორია (2008 წლამდე კოდორის ხეობის გამოკლებით) სეპარატისტული რეჟიმის კონტროლქვეშაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted January 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 6, 2010 Краснодарский Край» - историческая территория Грузии27/12/2009 Гурам МархулияОчередное кощунственное заявление министра иностранных дел России господина С.Лаврова вызвало возмущение грузинской общественности. Российское информационное агентство ИА REGNUM передает жалкий стон российского Министра: “Россию печалит, что западные спонсоры Саакашвили не сделали выводы из грузино-юго-осетинской войны. МИД России опечален тем, что западные спонсоры президента Грузии Михаила Саакашвили не сделали выводов из войны в августе 2008 года. Как передает REGNUM, 24 декабря по итогам заседания комитета Государственной думы РФ, на котором обсуждались внутриполитические итоги 2009 года и задачи российской дипломатии на 2010 год, министр иностранных дел РФ Сергей Лавров выразил сожаление, что “реваншистские заявления из уст Саакашвили продолжаются”. Подобно кровожадному дракону, в ИА REGNUM-е слова Лаврова обретают кровь и плоть и занимательная сказка превращается в “быль”: “Его недавняя статья в американской прессе прямо заявляет о том, что Грузия должна активно восстанавливать свою армию, причем должна обкатывать свою армию в боевых действиях, потому что армия Грузии понадобится не для парадов”, - отметил министр. “Если западные спонсоры нынешнего режима, которые, мы надеялись, должны были бы сделать выводы из августа 2008 года, продолжают содействовать восстановлению грузинской армии как ни в чем не бывало, нас это печалит”, - заявил Лавров.” Мы приведем некоторые исторические факты о принадлежности т.н Краснодарского Края Грузии, чтобы правительству России и русскому народу было понятно, что не только Абхазети, но и почти весь т.н. Краснодарский Край принадлежал Грузинскому государству. Мы даже не будем касаться древней истории Грузии, а приведем научные материалы касательно всего лишь 1918 года, когда этот древний уголок Грузии вновь был возвращен в пределы грузинского государства. Российские ученые и политики такого ранга как господин С.Лавров стараются не касаться этой темы, это больное место для Российской государственности, так как современная Россия состоит из определенных исторических частей -территорий Грузии. Такое положение отрицательно влияет на имидж Российского государства, к тому же в этой исторической территории Грузии Россия планирует провести Олимпиаду. Итак, уважаемые читатели, исторические факты свидетельствуют, что после Российского позорного октябрьского переворота в Тифлисе образовался Закавказский Комиссариат, который отказался признать власть совнаркома во главе с Лениным. Однако вопрос об отделении Закавказья от России не ставился. Здесь ждали итогов выборов в Учредительное собрание, надеялись, что власть большевиков падёт со дня на день1. Однако положение не менялось, большевики укреплялись и 5-6 января разогнали Учредительное Собрание. 10 (23) февраля 1918г. в Тифлисе был открыт Закавказский Сейм, в состав которого вошли депутаты, избранные во всероссийское Учредительное Собрание из Закавказья. Сейм также не ставил вопрос об отделении от России. Закавказский Сейм предпринял энергичные попытки заключения мира с Турцией. 1 марта 1918 г. делегация Сейма встретилась в Трапезунде с турками. Первый вопрос представителя Оттоманской империи был: "Кто вы такие, какое государство вы представляете?" 2 Закавказье всё еще не было самостоятельным государством, на что и намекали турки. Посланцы султана в ультимативной форме потребовали в качестве условия для возобновления переговоров объявить независимость Закавказья от России. 5 апреля 1918 г. на заседании Сейма Н. Жордания заявил: "...связь с Россией прервалась и Закавказье осталось одно. Мы должны встать на собственные ноги и сами себе помочь или погибнуть в анархии".3 В Сейме начались бурные дебаты. 9 апреля Закавказский Сейм провозгласил независимость Закавказья от России. Однако единое самостоятельное Закавказье, ввиду разногласия народов, образующих его, просуществовало совсем недолго. Неслучайно поэтому, 26 мая 1918г. в последнем решении Сейма говорилось: "Ввиду того, что по вопросу о войне и мире обнаружились коренные расхождения между народами, создавшими Закавказскую независимую республику... стало невозможным выступление одной авторитетной власти, говорящей от имени Закавказья, Сейм констатирует факт распадения Закавказья и слагает свои полномочия".4 26 мая 1918 г. Грузия восстановила свою государственность, упразднённую российским самодержавием 117-ю годами раньше. Основной задачей правительства Первой Грузинской Республики было достижение признания со стороны великих держав. Так, 28 мая 1918 г. в г. Поти между Германией и Грузией был заключен пакет соглашений, что ознаменовало собой признание Германией де-факто независимости Грузии5. Грузинская делегация в Берлине в июне-ноябре 1918 года добивалась юридического признания независимости Грузии со стороны Германии6. Правительство Германии для окончательного урегулирования этого вопроса считало необходимым заручиться предварительно согласием Советского правительства. Какова же была позиция Советского правительства по этому вопросу? Из письма И. В. Сталина С. Г. Шаумяну от 8 июля 1918 года о политике Советской власти в Закавказье читаем: "Общая наша политика в вопросе о Закавказье состоит в том, чтобы заставить немцев официально признать грузинский, армянский и азербайджанский вопросы вопросами внутренними для России, в разрешении которых немцы не должны участвовать. Именно поэтому мы не признаем независимости Грузии, признанной Германией, возможно, что нам придется уступить немцам в вопросе о Грузии, но уступку такую мы в конце дадим лишь при условии признания немцами невмешательства Германии в дела Армении и Азербайджана. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted January 8, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 8, 2010 (edited) ...............საქართველოს შესთავაზებენ და ამაზე ზოგიერთი ექსპერტიც საუბრობს, რომ საქართველომ აფხაზებთან, ოსეთთან ერთად კონფედერაცია უნდა შექმნას. თუკი ჩვენ ამაზე საუბარს დავიწყებთ, მას მაშინვე დაემატება აჭარა და ჯავახეთი, ანუ საქართველოს დაშლის გეგმა. რაც ომით ვერ მოხდა, ამ გზით რეალიზდება. ცხადია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარდა, აჭარასა და ჯავახეთშიც დაფიქსირდება რუსეთის განსაკუთრებული გავლენის ზონები, რაც მოლაპარაკებებისა და ტექნიკის საკითხი იქნება. ამის გარდა, დანარჩენი საქართველოც რუსეთთან მჭიდრო კავშირშიც უნდა იყოს. სანაცვლოდ, რუსეთი ალბათ ყველგან გახსნის თავის სამხედრო ბაზებს, ალბათ დევნილებსაც დააბრუნებს, პირველ რიგში ცხინვალის რეგიონში, რაც რუსეთისთვის დიდად მნიშვნელოვანია; შემდეგ გარკვეული პირობებით დააბრუნებს დევნილებს აფხაზეთში, ოღონდ ეს არ იქნება ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნება, რაზეც ადრე საქართველოს ხელისუფლება ლაპარაკობდა...."-დუგინი (პუტინის ექსპერტი)......................................................................................... ჩემი კომენტარი: სვანურიასა და მეგრული ენების ასე ცალკე ენებად ამოქმედება ნიშნავს საქართველოში ფედერალიზაციას,რომლის მთავარი მიზანია ჯავახეთში,ქვემო ქართლში...პრობლემების შექმნა,საქართველოს დაშლა მისი ნაწილების მეზობლების მიერ დანაწილება-რუსულ- სომხური გეგმაა...ეს ფსბ-მ რესპუბლიკელ ზაქარეიშვილის და ოსი ცაბოშვილის მეშვეობით გააჟღერა-საქართველოს კონფედერაციის პროექტი...ჯერ სამაჩაბლო,აფხაზეთი, შემდეგ ჯავახეთი,ქვემო ქართლი,სამეგრელო,სვანეთი...ჩვენს ხარჯზე ყველა უნდა "გასუქდეს"მამათელი ანუ კრწანისელმა მემუარისტმა ამ გეგმის განხორციელება დაიწყო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გასხვისებით...ამიტომ მიდიოდა ზვიად გამსახურდია დინების საწინააღმდეგოდ,რის გამოც შეცვალეს და მკვდარი სერგო შევარდნაძე დინებას გაუყვა-საქართველოს დაღუპვას...დედა ვატირე მე მათი, ვისაც ენატრება მამათ (ლაპარაკია მოქაქეებზე ანუ დაიცავი საქართველოზე) სამწუხარო რეალობაა,საქართველოში ფეხის დასადგამ ადგილსაც არ დაგვიტოვებენ.. :rolleyes: Edited January 8, 2010 by shavlego91 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted January 9, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted January 9, 2010 მოღალატეობამ,ღალატის ჩამდენების გმირებად და გმირების მოღალატეებად მონათვლამ, უცხო ქვეყნის სამსახურში ჩამდგარმა ქართველობამ ,სკამის გულისთვის ქვეყნის ტერიტორიების გაჩუქებამ დაკარგა აფხაზეთი...მასმედიამ დაკარგა აფხაზეთი ,რადგან რუსეთ საქართველოს ომს კი არა, არამედ სამოქალაქო ომსა, ჩეჩნების,ბოევიკების ომად ნათლავდნენ სერგო შევარდნაძის დავალებით, ასევე ჩვენს პოზიციებს ,იერიშის დაწყებისა მიმართულებას,დროს წინასწარ აცხადებდნენ...საქარტველოს მთავარსარდალი მეომარი მეორე მხარის -ელცინის ბრძანებებს ასრულებდა...გაიხსენეთ სერგო შევარდნაძის სატელევიზიო გამოსვლა_" ელცინმა ამიკრძალა ტყვარჩელში და გუდაუთაში შესვლა დიდი მსხვერპლი იქნებაო"...ან გაგრიდან და სოხუმიდან შევარდნაძის ,გოგუაძის, შარტავას( მის გმირობაზე ეჭვი არ შემაქვს...იგი ,როგორც ღალატის მოწმე შევარდნაძემ მოიშორა) ,ალექსიძის,ჩიკვაიძის,კვარაცხელიას,სტეპანოვის... სხვათა მონაწილეობით ხელშეკრულებებზე ხელმოწერა ჯარის, ტექნიკის,არტილერიის გამოყვანის შესახებ,შემდეგ დათუაშვილ-ყარყარაშვილის მიერ რუსული-ბალტინის გემებით მათი გამოზიდვა და აფხაზეთის დატოვება ლაგატკების-კალაშნიკოვების ამარა...ტოტალური ღალატი აი,მიზეზი უბედურებისა... ეს ფაქტი ყოველთვის უნდა გაიმეორო ,რომ მოღალატეები ყველამ იცოდეს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
bimo Posted January 10, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 10, 2010 ზვიად გამსახურდია: მიმართვა აფხაზი ხალხისადმი ძვირფასო თანამემამულენო! აფხაზთა და ქართველთა ძმობა უხსოვარი დროიდან იწყება. ჩვენი საერთო კოლხური წარმოშობა, გენეტიკური ნათესაობა ჩვენს ხალხებსა და ენებს შორის, საერთო ისტორია, საერთო კულტურა გვავალებს დღეს დიდ დაფიქრებას ჩვენი ხალხების მომავალ ბედ-იღბალზე. ჩვენ ერთ მიწა-წყალზე ვცხოვრობდით მუდამ და ერთმანეთის ჭირ-ვარამს ვიზიარებდით. ჩვენ საერთო სამეფო გვქონდა საუკუნეთა განმავლობაში, ერთ ტაძარში ვლოცულობდით და ერთ ბრძოლის ველზე ვიბრძოდით საერთო მტრების წინააღმდეგ. უძველესი აფხაზური გვარების წარმომადგენლები დღესაც არ ანსხვავებენ ურთიერთისაგან აფხაზსა და ქართველს. აფხაზთა მთავრები შერვაშიძეები, საკუთარ თავს არა მხოლოდ აფხაზ, არამედ ქართველ თავადებსაც უწოდებდნენ, ქართული ენა მათთვის დედა ენა იყო, ისევე როგორც იმჟამინდელი აფხაზი მწერლებისათვის. ,,ვეფხისტყაოსნის~ კულტურა გვაკავშირებდა ჩვენ და უძველესი ქართული ტაძრები, ძველი ქართული წარწერებით დამშვენებულნი, დღესაც რომ დგანან აფხაზეთში და ხიბლავენ მნახველს, ჩვენს შორის იყო გადებული თამარის ხიდი მდინარე ბესლეთზე, სოხუმის მახლობლად, დღესაც რომ ამშვენებს უძველესი ქართული წარწერა. ბედია და მოქვი, ამბრა, ბიჭვინთა და მრავალნი სხვანი მოწმენი არიან ამ ძმობისა და ერთობისა. აფხაზი მუდამ ამაღლებული, რაინდული კეთილშობილების სიმბოლო იყო ქართველის ცნობიერებაში. ამას მოწმობს აკაკის ,,გამზრდელი~ და სხვა მრავალი შედევრი ქართული მწერლობისა. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ სწორედ ქართველმა მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ კიდევ მეტად გაუთქვა სახელი მთელს ქვეყანაზე აფხაზურ კულტურასა და ყოფას, აფხაზი ხალხის გმირობასა და კეთილშობილებას თავისი ,,მთვარის მოტაცებით~. ქართველმა მეცნიერებმა _ ნიკო მარმა, არნოლდ ჩიქობავამ, ქეთევან ლომთათიძემ გადამწყვეტი როლი შეასრულეს აფხაზოლოგიის დაფუძნებაში, აფხაზური ენის გრამატიკის სისტემატიზაციის საქმეში; ქართველმა ისტორიკოსებმა _ ივანე ჯავახიშვილმა, სიმონ ჯანაშიამ, ნიკო ბერძენიშვილმა და სხვებმა კი აფხაზეთის ისტორიის საკვანძო საკითხების კვლევაში, ხოლო აფხაზები ყოველთვის დიდ როლს ასრულებდნენ ჩვენი საერთო სამეფოსა განმტკიცებასა და კულტურულ აღმშენებლობაში. ჩვენ მრავალი იმპერიის შემოტევას გავუძელით, ჩვენი ძმობა და მეგობრობა ვერ დაარღვიეს ვერც რომაელებმა, ვერც ბიზანტიელებმა, ვერც არაბებემა, ვერც თურქაბმა, მაგრამ აი მეცხრამეტე _ მეოცე საუკუნეში ჩვენ დაგვიპირისპირდა იმპერიათა შორის უვერაგესი და უბოროტესი _ რუსეთის იმპერია, რომელმაც არნახული უბედურება მოუტანა ჩვენს ხალხებს. რუსეთის იმპერიამ თურქეთში გადაასახლა აფხაზი ხალხის დიდი ნაწილი, მანვე გააუქმა აფხაზეთის სამთავრო, გააუქმა საქართველოს სამეფო და მიზნად დაისახა ჩვენი ხალხების სრული ასიმილაცია და მოსპობა. მან დაინახა, რომ ამას ვერ განახორციელებდა მხოლოდ სისხლიანი რეპრესიებით და გენოციდით, ამიტომ გამოიყენა ყველა იმპერიის ნაცადი ხერხი ,,Dივიდე ეტ იმპერა~ _ გათიშე და იბატონე და ყოველგვარ ღონეს ხმარობდა აფხაზი და ქართველი ხალხების ურთიერთდასაპირისპირებლად. თუმცა, მიუხედავად ამისა, როგორც ამას აღნიშნავდა თვით ნესტორ ლაკობა, ცარიზმმაც ვერ შესძლო აფხაზებსა და ქართველებს შორის შუღლის ჩამოგდება. მაგრამ დღევანდელმა მოდერნიზებულმა კომუნისტურმა იმპერიამ, საუბედუროდ, მიაღწია ამას თავისი მეშვეობით, რაც მისი გეგმით დასაწყისი უნდა გახდეს კავკასიის ბალკანიზაციისა და ლიბანიზაციისა, რათა ცენტრმა შეინარჩუნოს თავისი პოზიციები და ჰეგემონია ამიერკავკასიაში. ჩვენ პატივს ვცემთ აფხაზი ხალხის ეროვნულ და კულტურულ უფლებებს: თქვენს სახელმწიფოებრიობას, თქვენს ენას, კულტურას, აფხაზურ სკოლას, თეატრს, ყოველნაირად ვცდილობთ საკითხების მოლაპარაკების გზით გადაჭრას; მაგრამ, სამწუხაროდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოფიციალური ხელმძღვანელობა არ ამჟღავნებს სათანადო მზადყოფნას მოლაპარაკებისთვის, ადგას ჩვენს მიმართ კონფრონტაციის გზას, ამჟღავნებს სეპარატისტულ ტენდენციებს, საფრთხეში აგდებს მშვიდობას აფხაზეთის ტერიტორიაზე. დღეს დიდი ხმაურია ატეხილი გალში ჩვენს მიერ პრეფექტის დანიშვნასთან დაკავშირებით. როგორც იცით, ჩვენი კანონის თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ უნდა წარმოადგინოს პრეფექტის კანდიდატურები, რომლებიც ჩვენ უნდა დავამტკიცოთ. ამავე კანონის თანახმად, განმარტების მიხედვით, თუ ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობა არ წარმოადგენს ასეთ კანდიდატურებს, საქართველოს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმს უფლება აქვს თავად დანიშნოს პრეფექტი. მიუხედავად ჩვენი არაერთგზის თხოვნისა, ბატონი არძინბა არ ჩამოვიდა თბილისში, არ დაესწრო პრეზიდიუმის სხდომებს, რომლის წევრადაც იგი ითვლება და არ წარმოადგინა პრეფექტის კანდიდატურა, ამიტომაც დაინიშნა გალში პრეფექტი. ამჟამად ჩვენ მას მივეცით ვადა სხვა კანდიდატურების წარმოდგენისა, რასაც იგი კვლავ აჭიანურებს. ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ იგი ბოიკოტს უცხადებს ჩვენს პარლამენტს, ჩვენს პოლიტიკას პრეფექტურებთან დაკავშირებით და სურს აფხაზეთში შენარჩუნება კომუნისტური წყობილებისა, მმართველობის კომუნისტური სისტემისა. მაგრამ ჩვენ უნდა შევახსენოთ მას, რომ კომუნისტური სისტემა და საბჭოთა იმპერია დღეს განწირულია და ამაოდ ცდილობენ მავანნი და მავანნი ისტორიის ჩარხის უკუღმა დატრიალებას. ადრე თუ გვიან საბჭოთა კავშირის დამონებული ხალხები გადაიგდებენ კომუნისტური დიქტატურის უღელს და მაშინ არძინბას მსგავსი მოღვაწეები შეფასდებიან, როგორც საკუთარი ხალხის მოღალატენი. დღეს მთელი მსოფლიო გმობს გორბაჩოვის რეპრესიულ პოლიტიკას დაპყრობილი ერების მიმართ, ლიტვაში და ლატვიაში ჩადენილ ბარბაროსობას. ასე, რომ საბჭოთა ტანკების იმედი ნუღარავის ექნება. მსოფლიო გმობს, აგრეთვე, ცენტრის მიერ ინტერფრონტების და ,,ხსნის კომიტეტების~ შექმნის მცდელობას ხალხის მიერ არჩეული მთავრობების დამხობის მიზნით. და აი, ასეთ დროს აფხაზეთში შეიქმნა ინტერფრონტი, რომელსაც სურს გაიმეოროს ბალტიისპირეთის მოდელი, ხოლო არძინბა გამუდმებით იწვევს იმპერიის ჯარს, რათა სისხლისღვრა გამოიწვიოს აფხაზეთში. მან უკვე მიაღწია შინაგანი ჯარის შემოყვანას ბაბუშერაში, მაგრამ მას უნდა ახსოვდეს, რომ მსოფლიო ისევე დაგმობს მის საქციელს, როგორც დაგმო ბალტიისპირეთის ,,ხსნის კომიტეტები~. ამით არძინბას სურს აფხაზი ხალხი ჩაითრიოს სახიფათო ავანტურაში, რომელიც მას სირცხვილსა და უბედურებას მოუტანს. ასევე სახიფათო იქნება აფხაზეთის მოსახლეობისათვის მონაწილეობა 17 მარტის საკავშირო რეფერენდუმში, რაც მიზნად ისახავს ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივებას აფხაზეთში, ქართველების, აფხაზების, სომხების, რუსების და სხვა ეროვნებების ურთიერთდაპირისპირებას, ხალხთა შორის სისხლისღვრის პროვოცირებას. ამიტომ მოგიწოდებთ: ნუ აყვებით პროკომუნისტებს, ჩვენი ისტორიული მტრების აგენტებს და პროვოკატორებს, ბოიკოტი გამოუცხადეთ საბჭოთა რეფერენდუმს და მონაწილეობა მიიღეთ საქართველოს რესპუბლიკის 31 მარტის რეფერენდუმში, რომელიც დაკავშირებული იქნება საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასთან. დამოუკიდებელი საქართველო თქვენ უფრო მეტს მოგცემთ, ვიდრე მოდერნიზებული საბჭოთა იმპერია, რომლის მიზანიც არის ყველა პატარა ხალხის ასიმილაცია და რუსიფიკაცია. თვითმყოფად საქართველოში იარსებებს ჭეშმარიტად თვითმყოფადი აფხაზეთი, ჭეშმარიტი თვითმმართველობით, როგორიც მას ჰქონდა აფხაზთა და ქართველთა ერთიანი სამეფოს არსებობის დროს სუკუნეთა განმავლობაში. გაუმარჯოს ჩვენს ისტორიულ ძმობას, ერთობას და დამოუკიდებლობას! გვფარავდეს ღმერთი სიყვარულისა და ჭეშმარიტებისა! სიყვარულით და პატივისცემითზვიად გამსახურდია. თბილისი, 1991 წ. მარტი --------------------ძმაო ძმითა ხარ ძლიერი! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
bimo Posted January 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 15, 2010 საერთოდ ყველა დიდი დანაშაულის გამოძიება,რაც მალე მოხდება მით უკეთესი საქართველოსთვის,ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას,აფხაზეთის გაყიდვასაც,რუსების მეშვეობით გადატრიალებასაც(და არა სამოქალაქო ომი-კრემლის დეფინიცია),სამაჩაბლოში ოკუპანტების შემოყვანასაც(და არა "მშვიდობისმყოფელების"), მერაბის და ზვიადის მკვლელობასაც...სხვაგვარად ამ დაუსჯელობის,მოღალატეობის სინდრომი წალეკავს ქართულ სახელმწიფოებრიობას... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mrgogi Posted November 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted November 6, 2011 ის ვინც საკუთარ თავს „აფსუა ს“ უწოდებს მათ ქართველები და სხვა ხალხები „აფხაზები ს“ სახელით ვიცნობთ. ასეთი შემთხვევა მრავლად გვხდება მსოფლიოს ხალხებში მაგალითად მხოლოდ ქართველები ვეძახით ბერძნები ს , მათ სხვა ხალხები კი გრეცია ს უწოდებენ ფრანგებისთვის - Grecs; რუსებისთვის - Греки. თვით ბერძნები თავიანთ საკუთარ თავს ელლინე ს უწოდებენ. ეს გავრცელებული მოვლენაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.